♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » ............
8:50 PM
............

მაგიდა, სკამი,
მოლურჯო ფერის
კიდია ფარდა.
რადიო...ბლუზი...
ჩემს სიმყუდროვეს
ყლუპ-ყლუპით სვამდა...
ყველაფერია აქ ,რაც მყოფნის,
შენ ერთის გარდა...
მაგიდაზე დევს
გადაშლილი, პატარა წიგნი,
მაღაზიაში რად დამიტოვა,
სევდიან გოგომ,
დღესაც ვერ მივხვდი.
ისეთი დიდი თვალები ჰქონდა,
მოსიარულე სევდასა ჰგავდა,
შემოატია თავის ნაღველი
და მაგიდაზე ლარად დახვავდა...
ვზივარ და ვფურცლავ...
და ავტორივით,
მეც მტკივა ია...
ობლის პაწია ხელისგულზე
დასახლებული მაია- ჭია...
აქ ყველა ბგერა, ყველა სიტყვა,
და რა ბევრია...?!
სიტყვის ბოლოში
მრავალწერტილიც
სევდისფერია...
ლურჯი ოთახი,
ყვითელი ლამპა,
მუსიკა..ბლუზი...
ჩემს სიმყუდროვეს
ყლუპ-ყლუპით სვამდა...
ყველაფერია აქ ,რაც მყოფნის,
შენ ერთის გარდა...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1092 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-10-09, 1:03 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024