მთავარი » 2010 » იანვარი » 30
1 სთ 32 წთ ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 18 სექტემბერი 2003 რეჟისორი: მაიქ ეშმანი სტუდია: ზოდიაკ ფიქჩერზ ინტერნეიშენელი როლებში: მარკო რიმა, მარტინ რაფოლდი, მია აგერტერი, მაიქ მიულერი
ფილმის მიმოხილვა სამხედრო ვალი - ყველაზე წინ დგას. ამის გამოცდა მოუწია მომხიბვლელ ანტონიოს თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ჯვრის დასაწერად წაიყვანა თავისი ოცნების გოგონა. იმ მომენტში გამოჩდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პირდაპირ ფრაკში საცოდავი საქმრო წაიყვანეს. კაპიტანი კმაყოფილია დიდი მანევრების მოლოდინში. ცოცხლად გადარჩენას მხოლოდ სამხედრო მეგობრები დაეხმარებიან, რომელთა შორის პაციფისტია, სიმპატიური გეი, წარმატებული პლეიბოი, "მოსაწევის" ექსპერტი...
|
საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების, სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები! საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით: ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები! საიდუმლო ალები! ისევ მომეძალება უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები! ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი, ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები! სერაფიმთა ბაგეზე უნაზესი, ფაქიზი - რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი! საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების, სადაც რომ იმალება შორეულთა ალერსი! ქრება ქარში შანდალი (ოცნება შარშანდელი) და თამაშში მანდილის ჰქრიან თებერვალები! საიდუმლო ალები! ისევ დამევალება უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები!
|
რომანტიკული ისტორია ჩვეულებრივი არასდროსაა, ამიტომაცაა რომანტიკული და არა სხვაგვარი. მაგრამ ზოგი ამბავი ისეთია, რომ თაობების გონებასა და
წარმოსახვაში დაიბუდებს ხოლმე. გავიხსენოთ, ან გავეცნოთ გასული საუკუნის რამდენიმე ასეთ შთამბეჭდავ ისტორიას:
არისტოტელე ონასისი და ჟაკლინ კენედი შეუდარებელი ჟაკლინ კენედი და ოდიოზური მაჩო, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. რომანს, რომელიც მართლმადიდებლური წესით შესრულებული ჯვრისწერით დასრულდა, ძნელად უწოდებდით დიდ სიყვარულს – ორივეს თავისებური ანგარება ამოძრავებდა. ჟაკლინმა ქორწილის დასრულებისთანავე 3 მილიონი დოლარი , ბერძენმა მაგნატმა კი - საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი და ამაღლებული რეიტინგი მიიღო. იმ ყურადღების ღირსი, რომლითაც ამ ორს მსოფლიო თვალყურს ადევნებდა, იშვიათად თუ ვინმე გამხდარა გასული საუკუნის წყვილებში.
ბონი და კლაიდი დაუნდობელმა მკვლელებმა, ბანკის მძარცველებმა და მანქანის გამტაცებლებმა, ამერიკა მხოლოდ თავიანთი სისასტიკით კი არა, იმითაც გააოცეს, რომ ჰოპ-სტოპებს შორის სიყვარულით ტკბებოდნენ. მათი ისტორია იმდენად დაუჯერებელი და ამასთანავე რომანტიკულია, რომ მასობრივი კულტურის სფეროში ბონისა და კლაიდის სახელების ექსპლუატაციას საზღვარი არ ა
...
Read More
|
მუცლის იდეალური ფორმების მისაღწევად, საჭიროა შეიძინოთ სპეციალური რგოლი - ჰულაჰუპი, რომელიც მუცლის და წელის საუკეთესო ტრენაჟორად ითვლება
ატრიალეთ რგოლი 10 - 15 წუთი ყოველდღიურად და ძალიან მალე, დაახლოებით 1 კვირაში თქვენ შეამჩნევთ დადებით შედეგს
რა თქმა უნდა ამასთანავე შეზღუდეთ ანდა მთლიანად უირი თქვით: ცხიმიან, მწარე, ცომეულზე და ტკბილ საკვებზე, ასევე ალკოჰოლზე.
მოშიშვლებული მუცელი ითხოვს ისეთივე ყურადღებას, როგორც სახის კანი, ეს არ უნდა დაგავიწყდეთ! მოვლა თავისთავად მოიცავს: მუცლის პილინგს, ნიღბების წასმას. ეს პროცედურები კვირაში ერთხელ მაინც ჩაიტარეთ, ხოლო რაც შეეხება ლოსიონებს და მკვებავ კრემებს გამოიყენეთ ისინი ყოველდღიურად...
|
ჟურნალმა Current Directions in Psychological Science ამერიკელი მეცნიერების ტირილის ბუნებისადმი მიძღვნილი გამოკვლევა გამოაქვეყნა.
ფსიქოლოგებმა 3000 მოხალისის ტესტები გააანალიზეს. ისინი აღწერდნენ, როგორ ტიროდნენ. შედეგად აღმოჩნდა, რომ თავისდათავად ტირილის სარგებლობა გარემოებაზეა დამოკიდებული – ანუ იმაზე, თუ როდის და როგორ მოხდა ეს.
საინტერესოა, რომ მონაწილეთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ტირილის შემდეგ მათ უკეთ იგრძნეს თავი; დაახლოებით 13-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ტირილს შვება არ მოუტანია, სხვა ათმა პროცენტმა თავი უარესადაც კი იგრძნო.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ უკეთ თავს ისინი გრძნობდნენ, ვინც გარშემომყოფებისგან თანაგრძნობასა და თანაგანცდას გრძნობდა. გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ ტირილი ფიზიოლოგიის თვალსაზრისით ძალიან სასარგებლოა. ტირილის ფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლამ ფსიქოლოგები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ის სუნთქვის შემსუიბუქებასა და შენელებას იწვევს.
როგორც ამერიკელი სპეციალისტები თავიანთ სტატიაში აღნიშნავენ, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლისთვისაც ტირილი არასასურველია. ეს არის ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა აფექტური მოშლილობებითა და მაღალი შფოთიანობით - მასში ცრემლი მხოლოდ შინაგანი მდგომარეობის და
...
Read More
|
ანუ 18 საშუალება როგორ გავხადოთ მამაკაცი ბედნიერი
ხშირად იწერება სტატიები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი საძინებელში , მაგარმ რა უნდა გააკეთოს ქალმა, რათა კაცს ასიამოვნოს? გულის სიღრმეში, ყველა მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ის იდეალური ქალი იქნებოდა. პირველ რიგში მას ძალიან ეყვარებოდა სექსი, და მეორე ამას ისე გააკეთებდა, რომ პარტნიორი 1. ჩაიცვი ლამაზი საცვლები
კაცებს მოსწონთ მაქმანები, შავისა და წითელის ნაზავი, რუშები. სპორტული, თეთრი საცვლები უფრო ნაკლებად აღაგზნებთ მათ ვიდრე საცვლები ყვავილებით. თუ ქალი ლოგინში მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით "მოხვდა” ხო . . .
2. დატოვე შუქი ანთებული
სამწუხაროდ მამკაცები სუბნელეში ვერ იხედებიან, მათ ქალებისაგან განსხვავებით უფრო მეტად ააგზნებთ ეროტიული ხატები, ვიდრე ხმები. ისინი უნდა ხედავდნენ "სამუშაო ფრონტს”, ამისათვის საკმარისია პატარა ღამის ლამპა, თუ ამ ლამპის აბაჟური ვარდისფერი ან ფორთოხლისფერი იქნება ქალის ფიგურა უფრო ლამაზი გამოჩნდება, თან თბილი ფერი დაფარავს ნებისმიერ ნაკლს.
3.სასურველია რამე დასალევი ან საჭმელი მოათავსო ლოგინთან ახლოს ყოველი მეორე მამაკაცი სექსისი შემდეგ განიცდის ცხოველურ შიმშილს, ეს ნორმალურია და სულაც არ ნიშნავს იმას რომ ის სულელი ცხ
...
