♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 31

ჩემო ძვირფასო ჩემო უცხო წმინდანო სულო,ნეტავ გიცნობდე ნეტა ვიცოდე,ნეტავ ვგრძნობდე სადახარ ჩემო სუნთქვის სინათლევ,როგორ გიპოვნო შენი სახელიც კი არვიცი,ნეტავ გრძნობდეს ჩემი ნატანჯი გული შენს სუნთქვას და გულის ფეთქვას,მენატრები ისე მენატრები და იმ გვარად მენატრები რომ გულში აგარაა სივრცე რო ეს ერთი მუჭისებრი ნაგველა დაიტიოს ჩემმა წამებულმა გულმა.არვიცი ვერ გეტყვი რა მემართება შენრომ გიხსენებ კანკალი მივარდება,ფეხები მეყინება ჩამომდნარ უსულო პროტეზს ემსგავსება.ჩემო უცნაურო გრძნობავ მინდა ჩაგეხუტო ალერსით დაგიკოცნო თითეული სახის მიდამო და მთლიანად ნეტარებით მინდა შეგიგრძნო ჩემო მწუხარების მთვარევ,პატარა ვარსკვლავო პლანეტისა კაშკაშად მიწებებულო ჩემი ნატანჯი გულისა და გაბრწყინებულო ჩემი მწუხარე სულისა.სიგიჟეს ემსგავსება ყოველივე ჩემი ფრაზები,ჩემი გარითმული ყოველი სტრიქონი ჯვარზე გაკრულია შენს მოლოდინში,უმანკო სხეულზე ამოქარგულია და გალავანი გაკეთებულიაქ,მე მინდა გაჩუქო ყველაპერი რაც მაბადია ჩემო უმშვენიერესო სულო,შენს გაფიქრებაზე სუნთქვა მეკვრის,გული დაბეჩავებული მწყდება შენს მოლოდინში,ეს ყველაფერი პატარა ზგაპარს ემსგავსება,გული კვდება პარულად დნება მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალია და ამხნევებს ჩემს მგრძნობიარე სხეულს,არაძლევს უფლებას რომ ფარხმალი დაყაროს აღარ ეძებოს ის სანატრელი ვარსკვლავი რომლის სახელიც კი არ სმენია,რწმენა და მხოლოდ რწმენა,მე მჯერა მე მწაამს რო მოვა შემოანათებს ჩემს გაყინულ ოთახში და ჩამეკრობა და გაათბობს ჩემს გაყინულ ბაგეებს.ჩემო ხატო ჩემო გმერთო ჩ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უშენოდ წამი ჩემთვის დღე არის
შენი ცრემლი კი ჩემთვის სიკვდილი
შენ ხარ პეპელა ბაღში ნავარდობ
მე პატიმარი ციხის ვალს ვიხდი
როცა გითხარი, რომ შემიყვარდი
მომეფერე და გულში დამცინე
ისევ მახსოვხარ ვერ დაგივიწყე
და ისიც მახსოვს როგორ ვიტირე.





კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1082 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამეა ბნელი, წყვდიადი
სიბნელე შიშსა ჰზავებსა
ამ ბნელს გაუძლებს მარტოდენ
დიადი მსგავსი ხვანგისა
მისი სახელი სახვეწარ
დიდად განთქმული გვარისა
შეიქმს შიშს, შეიქმს სიყვარულს
მისაბაძს მისას გარჯისას.
ხვანგი ვაჟია დიადი
მის მაგვარს შაიკავებსა
მხოლოდ ტოლ მისი მიდამოს
მისასად დაიკავებსა
ახლოს არ უშვებს სხვა არვის
არცა ყბედს, არცა მცინარსა
მისი გორია ჩორელი
შიშსა შეიქმსა მტრისასა
მამა-პაპათგან სწავლული
უვლის და აწყობს მიწასა
Mმისი მოკეთე ჰხარობსა
მის მტერლუკმა მგლისასა.
ხვანგის მამაცი გულია
ადრედან მარტო გმირობდა,
ახლა რაიცა შეიცნო
მზია სადარი მზისასა.
მის გულს მოედო ანბანი
აღთქმულ სიყვარულისასა.
მზიას ძმა ბეშქენ დიანი
დიდად მოძულ არს მტრისასა
თუმც მის ახლოც სცნობს ბევრს მტერსა
არ თქმულსა მისდა ავსასა
თუმც მის ვაჟკაცსა გონებას
დიდი თქმა აქვსა ქვეყანას
მაინც არ არს ის სასურველ
რათა სცნობს მოყმეს მტრისასად.
ბეშქენ ერთსა დღეს წააწყდა
ხვანგსა ვაჟკაცსა დიადსა
მის ტოლს ხვანგმა კი უღიმა,
მაგრამ ბეშქენ ჰგავს ეშმაკსა
მის ტოლ რა ნახა ზეზედა
ეგრევე იგდო ხმალია
მის დარტყმას ხვანგი გადურჩა
თვითონ უქნია მაგიერ.
ბეშქენს ეძგერა შუბ-წვერი
შეიტორტმანა ზეზედა
ვაჟკაცის გულმა იდინა
წითელი ღვინო სისხლისა.
ხვანგმა შეიცნო მზიას ძმა
მტრობის მიზეზსაც ჩაღრმავდა
ხანჯალს უნაცვლა ხელები
მუხლზე დაიდო მის ძმასა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Reign Over Me
2 სთ 4 წთ
ჟანრი: დრამა პოსტერები,მელოდრამა
გამოშვება: 22 მარტი 2007
რეჟისორი: მაიქ ბაინდერი
სტუდია: რელეტივიტი მედია, სანლაით პროდაქშენსი, 3 არტ ინტერტეიმენტი, გჰ ფრი, მედისონი 23, მრ.მედისონ პროდაკშენი
როლებში: ლივ ტაილერი, ადამ სენდლერი, დონ ჩიდლი, ჯადა პინკეტ სმითი, სეფრონ ბაროუსი 

ფილმის მიმოხილვა
ჩრლი ფეიმანი და ალან ჯონსონი როდესღაც ერთად სწავლობდნენ კოლეჯში და საერთოსაცხოვრებელში ერთ ოთახს ყოფდნენ. წლების გავლის მერე ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და მეგობრულ ურთიერთობას აღადგენენ. მათი ცხოვრება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ჩარლიმ, რომელმაც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ცოლი და შვილები დაკარგა, თავის ცხოვრებას ხაზი გადაუსვა. ალანი კი გახდა კარგი დანტისტი და სამაგალითო მეოჯახე. ამ შემთხვევითმა შეხვედრამ მათ ცხოვრებაში გარდატეხვას მოიყოლებს....




... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1285 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დამხატე,
დამხატე...
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს.
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით.
შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია.
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...
ოღონდ თეთრი მოსაწყენია.
დახატე სივრცე...
ოღონდ ლურჯი აღარ დახატო.
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით.
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი?
მე არ მახსოვს,ეს იყო ძველად.
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.
დახატე მიწა...
და მზის აკვნად აქციე თოვლი.
ზღვაც დამიხატე...
ოღონდ მწვანე,ისე ვით მოლი.
მერე რა მოხდა ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.
დახატე ქალი...
საქალეთი შეცვალე თუ გსურს,
უყოველგვარო დამცირებით,უმასკარადო.
ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



..როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის და იმედიც თითქმის დაილია,გაიხსენე რომ მზე გათბობს მის მაგივრად,ნიავი გეფერება და ჩუმად ყურში ჩაგჩურჩულებს მიყვარხარ,ყვავილები მის მაგივრად გიღიმიან და მთვარე კი გფარველობს და კიდევ ერთხელ გეუბნება,რომ სიყვარული ყველაზე ძნელია ამ ქვეყანაზე....
პ.ს
...დღეს რომ შენ საყვარელ არსებას "გაებუტე"ქვეყნის დაქცევა ნუ გეგონება,ეს ხომ

სიყვარულის განუყრელი ნაწილია?!

