მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » .................
6:59 PM ................. |
*** "მე შენ მიყვარხარ!" ნუთუ ცოდვაა?! და თუ ცოდვაა, ვიყო ცოდვილი. "მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ? დამნაშავე ვარ, ვიყო გმობილი. ჩამსვით ციხეში, ან ჯოჯოხეთში, მაწამეთ ყველგან, სადაც გენებოთ, "მე შენ მიყვარხარ!" ყოველთვის ვიტყვი, თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ. "მე შენ იყვარხარ!" თუნდაც ვკვდებოდე, თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, "მე შენ მიყვარხარ!" და მე ამ სიტყვებს, გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც. და თუ ეს ცოდვა, ღმერთმა შემინდო, არასდროს დამგმო, ერმა და კაცმა, მაშინ კვლავ ვიტყვი, ისევ თამამად: "მე შენ მიყვარხარ, ძლიერ და მარად!"
*** დამხატე...ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. დახატე ზეცა...ოღონდ თეთრი მოსაწყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო. მე აღარ მინდა შემოდგომა პოთოლთა ცვენით, იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი. თეთრი ზამტარი? მე არ მახსოვს ეს იყო ძველად, შენ დამიხატე უნამქერო და იისპერი. დახატე მიწა და მზის აყვნად აქციე თოვლი... ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია. ზღვაც დამიხატე ოღონდ მწვანე, ისე ვით მოლი, მერე რა მოხდა თუ ის ლურჯია. დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით, უმასხარაოდ, ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს, ოღონდ ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!!!!!!!!!!!!!
*** რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო, მე ხომ უშენოდ არასოდეს არ მილოცნია, ყველა ხატის წინ დაგვინთია წყვილი სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია. ალბათ მოვედი იმიტომ რომ შენ გაგიხსენო, მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი, რომ აღარა ვარ შენთან ერთად, მოვედი ცალად და ორის ნაცვლად დაინთება სანთელი ცალად. ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ, მიეცი ძალა შენს ხატის წინ დაჩოქილ წყვილებს, რომ შენს ტაძარში არ დაენთოთ სანთელი ცალად!
*** მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას ,
მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ შევქმნიდი მხოლოდ შენ ქანდაკებას,
ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას,
მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე დავწერდი ყველა სიმღერას,
მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე გადედოფლებდი მე შენ დალებთან,
მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან,
და არ გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი
ბედი რომ მქონდეს როგორიცა ვარ ასე უბრალოს შემიყვარებდი
*** უხერხულია შენ გერქვას ქალი შენში დევს ძალა რაღაც ღვთიური ქვეყნად ბევრია ლამაზი მაგრამ შენ ხარ ყველაზე ფანტასტიური.
აეკიდება ყველა პოეტს შენი ზმანება შენი თვალებით შეიქმნება მუზა ულევი შენი ღიმილი გააღვივებს გრძნობას მიმალულს ამოიფრქვევა პოეზია გამოულევი.
ძვირფასო შენთვის არ არსებობს ალბათ ოცნება რადგან ოცნების დედოფალი თავად შენახარ თვით რუსთაველიც კი დაწერდა ახალ პოემას შენი უმანკო სილამაზე რომ დაენახა.
ენით აღუწერ სითბოს აფრქვევს შენი იერი ყოველი კაცი შემოგცქერის როგორც მშიერი ზოგი მათგანი სევდიანი გგიცქერს დუმილით ზოგი მათგანი იტანგება შენი წყურვილით
შენი სურნელი დაუკარგავს ყველას გონებას შენი ტუჩები აიძულებს უხმოდ მონებას, ყოველი კაცი ცის ანგელოზს თუ ემონება შენს სილამაზეს ანგელოზიც დაემონება
*** შეყვარებული ხარ? ალბათ გიყვარს ვინმე ჰო და ჩემო კარგო კარგად მომისმინე... შენ თუ შეიყვარებ, მხოლოდ აგრძნობინე, ძალიან თუ გიყვარს ნუ შეატყობინებ. იცი ჩემო კარგო რატომ ვამბობ ასე? სიძულვილით არის კაცის გული სავსე, შენ თუ დააჯერებ რომ იმისთვის ხარობ, გაიფიქრებს, ალბათ მასზე კარგი ვარო.... და გაივლებს გულში: ,,რატომ შევიყვარო? ჩემზე ნაკლებს თავი რატომ მივადარო?" და შენს ლამაზ თვალებს მოარიდებს მზერას, რადგან შენი ტრფობა, დიდად შეიფერა.
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1244 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 59 სტუმარი: 59 მომხმარებელი: 0 |
|
|