♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥პოეზია♥


დასაბამიდან შეუცნობი შენ ხარ სამყარო,
ჩემო ტკივილი, ხორცშესხმულო თიხის ნაწილო...
შენ შეგიძლია პირველყოფილ ვნებით დამღალო,
გამანებივრო სიყვარულით...მერე გამწირო.
ბავშვივით ნაზად მომეფერო, მეოქროპირო,
თვალებში ცოდვის ცივი ცეცხლი ამიღაღანო...
დაუპყრობელი მწვერვალები დამაპყრობინო,
თან მომანატრო არ ყოფნა და ყოფნას გამყარო...
ცაში ვარსკვლავი, ზღვაში კენჭი დამათვლევინო,
შენ შეგიძლია,შენ, სამოთხის ბაღის სურნელო...
თან ერთდროულად ყველა შხამი დამალევინო,
ყველა სულელზე უფრო მძაფრად გამასულელო...
შენ შეგიძლია, აღმაზევო ან დამამიწო,
გაუთენარი ღამეებიც გამათევინო...
რომ სამუდამოდ სიკვდილიც კი გადამავიწყო,
ანდა ამკიდო მძიმე ჯვარი და მათრევინო...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

  

ჩემ წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი,
გამოფიტული და დაქანცული,
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
- გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს, რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს,
ქარს სიტყვაც მიაქვს,
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი. 
ქარი მოვარდა,

ქარმა მომაგნო,
ქარს გავეკიდე,
ქარის ბრალია,
ქარით დაღლილი,
ქარად ვიქცევი,
ქარო, როდემდის ვიქნები ასე?
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი კაბა..
და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავ ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


                              

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1089 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სოლოლაკში ერთი ქუჩა ვიცი
მაცანდარა, როგორც კუდი კვიცის:
იქ სკვერია კვერცხისხელა – ციცრის
დ ჭიშკარი – გალანცული ფიცრის.

იქ ნიავმაც სხვა ფაციცი იცის,
ვით საყვარლის მომლოდინე ქალმა;
როცა მთვარე სურათს უღებს ბლიცით...
კასრში დგომა ერცხვინება პალმას.

იმ ფინიკთან გადაგვწვიმა ომმა
ლექსით აცრილ მუზის ხელისბიჭებს
და ყავარჯნით ჩავლილ შემოდგომას
უკემსავდა წვიმა ჭრელ პაჭიჭებს.

იწყებოდა მერე ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: patasha | სრულად წაკითხვა >>



სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!
მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება
მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ
გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,
მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
სიკვდილივით მარადია სურვილი
მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,
ყველაფერში შუქით შემობურვილი:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოვკვდები - როგორც პოეტს შეჰფერი ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველამ იცის რენესანსის პერიოდის დიდი რომანტიკოსი მწერალი - უილიამ შექსპირი. რომელიც არის ავტორი უამრავი ტრაგედიის, კომედიის და ტრაგი-კომედიის, მაგრამ ცოტამ თუ იცის შექსპირის სტილის უნიკალურობის შესახებ, რომელიც გამოიხატება მის უდიდეს ლექსიკურ მარაგში, ფილოსოფიური და მარადუკვდავი თემების ჩადებაში მის ძირითათ პიესებში და ტრაგედიებში.

66 სონატა.

ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 5758 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სონეტი 7

ხედავ? მნათობი მაღლა იწევს ალმოდებული!
ყოველი თვალი უმზერს ნათლის ამობრძანებას,
ყოველი არსი სალამს უთვლის აღტაცებული
და მის ღვთაებრივ სახეს კრძალვით ეთაყვანება.

როგორც ცხოვრების შუადღისას ვაჟკაცი მძლავრი,
არ ერიდება შუა ციდან თავის ჩვენებას,
ოქროს ეტლიდან გადმოგვცქერის ციური მგზავრი
და მოკვდავ თვალებს ტრფობით ავსებს მისი მშვენება.