...დიდი სიყვარულისთვის დიდი პატიება უნდა შეგეძლოს...

...იცოდე გულწრფელ თვალებს არ ეღალატება და

თუ გენდობა აუცილებლად უყვარხარ...
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კაცებო ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ..
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ..

ქალებს დაულოცეთ ქალობ დაა,
ბაღის ყვავილივით მოუარეთ,
თორემ სხვა ძალა ქალის ძალა,
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს

ქალი აგატირებს, დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და კაცად გაქცევს,
ჰოდა , ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
მადლი ხელისგულზე გაუშალეთ,

ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით გაუფრთხილდით...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1164 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მთელი ცხოვრება მოლოდინია,ადამიანი სულ რაღაცას ელოდება,რაღაცას ან ვიღაცას ეძებს,შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს,მაგრამ ვერც ამჩნევდეს,რადგან მას იმედი აქვს,რომ უფრო უკეთესს იპოვის და ამ ლოდინში ისე გავა დრო,რომ ვერც ამჩნევს,გადახედავს თავის ცხოვრებას და ხედავს რომ მხოლოდ იმედი აცოცხლებდა,რომ მხოლოდ იმედის იმედი ჰქონდა,მწარედ გაიცინებს და მაინც იტყვის კიდევ კარგი ეს მაინც მქონდა და ცხოვრება გავილამაზეო,რადგან ცხოვრებაა თვით იმედი.ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო და პრინციპში ეს ასეცაა,რადგან სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ადამიანს იმედი აცოცხლებს და ასე ცხოვრობს ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე ორი განუყრელი მეგობარი: იმედი და ადამიანი...
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1274 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარული საწამებლად გავიხადეთ... ყველას უნდა უყვარდეს და უყვარდეთ... იმას კი ვერ აცნობიერებენ,რომ ცრემლი და გულის ტკივილი უფროა მისაღები მათთვის,ვიდრე ღიმილი და სიხარული თვალებში... ფილმებში ნანახი ამბები მოსწონთ... უნდათ მათსავით ეწამონ... "რატომ გახდა "რომეო და ჯულიეტა" მარადიული სიყვარულის ეტალონიო?" პასუხიც აქვთ... "იმიტომ,რომ დაიხოცნენ! ... რომ ეცოცხლათ მომავალში ისეთივე ბანალური იქნებოდა მათი სიყვარული,როგორც უმეტესობისო"... და იმიტომ გინდა შენც,რომ შენს საყვარელ ადამიანს გული ატკინო?!... თითქოს შეგნებულად არ აკეთებ და ამბობ,რომ "ის სხვანაირია!" "მიყვარს,მაგრამ მასთან ვერ გაძლებ!" "ის ჩემთან უბედური იქნება!" "მე მისი ღირსი არ ვარ!"... რატომ აკეთებ ასეთ დასკვნებს?!... დაელაპარაკე?!... ჰკითხე?!... რატომ არ გინდა გაიგო მისი აზრი?!... ქალები ყოველთვის ჩვენით ვიქმნით პრობლემებს სიყვარულში და ჩვენვე ვასრულებთ ჩვენივე დაწყებულს!... სამწუხაროა,რომ გვიან ვხვდებით რაც მართალი შეიძლება ყოფილიყო... თუმცა სიამაყე უმთავრესია ხომ?!... არ აღიარებ,რომ შეცდი!... არადა შეცდი!.... შორიდან,რომ უყურებ სხვისი სიყვარულის ისტორიებს,ვერ ხედავ როგორ იტანჯებიან?!... მათ ამხნევებ.... ყვირი:"უთხარიო!" "არ გაუშვაო!" "უყვარხარო!" "გიყვარსო!" ... სხვისი სიყვარულის დანგრევა გულს გტკენს და შენი?!... ბრაზდები სულელ ქალებზე,ვინც ანგრევს სიყვარულს და სულელურადვე მიჰყავს ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე... შენ რა ნაკლებად სულელი ხარ?!... ხომ გრძნობ იმ ტკივილს,რასაც ფილმის გმირე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1127 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს ნიჭი არაა…ეს სიყვარულია,გულიდან გადმობეჭდილი…
სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი….
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული.
ეს,ლეექსი არა…სიტყვებია, გულიდან ამოხეული.
ეს ნიჭი არაა,დამიჯერე…გულია გადარეული..
მონატრებაა,შეშლილი და გზააბნეული.
არა,მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული….
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1100 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიბინდული ღამე..
მიბინდული მთვარე.. 
მიბინდული სული
გზიდან გადასული..
შეცოდების წამი..
სიყვარულის ხამი
ვისთვის არაფერი,
ვისთვის საოცარი..
წამი შეცდომების,
წამი სიხარულის,
წამი დამონების,
წამი სინანულის...
გაყინული მზერა..
გარიყული სული..
ქალში დამალული
ბავშვი..უსუსური..
მიბინდული მთვარე..
მიბინდული ღამე
დათელილი სული
გზიდან გადასული..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1213 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მინდა შემოგწირო ჩემი სიყვარული, ჩემი ოცნებები, ჩემი სიხარული.
ჩემი ამბორი ხარ ვნება არეული, ყველგან შენ დაგეძებ როგორც მთვარეული...
დამღალეს ფიქრებმა, დამღალეს ლოდინმა, უაზროდ განვლილმა ცხოვრების წუთებმა,
მე ისევ მარტო ვარ ვითარც მარტოსული ციდან წვიმის წვეთად
შენთან ჩამოსული.
შენი სიყვარულით ყოველთვის ავინთები, შენი მონატრებით არასდროს დავიღლები,
როცა აღარ მოხვალ ცრემლად დავიღვრები , შენი ცხოვრებიდან უკვალოდ წავიშლები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1226 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი,
ან ამ სიყვარულს ტკივილამდე რატომ განვიცდი,
როცა შენ გხედავ,აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ,
როცა გშორდები,დარდი მიპყრობს დაუფარავი.

