მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » ...................
8:39 AM ................... |
გახედე!.. სადღაც ცა უნდა იყოს.. მერე მაცხოვარსაც დაინახავ.. ოღონდ დაჟინებით, დაღლამდე, თვალების გაშრობამდე შეემზირე.. იქ ნამდვილია.. საღმერთო და საანგელოზო.. თორემ საადამიანო მეც მაქვს.. აქ, ჩემს ოთახში.. მე და ამ ჰაერს გვმადლავს უკვე რა ხანია.. გამხმარი ბზის ტოტები ადიდებენ..მდუმარეა..ფერმკრთალი.. თვალებში პოეზიით სავსე სიმშვიდე უსვენია .. ნაკვნესი ხელის გულებიდან კი სისხლის მაგივრად ლექსები გადმოდის..
................................
ბავშვობაში, დედას ხელჩაკიდებული მივყავდი მასთან და ნატვრას მასწავლიდა__ გულზე დადებული ჯვრადქცეული ხელებით და თაფლისსუნიანი სიტყვებით.. (დედას ნაწნავი არ ჰქონდა..არა და, მინდოდა, ჰქონოდა..) ყოველთვის, როცა ჩემი ოთახის მაცხოვართან თვალდახუჭული დგება, დედა შაქრისფერია და მძინარე გვირილების სუნი აქვს..
...............................
მერე ბავშვობა სევდისა და ფიქრის ფერით შემეცვალა.. დედის გარეშე მივედი.. თითო ნატვრას თითო "მაპატიე" დავუმატე.. არ უკვირს _ შენ მოხვედი და.. მან ხომ იცის, შენი ყოველი შემოხედვა როგორ მეცოდვება_ რას არ ვფიქრობ!...
და მერე ვსაუბრობთ.. ჩვენ შენზე.. შენ _ სხვებზე..
მაინც...
ყოველთვის, როცა ჩემს ოთახში თეთრი დილა ჩამოდგება, იცოდე, მიყვარხარ!!! და ასე იქნება მანამ, სანამ შევძლებ ჩემი მაცხოვრის ხელის გულებიდან გადმოღვრილი ლექსები ვისუნთქო...
გაფხიზლებ... გაფხიზლებ... პირს დაგბან, ჩემი ხელით გადაგაცლი ნაღამურევს ფიქრიანი თვალებიდან და
მერე მაინც... გახედე!!!! სადღაც ცა უნდა იყოს... იქ ნამდვილია...
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1136 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|