Read More
|
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს. იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი. მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _ სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი. გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი. გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი; მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები, ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი, ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე! და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი. და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია, თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _ ნარგისის თვალები ისე შორს ანთია, ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი. გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს, შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი... და ასე სასურველს და ასე მიწიერს, უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _ რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს, ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი, რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო, მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის; რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს; და უსასრულოა და სისხლით ნაწერი ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა; რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული, კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი, ჩემი მარტოსული პატარა წარსული ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კ
...
Read More
|
ლამაზია ზამთარი, პირველი თოვლიც მალე მოვა, ბევრს გაახარებს, ახლოსაა ლამაზი დღესასწაულები, მაგრამ სიცივე და ყინვაც ახლოსაა. ახალი კლიმატი, მშრალ ჰაერთან ერთად, კანის მოვლის ახალ წესებს გვკარნახობს, თუმცა ძირითად ამოცანად მაინც დატენიანება და კვება რჩება.
დაცვა და ისევ დაცვა! 1. ხელის კანიძ ალიან თხელია სხეულის სხვა ნაწილის საფართან შედარებით. ამიტომ დამატებითი მოვლა სჭირდება. დაბანის შემდეგ ხელები კარგად უნდა გავიმშრალოთ და მალამო შევიზილოთ. ქუჩაში გასვლის დროსაც გაიმეორეთ იგივე და არც თბილი ხელთათმანები დაივიწყოთ.
სახლის პირობებში შეგიძლიათ ასეთი საშუალების მომზადება: წყლის ამაზანაზე ერთმანეთში ავურიოთ ლანოლინი – 50 გრამი, ვაზელინი – 10გრამი, იხტიოლი – 5 გრამი.
2. იდაყვები, მუხლები და ქუსლები სიცივეში თითქმის ყოველთვის ფეხსაცმლით არის დაფარული, ეხახუნება მას, სქელდება და უხეშდება. ამიტომ აბაზანის მიღების შემდეგ, ყოველდღიურად დაიმუშავეთ ეს ადგილები და შემდეგ წაუსვით ლოსიონი ან მალამო. გაუხეშებულ კანზე მარგებელია ნაღებისა და მარილის დადება. შეიძლება თბილი მცენარეული ზეთის აბაზანის გაკეთებაც და შემდეგ "სკრაბიანი” ჩოთქით ქუსლების თუ იდაყვების დამუშავება.
3. ზამთარში მზისგან დაცვა ისევე აუცილებელია, როგორც ზაფხულში. ბევრი ჩვენგ
...
Read More
|
მკერდის ლამაზი ფორმა გოგონების უმრავლესობის ოცნებაა ყოველთვის. თუმცა მამაკაცები ვერასდროს მიხვდებიან, რამდენ მღელვარებასა და საზრუნავს უჩენს ეს ოცნება ქალს.
აქ მოვიტანთ უმარტივეს წესებს, რომელთა გათვალისწინება მკერდის სილამაზეს დაიცავს:
1. იცოდეთ, თუკი მკერდი გაიზარდა იმ დონეზე, რომ ყველაზე მცირე ზომის ბიუსტჰალტერი იტევს, აუცილებელია მისი ტარება. ეს დაიცავს მკერდის კანს, მკერდს კი – შემთხვევითი მექანიკური ზიანისგან.
2. ყოველდღიური შხაპის ან აბაზანის შემდეგ მკერდზე გრილი წყალი გადაივლეთ. ეს კანის სიმკვრივეს შეინარჩუნებს დიდი ხნით.
3. ცუდი არ იქნება, თუკი მკერდის კანს (ისევე როგორც სახის, ყელის) წაუსვამთ გაყინული სამკურნალო მცენარეების ნაყენს. და არ დაივიწყოთ კვირაში ერთხელ მკვებავი ნელსაცხებლისა და ნიღბის გამოყენება.
4. ყურადღება მიაქციეთ, როგორ გიჭირავთ ტანი. სიარულისას თავი აწიე და ზურგი ს
...
Read More
|
თმის ცვენის უამრავი მიზეზი არსებობს. მათგან უმთავრესია:
• გენეტიკური წინაპირობები; • ჰორმონალური დარღვევები; • იმუნიტეტის დაქვეითება; • თავის კანის ინფექციური დაავადებები (სებორეა, დერმატიტი და სხვ.); • ორგანიზმის შინაგანი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰეპატოპათია, ანემია და სხვ.); • ჰორმონალური პრეპარატების ან ქიმიოთერაპიის კურსი; • არასაკმარისი სისხლის მიწოდება თავის კანისა და თმის ძირებისთვის; • გარეგანი აგრესიული ფაქტორების მოქმედება (თმის ღებვა, ქიმიური დახვევა, თმის დავარცხნა); • მშობიარობის შემდგომი პერიოდი; • ეკოლოგიური ფაქტორები; • საერთო ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ გადატანილი ოპერაციები; • არასწორი კვება; • სტრესები.
თუ თქვენ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ სერიოზული ავადმყოფობა და თმა ამის გამო გცვივათ, საკმარისია დასუსტებული იმუნიტეტის აღდგენა, რომ თმამ ძლიერება და ბზინვარება დაიბრუნოს.
თუ თავის კანის რაიმე დაავადება გაწუხებთ, პირველ რიგში, ამ დაავადებას უნდა უმკურნალოთ, რათა თმა მწყობრში ჩადგეს.
ზამთრის პერიოდში, ძალიან სქელი და თავზე მოჭერილი ქუდის ტარებამ, შესაძლოა, თავის კანის სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, აუცილებლა
...
Read More
|
სცადე იმოქმედო დაბმულმა
პარტნიორისთვის მძაფრი შეგრძნებების მისანიჭებლად მას რომელიმე ნაზი ქსოვილის შარფით ხელები შეუკარი, თვალები აუხვიე, შემდეგ კი ნაზი შეხებებით აღგზნების ხარისხი გაზარდე. შეგრძნებების გახანგრძლივება არაჩვეულებრივად აისახება ორგაზმის ხარისხზე. ახალი ემოციებით დატვირთვა მხოლოდ და მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე, ამასთანავე პრაქტიკულ ცოდნასაც გაიღრმავებთ.
ცოტაოდენი "სისაძაგლე”: ახლა შენ დაწექი საწოლზე ხელებშეკრული _ სულ ცოტა ხნით, საწოლში მაინც, დააბრუნე მონათმფლობელური წყობილება. დაემორჩილე მის ბრძანებებს, სთხოვე მას ის "საძაგელი” სურვილები გაგიმხილოს, რომლებიც არასდროს არავისთვის უთქვამს. ამით არაფერი შავდება, პირიქით, შენი პარტნიორი უფრო მეტად გაიხსნება და ერთფეროვნებასაც ბოლო მოეღება.
უფრო მეტი "სისაძაგლისთვის”: ხელებშეკრული პარტნიორი კარს მიაბი, ოთახის ბოლოში დადექი და ძალიან სექსუალური სტრიპტიზი მოაწყვე, თან ხმამაღლა გამოხატე ემოციები. შემდეგ ვნებისგან გაცოფებული აუშვი, მაგრამ შეეცადე, პროცესი გაახანგრძლივო და საკუთარი "გეგმის” განხორციელების საშუალება მაშინვე არ მისცე: ხშირ-ხშირად დაუსხლტი ხელიდან, ამით კიდევ უფრო გააგიჟებ მას და შედეგად ფანტასტიკურ ფინალსაც მიაღწევთ. სანახაობრივი შოუ
აღგზნების გამოწვევა უმეტესწილად მხედველობით მიიღწევა. მამაკაცებს ძალიან მოსწონთ სექსუალური ქალის თუნდაც ცქერა. ხიბლავთ მათი ქალურობა,
...
Read More
|
მთავარი ლოზუნგია – ვცადოთ ყველაფერი, რაც მე და შენ მოგვესურვება!
რატომაც არა?!”
"ჩემო კარგო, იმაზე სასიამოვნო არაფერია, როცა სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ და ორალური სექსით ვკავდებით…”
"დაგიმატო, საყვარელო, ჩემი გაკეთებული კატლეტი?”
"საშინლად ვიღგზნები, როცა ფეხბურთის მატჩის დაძაბულ მომენტებს ემოციურად აღწერ…”
"მგონი, ძალიან მოიმატე, მაგრამ მხოლოდ შენი პენისი გასუქდა…”
"წარმოიდგინე, ჩემი ფიტნეს-კლუბის საშხაპე რომ შენს სახლში იყოს!”
