მთავარი » ♥პოეზია♥
სონეტი 2 როცა ორმოცი ზამთრის სუსხი შენს ლამაზ სახეს ზედ გავლებული ნაკვალევით მტკიცედ დაღარავს, და სიჭაბუკის შესამოსელს ძონძებად დახევს – ვინღა შეხედავს შენს ძველმანებს და შენს ჭაღარას?
და თუ გკითხავენ: "სად გაქარაო შენი მშვენება, რატომ ვერ ვხედავთ შენს ბედნიერ დღეთა საუნჯეს?" შენ მოგიხდება ღრმად ჩაცვენილ თვალთა ჩვენება, სირცხვილი შთანთქავს შენს დიდებას და დაამუნჯებს.
რა ღირსეული იქნებოდა პასუხი შენი, თუკი გეთქმოდა - "აი, ჩემი ლამაზი ბავშვი, მან გამიმართლა დაღვრემილი სიბერის დღენი, ჩემი მშვენებაც განახლებას პოულობას მასში".
მაშ განიახლე მემკვიდრეში სიცოცხლის ძალა, გაცივებული შენი სისხლი გაათბე კვალად.
|
სონეტი 3
დახედე შენს თავს, დაკვირვებით ჩახედე სარკეს, დროა, მსგავსება შექმნა მისი, რასაც იქ ხედავ, თორემ გაქრები, გულს ქვეყანას ამაოდ ატკენ და ნეტარებას რომელიმე დაკარგავს დედა.
ვინ გეტყვის უარს? აბა, ვინ არ შემოგთავაზებს, ხელუხლებ სხეულს შემოგწირავს ლხენით მრავალი; თუ ისე გიყვარს საკუთარი ეგ სილამაზე, რომ აღარც გინდა გააჩინო შთამომავალი.
დედის სარკე ხარ და მის თვალებს ახლად აუნთეს შენმა ნაკვთებმა სიყმაწვილის ნაზი აპრილი; წლების სარკმელში დაინახავ შენს სიჭაბუკეს ოდესმე სახედაღარული, წელში გახრილი.
მაგრამ თუ ასე მარტოხელა იცხოვრებ კენტად, ორივე - შენც და შენი სახეც - გაქრებით ერთად.
|
სონეტი 1 უმშვენიერეს ქმნილებათგან ნაყოფს მოველით, რათა არ გაჰქრეს სილამაზის ვარდის ხსენება, სიმწიფის შემდეგ თუმც ჟამთასვლით ჭკნება ყოველი, მის მემკვიდრეში მეორდება მისი მშვენება.
შენ კი ტყვექმნილი მიჯნური ხარ საკუთარ თვალთა, თავს მსხვერპლად სწირავ მოელვარე ცეცხლით მოცულებს; სადაც სიმდიდრე ყვავის უხვად, იქ შიმშილს მართავ. დაუნდობელო და სასტიკო, თავის მოძულევ!
სამკაული ხარ დღეს ქვეყნისა ცოცხლად მავალი, და ერთადერთი მაცნე ჭრელი გაზაფხულისა, მაგრამ კვირტშივე ჩაგიმარხავს შენ მომავალი და სიძუნწეში გაგიფლანგავს განძი გულისა.
აწ შეიბრალე ეს ქვეყანა, განძის საფარო, ქვეყნის წილხვედრი მიწას მაინც არ მიაბარო.
|
ბაღში ბრწყინავდა ყოველი ტოტი და შადრევნების ცელქი შხეფები მხრებს ესხმებოდნენ, წუწავდნენ მკლავებს. ჭაღს, მანათობელს დარბაზში, მთელი ქვეყნიერების სპეკალი რთავდა. შუქი სხეულთა იყო მეურვე. ქერას, შავგვრემანს, ყრმასა და მხცოვანს _ ყველას უყვარდა ერთიმეორე.
მათი ჟივილი ისმოდა ტყეშიც. იქ ხრამში პირქვე იწვა ურჩხული, ეროსის ისრით დაჭრილი ყელში, უთვისო, მკვდარი. მთლად დაკრუნჩხული.
|
მოგდომებია როსმე ტირილი? როდესმე ცრემლი მოგნატრებია? თუ გყვარებია ოდესმე ვინმე, ვისიმე ჯავრი თუ გქონებია.
ღამე მთვარესთან გითენებია? ზღვასთან თამაში თუ გყვარებია, წვიმაში თმები დაგსველებია? თვალები ცრემლით გისველებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე? ვისიმე ჯავრი თუ გქონებია, ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით, ალბათ სიმღერა მოგნატრებია?
თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში, თოვლში ყვავილი თუ გიძებნია? თუ გიცინია აცრემლებამდე? ნამტირალევს თუ გაგღიმებია?
თუ გყვარებია წიგნი ოდესმე, ოდესმე ლექსი თუ გყვარებია?
ქალი ხარ, თვალებში გიელავს სიბილწე, თამაშობ ბედით და განგებით მარტივად. ზეციდან თითებით ჩამოხსნი სიმშვიდეს, თუმც რაში გარგია სიმშვიდე? - მარტი ხარ.
