მთავარი » ♥პოეზია♥
ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ…… გოგონას ცრემლები ულევი იყო როგორც ცის, აი ვის თანაუგრძნობდა ის. მისი ცრემლები ფანჯრის მინაზე ეცემოდა და მალევე ქრებოდა.გოგონას ნია ერქვა ის მხოლოდ 15 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებოდათ რა ჰქონდა სატირალი ასე პატარას, მაგრამ მასაც მიაყენეს ტკივილი და ეს თვით განგება იყო, თვით ბუნება. ის ყველასაგან გამოირჩეოდა სილამაზით.დიდი უძირო ზღვასავით ფართო თვალები, აი რა იყო მისი ყველაზე დიდი სილამაზე.ის ანგელოზს ჰგავდა ღვთისგან მოვლინებულს ამ ქვეყანაზე და ეს ანგელოზი მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ეს იყო გიო. ის იყო ნიას ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე დიდი ტკივილი. გიო ახლა აღარ იყო ამ ქვეყანაზე. ის ღმერთმა წაიყვანა თავისთან და იქიდან ალბათ გიოც ტიროდა. რადგან ხედავდა ნიას ცრემლებს. რატომ წაართვა ღმერთმა მისი თავი?! მათი სიყვარული ხო მ ცოტა ხნის წინ დაიწყო… გაზაფხულის მზიანი დღე იყო, თითქოს ბუნება რაღაც ახალს ელოდა და უხაროდა. გოგონა მიდიოდა ნელა თავის ფიქრებთან ერთად. უცებ იგრძნო რომ ვიღაც შეეჯახა, გამოერკვა ფიქრებიდან, ბიჭი კი შეკრთა, ერთ ადგილას გაჩერდა, მას არასოდეს ენახა ასეთი თვალები. გავი
...
Read More
|
მთიდან ჩამოღმა რიყესა ვრცელსა,
მიხრილ-მოხრილი ბილიკი მიჰსდევს,
გზა ის კახეთის და იქ გამვლელსა,
ტურფა ბუნება გაშლით წინ უდევს.
კლდიდგან სხუა და სხუა, ცივნი წყნარონი
ლურჯათ, კამკამად, მოჩქრიალებენ,
ზედან ტევრები აქვს შეფუთქვნილი,
ვარდნიც შიგა და შიგ აშვენებენ.
მის გაზისა ახლოს შენობა მოჩანს,
ზღუდე ავლია თლილის ქებისა,
ხუროთმოძღვრების მას ვიზანტიის,
აჩნია კვალი ხელოვნებისა.
მას ზღუდეს ქვისას ორმხრივ გარეთა,
მწვანეთ მოსილი ველები უძევს
და იგი ველნი, ას წლოვან ხეთა,
გრძელის შტოებით გადმოუჩრდილებს.
გალავანს შიგნით, ახლო სახლსა,
ტაძარი უდგას შემკული ტურფად,
იქ მყოფნი ბერნი, წმინდა კერემისა,
შეტრფიან ლოცვით დილით, თუ მწუხრად!
რომ მივედ იქ იმ მყუდროს უდაბნოს,
საღმრთო გრძნობითა გული მიძგერდა,
მოხუცი ბერი წამოდგა ახლოს,
ხელს ვეანბორე, ის პირჯვარს მწერდა.
მითხრა: შენ, შვილო, ვინ ხარ, რა გინდა;
ილოცავ, შეხვალ წმინდას ტაძარსა?
მიუგე: მიახ, ნახვა მომინდა,
შორის ქვეყნითგან მგზავრად მავალსა.
და რა გააღეს კარი ტაძრისა,
წმინდათ ხატებს რა თაყვანი ვეცი.
ბერმა:--- აი, გვამიც თინათინისა,
ვისგან აღშენდა, მგონია იცი?
დაჰსთმო სოფელი და დიდებაცა,
და აქ შესწირა გრძნობა და სული,
მის ღვაწლს უყურებთ, ხედავ? დღესაც,
...
Read More
|
ნათქვამი აკაკის საფლავთან, მთაწმინდაზე
საზეიმო მიტინგზე. 1940 წ. 16 ივნისს.
შენ მოგვიზომე სამშობლო
შენი ჩანგურის სიმებით;
შენ გვიანდერძე სამშობლო
და მისი დახსნის იმედი.
გული გაცვითე სიმღერით
და ლექსი ქართლის დიდებით;
ბნელს გვილამპრავდი ჭაღარით
და ცრემლის მარგალიტებით.
