♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 10
The Most Wonderful Time of the Year

1 სთ 30 წთ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 13 დეკემბერი 2008
რეჟისორი: მაიქლ სქოთი
სტუდია: დენ ვიგუტოუ პროდაქშენსი
როლებში: გენრი ვინკლერი, ბრუკ ბერნსი, ვუდი ჯეფრისი, სერჟ უდი, უორენ ქრისტი, ქონორ ქრისტოფერ ლევინსი, რებეკა ტულანი


ფილმის მიმოხილვა

ფილმი მოგვითხრობს მარტოხელა დედაზე, რომელმაც კვლავ აღმოაჩინა საკუთარი თავისთვის შობის მთელი სიხარული მშვენიერ უცნობთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც სახლში მისმა ბიძამ მოიწვია...


კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1245 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Rewers

1 სთ 30 წთ
ჟანრი: ტრილერი, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 13 ოქტომბერი 2009
რეჟისორი: ბორის ლანკოში
სტუდია: ზესპოლ ფილმოვი"კადრი", სირენა ფილმი, პოლიშ ფილმ ინსტიტუტი
როლებში: კრისტინა იანდა, მარსინ დოროჩინსკი, აგატა ბუზეკი, ანა პოლონი, კლარა ბიელავკა, ირჟი ბონჩაკი, მარცინ ჩარნიკი


ფილმის მიმოხილვა
ფილმის მოქმედება ვითარდება 50-წლების დასაწყიში. მთავარი გმირი -საბინა, არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა ქალი, რომლიც ოცდაათ წელს უკვე გადასცდა .მის ცხოვრებას აშკარად აკლია მამაკაცი. მისი დედისთვის ეს ყველაზე კარგადაა ცნობილი, ამიტომაც ის ცდილობს შესაბამისი კანდიდატი შეურჩიოს თავის შვილს. მთელ სიტუაციას აკონტროლებს ბებია, ექსცენტრიული ქალბატონი, მჭრელი რომლისგანაც არ დაიმალება არც ერთი საიდუმლო. არც ერთი საბინას თაყვანისმცემელი არ იწვევს მის ინტერესს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდება მომხიბვლელი, ჭკვიანი და ძალიან სიმპატიური ბრონისლავი. მისი გამოჩენა გამოიწვევს მოულოდნელი მოვლენების სერიას, რომლებიც ქალის არსების მეორე მხარეს გამოამჟღავნებენ...


კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1074 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Am wams gamea, usawgvrot bnela.
mxolod kalami da chemi sityva.
vis esmis chemi? aravis arsad.
mxolod purceli, miyurebs nazad.
miyurebs da mtxov, mitxari rame.
nu daitoveb gulshi, amaod.
me ki vwer chumad, gulshi ki civa.
shen chemgan shorc xar,
damtove marto, ra damitove???
cremlebi chkari.
am games mxolod, me shenze vpiqrob...
sibnele miyvars, radgan shen gxedav.
mxolod shenaxar chemi sizmari. ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1506 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



The Guitar

1 სთ 35 წთ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, მუსიკალური პოსტერები
 გამოშვება: 18 იანვარი 2008
რეჟისორი: ემი რედფორდი
სტუდია: ეპპლ გრიკ პრიდაკშენსი, ბრიკაუთ ფიქჩერზი, არტისტს/მედია კო–ოპერატივი
როლებში: სეფრონ ბაროუსი, კრის ბაუერი, ისააკ დე ბანკოლე, პას დე ლა უერტა, ეშლი ეტკინსონი, ლოურენს ბალარდი


ფილმის მიმოხილვა
ერთხელაც ახალგაზრდა ქალის ცხოვრება შეიცვლება – მას სასივდილო დიაგნოზს დაუსვამენ. მას სამსახურიდან გაანთავისუფლებენ, ოიფრენდი მიატოვებს მას. მას მხოლოდ ორი თვე დარჩა... ის ხელს ჩაიქნევს ყველანაირ სიფრთხილეზე და ეცდება აისრულოს თავისი შეუსრულებელი სურვილები...

ლინკი იხსნება გვიან !

კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1093 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კალიმაქე (დაახლ. ძვ. წ. 315, კირენე, ჩრდ. აფრიკა – დაახლ. ძვ. წ. 240, ალექსანდრია), ელინიზმის ეპოქის ბერძენი პოეტი და მეცნიერი. ალექსანდრიის პოეტთა წრისა და ბიბლიოთეკის მეთაური იყო. შეადგინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაცულ თხზულებათა კომენტირებული 15–წიგნიანი კატალოგი, ე. წ. პინაკები. შექმნა მცირე მოცულობის პოემის ჟანრი – ეპილიონი, რის გამოც დავა ჰქონდა აპოლონიოს როდოსელთან. ჩვენამდე მოღწეულია კალიმაქეს 60 ეპიგრამა, 6 ჰიმნი, კრებულ "მიზეზების" ფრაგმენტები, ეპილიონის "ჰეკალესა" და იამბების ნაწყვეტები. მცირე მოცულობის პოემა "იბისი" დაკარგულია.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აპოლონიოს როდოსელი — გამოჩენილი ალექსანდრიელი ეპიკოსი, სწავლული, პოეტი, დაიბადა ძვ.წ. 295 წელს ალექსანდრიაში, მერე ლიტერატურულ მოქიშპეებს გაერიდა, როდოსზე გადასახლდა და დაამუშავა „არგონავტიკის" პირველი ვარიანტი, რომელიც კალიმაქემ და სხვა მოღვაწეებმა სასტიკად გაუკრიტიკეს. ამიტომ შექმნა ახალი ვარიანტი, რამაც დიდად განუთქვა სახელი. ეს წიგნი მრავალგზის ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ როდოსელ მგოსანს თვით ვალერიუს ფლაკუსი და ვერგილიუსი ბაძავდნენ, იყენებდნენ და სწავლობდნენ. მართალია, მან სრულყოფილი ოსტატობით ვერ განახორციელა გაბედული მიზანი, ჰომეროსის დიდი ეპოსი უნდა აღვადგინოო, მაგრამ მისმა ეპოსმაც ლიტერატურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა და წყაროს მნიშვნელობა შეიძინა.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არატე (Aratos) (* ძვ. წ. დაახლოებით 315 - ძვ. წ. 240). ძველი ბერძენი დიდაქტიკოსი-პოეტი და ასტრონომი კილოკიის ქ. სოლედან.

მრავალ სხვა ნაწარმოებთან ერთად დაწერა დიდაქტიკური პოემა "ფენომენი" ("ციური მოვლენები"), რომელიც ევდოქსეს (ძვ. წ. 390 - ძვ. წ. 337) ასტრონომიული მოძღვრების გადმოცემაა. პოემაში მან შეიტანა თქმულებები ციურ სხეულებზე და ცნობები ამინდის ნიშნებზე. "ფენომენა" მეტად პოპულარული თხზულება იყო ანტიკურ სამყაროში (ლათინურად თარგმნეს ციცერონმა, გერმანიკუსმა, ავიენუსმა) და შუა საუკუნეების ევროპაში. პოემიის უდიდესმა ნაწილმა ჩვენამდე მოაღწია.
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1075 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჰომეროსი (ბერძ.: Ὅμηρος Hómēros) -- ლეგენდარული ბერძენი პოეტი, რომელსაც მიაკუთვნებენ ილიადისა (Ἰλιάς) და ოდისეის (Ὀδύσσεια) შექმნას. ერთ დროს ჰომეროსს მიაკუთვნებდნენ მთელ ეპიკურ ციკლს, რომელშიც შედიოდა პოემები ტროას ომზე და ასევე თებეური პოემები ოიდიპოსსა და მის ვაჟებზე. მასვე მიაკუთვნებდნენ ჰომერიკულ ჰიმნთა ტომებს, კომიკურ მინი-ეპოსს ბატრახომიომახია (Βατραχομυομαχία, ბაყაყისა და თაგვის ომი) და მარგიტებს, თუმცა ამჟამად ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებენ.

გადმოცემის თანახმად ჰომეროსი ბრმა იყო. დაბადების ადგილად რამდენიმე იონიის ქალაქს მიიჩნევენ, (საბერძნეთის შვიდი ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს ჰომეროსის სამშობლოს საპატიო ტიტულს), თუმცა სხვაგვარად მისი ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომეროსი შესაძლოა ნამდვილი ადამიანი არ ყოფილიყო და რომ ეს სახელი შესაძლოა რამდენიმე ზეპირი პოეტისთვის მიეკუთვნებინათ, ტრადიციული ეპოსის გადმოცემისთვის. ასევე საკამათოა ილიადისა და ოდისეის ერთ პიროვნებაზე მიკუთვნება. სხვა ზემოთ აღნიშნულ პოემებს კი უფრო გვიანდელ პერიოდს მიაწერენ.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1590 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არქილოქე (Archilochos), ძვ. წ. VII საუკუნის ბერძენი პოეტი. არისტოკრატისა და მხევლის უკანონო ვაჟი. მკვიდრი კ. პაროსისა, სადაც გაატარა სიცოცხლის მეტი ნაწილი. იბრძოდა როგორც დაქირავებული ჯარისკაცი. დაიღუპა პაროსელთა და ნაქსოსელთა შეტაკებაში.

