მთავარი » ♥პოეზია♥
ძნელია, როცა ტირილი გინდა, ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ. ძნელია, როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. ძნელია, როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს. ძნელია, როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. ძნელია, როცა თვალები სველი ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა. ძნელია, როცა ვიღაცას ელი და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...
|
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როცა ყველა მხიარულობს, ყველა სიცილის ხასიათზეა, უეცრად ტელეფონის ზარის ხმამ შემაწყვეტინა მეგობრებთან საუბარი. ყურმილში მისი ვაჟკაცური ხმა გავიგონე და გამიკვირდა, სახლში ხომ არასდროს მირეკავდა. მისი ხმა თითქოს მეუცნაურა მომესალმა და ნაღვლიანად მითხრა: -ჩვენი გზები გაიყარა, მე უკვე ცოლი მყავს და მგონი ჩვენი დაშორება საჭიტრო იქნება. მეტი არაფერი გამოგონია, ფიქრებში წასულს ყურმილი გამივარდა. ნელი ნაბიჯით შევედი ოთახში, ჩემმა მეგობრებმა ლაპარაკი შეწყვიტეს და გაკვირვებით ერთბაშად შემომხედეს. -რა მოხდა სახეზე ფერი არ გადევს. -მან დარეკა! -მერე რა სახე ჩამოგტირის? -ისე მითხრა ჩვენი გზები გაიყარა, ცოლი შეურთავს. უხეხული დუმილი ჩამოვარდა. დუმილი ტელეფონის ზარმა დაარღვია. ხელის კანკალით ავიღე ყურმილი... და მასში მისი ხმა გავიგონე. -გეწყინა? ვერ მიხვდი ჩემო პატარა სულელო? დღეს ხომ პირველი აპრილია. შენ კი დაიჯერე, მე შენ არასოდეს არ მიგატოვებ. მე შენ მიყვარხარ გაიგე?!
|
მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . . . სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას, სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . . ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . . სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . . . სიჩუმე მიხმობს. . . . ეს უცნაური დიადი შეგრძნება. . . გულში მიხუტებს. . . . ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . . . მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის, რომელიც უწინ იმ ქალს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . . ქალმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . . ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . . ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . . . ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . . ბნელ დიდ ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მე მიფიქრია, სადაც მრავალჯერ დანგრეულა უბიწო კოშკი. . . . აქ მოფერებით ჰაერი სუნთქავს, აქ სიახლოვე ეულად რჩება, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა, აქ ყოველივე უსახურია. . . ბნელ დიდ ოთახში ახლა მარტო ვარ! ბნელა და ცრემლები მარგალიტივით უღიმიან მოგონებებს, ბნელა და ცრემლები მისი ხელებივით ეალერსება მოწყენილ ღაწვებს, გაბუტულ ტუჩებს. . . მარგალიტები მოეხვია ყელზე სათუთად, მარგალიტები, სველია ისინი. . . ბნელ დიდ ოთახში თეთრი პერანგი მოჩანს ლანდივით, ირხევა, თრთის თუ ეშინია?! ნაცნობ სარეცელზე უკვე ის აღარ წევს. . . ნუთუ დამივიწყე?! ჩუმად, ფაქიზად გადმოვიღებ იმ ძველ სურათებს.
...
Read More
|
გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩემს განშორებას. არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი. რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა! მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები! თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო ადრე დამთავრდა. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან! ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი. ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი! ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად. ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?! იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...
|
მე ის მართლა მიყვარდა მიყვარს და მეყვარება. გადავლახეთ ჩვენი სიყვარულის გამო ყველა დაბრკოლება. ყველას და ყველაფერს ვაჯობეთ. გარდა სიკვდილის. სიკვდილის წინაშე უძლურები და უსუსრები აღმოვჩნდით. ახლაც იმაზე ვფიქრობ და ეს კითხვა ბოლომდე არ მასვენებს, უდროო სიკვდილი რომ არ მოსულიყო და მისი თავი რომ არ წაერთვა, როგორი ბედნიერები ვიქნებოდით. როცა ის წუტები მახსენდება არ შემილია არ ვიტირო. გულს თუ ვუბრძანებ ცრემლებს მაინც ვერ ვუბრძანებ. მინდა არ მინდა უნებურად მომდის ცრემლი თვალიდან. მახსენდება ის დღე და ის საღამო. როდესაც ერთმანეთს ხელს არ ვუშვებდით. ალბად წინასწარ გრძნობდა რომ ეს უნდა მომხდარიყო. მახსენდება როდესაც ვისხედით, როდესაც ერთმანეთს ვეფერებოდით და როდესაც სიხარულით სავსე აცრემლებურ თვალებს ერთმანეთს ვანათებდით........ მახსოვს ყველა ჩვენ გვკიცხავდა ამვლელი და ჩამვლელი ჩურჩულებდნენ: შეხედე ურცხვად ეფერებიან ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად კრიტკის ჩვენ ვთქვით რომ სიყვარული და მოფერება სირცხვილი არ იყო. ამ სიტყვების შემდეგ გავაგრძელეთ თვალებით ტკბობა, სწორედ ამ დროს მოხდა ის საბედისწერო ავარია, მას მანქანა დაეჯახა და ხელებში ჩემს ხელებში ჩამაკვდა, მახსოვს სულს ლევდა. მახსოვს როგორ მქონდა სისხლში დასვრილი ხელები, მახსოვს როგორი განწირული ხმით ვითხოვდი შველას. მაშინ მივხდი რომ ჩემი ცხოვრების ხარაჩოები დამექცა და მეც ქვესჰ მომიყოლა. ხელებში მაკვდებოდა და ბოლო წუტამდე იმას იმეორებდა, "რომ ყოველთვის ვუყვარდი და ვეყვარებოდი" მე უსურს კი არაფრის კეტება არ
...