გნატრობ,მოგელი და შენს გზაზე მწყდება თვალები,
იცი,მიყვარახრ,შენ თუ გინდა ნუ გეყვარები,
ვცდილობ,როგორმე მივაკვლიო სხვა გულის სითბოს,
მაგრამ ყინულით დაფარულა ქვეყანა თითქოს.......

შენზე ვილოცებ,სანამ ქვეყნად დავიარები,
დამრჩება გული შენი ტრფობით ნაიარევი,
მთელი სიცოცხლე მხოლოდ შენზე დარდს შევალიე,
ო,არ იფიქრო ვესწრაფოდე გრძნობას წამიერს.

სიკვდილის დროსაც ბაგე მხოლოდ შენს სახელს იტყვის,
გინატრებ გულით,სიყვარულით,ოცნებით,სიტყვით,
თუკი არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ,
ცივ სამარეშიც ცრემლიანი ვილოცებ შენზე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1255 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად
რა მატირებს ანდა რა მიხარია.
შენ გამიგებ რად დამძიმდა ფიქრები,
ოცნებების აფრა რატომ დაეშვა,
მეგობარო შემხედავ და მიხვდები,
წუხანდელი თეთრი ღამის კაეშანს.
უშენობა, მეგობარო,ძნელია,
უშენობით გულზე მადევს ლოდები.
მე სიკვდილი ადრე თუ მიწერია,
შენზე ფიქრში,შენზედ დარდში მოვკვდები.
დგეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად,
რა მატირებს, ანდა რა მიხარია....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაექეცი რეალობას,რომელიც შენთვის მიუღებელია!ესწრაფე იმას, რას გსურს! არ იტანჯო საკუთარი თავი უიმედობითა და ილუზიებით! შენ ამას შეძლებ!
არ იფიქრო იმაზე, რომ ეს ცხოვრება მთავრდება,არ იფიქრო რომ ეს ცხოვრების უკანასკნელი წუთებია, თუმცა თუ იფიქრებ იმაზე,რომ შენთვის ყველაფერი მთავრდება, უთხარი "მიყვარხარ"
იმას, ვინც შენთვის ძვირფასია...
გაიქეცი! დაეწიე დროს! გაიქეცი!
ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ ძალას მოგცემს,მაგრამ შენ სხვას ესწრაფე და გაიქეცი!
გაიქეცი!შენი გზა ეძებე და არა ის, რომელსაც ყველა ეტანება!
გაიქეცი!
გაიქეცი!
შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ამიტომ წამიერად იცხოვრე დღევანდელი დღით, რადგან არ იცი, ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, მაგრამ არ დაგავიწყდეს,რომ მალევე უნდა გაიქცე!
მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ მოახერხე და ვერ გაუღიმე ცხოვრებას, მაგრამ ეს ხომ შენთვის სულერთია, შენ უნდა
გაიქცე!
გაიქეცი!
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრებისა და ოცნებების გამო...
გაიქეცი და დაიწყე შენი ოცნებების ახდენა...
ახლა სწორედ ამის დროა...
გაიქეცი!
გაიქეცი!
გაიქეცი!