"მამაჩემმა შემოგთავაზა თავისი სამოთახიანი ბინა ქალაქის ცენტრში და წყნეთის აგარაკი, თუ, რა თქმა უნდა, ამით დაინტერესდები…”
"შეიძლება ამას ადამიანები პორნოს ეძახიან, მაგრამ მე სრულიად ნორმალურად აღვიქვამ…”
"დაგროვილი სარეცხი, სამწუხაროდ, თავისთავად არ გაირეცხება, მაგრამ შენ არ შეწუხდე, მე მოვუვლი..”
"ვინ ჯანდაბაა რობერტ პატინსონი?”
|
აი კარს მოგვადგა სენტიმენტალური დღესასწაული - ვალენტინობა. გაიხსენეთ, რომ ამ დღეს შეყვარებულებს ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. რა გვირჩევს ამ შემთხვევაში ჰოროსკოპი? ვერძი
მათ საჩუქარი მთელი გულით უნდა აჩუქოთ. რაც უფრო მეტია გრძნობა, მით უფრო ძვირფასია საჩუქარი. მოეწონებათ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მოძრაობასთან. მაგ. რაიმე სპორტული მანქანის ან მოტოციკლისთვის. კურო
ვერძების და მერწყულისგან განსხვავებით, კუროებს მხოლოდ ძლიერი ჩახუტება და მხურვალე კოცნა არ ეყოფათ, მას რაღაც არსებითი უნდა დაამატოთ. მათ სჭირდებათ სიყვარულის მატერიალური დამტკიცება. ამისთვის გამოდგება ოქროს მოკრძალებული ბეჭედი. ან ძვირფასი სასმელი ლამაზ ბოთლში. ტყუპები
ყოველთვის უხარიათ პატარა სიურპრიზები, როგორიცაა წიგნები ან თეატრის ბილეთები. მათი გადაცემისას არ დაივიწყოთ თბილი სიტყვების თქმა. კირჩხიბი
მისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება და არა საჩუქარი. ღმერთმა დაგიფაროთ დაგავიწყდეთ დღესასწაული, იგი განაწყენდება და გულმავიწყობას გულგრილობაში ჩაგითვლით. ქალებს მოეწონებათ საყვარელი ქალური წვრილმანები - სუნამო, სამკაულები, თეთრეული. მამაკაცებს - ქინძისთავი ჰალსტუხისთვის, ბალზამი გაპარსვის შემდეგ. ლომი
რამდენი სასიყვარულო სიტყვაც არ უნდა უთხრათ ლომს,
...
Read More
|
ყველასათვის ცნობილია, რომ მუსიკას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე. მუსიკას სამკურნალო მიზნებისთვისაც კი იყენებენ.მაგალითად საბერძნეთში ეპიდავროსის ტაძარში , ცნობილი ექიმი ესკულაპი მუსიკას იყენებდა სულიერ დაავადებულთა მკურნალობის მიზნით.პითაგორას თქმით "მუსიკით შეიძლება ვუმკურნალოთ ადამიანის შეშლილობას."
ძველი დროის ექმიმები --ჰიპოკრატე,თეოფრასტე,ცელსიუსი, აურელიანუსი,გალენი და სხვ.თავანთ სამკურნალო პრაქტიკაში ფართოდ იყენებდნენ ვოკალურ და ინსტრუმენტალურ მუსიკას. ბიბლიიდან ცნობილია, რომ ისრაელთა სულიერად დაავადებული მეფე საული მშვიდდებოდა, როდესაც დავითის სიმღერას და ქნარზე დაკვრას უსმენდა.დღესაც,იტალიის ქალაქებში,საფრანგეთში(წმ.მადლენას ჰოსპიტალში),გერმანიაში(ჰალეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში)და სხვაგან,ფსიქიურად და ნერვიულად დაავადებული ავადმყოფების მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მუსიკას. ყაზახელმა პროფესორმა დოგელმა დაამტკიცა, რომ მუსიკალური ბგერების სხვადასხვა სიმაღლე,ძალა და ტემბრი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანის სისხლის მიმოქცევაზე, გულისცემის აჩქარება-შენელებაზე, მაჯისცემის ტალღის აწევა-დაწევაზე. გერმანელი პროფესორ ჰ.მენტცის აზრით სასიამოვნო ბგერები ანელებენ გულის მუშაობას,ხოლო უსიამო ბგერები აჩქარებენ. პარიზის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პროფესორმა ფერემ დაასკვნა, რომ
...
Read More
|
რა არის საერთოდ რომანტიზმის გაგება- ის რომ საჩუქრებს უკეთებდე საყვარელ ადამიანს, სიურპრიზებს უწყობდე, რომანტიკულ საღამოებზე პატიჟებდე , ტკბილ სიტყვებს ეუბნებოდე, ლექსებს უწერდე, სიმღერებს უძღვნიდე?
მე არ ვიცი რამდენად რომანტიკული ადამიანი ვარ- ზედმეტი მგრძნობიარობა - ჩემიც და სხვისიც მაღიზიანებს (ამას აქვს რომანტიზმთან კავშირი?)
ამბობენ რომ კაცები ნაკლებად რომანტიკოსები არიანო - როგორ ფიქრობთ მართალია? თვითონ კაცებსაც უყვართ ამის ხაზგასმა - თქვენ ქალებს რომანტიული რაღაცეები გიყვართ - ჩვენ უფრო პრაქტიკულად გვაქვს ტვინი მოწყობილი და არ დავფრინავთო - მსმენია ასეთი ფრაზები ქართველი მამრებისგან :)
არ ვიცი, ქართველ კაცს ხომ არ აქვს ისეთი ბუნება რომ არ უნდათ რომანტიკული ხასიათის გამომჟღავნება , თუნდაც იმიტომ რომ ეს სისუსტეში ჩაეთვლებათ?
ისე რა რომანტიულობა სჭირდება იმას რომ თუ გიყვარს - ამას საქციელებით,სიტყვებით -გამოხატავდე? როცა გიყვას და ფიქრობ მასზე- და გინდა რომ მას ესიამოვნოს - რატომ არის ძნელი ამის - გარეგნულად გამოხატვა. ძირითადას ამ გამოხატულების მოთხოვნილება აქვთ ქალებს და კაცებისთვის რატომ არის ეს ასე ძნელი და რატომ ეფარებიან ამ სიტყვას- "მე არ ვარ რომანტიული ადამიანი?!"
რატომ უნდა იცხოვროს ადამიანმა რომატიული მომენტების გარეშე- როცა ასე
...
Read More
|
ფლირტ-ი [ინგლ. flirt] - მსუბუქი ტრფიალი, არშიყობა.
უცბად რაღაცნაერად ავმჩატდი , თანაც ეს სამსახურში მოხდა. არც მეტი და არც ნაკლები - ფლირტი მომინდა. ირგვლივ მიმოვიხედე- მაგრამ შესაბამისი ობიექტი ვერ ვიპოვე, მერე ინტერნეტი მივათვალ-მოვათვალიერე (სკიპე, ფეისბუკი)და ვერც აქ შემრჩა ხელში ვერავინ, ხოდა მეც გადავწყვიტე რომ ისევ ჩემი ბლოგისთვის მიმემართა და ეს ყველაეფრი დამეწერა მაინც.
ფლირტი - რაღაცნაერად ახალისებს ადამიანს -არა? ნუ ისეთი არაფერი - კარგი ფლირტი -ჯანმრთელობაა -ეგაა და ეგა.
გუგლში დავსერჩე ქართულად და უამრავი რჩევები ამომიყარა, ფლირტს რა რჩევა უნდა- ისე უნდა იფლირტაო როგორც შენ გაგისწორდება : )) იმასთან ვისთანაც გაგისწორდება და მაშინ როცა გაგისწორდება .