Read More
|
რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული ვფიქრობ შენზე და ღმერთზე. ვინ ხარ? აქამდე სად იყავი? ასე რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო? იქნებ ეს ის გრძნობაა, ბავშვობაში რომ უნდა სტუმრებოდა სულს, ან ცოტა მოგვიანებით. რაღა ეხლა მომადგა და გაცოფებული შემომათოვა დამქანცველი ფიქრები? მე არაფერი არ ვიცი დარწმუნებით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერ დაგივიწყებ ! მიყვარხარ ! მიყვარხარ და მენატრები ! ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გადახსნა, სიყვარულის სისხლი ამოხეთქავს უნატიფეს შადრევნად... ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული? მე არც მახსოვს რას ვაკეთებდი შენამდე, ან საერთოდ როგორ ვცხოვრობდი...შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი... ღმერთო ჩემო, იქნებ ყველაზე მშვენიერი ისაა, ვერასდროს რომ ვერ გაიგო როგორ მჭირდები...
|
მიყვარდა რადგან, შევუნდე ცოდვა და უკუღმართი სულის ებანი, მე ვაპატიე დიდი და ცოტა და უნებლიე შეცოდებანი ... მაინც ჩამიქრა სულში მთიები, შემომებურა ეჭვის მანტია ... ... ის კი წავიდა ნაპატიები და პატიება არ მაპატია .
|
ეს ვერერთგულებაც მაპატიე, (უკვე რახანია ჩემთან არ ხარ), თურმე სიშორეც კი ღალატია, ღამეს უძილობა ჩაენაცვლა... ფიქრმა სულს შეუხსნა ალაყაფი სევდის, გარინდება არ მჩვევია, მთვარე ჩამშვებია, არაკაცი, გრძნობებს აშიშვლებს და ალერგია მგონი დამემართა უშენობის, წამებს ნაფაზებში ვასამარებ, სუნი ჩემს განწყობას დაჰკრავს ობის, უფრო მომენატრე, განა რამე... ყეფით ამედევნა წარსული და მთვარე ამ სიშიშვლით გადავრიე, ყველა ღალატი ხომ ფარულია, ეს ვერერთგულებაც მაპატიე...
|
მე წვიმისფერი
მქონდა თვალები,
და წვიმა მერქვა.
ასკინკილათი ჩამოვირბინე
ცის ბილიკები,
მოვედი შენთან.
გახელებული ვეხლებოდი შენს ფანჯარას
არ დაგაძინე,
ნუთუ ვერ მიხვდი,
მე შენთვის ვწვიმდი
მარტის ღამეში.
შენ კი, ცისფერი
გაზაფხულით დამთვრალს,
გალეშილს,
სულ არ გესმოდა
ჩემი როკვა სახურავებზე,
შენ ვერ მამჩნევდი...
მე წვიმისფერი
მქონდა თვალები და
წვიმა მერქვა.
|
თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო,
შორს ნუ მეძებ!
მანდვე ვარ...
შენს გულში..
გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო?
საკუთარ გულზე დაიდე ხელი,
შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა...
როცა ერთმანეთზე ვფიქრობთ, გული ერთნაირად
გვიცემს...
ასე რომ, დაიდე გულზე ხელი და გაიგონებ ჩემს
გულისცემას...
ხომ ხედავ, რა ახლოს ვართ ერთმანეთთან,
აქვე მყავხარ გულში,
შენი ტარებაც კი შემიძლია,
გამუდმებით თან დამყავხარ ყველგან,
ჩვენ სულ ერთად ვართ.
დაფიქრდი განა ასე არ არის?
განა სულ ჩემთან არ ხარ ფიქრებით?
მე შენ გული მოგპარე,
ჩემი გული კი შენ გაქვს,
სიყვარულისთვის ესაა მთავარი.
|
« 1 2 ... 28 29 30 31 32 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|