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1032 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, რო ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1004 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს...
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სასაცილოა, ადამიანი რომელიც საკუთარ სულში ხელის ფათურს ებრძოდა ყოველთვის ,ეხლა თავად აღებს დიდი ხნის წინათ საგულდაგულოდ ამოქოლილ კარებს და ყველას აძლევს საშუალებას დაინახოს რა ხდება იქეთ... იქეთ გულის გადაღმა ...

ვინც ცხოვრებაზე ერთხელ მაინც დაფიქრებულა დამეთანხმება ალბათ,რომ სიშავეს ხშირად ნათელი ცვლის ... დაღმართს -აღმართი, ბოროტებას- სიკეთე , მწარე ვარდნას -ცაში უშფოთველი ნარნარი და ა.შ ... ანუ ხშირად ვვარდებით ერთი უკიდურესობიდან მეორეში...
განსაკუთრებულს არაფერს ვწერ და არც ამერიკა აღმოვაჩინე ამ პაატარა ჩანახატით ...
უბრალოდ მეწერინება ... რაღაც ფრაგმენტს ვიპარავ გრძნობების კართოთეკიდან და დაუფიქრებლად ვამზეურებ... დაზიანების და ნაცარტუტად ქცევის შიშის_ სრული იგნორით ....

რაღაც რადიკალიზმში გადავვარდი ამ ბოლოს ... ან მაინტერესებს ,ან საერთოდ არ მადარდებს ....მაგრამ ხომ შეიძლება ძალიან არ ვიკლავდე თავს ინტერესით და უბრალოდრაღაც ნიუანსებმა მიმიზიდოს? ... შეიძლება სხვისთვის ალბათ...ჩემთვის არა .
ან ვგრძნობ ყველაფერს , ან საერთოდ უგრძნობი ვარ ,მაშინ, როცა შეიძლება ოდნავ მაინც ამაფორიაქოს რაიმემ ...

ან გული მიმიწევს ,ან საერთოდ არსებობას ვერ ვამჩნევ...როცა შეიძლება უბრალოდ ზრდილობის გამო ვიყო ყურადღებიანი ...

რაღაც ამოუცნობი ძირეული გარდაქმნები მიმდინარეობს ჩემი სულის საძირკველში...მგონი მოშენებას მიპირებენ გრძნობ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1051 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მარი გავიდა და ვაკოსთან ერთად შემოვიდა.

-ვწუხვარ თამუნა_დაიწყო ვაკომ...
ვაკოო ის ხომ შენი მეგობარი იყოოო?!გთხოვ მიხედე მის ცხედარს.გთხოვ..
დაწყნარდი თამ,ყველაფერს მივხედავ ,შენ ნუ იდერვიულებ...
ხუთშაბათს ლუკა დაასალავესსს.მე ცუდად ვიყავი და ვერ შევძელი მასთან განშორებააა..,სიმართლე რომ გითხრათ არც მინდოდა მასთან დამშვიდობება,ის სულ ჩემ გვერდით დარჩება...ახლა მე იმ წითელ ვარდს ვინახავდი და ვტიროდი მასზეეე,იმ ვარდზე რომელიც ლუკამ მაჩუქა პირველად...ახლა ვინ იყო დამნაშავე?! ლუკა თუ ის ხალი ვინც მას ადანაშაულებდა?!მძულს ის ხალხი!მძულს...