აი ასე.
|
(ნიკა)_რას ამბობ? (ვახო)_დამაცადე!!! გეფიცები ელენე გეფიცები, არავის მოკვლა არ მინდოდა, არ ვიცი რა დამემართა, ძალიან ავნერვიულდი სასხლეტს ხელი გამოვკარი, მეგონა მაღლა ვისროდი და ჩემი ნასროლი ტყვია დედაშენს მოხვდა. _შენ შენ შენ მოკალი ჩემი დედიკო. შე არაკაცო, მკვლელო, შენი ბოდიში დედას ვერ დამიბრუნებს, ვერ დამიბრუნებს იმ წლებს რომლებიც შენს გამო უდედოთ გავატარე. _გეფიცები ძალიან ვნანობ, მხოლოდ იმიტომ არ ჩავბარდი პოლიციეს რომ სახლში ცოლ შვილი მელოდებოდა. მხოლოდ ამიტომ. სამი წლის განმავლობაში დავდიოდი დედაშენის საფლავზე, ვიცოდი რომ ეს არაფერს არ უშველიდა, მაგრამ საფლავზე სიარულს თავს არ ვანებებდი, ერთ დღესაც სიზმარში დედაშენი დამესიზმრა, და მითხრა რომ მაპატია, და რომ საფლავზე სიარულისთვის თავი უნდა დამენებებინა. ასეც მოვიქეცი. (ელენე)_უნდა წავიდე! (ნიკა)_ელე მოიცადე, მეც წამოვალ. _სახლში შებრუნდი, მარტო მინდა ყოფნა. _მარტო არ დაგტოვებ. ეხლა ძალიან ცუდათ ხარ და ვერ მიგატოვებ. _ნიკა გთხოვ, სახლში უნდა წავიდე. მამას მინდა დაველაპარაკო. ნიკა სახლში შებრუნდა _შენი გულისთვის ქალი დავკარგე რომელიც მიყვარს. _ნიკა დამშვიდდი. _რა დამამშვიდებს, რა?!
ნიკა სახლიდან გავარდა.
* * * _ელენე რა გჭირს? რატომ ტირი? _მამა, მამა ვერ წარმოედგენ რა გავიგე. ელენემ ყველაფერი უამბო ტატოს. _მამა
...
Read More
|
_ღმერთოოოოოო... ასე რატომ დამსაჯე, რატომ წამართვი? რისთვის? ღმერთო თუ მართლა არსებობ, მიპასუხე რატომ გააკეთე ეს? მას ხომ შენი სჯეროდა, სწამდა. მიპასუხე რატომ დუმხარ? იცი ის ყოველთვის ამბობდა რომ შენ ხარ მთავარი ამ ცხოვრებაში, ასე მეუბნებოდა ღმერთი მოწყალეი და სამსახურს გაშოვნინებსო, ღმერთი მოწალეაო!!! ღმერთი მოწყალეაო!!! რატომ არ გამოიჩინე მოწყალება მის მიმართ, ის ხომ პატარა უსუსური ანგელოზი იყო. რატომ წაიყვანე? რატომ დამაშორე? ეს სიტყვები თქვა თუ არა ტატომ, საშინელი წვიმა წამოვიდა, თითქოს წარღვნა მეორდებაო. საავადმყოფოს პალატიდან კაცის სასოწარკვეთილი ტირილი და ღრიალი გამოდიოდა. ტატოსთან ერთად ცაც ტიროდა.
ტატოს და თათას ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. ერთად ცხოვრობდნენ ბედნიერად ტკბილად, ისე როგორც ზღაპრებშია. მაგრამ ერთ დღესაც დამთავდა ეს ტკბილი ზღაპარი, დამთავრდა სავალალო, სამწუხარო შედეგით. იყო ერთი ჩვეულებრივი მზიანი დღე, თათა სახლში გახარებული მივიდა: _ტატო საყვარელო იცი რა უნდა გითხრა? _რა? რამე მოხდა? _კი, მოხდა. _რამოხდა თათა? ასეთ გახარერბულს პირველად გხედავ? _რა და მოემზადე. . . საყვარელო მალე მამიკო გახდები. _რა??? მართლა, მართლა, (ტატომ თათა ხელში აიყვანა და გახარერბული ოთახებში დაარბენინებდა) _კაი, კაი გეყოფა დამსვი. _თათა ჩემო კარგო იცი როგორ გამახარე? უბედნიერესი კაცი ვარ მთე
...
Read More
|
გამარჯობა სიხარულო!!!! არ მინდოდა მომეწერა,დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე ბოლოს...იცი შენ უთქმელად დატოვებულ სიტყვებს ფასი ეკარგებათ მერე და სატარებლადაა ძალიან ძნელი...ასე,რომ ვთქვათ ყველაფერი ჯობია და ტკივილად არ დავიტოვოთ გულში... ძალიან მომენატრე,ძალიან მაკლიხარ,ძალიან განვიცდი უშენობას,თითქოს ყველაფერი კარგად იყო,არ უნდა წასულიყავი,ბოლო დროს იღიმოდი და მხიარულობდი ისე როგორც არასდროს...იცი რა გამახსენდა ეხლა?გახსოვს....რომ გნახე,მეორედ იყო მგონი,ბეეეევრი ნაყინი,რომ გაჭამე და შეშინებული დამფრთხალი თვალებით,რომ მიყურებდი,არ გავხდები ცუდადო? ვჭამოო? შეიძლებაო??? მაშინ მივხვდი,როგორ გჯეროდა ჩემი და როგორ უსაფრთხოდ გრძნობდი თავს ჩემთან ერთად....სიგიჟემდე მენატრები!!!!ზოგჯერ მაინც აუტანელი ხდება ეს მონატრება და ისე ძალიან მეტკივილები,რომ როგორც შენ იცოდი ისე ვუჭერ ხელებს ერთმანეთს და ვმშვიდდები თითქოს. რა მოგიყვე?! ისევ ძველებურადაა ყველაფერი,ისევ წვიმს ხოლმე და მერე იდარებს,ისევ ასდის ქალქს სველი მიწის სუნი და ისევ ჩამესმის შენიხმა :"ვგიჟდები ამ სუნზე"რაო სიხარულო?გეგონა დამავიწყდებოდი ასე მალე????-დავაი რა! გახსოვს ეს "დავაი რაააა?"როგორ გვიყვარდა ?ძალიან სერიოზულ ფრაზებს,რომ ვაბოლოებდით ამ ფრაზით,მე ყოველთვის ვგრძნობდი როდის იტყოდი ამას და ყოველთვის გასწრებდი...როგორ საყვარლად ბრაზდებოდიიიიი????საყვარლად სულელო ჩემო!!!!!საყვარლად სულელო და მოტკივილებავ!!!! მოგიტან მალე,შენს სიმღერებს აღარ ღიღინებ ამაჩემდიო?-მე ვღიღინებ!!!!და სიმღერებშიც გეძებ,ლექს
...
Read More
|
რას გაუგებ მათ, ანუ რა ვაჩუქოთ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე "მამაკაცის სახლი - მისი ციხესიმაგრეა, მაგრამ ასე მხოლოდ გარედან ჩანს, შიგნიდან კი ის ჩვეულებრივი საბავშვო ოთახია"- კლერ ლიუსი
ძვირფასო ქალბატონებო, დამეთანხმეთ, რომ მამაკაცები ორი ბუნების მქონენი არიან. ეს ფაქტია, რომლის წინააღმდეგ ვერაფერს იტყვი. ერთის მხვრივ თქვენი უერთგულესი - ბრუტალური არსებაა, ნამდვილი მაჩო. მეორეს მხვრივ - ის მოუსვენარი ცელქი ბავშვია, რომელიც ეძებს თავგადასავლებს თავის ( კარგია თუ თავის) თავზე. თავქუდმოგლეჯილი ონავარი, ავანტურისტი, რომლის სურვილია რეგულარულად სისხლში ადრენალინის ფეთქება და ქალების თბილი ჩახუტება. საკითხი იმაშია: როგორ მოვიქცეთ და რა ვუყოთ ამ ფეთქებად ნაზავს, როდესაც გვიახლოვდება ჩვენი საყვარელი ადამიანის დაბადების დღე? როგორ გავახაროთ, გავაოცოთ ან თუ გინდათ - დავაკმაყოფილოთ ეს დიდი ბავშვი და მის სახეზე ნეტარი ღიმილი გამოვიწვიოთ?
მაშასადამე, პირველ რიგში გთავაზობთ, მოიშოროთ ძველმოდური და ასჯერ განმეორებული იდეები, რომელნიც სიმელოტის გარდა არაფერს მატებენ კაცობრიობის ძლიერ ნახევარს. თუ ოცნებობთ, რომ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი მელოტი იყოს? თუ არა მაშინ დავიწყოთ...
როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, მაგრამ თქვენ უნდა დაივიწყოთ ისეთი სიტყვების მნიშვნელობა როგორიცაა - წვერის საპარსი. მესმის, ფსიქოლოგიურად ძნელია, მაგრამ უკეთესია თავი დაანებოთ იმ მაღაზიების შემოვლას სადაც ეს „ძვირფასეულობა" იყიდება. არ ღირს ფსონი
...
Read More
|
14 აპრილი ქართული ენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ, მისმა მოადგილემ ზვიად აფხაზავამ და შესაბამისი სამსახურის უფროსმა გოჩა ჯანაშიამ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები დააჯილდოვეს ლამაზი საჩუქრებით, მათ შორის წიგნებით. ექვსი ფილოლოგი გამგეობამ რესურს-ცენტის რეკომენდაციით გამოარჩია. ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელს ნუნუ აფხაზავას, ჩოჩხათის სკოლის მასწავლებელს მაია გუმბარიძეს, ნიგოითის პედაგოგს გელა გეგუჩაძეს, ღრმაღელის სკოლის პედაგოგს ლილი დვალს, წყალწმინდის საჯარო სკოლის მასწავლებელს რუსუდან მეგრელიშვილს და პენსიონერს, დამსახურებულ მასწავლებელს დარეჯან ქინქლაძეს გამგებელმა დიდი მადლობა გადაუხადა მათი პედაგოგიური მოღვაწეობის გამო. ქალბატონ დარეჯანს საჩუქარი სახლში მიუტანეს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამგეობაში მისვლის ვერ შესძლო. ბ. კ.
|
ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს, ზამთარს ბილიკი დაუტანია... ,,დიდი ხანია? - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ,,დიდი ხანია!
შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. ,,ამირანია?” - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!
ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს, ის გული ისევ ჩემი გულია... ,,დაკარგულია? - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ,,დაკარგულია!
გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი, მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი... ფერების ჭევრი ირევა ბევრი, ლალების ტევრი - ლილა და შვინდი.
ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბელით და ცა ალუბლით სავსეა... კმარა, ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ, დარიალიდან ზარავდა ზარა.
სულ ერთი წამით განსაცდელ ჟამად, შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო, მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს, იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!
შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. ,,ამირანია? - კვლავ ვკითხავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!
1915 წ.
|
ზოგადად განიმარტება როგორც ადრეულ ბავშვობაში შეთვისებული ენა. ამ განმარტებაში გვხვდება მცირეოდენი ვარიაციები (რომლებიც ანალიზზე საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს). ამ ვარიაციათაგან ყველაზე გავრცელებულია შემდეგი: «მშობლიური ენა არის ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ინდივიდის ოჯახში მის ადრეულ ბავშვობაში, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ იგი მოცემულ მომენტში ლაპარაკობდეს მასზე» (გაეროს სოციალურ და ეკონომიკურ საქმეთა დეპარტამენტი, 1959). კანადაში ჩატარებული ენობრივი აღწერებისას გამოიყენებოდა შემდეგი განმარტება: „ენა, რომელიც ინდივიდმა აითვისა ადრეულ ბავშვობაში და დღემდე ესმის".
|
I
შავმა ნისლმა დანისლა მთები დაღესტანისა, აიმართნენ კოშკები ცისა და ნესტანისა. გახსოვს? ტოტი ქარისა აქანებდა მთვარესა... "ნეტა ახლა სადა ხარ და რომელსა მხარესა”. მგლოვიარე ბინდებით იბურება ყვარელი, ვაზით და სიმინდებით მიდის გზა საყვარელი; ჩანს შორეულ ჩრდილების კიდეებზე მონთება და ომგადახდილების ოხვრა მომაგონდება. შავმა ნისლმა დანისლა მთები დაღესტანისა, ეცემიან კოშკები ცისა და ნესტანისა.
II
ეს მშობლიური ქარია. ეს სოფელია მძინარე. არ ვიცი, რად მიხარია: ვაზი, ყანები, მდინარე. დღემ ნისლი შემოიხვია, გზაც სიარულმა დალია, ის - ძველისძველი ციხეა, იქ კიდევ წინანდალია. წინანდალს ვაზი ამშვენებს, ახმეტას - ვაშლი წითელი. როგორ რთავს, როგორ აშენებს აკიდოების მკიდელი. იქ ტყეა მთვარით ქსოვილი, ვით ლოენგრინეს სიზმრი, ლაჟვარდით გადათოვილი და ვერცხლით ნათილისმარი.
III
შუქი გაიშალა, წყალი დაიფერა, სიო დაიბერა, ჩალა გაიჩალა, სიზმარს აბარია ველი შენაფერი... ახლა ყველაფერი ოქროს ზღაპარია. არც ხმა, არც ჩურჩული, ბინა - მინაგნები, თვალებდალურჯული თრთიან იალქნები. ძილი მეგონება: უცებ ქაოსიდან მთვარემ ამოზიდა ლურჯი მოგონება.
...
Read More
|
აი ასეთი კარგად ალბათ ბოლო მთელი თვეებია არ ვყოფილვარ..დიღომში ავედი დღეს. აი რაღაცა გულისფანცქალებით მივდიოდი ისე მეჩქარებოდა ბიძის ოთახის კარის შეღება : )) რომ მივედი სტუმრები ყავდა, შევირბინე, ძალიან ძალიან მაგრად ჩავეხუტე და სანამ ყველა წავიდოდა ბუხრის ოთახში ჩავედი ეკასთან და აჩისთან ერთად ჩაის დასალევად. ბუხარი ძალიან გულს მიჩუყებს ხოლმე ზოგადად, მივჯექი და ის ის იყო უნდა დამეწყო ცრემლების ყლაპვა, დამირეკა- ამოდიო : ).. მართალია სიცხე აღარ ქონდა, მაგრამ მაინც იწვა ჯერ. ერთი 5 წუთი წამხობილი ვიყავი ჩახუტებული და ცრემლები მომდიოდა :უსერ: როგორ მომნატრებია რა : ) რომ მომიკითხა და როგორ ხართ-მითხრა, აბა მაშინ იყო ღაპა-ღუპით .. მოკლედ, მოვუყევი ყველაფერი რა ხდებოდა და ასე მითხრა, რომ ბუნებრივია იმის მხრიდან ესო. ანუ რომ არ დაყვებოდი არსად და ა.შ. მოქმედებსო. მაგრამ თუ უყვარხარო ცოტა ხანში მოგვარდებაო, ოღონდ შენც უნდა შეცვალო ყველაფერიო. მშობლებთან დამოკიდებულებიანადო- ნუ გეშინია, ვერაფერს გიზამენ და თუ გიზამენ ჩემს სახლში წამოდი და აქ იყავიო :უსერ: მე კი ვუთხარი, აღარ მგონია მოგვარდეს იმიტომ, რომ ამ ყველაფერმა ალბათ იმის გრძნობებიც შეცვალა მეთქი :უსერ:
კიდე ჩემებზე ვილაპარაკეთ.. შენ უკვე პიროვნება ხარო..და კარგი პიროვნება ხარო,ამიტომ ყველაფერი აკეთე არა ვინმეს მოსაწონად, არამედ შენი თავის მოსაწონადო. . მოკლედ, ყველაფერზე ვილაპარაკეთ პოლიტიკიანად და ვიცინოდი
...
Read More
|
დასახელება: Selena Gomez MuS მომღერალი: Selena Gomez ზომა: 23.77MG
გადმოტვირთვა
|
ნამდვილი სახელი: ქეით ელიზაბეთ უინსლეტი (Kate Elizabeth Winslet) დაბადების თარიღი: 05 ოქტომბერი 1975 დაბადების ადგილი: რიდინგი ბერქშირი ინგლისი პროფესია: მსახიობი
ბიოგრაფია ქეით ელიზაბეთ უინსლეტი დაიბადა 1975 წლის 5 ოქტომბერს ქალაქ რედინგში ლონდონის ახლოს. მისი მამა და ბიძა დედის მხრიდან მსახიობები არიან, უფროსი და ანა ასევე მსახიობია. ქეითი ოჯახში მეორე ბავშვია, სულ კი ოთხი დაძმანი არიან. ქეითმა ასეთ მომავალი უკვე 13 წლის ასაკში ამოარჩია, როდესაც სცენაზე დაიწყო გამოსვლა. თუმცა მან სამსახიობო სკოლა სხვა ლონდონის გარეუბანში დაამთავრა, მეიდენხედში და დამთავრების შემდეგ მისი ნახვა სატელევიზიო სერიალებში და კომერციულ რეკლამებში გახდა შესაძლებელი(კერძოდ, ადრინდელ ასაკში ის პუტკუნა იყო, – ტკბილეულობის რეკლამაში მონაწილეობდა). უინსლეტის კინოდებიუტი ახალიზელანდიის ფილმში 'Heavenly Creatures'(1994), რომელშიც ნამდვილი მკვლელობის ისტორია იყო მოთხ
...
