მთავარი » 2010 » იანვარი » 31 » ხვანგი ჩორელი
|
ღამეა ბნელი, წყვდიადი სიბნელე შიშსა ჰზავებსა ამ ბნელს გაუძლებს მარტოდენ დიადი მსგავსი ხვანგისა მისი სახელი სახვეწარ დიდად განთქმული გვარისა შეიქმს შიშს, შეიქმს სიყვარულს მისაბაძს მისას გარჯისას. ხვანგი ვაჟია დიადი მის მაგვარს შაიკავებსა მხოლოდ ტოლ მისი მიდამოს მისასად დაიკავებსა ახლოს არ უშვებს სხვა არვის არცა ყბედს, არცა მცინარსა მისი გორია ჩორელი შიშსა შეიქმსა მტრისასა მამა-პაპათგან სწავლული უვლის და აწყობს მიწასა Mმისი მოკეთე ჰხარობსა მის მტერლუკმა მგლისასა. ხვანგის მამაცი გულია ადრედან მარტო გმირობდა, ახლა რაიცა შეიცნო მზია სადარი მზისასა. მის გულს მოედო ანბანი აღთქმულ სიყვარულისასა. მზიას ძმა ბეშქენ დიანი დიდად მოძულ არს მტრისასა თუმც მის ახლოც სცნობს ბევრს მტერსა არ თქმულსა მისდა ავსასა თუმც მის ვაჟკაცსა გონებას დიდი თქმა აქვსა ქვეყანას მაინც არ არს ის სასურველ რათა სცნობს მოყმეს მტრისასად. ბეშქენ ერთსა დღეს წააწყდა ხვანგსა ვაჟკაცსა დიადსა მის ტოლს ხვანგმა კი უღიმა, მაგრამ ბეშქენ ჰგავს ეშმაკსა მის ტოლ რა ნახა ზეზედა ეგრევე იგდო ხმალია მის დარტყმას ხვანგი გადურჩა თვითონ უქნია მაგიერ. ბეშქენს ეძგერა შუბ-წვერი შეიტორტმანა ზეზედა ვაჟკაცის გულმა იდინა წითელი ღვინო სისხლისა. ხვანგმა შეიცნო მზიას ძმა მტრობის მიზეზსაც ჩაღრმავდა ხანჯალს უნაცვლა ხელები მუხლზე დაიდო მის ძმასა. მდუღარედ ღვარა ცრემლები თუმც ავსულს ჰკლავდა მისასა ვერ შეძლო თავის მოთოკვა სოფლამდის ისე ატარა არც შეჰხედ გამცემს ხმისასა. სოფელში ხმები გავარდა უცებ მოედო არეას, ხვანგსა მოუკლავს მზიას ძმა თუმც ძალით ედარებისა. ძოგმა დაიწყო ორჟოფი ბეშქენ მქნელია ავისა აქამდეც ბევრი უმტრია მის ძმის მაგვარი, მამისაც თუმც მზიას სისპეტაკისა ბევრს გაუგია ქვეყნადა ზოგმა მაინც თქვა ქვა ენით იქნებ მზიას ბრალ არისა, ბეშქენის დედამ გაიგო მზიამ შეჰკივლა ხმისასა ამ დროს მონახეს ხვანგიაც ცხედარს მოათრევს ძმისასა. ზია მივარდა ბეშქენსა, დედა დაეცა მკვდრისასა. სოფელმა ხალხი შეყარა ზოგი ეძახის გამგესა. თუმც დილა იყო ნათელი ბნელი ჩამოწვა ცისასა, კრება შაიკრა უხუცესთ ბრალი აკერავთ კბილსასა. ხვანგი დგას თუმც აქ არ არის დილას აბრუნებს მწარესა, მაგრამ ამავ დროს ხუცესის მკრთალი, ძველი ხმა გაესმა. "ხვანგო ვაჟი ხარ ქებული რად ღვარე სისხლი ძმისასა რაით შეჰცოდე უფალსა რად გახდი ცოდვა ღვთისასა.” ხვანგი დუმს, თვალნი აფრქვევენ ცეცხლს, სინანულს და მიწასა ბოლოს ხმა მოჰყვა მის პირსა ხელი დაიდვა ხმლისასა ხმალი მოიხსნა კანკალით ციდან ჩაარჭო მიწასა. ბოლოს თქვა მისი ნაღველი: "ბრალი არ მიდევს ღვთისასა, მინდვრად ვიყავი გასული იქ ყოფნა მექცა ჭირადა, ბეშქენმა მიცნო შორითგან ვყვარობდი მისსა დისასა, ხმალი იძრო და დამაცხრა მეც მაგით ვქენი სწორობა. ხმალი ეძგერა მის მკერდსა სისხლი დაეშვა მიწასა, მერე ვიცანი ბედკრული ძმას წააგავდა მზიასას. გული დამიწვა ნახულმა სულში ჩაეშვა ბრალია ვაი ამ ჩემს ხელს მოსატეხს რაიდ არ ვხედავ მიწაში. მის დედას გული მოვუკალ მზია გავხადე სატირლად. ვაი ამ ჩემს ბედს უბედოს ქორწილი შევცვალ ვაითა ახლა მას ვხედავ ვინც ჩემს გულს თბილად მოედო ალითა თვალნი წყალს ისე აფრქვევენ წარღვნაა თითქოს ამ ცითა თმას ქარი ურხევს, თან ატანს მის თმებში სილას სისხლიანს მე ჩემი ვთქვი და აწ თქვენდა მე ჩემზე ველი საჩივარს.” მზია დგა მარტოსულია სახეზე ფერწასულია, მისი სადარი არ არის არც აკვნად მოსავლენია უეცრად სახეს მოედო ცეცხლის ალი და განგება უეცრად მოჰკრეს მას თვალი ქალი იმ კლდიდან ვარდება. საცა მისი ძმა ესვენა, საცა მის სატრფოს ეძგერა თვისივ ხანჯალი, თვის ხელით თვისივ გახედა მზიას ლანდს და ჩაქრა ირგვლივ ნათელი. სოფელმა ჩუმად დაკრძალა ორივ ძმა გუილტ მოკლული, მიზეზი ამავ მტრობისა კლდის ძირში არის ჩაფლული. ღაისაც ბოროტი იტვირთს იმას, რომ თვირთდეს კარგია ქვეყნად ცრემლის ნაცვლად საფლავზე მიმოაბნევდნენ ნარცისას, ვაი, რომ ამა სამართალს მსხვერპლად ეგების სოფელი ვაი, რომ ამა განგებით დღე გვითენდება ყოველი. ღამეა ბნელი, წყვდიადი ხვანგი აღარ გვყავს დიადი აწ ვინ გაუგებს ამ ღამეს ცრემლი სდის ციდან ბადრ მთვარეს.
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1081 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 55 სტუმარი: 55 მომხმარებელი: 0 |
|
|