მისი შემოქმედება, რომელმაც ფრაგმენტების სახით მოაღწია, გვაცვიფრებს ჟანრობრივი და რიტმული მრავალფეროვნებით. წერდა ელეგიებს, ჰიმნებს, იგავებს, ეპოდებს. არქილოქე ითვლება იამბიკური პოეზიის მამათავრად. მის სახელთანაა დაკავშირებული ლირიკული სტროფის რამდენიმე სახე, დაქტილურ-ტროქეული ლექსის თავისებური ფორმა და მუსიკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების მთელი რიგი სიახლენი.

არქილოქე პირველი პოეტია, რომელმაც საკუთარი ვნებანი, პირადი სიხარული თუ ტკივილები პოეზიის საგნად აქცია. მხიარული და გონებამახვილი, მიამიტი და სარკასტი, მეომარი და მიჯნური ფატალისტი და ჰედონისტი - ასეთია მისივე ლექსების მიხედვით არქილოქეს ლიტერატურული პორტრეტი. პლატონი "ბრძენთა ბრძენს" უწოდებს მას. არქილოქეს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ბერძნულ ტრაგედიისა და კომედიოგრაფიის განვითარებაზე, არქილოქეს ნაწარმოებებს ასწავლიდნენ სკოლებში, მის ლირიკულ ლექსებს ისევე ასრულებდნენ რაფსოდები, როგორც ჰომეროსისა და ჰესიოდეს ეპიკურ ქმნილებებს. მისგან სწავლობდნენ ჰორაციუსი და კატულუსი. ძვ. ბერძნები ჰომეროსის გვერდით იხსენიებდნენ. არქილოქეს სახელს და მის სადიდე ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1097 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სოლოლაკში ერთი ქუჩა ვიცი
მაცანდარა, როგორც კუდი კვიცის:
იქ სკვერია კვერცხისხელა – ციცრის
დ ჭიშკარი – გალანცული ფიცრის.

იქ ნიავმაც სხვა ფაციცი იცის,
ვით საყვარლის მომლოდინე ქალმა;
როცა მთვარე სურათს უღებს ბლიცით...
კასრში დგომა ერცხვინება პალმას.

იმ ფინიკთან გადაგვწვიმა ომმა
ლექსით აცრილ მუზის ხელისბიჭებს
და ყავარჯნით ჩავლილ შემოდგომას
უკემსავდა წვიმა ჭრელ პაჭიჭებს.

იწყებოდა მერე ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: patasha | სრულად წაკითხვა >>



სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!
მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება
მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ
გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,
მარად მანთებს შუქი სვეტის ცხოვლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
სიკვდილივით მარადია სურვილი
მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,
ყველაფერში შუქით შემობურვილი:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოვკვდები - როგორც პოეტს შეჰფერი ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1119 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


Boh lee chun

2 სთ 1 წთ
ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 12 თებერვალი 1999
რეჟისორი: ვინსენტ კოკი
სტუდია: გოლდენ ჰარვესთ ქომპანი, გხ ფიქჩერზი, გოლდენ ჰარვესთ ფიქჩერზ(ჩინეთი)
როლებში: ჯეკი ჩანი, რიჩი რენი, ქი შუ, თონი ლიუნ ჩი ვეი, კენ ლო, ემილ ჩაუ


ფილმის მიმოხილვა
აღმოსავლური ორთაბრძოლების ცნობილი მასტერი ჯეკი ჩანი კვლავ თავისი შესანიშნავ ტექნიკას და ვირტუოზულ ტრიუკებს გვაჩვენებს ამ შესანიშნავ რომანტიულ მძაფრსიუჟეტიან ფილმში. შეუდარებელი ბუ, გოგონა ოკეანეს სანაპიროზე მდებარე პატარა სოფლიდან, ჩამოდის ხმაურიან ჰონ კონგში თავგადასავლების საძიებლად. აქ ის ჩენს გაიცნობს – ცნობილ მილიონერს. მაგრამ რომანტიული კონკია არც კი ეჭვობს, რომ ჩენი სახეფათო ქილერი აღმოჩნდება...


კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


                              

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 970 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ხუთშაბათი, 2024-04-25, 5:31 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024