Read More
|
ნამდვილი სახელი: სელმა ჰაიეკი-ხიმენეზი (Salma Hayek-Jimenez) დაბადების თარიღი: 02 სექტემბერი 1966 დაბადების ადგილი: კოათსაკოალსოსი ვერაკრუზი მექსიკა პროფესია: მსახიობი პროდიუსერი სიმაღლე: 1.57 მ
ბიოგრაფია სელმა ხაიეკი დაიბადა 2 სექტემბერს 1966 წელს ქალაქ კოაცკოალოსში, მექსიკის შტატში ვერაკრუზში, მექსიკაში ესპანელი საოპერო მომღერლის და ბიზნესმენის ოჯახში. სალმა, ვისი სახელი არაბულად 'მშვიდობას' ნიშნავს, დადიოდა საშალო სკოლაში ქალთა მონასტერში, შემდეგ კი დეიდასთან ამერიკაში, ხიუსტონში გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგ იყო მოსაწყენი მეცადინეობები მეხიკოს უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთბების კურსზე, რომელიც მან მალე მიატოვა და თავი მიუძღვნა ოცნებას – სამსახიობო ხელოვნებას. და მალევე მოიგო მთავარი ფილმი ტელესერიალში 'ტერეზა', და მექსიკური საპნის ოპერების მოყვარულების შორის პოპულარობა მოიპოვა. 1991 წელს სალმა ლოს–ანჟელესში გაემგზავრება ინგლისურის სასწავლებლად და ჰოლივუდის დასაბყრობად. რამდენმა უცნობმა გოგონამ გაიარა ეს გზა უშედეგოდ, მაგრამ სალმამ თავისას მიაღწია. ამისათვის ის ჩაეწერა ცნობილი სტელა ადლერის ლინგვისტიკის კურსებზე. მიუხედავად კინემატოგრაფისების სკეპტიკური განწყობის, რომლებიც არწმუნებდნენ მას, რომ ის ვერასოდეს გახდება ამერიკული ვარსკვლავი,
...
Read More
|
ნამდვილი სახელი: დემეტრია დევონ ლოვატო (Demetria Devonne Lovato) დაბადების თარიღი: 20 აგვისტო 1992 დაბადების ადგილი: დალლასი, ტეხასი, აშშ პროფესია: მსახიობი სიმაღლე: 1.65 მ
ბიოგრაფია დემი ლოვატო დაიბადა 20 აგვისტოს 1992 წელს. ის ამერიკელი მსახიობი და მომღერალია. მან პოპულარობა მოიპოვა მიჩი ტორესის როლის შემდეგ კომპანია "დისნეის" ფილმში "როკი საზაფხულო ბანაკში". ასევე მთავარი როლი შეასრულა Disney Channel–ის სერიალში «Sonny With A Chance». თავისი სამსახიობო მოღვაწეობის გარდა, ის ასევე გამოდის როგორც მომღერალი, და 2008 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით «Don’t Forget». პირველ კვირაში გაიყიდა 89 ათას კოპიაზე მეტი, და ალბომი Billboard 200–ში მეორე ადგილას აღოჩნდა გაყიდვების რაოდენობაში. დემი ლოვატო დალასში დაიბადა, ტეხასის შტატში, პატრიკ დ დიანა ლოვატოს ოჯახში. დემის აქვს ესპანური და ირლანდიური ფესვები. მისი მამა განქორწინების შემდეგ მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მას ჯამრთელობათან პრობლემები ჰქონდა და საკუთარ ქალიშვილს იშვიათად ხედავდა. მამა–შვილმა ერთმანეთი პირველად ნახა 4 წლის განმავლობაში, როდესაც დემიმ მას სიურპრიზი მოუწყო 2008 წლის თებერვალში.
|
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: Beauty and the Beast გამოსვლის წელი: 2009 ჟანრი: ფანტასტიკა რეჟისორი: David Lister როლებში: Estella Warren, Rhett Giles, Victor Parascos, Vanessa Gray, Tony Bellette, Peter Cook, Nicholas G. Cooper, Gabriella Di Labio, Mark Finden ფილმის შესახებ: Повесть о запретной любви между красивой Белль и лесным зверем გამომშვები: ავსტრალია ხანგრძლივობა: 01:29:36 გახმოვანება: სამოყვარულო (მრავალხმიანი) ფაილი: ფორმატი: AVI XviD ხარისხი: DVDRip ვიდეო: 608x336 ; 965 kb/s აუდიო: 128 Kb/s, 48000 Hz, (2 Ch) Beauty and the Beast (2009) DVDRip Files.ge 700 MB
|
როდესაც ვხედავ, ჟამთასრბოლა როგორი რისხვით ანგრევს ყველაფერს, რაც რამ მასში ნაშენებია, როგორ ანარცხებს განურჩევლად ძირს მისხის მისხით, რაც რამ მისსავე ჩაქროლებას დამშვენებია.
როდესაც ვხედავ ოკეანის მშიერ ტალღებში ხმელეთი როგორ ნება-ნება კარგავს ნაპირებს და შემდეგ მიწა, ღვარცოფების წყალზე დაგეშვით, სამფლობელოთა დაბრუნებას როგორ აპირებს...
როდესაც ვხედავ, რომ ქვეყნებსაც დრო იმორჩილებს, ერთს ააშენებს და მეორეს ფუძეს მოურღვევს, მე მაშინ ვფიქრობ - მეც დამადებს ნუთუ ბორკილებს, ჩემს სიყვარულსაც ნუთუ ეს დრო ბოლოს მოუღებს?!
ნუთუ ხორციელ სიკვდილამდე მომკლავს დროება და ჩემს ყოფაშიც გამეფდება ამაოება?!
|
ნამდვილი სახელი: შარლიზ ტერონი (Charlize Theron) დაბადების თარიღი: 07 აგვისტო 1975 დაბადების ადგილი: ბენონი გაუტენგი სამხრეთ აფრიკა პროფესია: მსახიობი პროდიუსერი სიმაღლე: 1.77 მ მეუღლე: სტიუარტ ტაუნსენდი
ბიოგრაფია შარლის ტერონი 1975 წლის 7 აგვისტოს დაიბადა სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ ბენონში. ის პროფესიონალური ბალეტით იყო დაკავებული, თოთხმეტი წლის ასაკში კი ფოტომოდელი გახდა. როდესაც გოგონას თექვსმეტი წელი შეუსრულდა, ის, მამის გარდაცვალების შემდეგ(შარლიზის დედამ ის სასიკვდილოდ დაჭრა, როდესაც თავდასხმისგან იცავდა თავს), მილანში გააგზავნეს. მაგრამ მალევე სამოდელო ბიზნესმა შარლიზ თავი მოაბეზრა, და ის კვლავ ბალეტს დაუბრუნდა. შარლიზ ტერონი ნიუ–იორკში გადავიდა საცხოვრებლად, დაიწყო ცეკვა დასში სახელწოდებით 'ჯოფი–ბალეტი', თუმცა მუხლის დაზიანებამ მის მოცეკვავეს კარიერას ხაზი გადაუსვა. დედამ დაარწმუნა შარლიზი ჰოლივუდში გამგზავრებულიყო. ის თვრამეტი წლის იყო, ლოს–ანჟელესში ის არავის იცნობდა, მაგრამ უკვე ორ კვირაში მას აგენტი გაუჩნდა. (მისი ყურადღება მიმზიდველი ქერა ქალის სკანდალმა გამოიწვია სასტუმროს კარის–კაცთან, რომელმაც უარი სთქვა მისი ჩეკის მიღებაზე.) რვა თვეში შარლიზ ტერონი, რომელმაც სასახიობო ხელოვნების კურსებზე დაიწყო სიარული, თავისი პირველი პატარა
...
