ადამიანის ფენომენში ორი მამოძრავებელი ძალა გამოიყოფა : ტვინი და გული ! ორივე ფენომენი განსხვავებულ დატვირტვას ატარებს ... უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლიათ , მაგრამ ერთმანეთს ებრძვიან........... ტვინი---აზრი ,ფიქრი ,ოცნება ,ანალიზი........ გული---სიყვარული ,სითბო ,შური ,სიკეთე........ ტვინი---მკაცრი და მომთხოვნი....... გული---ნაზი და დამთმობი ........ ტვინის გარეშე ცხოვრება ---შეიძლება !..... გულის გარეშე ---არა !..
....................................................... როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება, რადგან შენშია თავმოყრილი ყველა სიკეთე. შენ ისეთი ხარ,სიყვარულსაც კი შეშურდება, ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს. შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს, გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს. საიდან მოხვდი ასე თბილი,ასე უბრალო. ასეთ ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე. არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება, ვშიშობ ზედმეტ სიყვარულზე ცილი დამწამონ. შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება, ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო..
.................................................................
ბავშვობიდან წაბლისფერი თმებით და თვალებში თაფლისფერი სივრცით ყველაფერზე მაღლა მდგომი მზერით და ამური, უკანმდევი, ისრით.
საკუთარი ნაბიჯების ხმაურს, სხვების უხმო მოლოდინი ავსებს, მე კი მუდამ აყოლილი ფიქრებს, მათ ოცნებებს გამიზნულად ვამსხვრევ.
სიცოცხლისთვის, ჩემი თავის გარდა, არ მჭირდება არვინ, ამას ვამჩნევ, და ამურის ადევნებულ ისრებს ყოველ ჯერზე მონდომებით ვამტვრევ.
უკანმდევი ჩურჩულით და მზერით გავატარებ მთელ ცხოვრებას, ვიცი. (!!!!) ბავშვობიდან წაბლისფერი თმებით და თვალებში თაფლისფერი სივრცით!
|