♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥


* * *

რა დიდებული სიტყვა არსებობს,
ეს დალოცვილი-ხვალე.
დღეს გვიანაა,ხვალე,ბავშვებო,
ხვალეც მელეა,მალე!
ხვალიდან ვდგები დილაადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ,ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან!
ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს.
წერილს ხვალ დავწერ,აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.
იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი.
ხვალე ვისესხებ...
ხვალე გიყიდი...
კარგი,დაწყნარდი,კარგი!
ეხლა თუ არა,ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე.
სახელოვანი ხვალ შევიქნები,
ხვალე..
ხვალე და
ხვალე...
შენც,ჩემო თავო,რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს.
ეს ხვალე მუდამ,მუდამ იქნება,
მიდი,
თვალე და
თვალე...






კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1158 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *
სიზმრად ვნახე თეთრი გედი... ნეტავ, დედა, რაო?
სანთლები და მგალობლები... ნეტავ, დედა, რაო?
დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო,
ფრთას მიქნევდა... და მღეროდა... ნეტავ, დედა, რაო?
- თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ, შენს დედასო!...
შენს სიმღერით მომიკვდები... ვაჰ, შენს დედასაო!
- ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო,
შავს მიჰქონდა მდინარესა... ნეტავ, დედა, რაო?
- თეთრი კაბა წყალს მიჰქონდა? ვაჰ, შენს დედასაო?
შვილო, შავეთს გათხოვდები... ვაჰ, შენს დედასაო!
- მიწასხარი ჩაღმუოდა... ნეტავ, დედა, რაო?
- შვილო, მამაშენი არი... ვაჰ, შენს დედასაო!
- ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაო?
- ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო!
- ვითომ ყვავილები წვიმდა... ნეტავ, დედა, რაო?
- საქართველო ატირდება... ვაჰ, შენს დედასაო!.
..

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1220 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


* * *
გითხარი... გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,
ბავშვივით დამტუქსე თან,
რა ცუდი ყოფილხარ, მომშორდი, გამცილდი,
როგორ გამიბედე თქმა...

არა, თავს იქნევ, სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ,
როგორი კარგი ხარ შენ!...


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *

უპატრონოთა სახლში გაზრდილი
გოგონას ვედრება ღვთისმშობლისადმი

ღვთისმშობელო დედაო,
ჩივილს შემოგბედაო,
ობლის მოთქმა-ვაებას
თუ შეისმენ ნეტაო.
ჩემი დედა სად არი,
ანდა მამა სადაო,
ასე რად მომიძულეს,
რა აქვთ ჩემთან სადაო.
ალბათ სხვა ჰყავთ შვილები,
კარგადაც ჰყავთ ყველაო,
ნუთუ არ ენატრებათ
მათი ცუგრუმელაო?
ერთმა ქალმა მიშვილა -
სიზმრად ასე ვნახეო,
შენი ჰქონდა თვალები,
ღიმილი და სახეო.
არაფერი არ მინდა,
ერთ რამეს გთხოვ თანაო:
დამასიზმრე, დედიკო,
მისი იავნანაო...


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


* * *
არავის გინდათ ბავშვის გული,ამაყი გული?
წაიღეთ ძმებო მომაშორეთ,მე ვეღარ ვუვლი...
არც გოროზია,არც უბირი,არც ავადმყოფი,
რა ბევრი უნდა ამ საწყალს და რა ცოტა ყოფნის.
ვერ ეგუება ვერც სიბრმავეს და ვერც სიყრუეს,
აიჯაგრება და მგელივით წამოიყმუვლებს.

ვერ ეგუება ქედმაღლობას და გაქსუებას,
ვერც ნიღაბ -როლებს,ვერც სიხარბეს ვერ ეგუება.
კაცი ვბერდები და აქამდე ვერ შემიტყვია:
ვინ ვისი ბატონ-პატრონია,ვინ ვისი ტყვეა.

ცოტა ხანს უნდა დავისვენო სული ვიცხოვნო,
ცოტახანს უნდა უგულოდ და წყნარად ვიცხოვრო.
რა დაგიმალოთ: უგულონი დიდხანს ცხოვრობენ,
სწრაფად გადიან ამ ცხოვრების ფონს და ჭორომებს.

დანაღმული ხარ საკუთარი გულით, პოეტო,
დანაღმული ხარ სიყვარულით და იმედებით.
ფრტხილად,ბიჭებო,გულებს ტლანქად არ წამოედოთ,
და მოძმის გულზე,როგორც ნაღმზე,ნუ ავფეთქდებით.


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1078 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *
თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ,
ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით.
რა ერთგულებით მოგჩერებია,
რა სიყვარულით და მოკრძალებით!

იმ თვალებიდან არა ბრიყვული,
არამედ რაღაც ბრძნულად გამგები,
ადამიანი თუ არ გიყურებს,
გიყურებს რაღაც არანაკლები,

ნუ მიიქცევი, სულო, საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ
კუდის ქიცინის და ყეფის გარდა.