ზამთრის სუსხიანი დილა გათენდა.ტელეპონმა დარეკა...ლალი დეიდა იყოოო.და საზარელია ამბავი გამაგებინა,ტამუნა ლუკას სალავზე გაყინული იპოვეს...



ეხლა მე ვაკო და ჩვენი პატარა მივდივართ ჩვენი მეგობრების საფლავზე...რადგან ისინი ჩვენთვის დიდი მონატრება და დიდი სიყვარულის მსხვერპლი გახდნენ...

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არასოდეს არვინ მყვარებია...ეს იყო მხოლოდ ერთხელ...შემიყვარდა...
დგე ჩვეულებრივ გათენდა და მზემაც დაიბანა სახეე...ცხოვრება ტავის რითმს მიყვებოდა...
საუზმეს ვამთავრებდი, რომ ჩემმა მეგობრებამა დამიძახეს...მეც არ ცდავაყოვნე და ქვემოთ ჩავედი სასეირნოოდ...გოგონების ამბავი მოგეხშენებად ყოველთვის ჭორაობენ და ჩვენც გუშინდელ თამაშზე დავიჭყეთ საუბარი...უცებ ვიგაცამ უკნიდან ხელი დამადო და მეც გავიხედე.ვაკო იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი:
-ოოოო,ვაკო...როგორ ხარ?_და გადავკოცნე...
-კარგად თამ...შენ როგორ ხარ?
-რავი აბა ვცოცხლობ...ისე კი მეწყინა გუშინ თამაში რომ წააგეთ,მაგრამ მაინც კარგად თამაშობდით._და გავუგუღიმე.
-ხოო.ეგ არფერი...
ჩვენ დანარჩენებს ჩამოვრჩით...ეხლა შევნიშნე რომ ვაკოს ხელში წითელი ვარდი ეჭირა.
-ეგ ვარდი ვისიაა?მარის უნდა აჩუქო?_გამეცინა და ისევ გავაგრძელე: -მარი სახლშია ეხლა გავუვლით და ჩამოვა ალბად...
_არა თამ ეს ვარდი შენია._მითხრა მან
-როგორ ჩემი ?საიდან?
_ოოოოოო,გუშინ თამაშზე ჩემმა ძმაკაცმა შეგამჩნია,ძალიან მოეწონე.აქ ახალი გადმოსულია და აი ეს ვარდი გამომატანა...
_ლამაძი ვარდია._დაბნეულად ვუპასუხე...
ვაკო მალე წავიდა.მე კი გოგონებს დავეწიე.მათ ვარდის შესახებ მკითხეს და მეც სიმართლე ვუთხარიი.აიიი აქ დაიწყოო...იმ ღეს გადავის მეტს არაფერს აკეთებდნენ...
რამოდენიმე დღეში მე და მარი სკოლაში მივდიოდით,დავინახეტ რომ ვაკო და ვიღაც მაღალი ბიჭი ჩვენსკენ მოდიოდა.
-გამარჟობა გოგონებოოო,როგორ ხართ?_მოგვესალმა ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1300 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ რომ იცოდე

შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
ალბათ შეძლებდი ხმამაღლა ყვირილს,
შენ რომ იცოდე როგორ გაღმერთებ
ალბათ თვალები მიგაჩვევს ტირილს,
შენ რომ იცოდე,როგორ ვოცნებობ
ალბათ გამიშვებ ოცნების იქით,
შენ რომ იცოდე შენით ვარსებობ,
ალბათ ყოველდღე ატარებ ღიმილს
შენ რომ იცოდე მზის სხივს გადარებ
ალბათ ქუჩაში იქნები დღისით,
შენ რომ იცოდე ძილშიც შენთან ვარ
ალბათ დაუცდი მზის ჩასვლას დღისით,
შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
ალბათ არასდროს არ წახვალ, ვიცი.


