♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » ..............
8:39 AM
..............


თუ სახეზე შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები, რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის
ტკივილს...
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება, ჩუმად ჩავიფიქრებ
რამეს...
ვინ რა იცის, როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე...
არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,
მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,
ვერ ხვდებიან, რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს...
ვერას ვამბობ, ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს...
გაიკვირვებთ, ალბათ, ყველა, თუ დავიწყებ უცებ ტირილს...
სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცას,მთვარეს...
ყველა ჩემი გულისტკივილს მე ვუყვები ამ ჩემს ღამეს...

.............................................................................


ფიქრი ფიქრის წილ,არ მოგასვენებ...
სევდა სევდის წილ,დარდად გეწვევი...
თვალზე წაგსკდები, ფიქრს დაგისველებ...
ჩაგითრევ ნისლში როგორც მორევი.

მე უდაბნოში მზე ვარ ელვარე,
ტრიალ მინდორზე ვარ ზამთრის სუსხვა.
ვერ შეგიფარებს შენ ვერც სამარე,
ყველგან მოგაწვდენ შხამნარევ სუნთქვას.

და ხსნას ნუ ელი,მე ვარ სასჯელი,
ვეღარ გიშველის მონანიება.
მე ვარ ჯალათი,ვარ მბრძანებელი
და შენთან მოვალ შურისძიებად

.............................................................


შენ ტირი.... არ მითხრა რომ არა...
უხმოდ ... უცრემლოდ... მაგრამ
ვიცი რომ ტირი...
შენ მალავ... და ...
მაინც ვხედავ შენს ცრემლებს....
შენ სულს ვხედავ... ტირის...
... არ გკითხავ რატომ?!...
ვიცი ... ისედაც ვიცი... და მეც....
ვტირი.... ჩუმად.. არ ვიმჩნევ..
უხმოდ... უცრემლოდ... გულში ვტირი...
... და არ მკითხო რატომ...
...იცი...ისედაც იცი....
ვიცი.... იცი...
და მაინც რატომ?! რატომ?!
კითხვები ისმის

............................................




არ დაიჯერო ეს სიყვარული!
მე ხომ არავის შეყვარება არ შემიძლია,
არ წამოეგო ამ ანკესზე, რომელიც წყალში
მოსატყუებლად, დასაღუპად გადამიგდია.

ალბათ დემონებს შეგვიძლია ანგელოზებად,
ვაჩვენოთ თავი დედამიწის სულელ არსებებს,
ხელი მკარი და მომიშორე, სანამ ადრეა,
სანამ შეჩვევა შემოგხვევდეს მძიმე საცეცებს
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1117 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:41 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 59
სტუმარი: 59
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024