იქნებ ისინი სხეულგაცლილი
ადამიანთა სულები გახლავთ,
რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი,
დაბადებულან ძაღლებად ახლა

და იმ უხსოვარ ღალატისათვის
ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?
ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ,
თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.

თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს
და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას
ზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული,
ზედმეტი ლიზღი და ფუფუნება.

ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ
და როგორც წესი, მანქანით დაჰყავთ
ისინიც ლირწი თვალებით სვამენ
ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს,

ცირკში ვარ...ძაღლი "ბისზე" გავიდა
და ემანჭება სახე ობობად,
მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან,
ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.

ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,
ამ ჩინ-მედლებით გაბღენძილ რაინდს,
უბრალო ძაღლი რად არ სჯობია
სისხლით თუ არა, ბუნებით მაინც

ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,
ეს ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ოხ რა ძნელია თურმე შენთან სიშორე
დასაწყნარებლად ამის წამალი ვერსად ვიშოვე
იმ წამს მეგონა თითქოს დაგკარგე ცხოვრება
არ შემიძლია უშენოთ დატანჯული ცხოვრება
დაგინახე და შენ კვალს ავედევნე სევდიანი
მე ვერ ვიგრძენი თავი როგორც შენიანი
დაგეწიე და სჰენსკენ მზერა მოვაშურე
მაშინ მივხდი შენთან ყოფნა როგორ მომაწყურე
თვალებს შევხედე მომაკვდინებ ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1276 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვაშლს ჩაკბიჩავ,ჭიაყელა ამოგიყოფს თავსაო
შეხედავ და მისი შიშით ვერ გაიღებ ხმასაო
ამ საცოდავ ჭიაყელას დაანახებ სხვასაო
ის კი ზიზღით გეტყვის რას მანახებ რასაოოო?!
მერე რა რომ შენ ვაშლში დაუდია ბინა
ამ ბინისთვის ჭიაყელას გადუხდია ქირა
მასაც კი ყავს ოჯახი და ღამღამობით ძინავს
აუ ნეტა დამანახა ძილში როგორ ხვრინავს....
... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1201 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ამ ლამაზ ცხოვრებას,პატარა ვიყავ რო შევემატე
ვფიქრობ ცუდათ და გამწარებით არავის მოვქცევივარ
კარგი სახელი დამრჩენოდა მე ამას შევეცადე
ჩემო ცხოვრებავ ლაღი და მშვიდი არასდროს მგონებიხარ.
ყოველდღე იმის ფიქრში ვიყავი,უცებ შორს რო გამერბინა
და ეს წუთისოფელი უმოკლეს ვადებში ჩამერბინა
სადმე წყვდიადში ბინა დამედო,დამეძინა
და ჩემი სხეული,დატანჯული უკვალოდ გამერინდა.
რა იცი იქნებ დღესვე მოვიდეს სიკვდილის ეტლი
და გამაქანოს საუკუნოდ უფსკრულში,ბნელში
იქნებ ჩემ ძმაკაცს მე ჩავაკვდე სისხლიან ხელში
ჩამსვან მიწაში და საბოლოო, დამადონ ბელტი.
ნეტავ რამდენხანს ემახსოვრებათ ჩემი ტკბილი ხმა
ნეტავ რამდენხანს ეჭირებათ სურათი ხელში
მე იმასა გთხოვთ,გამაგებინეთ თქვენი ლოცვის ხმა
იქნებ მეღირსოს იმქვეყნად ყოფნა მე სამოთხეში.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1031 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შენ მოლოდინში გული უფრო გამალებით ცემდა
დაღლილი მონატრება ამთქნარებდა,თვლემდა
როიალზე უკრავდი,მღეროდი და ქვითინებდი გხედავდი
მაგრამ თურმე შენს თავს სიზმარშიც ვერ ვხედავდი
შენგან გულჩათხრობილს ნათელი მებნელებოდა
შენგან მოშორებით ყოფნა მეძნელებოდა
მაინც რად მომექცა ცხოვრება უსამართლოდ
წახვედი დამტოვე უსიტყვოდ, უკამათოდ
მე ისღა დამრჩენია ვიქექო წარსულში
და ის დრო გავიხსენო ჩვენ რო ვართ ზაფხულში
წარსულში ვიქნები მუდამ და ყოველთვის
რადგან მომავალში უშენობა მომელის
ღმერთო!რად მომივლინე ცხოვრება ასეთი?
ან რა დავაშავე ამქვეყნად მასეთი?
სათხოვრად მოვდივარ,გრუბლებს მოვყავარ
მე ის დამიბრუნე რომ უთხრა მიყვარხარ!
ჩემო შემოქმედო მითხოვნია სიყვარული
ნუთუ არ გაგაჩნიათ არავის სიბრალული
სიყვარულს ვითხოვ სიძულვილს კი არა
ფხიზელი აგარ მინდა ამივსეთ ფიალა!!!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1625 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 3 4 5 6 7 ... 33 34 »
პარასკევი, 2024-03-29, 10:41 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024