მომავლის მზესთან ადიდე
მიწაში მყოფი გმირები, -
მათი აკლდამის ნათელი,
მათი საფლავის დირენი.
დღე-ღამის სიგრძე-სიმოკლემ,
გზა გასჭრა - სავსე ეკლითა;
დღეს ჩვენს ჩანგებზე, პოეტო,
მზის სხივი გადმოგვეკიდა.
შენც ჩვენთან მღერი, ზეზე ხარ,
გსურს, რომ ახალ მზეს უყურო, -
დიდი მთაწმინდის სიწმინდევ,
გადაღმერთილო, უღრუბლოვ, -
დანაცრებულო, დამწვარო,
დაბერებულო ბულბულო!
|
იყავ ბულბული,
გედი იყავ და ორფეოსი,
შენი სიმღერა-
ლოცვა იყო საქართველოსი!
შენი სიმღერა
ნაღარის ხმას ცეცხლით მიება,
საფლავებიდან ამოგყავდა შურისძიება.
აღდგენის იმედს
წკრიალებდნენ შენი ცრემლები...
მამულისათვის
დღესაც ძვლებით დაიმძევლები,
და მისთვის არი
დაჩოქილი დღეს შენს წინ ერი,
ხალხის სუნთქვაში
უკვდავებით რომ ისევ მღერი!
ბაზალეთის ლერწმოვანები
ნეტავი მეც დამამღერა,
იმ ხმოვანებით,
ბაზალეთში რომ მღერიან
ლერწმოვანები,
იმ სიმღერის წმინდა ხმათა
ვერცხლოვანებით,
ვაი, ვერ ვთქვი სიჭაბუკით,
ვერც მცხოვანებით,
ბაზალეთში რომ მღეროდნენ
ლერწმოვანები...
იქნებ იმ ცეცხლს სიმღერით ვერ
ვემცხუნვარები?
საქართველოს ოცნებით ვარ
მეც ხომ დამწვარი?
საქართველოსიალქნების ქარო,
დამძარი
გაღვიძებულ იმედებს
ცეცხლოვანებით!
1960
|
ქართველნო დღე გაგვითენდა ზარები რეკავს წარწყმედის ნეტავ ამქვეყნად თუ ვპოვებთ კაცსა სრულიად განწმენდილს? გადაგვარება მოგველის რამე ვქნათ,რამე ვუშველოთ რომ ისევ ჩვენს საქართველოს მრავალჯამიერ უმღეროთ ჩვენ თავს დავუწყოთ გაკიცხვა ჩვენში ვეძებოთ მზაკვრალი საქციელები ავწონოთ გამოვარკვიოთ მართალი წინაპართ დატოვებული არ დავივიწყოთ ვალია ადათ-წესების შენახვით თავსა გადიჰკრეს ხმალია სამშობლო,ადათ-წესები ადათ-წესები ქართული გადაგვარების წამზომი დიდი ხანია ჩართული დღეს ჩვენი ყველას ვალია წამზომს მოვსტეხოტ ისარი სამშობლოს შენარჩუნების ერთად დავსახოთ მიზანი..!!! გ.ლანჩავა
|
გული შფოთს მოუსვენარი მას შენთან ყოფნა სწადია შენი მას სდაგავს სიშორე უყვარხარ ძლიერ ცხადია ვინ მოსთვლის კეთილ საქმეებს რაც შენთვის ჩამიდენია ერთდროს ცოდვილსა ბიჩუნას ბოროტი გამიდევნია შენი ბრალია იცოდე ჩემი ასეთი ცვლილება შექმნა მომინდა ოჯახის რომ მასახელონ შვილებმა შენს სხეულს ჩემმა თვალებმა ვეღარ შეხედოს ეულმა ვეღარ შევეხო შენს თმებსა შლილსა და ზოგჯერ ხვეულსა ამაზე ფიქრი რას მარგებს გარდა მწუხრისა დიდისა ეს რომ ოდესმე მოხერხდეს შუბლს გავიხვრიტავ გილძითა მახსოვს მწუხარეს გითხარი ისევ მიყვარხარ ლამაზო აროდეს გადმიყვარდები ჩემო ბროლო და ალმასო არ დავიშურებ არასდროს შენთვის მხურვალე სტრიქონებს იმდენს მოგიძღვნი ლამაზო მარცვლით ავავსებ წყლის მორევს მინდა მადლობა შევწირო ამ დიდსა მადლსა ღმრთისასა ყოველთვის გეტყვი ლამაზო სიტყვას მართალს და მდიდარსა!!! გ.ლანჩავა
|
protestis grdznoba,chemi ar esmit, es asakia nutu aseti, dagrovda bevri, bevri satqmeli! gulshi ki qreba sxivi nateli... tolebs ar esmit,didebs ar esmit... ert kitxvaze pasuxi gamecit: irgvliv sul yvela ratom gamxecdit? nutu yvelani ase daecit. martoobistvis rato gamwiret, michirda... tqven ki zurgi maqciet... vyvirodi...magram tqven ver gaiget, tqven verasodes me ver gamigebt! shegedzlot gverdit rom damdgomodit, chemi tkivili gageziarat. magram ras gerchit , tu ver atyobdit, rom mchirdebodit, tvini ar gyofnit! erti shexedvit sul martivia, patara gogoc bednieria... magram mis gulshi iqneb omia?! tqven ki is marto dagitoviat...
