მთავარი » ♥პოეზია♥
სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები, სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები, სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია. სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს, სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი. სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?! სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!
|
გული ტარიელ ჭანტურია
გული არის ბევრნაირი, უცნაურად ბევრნაირი! ვთქვათ, კეთილი! ვთქვათ, გულჩვილი, ვთქვათ, ქრისტიან ბარნარდის...
მილიონში ერთი თურმე გული არის ბოროტიც! მოგზაურიც — თავის კუკით, თავის მარკო პოლოთი... პატიმარიც — ცხელ საკანში უღვთოდ გამოკეტილი! — სურს გაქცევა, მაგრამ უშლის მკერდის მტკიცე კედელი... გული არის ბერძნული და ფრანგული და ქართული! ერთნაირი — ტკივილია! — ბრძნული... მიოკარდული...
გული არის მამის მკვლელი, გული არის შვილმკვდარი, რასაც ტვინი ვერ გაიგებს, გული არის მიმხვდარი... არის გული — ამირანის, არის გული — ბეთქილის... არის გული გულქვა, მაგრამ არის — გულგახეთქილი... გულებს ვიცნობ, გულით უნდათ შეჭმა ერთიმეორის! არის გული — ლაჩრისა და არის გული მეომრის! არის გული ჩამშვები და არის გული — ერთგული! არის გული — გამცემი და არის გული — შეთქმული...
არის ტაქიკარდიული, მაგრამ არის მიმკვდარიც... რასაც ტვინი ვერ გაიგებს, გული არის მიმხვდარი.
|
ლაშა გახარია
წადილა დილამ მაინც დამასწრო გაზმორება და თვალის გახელა; გამოაჩქარა ქუჩა საბაზროდ, ფიროსმანი რომ ჰქვია სახელად.
წაეცანგალა ანგლად მალაკნებს, ააკანკალა კოცნის კონები... სარუსთაველოდ ირჩევენ კაბებს ხატპეპლები და ხატგოგონები.
მოანამგალეს ზეცა მერცხლებმა, გამოამშვენეს შევრო–ქაშმირი... კოკაზე ონკანს ხმა ევერცხლება, მუშტარას ტაშტით დააქვს ნახშირი.
გზად ტოვებს ნიავს ნათლია – ქარი, წაართვეს წრაქი უწმაწურ ბელებს; გამოწალამდა აფთიაქარიც და წნევიან დღეს უსევს წურბელებს.
ამომანდილდა ნისლი ხევიდან, ურცხვი სარეცხი თოქზე ქაქანებს... ჩამოიარა თეძოსრხევითა მზერითთარგმნილმა ჩემმა შაგანემ.
კუშტად გახედა მუშტივით ბოქლომს და სხვა დუქნისკენ წაბრძანდა ლოთი... რა ლამაზია მემაწვნე გოგო, ეს თეთრი დილა რომ დააქვს ქოთნით.
...
თეთრი დილა
|
დასასრული
გაბრწყინებულა სალომე მზის უკანასკნელ სხივით, გადაუვლია სიყვარულს, გულების ჟივილ-ხივილს, გადაუვლია სიყვარულს - დიდი არწივის ყივილს. . . . სულ ცოტა დარჩა დასასრულამდე, ცოტაც და, ჩვენს მზეს სული ამოუვა; მდინარეებიც გაჩერდებიან, - დავიქანცეთო, - დაიჩივლებენ; ჩვენი ქარებიც დაიძინებენ, ჩვენი სარკმლებიც ჩაღამდებიან. ყველაფერი ჩათავდება, ჩანავლდება, ჩაქრება... მეხსიერებაც, რასაც ჟამისგან განწირულები თავს ვაფარებდით; მეხსიერებაც - სადაც დევნილნი, ცივ და წვიმიან ამინდებში ვიყუჟებოდით; მეხსიერებაც რკინის ფარცხით ჩაიფარცხება. არ შეგეშინდეს! მზე ჩაქრება, მთვარეც ჩაქრება, მდინარეებიც გაჩერდებიან, ვარსკვლავებიდან ძირს ვეშვებით, არ შეგეშინდეს! . . . გაბრწყინებულა სალომე მზის უკანასკნელ სხივით, გადაუვლია სიყვარულს, გულების ჟივილ-ხივილს, გადაუვლია სიყვარულს - დიდი არწივის ყივილს.
|
რომელ კანონში წერია?!
გარდაისახე პირჯვარი, შავი შეკაზმე ცხენია, ქამანდი სტყორცნე ლემადეს, წამით დაკეცა ფრთენია, - შენად იგულვე!.. იმას კი... კვლავ ცხრა მთა გადუფრენია: მინდორში ქარის დაჭერა... რომელ კანონში წერია?!
*** გულს არ ჩერდება გრძნეული სხივი, ფარჩები, აჰა, ფლასებად შლილა! სად არს ნათელი შენი უებრო, კვლავაც უძღოდეს გაზაფხულს წინა? სად არს ნათელი?
*** შემოგღაღადებთ სამადლობელს ძალთა ცისათა სულ მცირე ჟამის, წუთიერის სისავსისათვის: ადგა ყვავილნარს ანგელოსთა მჭვირვალე ჩრდილი, ლაღად ყვაოდა საუკუნო სამეფო მტილი!
აჰა, ისევე!
ვარსკვლავნი ჩაქრნენ, ცათაფრენა თითქოს... არსაით! მოზღვავდა ბნელი, მაგრამ ეს ხმა, ეს ხმა ვისია? მარადისობავ, სით მეწევი? აჰა, ისევე ცის დასალიერს მირიადი დაჩნდა ვარსკვლავი!
*** დროთა ველურთა შემობრუნებავ, ჰა, შენეული მახვილ-ისრები... ამხედრებულან ისევ ჰუნები, ქარს მოჰკივიან მინდვრად ისევე! ქრიან ცხენები არაბ-მონღოლთა, სისხლიან გზებით მოთქარუნობენ... აღარ თავდება ჩვენი
...
Read More
|
კვლავ ნათლის სვეტად!
წმინდაა თქვენი გამოცხადება, - შუაღამისას მწვერვალზე მდგარნი თვალს მოავლებდით ღვთისმშობლის მხარეს, მის დასახსნელად გქონდათ მზადება! გაურკვევლობით დაღლილ ქვეყანას კვლავ მძიმე ხვედრი წილად რგებოდა... ანუგეშებდით, რომ წყვდიადიდან კვლავ ნათლის სვეტად წამოდგებოდა!
*** ვხედავ სერაფიმს თვალმოციმციმეს, - იგი საუფლო წიაღით მოფრენს: გულს ისევ ისე მომხსნის სიმძიმეს და კვლავ ღვთაებრივ სიმშვიდეს მომფენს!
*** ყოფილა ის დროც (კვლავ ცასა ვვედრებ!), -
საერთო ენა ჰქონია ქართლსა, ერთს ვფიცულობდით ქართველნი ხატსა, მანც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე!!
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 |
|
|