♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥


რად არ გწადია, შეებრძლო სისხლიან ტირანს,
ჟამთასრბოლაში მეუფებით თავს რომ იწონებს?
იქნებ გგონია, მარადიულს მოგიჩენს ბინას
და ამ ლექსივით ხელს მოწყალედ გამოგიწოდებს?

იქნებ გწადია, სიჭაბუკის შეგრჩეს სიმდიდრე,
იქნებ იმ ბაღში შესვლის ფიქრიც არ გეკარება,
რაიც მომავლით მოგიმრავლებს საგანძურს, ვიდრე
მოსპობს შენს კალმითნახატობას ცრუ ნეტარება.

ვიდრე დრო-ჟამით ნაქანდაკარ სიკვდილს ვეწევით,
ვიდრემდე ებრძვის მის საჭრეთელს ჩემი კალამი,
ადამის შვილთა მოდგმის წიაღ მადლის შეწევნით
გზა გაიკვალე სიცოცხლისკენ გასაკვალავი.

სხვას უწილადე, რაც გაქვს კარგი ამ გზა-სავალში
და შენც იცოცხლებ შენს მშვენიერ შთამომავალში!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1040 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1943 წლის ნოემბერში ტამანის ნახევარკუნძულზე
ვინახულე უცნობი ქართველი მეომრის საფლავი,
ლევანი რქმეოდა.


ღიმილის ბიჭი ვიყავი,
ბეჭზედ არწივი მეხატა,
ცხრამეტი წლისა შევსრულდი,
ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა,
მტერს ვეცემოდი მეხადა!

ვისაც უნდოდა, ქართველი
რომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი,
ვით ჩემი ტყვიის მიზანი...

ნუ დაიდარდებ, დედაო,
მწარე სიკვდილის სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა!

არ დაიდარდო, დედაო,
რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელი
საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.

მე გაგიხუნე ლეჩაქი,
მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიე
სისხლ-ცვარი სიჭაბუკური.

მე არ დამკარგავს სამშობლო,
სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოში
იწურებოდეს მტევანი...

ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს,
პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1611 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ რომ წამი გეჩუქებინა ჩემთვის
ამ ქვეყნად მეტს არაფერს მოვითხოვდი...
მას რომ მარადისობა ეჩუქებინა ჩემთვის მაინც გავებუტებოდი,ბოლოს მაინც მივატოვებდი...
შენ
რომ ერთი ვარსკვლავი გეჩუქებინა,თავი ღმერთი მეგონებოდა...მას რომ
გალაქტიკა მოეძღვნა ჩემთვის მე ისევ ის ადამიანი ვიქნებოდი რაც მანამდე
ვიყავი...
მას რომ დედოფლად ვექციე მაინც შენი მონა დავრჩებოდი...
დრო რომ თავიდან დაბრუნებულიყო..მაინც შენ აგირჩევდი.......
შენ რომ ხელი გეკრა მაინც ვერ დაგივიწყებდი,ის რომ მომფერებოდა მაინც ვერ შევიყვარებდი...
მისი ედემი არაფერი იყო ჩემთვის,შენი ერთი გოჯი მიწაც კი მთელს სამყაროს მერჩია..
შენი ღიმილი უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის,ვიდრე მისი მთელი ცხოვრება,ჩემს სიყვარულში გატარებული.....
რატომ განსხვავებდით ერთმანეთისგან?
არ ვიცი...
უბრალოდ შენ შენ იყავი ჩემთვის....
ის კი ის იყო...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1039 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაბრწყინება საქართველოსი

ბინდი ჩამოწვა კავკასიონს ბოროლას ქედზე,
ლაშარის გორსაც ჩაუცვია შავ-ფერის ჩოხა,
ხოშარის კალთაც მობუზულა მათურის გვერდზე,
დამუნჯებულა მოღრიალე არაგვიც ქვებზე,

....

სვეტიცხოველში აღარ ისმის ზარების რეკვა,
ჯვრის მონასტერშიც არ კიაფობს სანთელი ლოცვად,
სიონის ტაძარს დასტყობია ურჯულოთ ხელი,
მოსთქვამს და კვნესის იუდას ხელში ტანჯული ერი.

....

სისხლი სწყურიათ ვერ ძღებიან ქართველი ერის,
დადუმებულა ივერთა მოდგმა გიორგი მეფის,
იქნებ დავუკრათ საცეკვაო ფიცხელი მხედრის,
ვაჟას არწივსაც შევუძახოთ, არაგვსაც ხევის.

....

ბინდი გადავა და გამოჩნდება ნაბრძოლი ბარად,
ურჯულოს ხელით ქართველთა სისხლი , მიედინება თავდაღმე ღვარად,
კვლავ ღალატია, სამწყსო გაწირეს ცხრა ვერცხლის ფასად,
ქვეყანა კვნესის, სისხლად იცლება ეშმაკის დარად.

....

ბინდი ჩამოწვა კავკასიონს ბოროლას ქედზე,
ლაშარის გორსაც ჩაუცვია შავ-ფერის ჩოხა,
ხოშარის კალთა მობუზულა მათურის გვერდზე,
დამუნჯებულა მოღრიალე არაგვიც ქვებზე.

....