gogo,romelic marto datovet, susti araa,daimaxsovret!!! is danebebas sul ar apirebs, gzas utqvenodac kargad gaignebs!
|
მოვიგონოთ, თუ გიყვარდეთ,
იმ წარსულის ყველაფერი,
მოვიგონოთ იმ ოქროში
გადამდნარი დილის ფერი.
მოვიგონოთ, რომ ნაღველის
არც მისხალი გულში ჩანდეს,
ბორჯომიდან გზა ხვეული
მიჰყვებოდა მტკვარზე ჭადრებს.
ვნახავ კიდევ იმ წვრილ ტყეში
ჩვენი კვალის ნაფეხურსა?-
წითელ კალმახს ცეცხლზე ვწვავდით
...
Read More
|
გამომცემლობა "ინტელექტის" სერიას, სახელწოდებით "100 ლექსი", კიდევ ერთი პოეტის - იოსებ გრიშაშვილის ლექსების კრებული შეემატა. ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ავტორის სახელობის ბიბლიოთეკა მუზეუმში, რომელიც, სტუმრებთან ერთად, ისტორიულმა არღანმა და კინტოებმაც გამოაცოცხლეს.
როგორია წიგნი, რომელიც კახმეგ კუდავას საგამომცემლო პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა? მასში თავმოყრილი ლექსების უმრავლესობა იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია. კრებული შეადგინა ნოდარ გრიგორაშვილმა, რომელიც პოეტის შთამომავალი და მისი სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმის ხელმძღვანელია.
"იოსებ გრიშაშვილმა უნიკალური გამოცემების შეგროვება 4 წლიდან დაიწყო და 1963 წლამდე არ შეუწყვეტია. აქ დაცულია მრავალმხრივ საინტერესო ლიტერატურა, მათ შორის, მხატვრული, ისტორიული და ეთნოგრაფიული. ასევე, გამოცემები, რომლებიც საქართველოსა და კავკასიაზეა, XVIII-XIX საუკუნეების წიგნები, რომლებიც ავტორთა (ალექსანდრე პუშკინის, გავრილ დერჟავინის, ივანე ტურგენევის, ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის და ა.შ.) სიცოცხლეშივე დაიბეჭდა. მათ ავტოგრაფებიც ახლავს. აქ ინახება 1910-იანი წლების უიშვიათესი პრესა, ძირითადად სატირულ-იუმორისტული, რომელთა უმრავლესობაც ჩვენი საზოგადოებისთვის უცნობია. ჩვენთან არის ის, რაც ცენზურამ გაანადგურა, ან აკრძალა, მაგალითად: 1907-08 წლებში გამოცემული ალმანახი "ნიანგი", 1913 წლის
...
Read More
|
კაცებს აღარ გვაქვს ძარღვებში სისხლი,ჩვენს ქალებს რძე და სისხლი დაუშრათ.....სანთლის დანთებით ვმალავთ ჩვენს სირცხვილს?დაუშვებელი ვცდილობთ დავუშვათ? არისტოკრატი შეშინებული და პირ მყრალია,პატრიოტები ერთი–მეორეს ესვრიან ზურგში,ყველა მეორე გენერალია.... უსუსურები გამეფებულან და უვიცები... გადახდილია ფული ტყვიებში,ფული სიკვდილში გადახდილია... მათხოვარი თხოვს ხურდას მათხოვარს და საფლავები კვლავ გათხრილია.... ჩემი ქვეყანა,გადაფლეთლი,გაძარცვული დამწვარი ყანა... ასე არარის ხალხო?ასე არარის განა? აი ამიტომ აგარააქვთ კაცებს ძარღვებში სისხლი აი ამიტომ რძე და ცრემლი დაუშრათ ქალებს......
|
« 1 2 ... 30 31 32 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|