Read More
|
როცა ჩემს მიჯნურს ჟამი აქცევს ჩემებრ ბეჩავად, როცა ბუნება შეიწირავს სატრფოს მშვენებას, როდესაც სისხლი დაშრება და მისი მზე ჩავა, სახედაღარულს ვეღარავინ მიეშველება.
ღამის უფსკრულში მისი დილა გადიჩეხება, გვირგვინს წაართმევს, სილამაზის მეფეს განგება, მშვენიერება ვერ გაუძლებს ჟამის შეხებას და გაზაფხული უგზო-უკვლოდ გადიკარგება.
მე იმ დღესათვის აქედანვე ვიწყებ მზადებას და ვიცი, დროის ბასრი ცელი სატრფოს არ ავნებს, სიკვდილის მერეც გადარჩება მისი ხატება, მე თუ ახლავე ავუშენებ ციხე-გალავნებს.
შავი სტრიქონი შეინახავს სატრფოს დიდებას, ჩემი ლექსიდან ის მზესავით ამობრწყინდება.
|
ცოდვა დამედო, - შემიყვარდა ჩემივე თავი, თავმოთნეობამ სული ჩემი მოინადირა და რადგან ვატყობ, ძალა არ მაქვს გუმანთან დავის, ამ სენისაგან ვერაფერი მიხსნის ადვილად.
ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება, მხიბლავს ეს სახე, ღვთაებრივად ჩამონათალი, მჯერა, რომ მართლაც სრულყოფილი შემქმნა ბუნებამ, მჯერა, რომ ქვეყნად არ არსებობს ჩემი ბადალი.
მაგრამ როდესაც ჩემს უტყუარ სარკეს ჩავხედავ, შევეფეთები დაბერებულ სახეს საშინელს, მაშინვე ვხვდები, რომ გონებამ გამათავხედა და საკუთარი თავის ტრფობა კვდება მაშინვე.
მე ჩემი თავი შენმა ტრფობამ თუ შემაყვარა, შენი ნორჩობის გაზაფხულით ვფერავ ჭაღა.
|
შენი ბრალია,რომ არ მძინავს ღამით ამდენხანს? რომ ვერ მოვხუჭე თვალნი სიზმარნორეულები? რატომ მარგუნე ამ ნანატრი ძილის გატეხა, რად მომისიე შენი ავი ორეულები?!
იქნებ, მესტუმრა შენი სული ასე შორიდან, და ჩემს ღამეულ ნამოქმედარს ფხიზლად ჯაშუშობს, რომ საშინელი რამე ცოდვა შეთხზას ჭორიდან და შენი იჭვი ადრინდელი, არ მოაშუშოს?!
თუმცა ვინ მისცა შენს სიყვარულს ძალა ამხელა?! ძილს საკუთარი სიყვარული მიტეხს მარადჟამს, მან მაიძულა ამ უძილო თვალთა გახელა და ჩემმა ტრფობამ დამაყენა ღამის დარაჯად.
ეს უძილობა შენს სიყვარულს არ გამოსახავს, რადგან ყველასთანახლობლობ და ჩემგან შორსა ხარ!
|
როგორც ტალღები ასკდებიან სილიან ნაპირს, ჩვენი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან, წუთებს ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფი და მიჰყვებიან დღენი ჩვენნი ზვირთებს ქაფიანს.
სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს, სიბერისაგან ვერ შეიძლებს შემობრუნებას, შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგნებს და თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება.
ნაირფერადი სიყმაწვილე გამოხუნდება, ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად, მშვენიერებას დაედება ჟამი ხუნდებად და დროის ცელი, მოქნეული, ყველას გათიბავს. მაგრამ ლექსებთან უძლურია დროის მარჯვენა, ლექსი იცოცხლებს მაგ მშვენების გადასარჩენად.
|
ნამდვილი სახელი: ემანუელ სოფი ანა შრიკი (Emmanuelle Sophie Anne Chriqui) დაბადების თარიღი: 10 დეკემბერი 1977 დაბადების ადგილი: მონრეალი კვებაქი კანადა პროფესია: მსახიობი სიმაღლე: 1.60 მ
ბიოგრაფია A professional performer since the age of 10, exotic beauty Emmanuelle Chriqui began hitting her stride with high-profile appearances in TV series like "Entourage” (HBO, 2004- ) and "The O.C.” (Fox, 2003- ), as well as considerable exposure in men’s magazines like Stuff, which named her one of its "Top 200 Sexiest Women in the World” in 2002. Not bad for a relative Hollywood newcomer. Born on Dec. 10, 1977 to Jewish parents of Moroccan descent, Chriqui (pronounced "Shreeky”) moved with her family from Montreal to Toronto at an early age, spending her childhood in the suburb of Unionville. The acting bug bit after she was cast in a local theater production at age seven, and by 10, she logged her first job in a Canadian commercial for McDonald’s. Guest roles in several Canadian-produced and lensed television productions soon followed, including "Forever Knight” (USA, 1992-96) and "Are You Afraid of the Dark?” (Nickelodeon, 1992-96). By the mid 1990s, she had relocated to Vancouver to take advantage of the wealth of film productions
...
Read More
|
რადგან ახალი წუთისოფლად არაფერია, განმეორებით ვერ გვაცდუნებს რადგან გონება, ხელახლა შობა დაბადებულს არ უწერია და გამოგონილს არ სჭირდება გამოგონება.
მიტომაც მინდა გადავავლო მთელ წარსულს თვალი, ვნატრობ ხუთასჯერ მზე უკუღმა გადატრიალდეს, რომ ძველ წიგნებში იმ საწყისის მოვნახო კვალი, რომელიც ქმნიდა შენს სიტურფეს და სიდიადეს.
მინდა გავიგო იმ უძველეს ხოტბათა გზნება, მინდა ვიცოდე - რატომ გეტრფის ორი დროება - ჩვენ ძველს ვაჯობეთ, თუ ახალს სჯობს წარსული ქება, თუ კვლავ ამაოს შეენაცვლა ამაოება?
ახლა წარსულის განდიდება თუმცა წესია, ჩვენ რასაც ვხედავთ, ძველზე მაინც უკეთესია.
|
ის ღმერთიც ხედავს, ვინც დამარქვა მე შენი მონა, რომ შენს სიმშვიდეს არას ერჩის ჩემი გონება, რომ შენი ყმობით იმ სარგებლის არ მინდა ქონა, რომ შემდეგ შევძლო ვერაგულად გაბატონება.
ნება მომეცი, აგედევნო უკან ქარივით, ან შენი ჩრდილის ნაკვალევზე ჩუმად ვიარო და მოთმინებით... მორჩილებით... პატიმარივით... შენი სილაღე მხოლოდ ფიქრში გავიზიარო. <
...
Read More
|
ქორწილიდან სამი წლიქორწილიდან სამი წლის თავზე შეეძინათ... სიხარული მოიტანა დიდი... მარიამი დაარქვეს, ღვთის საჩუქრად ჩათვალეს... ასეთი გოგო დუნიაზე არ დაბადებულაო... არც ბიჭიო... ბებია ქალმა თქვა: რომ დაიბადა, შემომხედა და მეგონა, გამარჯობა მითხრაო... ბიძამ ექთნებს ფული აჩუქა და ორი საათის დაბადებული ნახა: `იცინოდა და ასე მეგონა ბიძი, როგორა ხარო, მეკითხებოდაო...~ მთელ სოფელს უყვარდა ის კი არა, მეზობელი სოფლებიდანაც მოდიოდნენ, რომ ენახათ... დილით მწვანე ჰქონდა თვალები, შუადღით ლურჯი, შეღამებისას თაფლისფერი, საღამოს შავი... დედის ოცნების ქალი და მამის სიცოცხლე... ორივეს სიხარული... დედამ პიანინო დაუკრა და ისიც ორივე ხელს ურტყამდა კლავიშებს, თითქოს სოლფეჯიო გავლილი ქონდა უკვე... მამამ აკორდეონი დაუკრა და მარიამმა ისე აათამაშა ხელები, თითქოს `ასა ფართში~ დაბერდაოს თავზე შეეძინათ... სიხარული მოიტანა დიდი... მარიამი დაარქვეს, ღვთის საჩუქრად ჩათვალეს... ასეთი გოგო დუნიაზე არ დაბადებულაო... არც ბიჭიო... ბებია ქალმა თქვა: რომ დაიბადა, შემომხედა და მეგონა, გამარჯობა მითხრაო... ბიძამ ექთნებს ფული აჩუქა და ორი საათის დაბადებული ნახა: `იცინოდა და ასე მეგონა ბიძი, როგორა ხარო, მეკითხებოდაო...~ მთელ სოფელს უყვარდა ის კი არა, მეზობელი სოფლებიდანაც მოდიოდნენ, რომ ენახათ... დილით მწვანე ჰქონდა თვალები, შუადღით ლურჯი, შეღამებისას თაფლისფერი, საღამოს
...