მაგრამ როდესაც უმაღლესი ზეციდან იგი
დაბლა ეშვება და დაღლილი ვერ იკრებს ძალას,
პირს მიაბრუნებს მოთაყვანე ყოველი იქით,
და ზურგშექცევით მისკენ მდგარი სახესა მალავს.

შენც ასე წახვალ. შუადღის ჟამს მისებრ ძლიერო,
თუ არ დატოვე ქვეყნად ვაჟი სამაგიერო.



კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1307 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სონეტი 6

არ მიეკაროს მკაცრი ზამთრის მსახვრალი ხელი
შენს მწავანე ზაფხულს, ვიდრე სრულად დაიწურები,
ფიალის ძირში სილამაზე ჩადგება მთელი
და მისი განძი არ გაქრება მაინც სრულებით.

ეს სიხარული განა მართლა აკრძალულია,
ადამიანი უკან იღებს თავნს და მოგებას,
შენს მიერ ერთხელ გაცემულში შენივ სულია
და ერთის ნაცვლად ჰპოვებ ათას განმეორებას.

და ათჯერ უფრო ბედნიერი იცხოვრებ ათჯერ,
ათჯერ იხილავს ჟამთა სრბოლა ერთის მრავლობას,
რათა დამარცხდეს თვით სიკვდილი და აღარ აჩნდეს
ნიშანი მისი შენს შვილსა და შთამომავლობას.

უძლეველ სიკვდილს შეუპოვრად უნდა შეება,
თორემ მატლები დაგესევა მემკვიდრეებად.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1192 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სონეტი 5

ჟამი საოცარ სილამაზეს ამეფებს ირგვლივ,
სანახაობას მოელვარეს შეუქმნის თვალებს,
მაგრამ იმავე სილამაზეს ჩამოხსნის გვირგვინს
და წარმტაც სურათს გაიტაცებს თვითონვე მალე.

დაუღალავად სდევნის დიდი გაბოროტებით
ზაფხულის დღეებს, რომ ზამთარში მოუღოს ბოლო,
გაყინა წვენი, ხეს დაჰკრიფა მწვანე ფოთლები,
შიშველი მიწა თეთრი ზეწრით დახურა მხოლოდ.

ზაფხულის ნაშთი, ჩაკეტილი შუშაში მაგრად, _
სურნელოვანი ყვავილების წვენი თხიერი _
გვაგონებს მხოლოდ, რომ ზაფხული, რომელიც გაქრა,
ფლობდა ქვეყანას და მშვენება იყო ძLლიერი.

რომ გამოხდილი ყვავილები დაჭკნენ სრულიად,
მაგრამ ზაფხულის სული მათში შენახულია.


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1158 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სონეტი 4

დაუზოგველო, სილამაზის მფლანგველი ნუხარ,
სამემკვიდრეოდ გადასაცემს ნუ შემოილევ;
უხვი ბუნება სწყალობს იმას, ვისაც თვლის უხვად,
თუმც მარტოოდენ სესხად აძლევს მას ყოველივეს.

ლამაზო ძუნწო, შენს წყალობას ელიან სხვები,
შენ კი არ ზოგავ, რაც გეძლევა გადასაცემად,
მაგრამ მევახშე სარგებელის გარეშე რჩები
და ვერ მდიდრდები, თუმცა განძის გსურს გატაცება.

საკუთარ თავზე ფიქრობ მარტო, ერთობი ამით
და ამ შექცევით შენსავე თავს ატყუებ ასე,
მაგრამ დადგება აღსასრულის მრისხანე ჟამი
და გამფლანგველი იმ სასტიკ ჟამს რა პასუხს გასცემ?

შენი ცოცხალი სილამაზის ტურფა სახება
უჭირისუფლოდ, უსარგებლოდ დაიმარხება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1155 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 26 27 28 29 30 ... 33 34 »
კვირა, 2024-12-29, 0:58 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024