ეს ღამეც

ეს ღამეც გავიდა კვლავ შენზე ფიქრებში
და როგორც ყოველთვის გრძნობებში ვიწვები
ნეტავი შევძლებდე შენს ნახვას სიზმრებში
და ისევ ტირილით გავფანტო ფიქრები.
თვალი გავახილო ვიხილო ფიფქები
მე ხომ ამ ზამთარში შენს ტრფობით ვიწვები.
როგორ მენატრები... არ ფიქრობ ? ვგიჟდები.
შენ ჩემთვის ყოველთვის ოცნება იქნები.
ისევ დაღამდება და შენზე ფიქრებში
გადავღლი მთვარეს და კვლავ შენთან ვიქნები
როცა გათენდება, კვლავ შენზე ფიქრებით
გავახელ თვალებს და ოცნებით ვიქნები
ასე გაივლის წამები,წლები
და მე ყოველთვის შენს გვერდით ვრჩები...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1260 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენახარ ქალი სამოთხის ბაღში დაბადებული,
ედემის ბაღში აყვავებული.
შენახარ ყვავილი ფუტკრის ნექტარით დამტვერებული
კოკორში ობლად ჩაფერფლებული.
შენახარ ქალი ცხოვრების ბილიკზედ მდგარი,
უსულო ყვავილის მსგავსი.
ანგელოზიხარ ამქვეყნიური
გრძნობახარ რითმად გადაქცეული
და ფერიახარ ღვთის მშობლის
ხატზე ამოქარგული.
და შენი სხეული სულით ეული,
მხატვრულ ტილოზე ხატად გცეული ...





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1241 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღირს თუ არა მონაწილეობის მიღება რბოლაში, თუ ფინიშთან იდეალი გელოდებათ?
არის ასეთი საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმა: "მთავარი გამარჯვება არ არის, მთავარი მონაწილეობაა!" მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია სწორი, როცა გამარჯვებულს ფინიშთან თასი, დაფნის გვირგვინი ან მაისური ელოდება. ხოლო თუ ფინიში თქვენთვის ფატასთან და საქორწილო ბეჭედთან ასოცირდება?

ჰორიზონტზე გამოჩენილი იდუმალებით მოცული ახალი ადამიანის დანახვისას, რომელიც მაშინვე იპყრობს თქვენს ყურადღებას, მაშინვე გადაწყვეტთ: "ეს ის არის, ვისაც მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ველოდი!" იკეთებთ ვარდისფერ სათვალეს, და გარშემო მთელი სამყარო მაშინვე იცვლება.

ფიქრობთ თუ საუბრობთ, მხოლოდ მის შესახებ და მის გარშემო. ის ისეთი შესანიშნავია, იმდენი ღირსება აქვს და რა თქმა უნდა, არანაირი ნაკლი.

თქვენ შეყვარებული ხართ და კარგავთ სიფრთხილესა და კეთილგონიერებას. არც მეგობრების, არც ნათესავების რჩევას არ შეუძლია შეარყიოს თქვენი გადაწყვეტილება: "მე მხოლოდ ის მჭირდება!" მაშინაც კი, როცა ყველა გიმტკიცებთ, რომ ის თქვენი შესაფერისი არ არის. რა თქმა უნდა, ასეთ საუბრებს ერთ ყურში უშვებთ, და მაშინვე გამოუშვებთ მეორე ყურიდან. "მათ არ იციან, რომ ეს კაცი – ყველა ქალის ოცნებაა!"- ფიქრობთ თქვენ.

რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობაში ვერავინ შეძლებს დაგიმტკიცოთ საპირისპირო, მაგრამ მოდით თქვენივე თავს დაუსვით რამდენიმე შეკითხვა, რომ საკუთარ გრძნობებში უკეთ გაერკვეთ:

გალწრფელად უპასუხეთ საკუთარ თავს: გარეგნულო ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ხუთშაბათი, 2024-12-26, 1:28 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024