Read More
|
.წამო რა, წვიმაში გავიაროთ, ქუჩას, ჩვენს ბავშვობას რომ გვახსენებს ცრემლი ჩასდგომია ტროტუართან ალბათ ისიც წლებმა მიატოვეს. გუშინ წვრილთვალება კაცუნებმა ჩემი საგანძური ამოთხარეს, ახლაც იმ ამომშრალ ჭასთან ვდგავარ ნესტს რომ სიმშრალეთი ასაფლავებს. იცი რამდენი რამ შეიცვალა ფიქრებს უსიცოცხლო სუნთქვით სძინავთ, დილაც "დაბოლილი" შეიშალა, ზეცას ამიტომაც სთხოვა წვიმა. წამო, აღარ ვითხოვ მოწყალებას ყალბი სინანულის ნარჩენისთვის, წვიმას გაზაფხული დაუტბორავს მარტის უკანონოდ გაჩენისთვის. წამო რა, წვიმაში გავიაროთ, ქალაქს სევდის ტბები გასჩენია, ქუჩას შევეყუდოთ ნაკვალევად ჩვენი ბავშვობა, რომ დარჩენია.
|
ეს არის ძალიან მაგარი სასიყვარულო ტორტებისა და ნამცხვრების სურათების კრებული! გადმოწერა
|
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე... მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ. აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე. ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს. არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი, ათასი წელი იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ლამაზი თვალების ფერი. ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფ ილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს. იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქში ჭორი! ...გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე... ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა დამფრთხალი ქუჩა... ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში მათხოვრის მუჭას. ...გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა, შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე, მე კი სულ შენთან ვიქნები ალბათ. შენ გიხაროდა შე
...
Read More
|
შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება, ვერ გამიგია - წამია თუ წელიწადია; ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია.
შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს, არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები; ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს, როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები.
არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს, არ გითვალთვალებ - სად იყავ და ვისთან იარე - და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის - ნეტავი იმას, ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე.
ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება, ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება.
|
განახლდი, ტკბილო სიყვარულო, რომ არვის ეთქვას - დღეს ძველებურად ვეღარ ჭრისო მისი მახვილი, დღეს ჩემი გული გამაძღარი გრძნობით თუ ფეთქავს, ხვალ დამშეული გამაგონოს გამოძახილი.
კვლავ ის იყავი, სიყვარულო, რაც მუდამ იყავ, კვლავ გაშმაგება დააფინე მწყურვალ თვალებზე, საწუთროს ზღვიდან სულს მანამდე ნუ გამორიყავ, სანამ ლამაზ დარს არ იხილავ ნაავდრალებზე.
თვით განშორებაც უნდა ჰგავდეს იმ ოკეანეს, რომლის ნაპირებს მოყვარული ორი არსება კვლავ მოადგება, კვლავ შეხვედრის სურვილს შეალევს და ეს შეხვედრა დღესასწაულს დაემსგავსება!
რადგან ნელინელ ეს ზამთარი წარსულს ბარდება, ზაფხულის მოსვლა სამჯერ მეტად გაგვიხარდება.
|
როცა მეფეთა აკლდამებიც წარიხოცაბა, ვერ აღუდგება ლექსის ძალას დრო და განგება, ჩემს სტრიქონებში იკიაფებ, როგორც ოცნება, ოდეს დრო-ჟამის ხავსით ქვებიც დაიჟანგება.
ქანდაკებებსა გადაბუგავს ომის სახმილი, გაცამტვერდება ხუროთმოძღვრის ნამოღვაწარიც, შენ კი, ვერაფერს ვერ დაგაკლებს მარსის მახვილი, შენ შეგიფარებს პოეზიის დიდი ტაძარი.
თვითონ სიკვდილმაც ვერ შეწყვიტოს შენი ცხოვრება, ვერ მოგერიოს სიძულვილით ბედი მსახვრელი, შენი სახელი კაცთა მოდგმას ემახსოვრება, განკითხვის დღემდე იდიადებს შენი სახელი.
დღე უზეანეს განკითხვისა სანამ დადგება, შენ საცხოვრისად ჩემი ლექსი გამოგადგება.
|
თინეიჯერებო, ყველა სკოლისა, შეერთდით! ოდესმე თუ გიოცნებიათ სკოლის ჰაერში ''აწევაზე"? რას გეკითხებით, ალბათ გიცდიათ კიდეც! ჰოდა, ახლა ყველამ ერთად მოვუხმოთ გიჟურ ფანტაზიას და შევცვალოთ სკოლის სტერეოტიპი, სკოლა კი ჰაერში ''ასაწევად'' მოემზადოს..
სკოლა (თუ საგიჟეთი?) პირველ რიგში, სკოლა გადადის "გაძლიერებულ" სწავლებაზე - 10 წუთი სწავლა და 45 წუთი დასვენება; ჩამოიხსნება საკლასო ოთახების კარები, ზარი დიდი სიხარულით ჩაჰბარდება წარსულს, დასწრება იქნება თავისუფალი!.. ჟურნალები - მაკულატურაში, დაფები - შეშად! ბავშვების პირველი იდეა იყო სკოლის ფასადის აჭრელება. აბა, წარმოიდგინეთ საღებავში ამოთხვრილი 500 გოგო-ბიჭი როგორ შესევიან დერეფნებს... ყველა სართულზე ბარი იქნება, თუმცა ბევრი ბჭობის შემდეგ სკოლას მაინც შეუნარჩუნეს ფუნქცია და ალკოჰოლურ სასმელს როგორღაც შეელივნენ. გოგონების საღმა აზრმა იმარჯვა და კედლებზე უზარმაზარი სარკეები დამაგრდა, საკლასო ოთახებში კი ყველაზე დიდი საგიჟეთი დატრიალდა... კლასებში დაიყარა პუფები სკამების ნაცვლად, მერხების ნაცვლად კი პლაზმური დაფები, საკლასო ოთახებში განთავსდა "კოკა-კოლას" ავტომატები, ღორმუცელებმა ორჯერადი კვებაც "დააწესეს", ბიჭებმა ამჯერად გოგონებზეც იზრუნეს და მათ ფიტნესკლუბის გახსნასაც დაჰპირდნენ...
რაც უნდა გასაკვირი იყოს, პრიორიტეტი სასკოლო ფორმა აღმოჩნდა(!). ''ნიჭიერთა და საზრიანთა ერთიანმა საბჭომ'' დიზაინი თვითონვე მოიფიქრა: გოგონებს თეთრი ბლუზები და კუბოკრული ქვედაკაბები, ბიჭებს - ჯინსები და თეთრი პერანგებ
...
Read More
|
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: Золотая дверь გამოშვების წელი: 2009 ჟანრი: კომედია, მელოდრამა რეჟისორი: დევიდ მ. როზენტალი როლებში: ჯოზეფ კროსი, სარა რემერი, სნუპ დოგი, რეიჩელ ლი კუკი, ჯო პანტოლიანო, მიმი როჯერსი, დენიელ ნიუმანი... ფილმის შინაარსი: მედიცინის სტუდენტი იძულებულია დატოვოს სკოლა ოჯახური მიზეზით, იგი იწყებს შვეიცარად მუშაობას ნიუ-იორკის ელიტურ საცხოვრებელში, სადაც მას შეუყვარდება ერთ-ერთი იქაური მაცხოვრებელი. გამომშვები: აშშ, Romeo Sierra Hotel ხანგრძლივობა: 01:34:25 გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)
ფაილი: ფორმატი: AVI ხარისხი: DVDRip ვიდეო: 640x352, 904kb/s აუდიო:MP3, 128 Kb/s
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
|