მოსჩანს ლანდები იკრიბებიან აონის მ ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 975 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე და ჩემი ვარსკვლავი
ვარსკვლავებით იყო იმ დღეს მოჭედილი ზეცა,
აღარასროს არ მიგვრძვნია მე ასეთი სითბო,
თითქოს გულში გამიარა, გამაღვიძა თითქოს,
გამიღიმა, დამამშვიდა და თავისთან მიხმო...
ღამე იყო და ჩვენ ორნი მივდიოდით გზაში,
ჩვენი მოწმე მხოლოდ იყო ვარსკვლავები ცაში,
მეგონა რომ გავიმარჯვე თურმე შევცდი მწარედ
და მას შემდეგ რომ იცოდე რა ცრემლები ვღვარე...
ღამე იყო და ჩვენ ორნი მივდიოდით გზაზე,
მე მეგონა სამუდამოდ იქნებოდა ასე,
ვტყუვდებოდი, რომ დამჭირდა მიმატოვა კენტად,
და დამტოვა სიბნელეში, სად წავიდა ნეტავ...
დღესაც ვარსკვლავებით არის მოჭედილი ზეცა,
თუმცა ჩემი აღარა ჩანს, სად წავიდა ნეტავ,
დაიმალა, მიღალატა თუ გამცვალა სხვაში,
იქნებ არც კი დაიმალა, მხოლოდ ავცდით გზაში...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 986 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დარდი ვერ გამიქრო განშორებამ,
იცი?! მე დღეს ისევ მედარდები...
ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ,
ვიცი და მაინც მენატრები....

გრძნობა მომეძალა შენი ნახვის,
გული მოლოდინით ამიტირდა,
კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს;
მაგრამ უშენობა გამიჭირდა...

ისევ ძველებურად მენატრები,
აღარც სიხარული მიძველდება..
ვიცი აღარასდროს დაბრუნდები
მაგრამ დაჯერება მიძნელდება...


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მეგონა რომ დაგივიწყებ,
ვერ გივიწყებ ვფიცავ დედას
შენი სახე მენატრება
გულზე მწარედ მადევს სევდა
როგორ მინდა რომ შეგეხო,
დაგინახო, დავტკბე ცქერით,
მინდა გულში ჩაგიხუტო,
რომ შეიგრძნო სითბო ჩემი
მენატრები უსასრულოდ
მიჭირს,მიმძიმს უშენობა
ვერ გივიწყებ ანგელოზო
გული მიძგერს ვერ ვარ მშვიდად
ნეტავ ვიყო მე არწივი
გადმოვიფრენ დაუღლელად
შენთან მოვალ სულ პირველი
და ვიცხოვრებთ ბედნიერად....

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1049 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხშირად სევდით შეპყრობილი რუსთაველზე გავივლი რუსთაველი გამიღიმებს მეგობარი ქალივით, გამიღიმებს და დამათრობს გულის კარებს გამიღებს სიკეკლუცით გადამიშლის სიყვარულის საკინძეს. დაგინახე ,დაგფენოდა ია-ვარდი ბაგეზე და ძვირფასო და ამ დღიდან და გეძებდი...და გეძებ. ნუ გამირბი საყვარელო,ერთი წუთით---მისის რუსთაველის მშვენება ხარ და ამშვენებ თბილისს. უცებ მეხად თავს დამატყდა ზეცის ისტერია ნუთუ ბრმა ხართ ქმარი მახლავს ,მისტერ არ გრცხვენიათ? წამოვიდა---რა წამოყვა ქვა და ნიაღვარი რუსთაველზე მარტო შევრჩით ის და მე საწყალი. ღმერთო ჩემო რა ყოფილა ეს ლამაზი ქალები ოქროსფერი ...გიშრისფერი...დალიდალალალები და როს ამ დღეს გავიხსენებ მწარედ თუ დავიტირებ რუსთაველზე ჭადრის გვერდით რად არ რგავენ ტირიფებს. p.s. როცა სევდით შეპყრობილი რუსთაველზე შევივლი ქალთა გუნდი გადამიფრენს თმაგაშლილი ...შეშლილი... და მას მერე მას დავეძებ,რომ ეს ვუთხრა ---მისის რუსთაველის მშვენება ხარ, შენ ამშვენებ თბილისს.



კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 997 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ არ გესმის
მამლის ყივილი
რა დაგრჩენია ამ ქვეყანაზე?

თუ მიწიდან ასხლეტილი
მკრთალი მტვერი არ
მოგხვედრია თვალებში მაშ,
რა დაგრჩენია ამ ქვეყანაზე?

თუ ყვავილის გაფურჩქვნისა
და აყვავების პროცესს
არ შესწრებიხარ, ისევ,
რა დაგრჩენია ამ ქვეყანაზე?
... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1018 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მაშინ ხელში გვირილები მეჭირა
გახსოვს გვირილები შენი ნაჩუქარი
მაშინ თავი ამაყად რომ მეჭირა
ეხლა დამჭკნარია ჩემთვის სანუკვარი

გახსოვს მაშინ როგორ გიყვარდი
მე კი მოგარიდე ვითომ თავი
და როცა დგება განთიადი
ისევ აცრემლებული გეძებს თვალი
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1250 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 25 26 27 28 29 ... 33 34 »
ხუთშაბათი, 2024-05-02, 4:22 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024