♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » .............
6:56 PM
.............



სადღაც, უსასრულობისკენ
მიფრინავენ წუთები...
არა!შენს თავს გეფიცები–
აღარ გაგებუტები..

ცვივა თოვლის ფანტელები,
კისკისებენ ფიფქები...
არასოდეს მიგატოვებ–
სულ შენს გვერდით ვიქნები...

ცაზე მთვარე იმზირება,
მხიბლავს ღამის სინაზე,
ყველა სტრიქონს შენ მოგიძღვნი–
ვარსკვლავების ჯინაზე!!!

.......................................................

ყველა აქ არი და მაინც კარი,
ჰე, მასპინძელო, დატოვე ღია.
ცარიელია ეს ერთი სკამი
და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან.
ყველა აქ არი, სიმღერას, ხალისს,
გარედან წვიმა შოლტივით იქნევს
და ნუ დახურავ იმ კარებს მაინც,
რა იცი, ვინმე მოვიდეს იქნებ.
ყველა აქ არი, ჭიქების წკარუნს
გავანდოთ,ვუთხრათ---ვეტრფოდით ვისაც,
ეს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს----
ძველ ჭრილობაში ჩარჩენილ ისარს....
ყველა აქ არი და მაინც კარი,
ჰე, მასპინძელო, დატოვე ღია,
ცარიელია ეს ერთი სკამი
და იქნებ ვინმე მოვიდეს გვიან....

..............................................................

შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს,წამებს...
შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას,
გულის სიმებით ნამღერს...
შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო,
წიტელ ეკლიან ვარდებს...
ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი
შენ დაგინთებდი სანთელს...
შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს,
გულის სიღრმეში ნადებს...
შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს
წმინდა გრძნობებით სავსეს...
სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა,
თავს გავწირავდი გწამდეს!
შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი,
სიკეთით სავსე ყანწებს...
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს, წამებს...
შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს,
უხმოდ დაშვებულ ფარდებს..

.....................................................................

მე არ გიცნობ მაგრამ მაინც მიყვარხარ
არც კი გკითხავ ვისი ხარ ან ვინა ხარ
მე უბრალოდ სულ შორიდან გიყურებ
შემიყვარდი და თავსაც არ ვიტყუებ
მე რატომღაც მომწონს შენი სიჩუმე
და თვალებით წარმოთქმული სიტყვები
დამიჯერე უსასრულოდ მიყვარხარ
და სიკვდილის დღემდე ასე ვიქნები
ისევ ვხედავ ამ ქუჩებს ავდარიანს
ისევ გნატრობ ყველაფერზე ძალიან
მიყვარხარ და ამის თქმას მე არ ვნანობ
კიდევ ჩვენზე ბევრ ოცნებეს გაგანდობ
მე შენ გეტყვი რაც აქამდე არ მითქვამს
არვიცი შენ ამას როგორ აღიქვამ
მაგრამ მაინც ბევრი ცრემლი დავღვარე
და ფიქრები ჩემი მე შენ გაგანდე
დაიბენი არ იცოდი რა გეთქვა
გულის დარდი ჩემთვის როგორ წაგერთვა
მაგრამ მაინც პირდაპირი პასუხით
ჩემი გული დაიპყარი ვარ სუსტი
და მე ამას წამითაც კი არ ვნანობ
ამდენი არ მიტანჯია ამაოდ
ჩვენ ხომ ახლა გულით ერთნი ვართ კარგო
სიყვარული არ მინდა რომ დავკარგო...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1200 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:54 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024