სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა! მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება: პოეზია - უპირველეს ყოვლისა! თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ, მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა: პოეზია - უპირველეს ყოვლისა! სიკვდილივით მარადია სურვილი მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა, ყველაფერში შუქით შემობურვილი: პოეზია - უპირველეს ყოვლისა! თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს, მე მოვკვდები - როგორც პოეტს შეჰფერის, სიმღერები ხალისის და ბრძოლისა, პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
|