შენს ტუჩის კიდეზე დაყრდნობილ სიგარეტს შიში აქვს დროის და შეხებას ნებდება, ჯერ კიდევ ცხრამეტი ღერია კოლოფში და ეს მარტოობაც სისხლივით დედდება.
ჰო, ასე გართობით თამამად მიიწევ, შენ ერთადერთობა გარგუნა ცხოვრებამ, და მიდის წუთები ტკივილად ნაჩენი სადღაც კი განცდები იქცევა ცოდვებად.
|
” ამ ქვეყნად მოსვლა , სხვა თუ არა მარტო იმიტომ ღირდა რომ შენთვის ერთხელ მაინც მეთქვა მიყვარხარ ” ” რა ვქნა სიტყვებს ვერ ვპოულობ შენთვის შესაფერს , დავდუმდები და დუმილი გეტყვის ყველაფერს ” ” მე მელანდები წუთში 60 წამს , 60 ჯერ მიყვარს ეს მოლანდება , წუთში 60 რომ გიყურებდე 60 გეტყვი მე შენ მიყვარხარ ” ” შენ თუ მკითხავ რომელი გირჩევნია - შენ თუ სიცოცხლე , მე გიპასუხებ - სიცოცხლე , მაგრამ შენ ვერ მიხვდები რომ შენ ხარ ჩემი სიცოცხლე ” ” შენ შეიძლება შეგიყვაროს ჩემზე ლამაზმა , მაგრამ ვერასდროს შეგიყვარებს ჩემზე ლამაზად ”
|
სონეტი 37 უილიამ შექსპირი მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
როგორც მოხუცი მამა უმზერს ძესა თუ ასულს, რომელთა გზნება სიყმაწვილით ტკბობას ხმარდება, მეც, ბედისწერის სამსჯავროზე კოჭლობით გასულს, შენი სიკეთის დანახვაღა გამიხარდება.
მთელ შენს ღირსებას, მთელ სიტურფეს და სათნოებას, ან თუნდაც ნაწილს, თუნდ ცხადლივ და თუნდაც ფარულად, ასე მგონია, მიტომ სტაცებ ამაოებას, რომ გარდაიქმნას მაცოცხლებელ ჩემს სიყვარულად.
რომ შენი ჩრდილიც მანათებდეს ცისკრის მზესავით, რომ აღარ ვდევდე წუთისოფლის ბილიკს საპყარი, რომ შთაგონება მოვიძიო მაცდურ მზერაშიც, თუნდ სულ მცირედში, სამოწყალოდ რაც მომაპყარი.
შენზე უკეთესს რადგან ქვეყნად ვერავის ვხედავ, ბედნიერების დაუფლებას ათმაგად ვბედავ.
...
Read More
|
ოთახი. თარო. წიგნი და სავარძელი გორაკი. სახლი. ანუ აგარაკი. ნიავი – გაშლილი ტყეების სავარცხელი. საღამო – სახურავზე ჩიტების ლაპარაკი.
მაგიდა. ფინჯანი. ჩრდილი და აივანი. დილა და ორცხობილა. დილა და სამი ცალი წიწილა ფერადი ბუჩწებში დაიმალა. აგრილდა – ჩაიცვი ნაქსოვი სამოსელი
|
მინდა თოვდეს ქსოვდე წინდას. ბედი გქონდეს, თოვდეს, მინდა.
მინდა, ოდენ მეჯდე წინ და მე ლექსს ვქსოვდე, შენ კი –წინდას
|
შეფრქვეული მინანქარით,
იაგუნდის წვიმა დასწვიმს,
სურნელების დაჰქრის ქარი.
ელავს ბაღი-ხოხბის ყელი,
შვიდ მაისის წვიმით მთვრალი,
მთებს და ველებს დასთამაშებს
გაზაფხულის მწვანე თვალი...
რძე, კოკორში მოწოლილი,
ჰჟონავს ყლორტში ყოველ მხრიდან;
თითქოს ქალი სარკმელიდან-
იყურება ვაშლი ხიდან.
ჰგავს ალვის ხე თეთრ ჩოხაში
საქორწილოდ მორთულ სიძეს,
და ატამი-ტურფა ყმაწვილს,
აკვანში რომ გაიღვინძებს.
მარგალიტის ტყუპის ცალი,
ტოკავს ბალი ნება-ნება,
ცერის ტოლა თეთრი თუთა
დათაფლული შტოზე დნება,
ბრწყინავს ბაღი, ელავს ბაღი ,
ფირუზქარით დარხეული:
ყურძნის მსხვილი იაგუნდი,
ვაზი, ვარსკვლავჩახვეული,
ოქროს წყალი, ატმის ლალი,
შინდის ლალი, მარწყვის ლალი,
ბროწეულის ყვავილები,
თითქოს თონის ნაკვერცხალი,
ათენებენ ქართლის დილას
ტოროლების ტაშისკვრაში,
მარწყვისფერად, შინდისფერად
იღებება გარიჟრაჟი...
ვეფხვის ჭრელი პერანგივით
გაიშალა ქართლის ველი,-
გაჟღენთილი წვიმით ყანა,
ფირუზთვალა ცვარით სველი...
|
« 1 2 ... 27 28 29 30 31 ... 33 34 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|