მთავარი » 2010 » იანვარი » 23
დასახელება: 4 გზა / 4 Caminos გამოსვლის წელი: 2004 ჟანრი: სათავგადასავლო რეჟისორი: Cris Morena როლებში: Luisana Lopilato (Mía), Camila Bordonaba (Marizza), Benjamín Rojas (Pablo), Felipe Colombo (Manuel), Roly Serrano (Benito)
ფილმის შესახებ: ეს ფილმი ითვლება რეიტინგული სერიალის - მეამბოხე სულის გაგრძელებად, რომელიც მთელს მსოფლიოში ასვე საქართველოში ძალიან პოპულარული იყო, ფილმი 4 გზა არის 4 მეამბოხის- პაბლოს, მარისას, მიას და მანუელის ცხოვრებაზე, მათ მუსიკალურ კარიერაზე, ისინი დამოუკიდებლად მიდიან კონცერტებზე უცხო ქალაქებში, გეგმავენ ტურნეს, კონცერტებს და წარმატებას აღწევენ, დანარჩენი კი ფილმში ნახეთ.
ხანგრძლივობა: 1 სთ და 42 წთ გახმოვანება: არგაენტინული (ორგინილი) + ქართული სუბტიტრებით ხარისხი: DVDRip
|
ხვალ ვიქნები? არ მაქვს ამის გარანტია. საკუთარი სხეულიც არ მაბადია, მიწის არის, სული ზეცის, მარადია. სიყვარული უდიდესი ტალანტია. ბილწმა ღამემ ჩემთან ერთად გაათია, უკუნია, ცაზე მთვარეც არ ანთია, ყოველი დღე, დარდით სავსე კალათია, შენზე ფიქრის ოცდაოთხი საათია. ხვალ ვიქნები? მინდა მქონდეს გარანტია.
|
ნუთუ ყველაფერი დამავიწყდება და ეს დღეები გამახსენდება როგორც სიზმარი ჩემი ბავშვობის...
ნუთუ ყველაფერი დამავიწყდება და შენი ნანა გამახსენდება მხოლოდ ჰანგებით ჩიტის გალობის...
|
როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება, თავმოყრილია რადგან შენში ყველა სიკეთე, შენ ისეთი ხარ სიყვარულსაც რომ შეშურდება, ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს. შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს, გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს, საიდან მოხვალ ასე თბილი ასე უბრალო, ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე.... არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება, ვშიშობ ზედმეტი სეყვარულის ცილი დაგწამო, შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება, ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო..
|
ნამდვილი სახელი: მიშელ ქრისტინა ტრახტენბერგი (Michelle Christine Trachtenberg) დაბადების თარიღი: 11 ოქტომბერი 1985 დაბადების ადგილი: ნიუ იორკი, აშშ პროფესია: მსახიობი სიმაღლე: 1.70 მ
ბიოგრაფია მიშელ ტრახახტენბერგი დაიბადა 11 ოქტომბერს 1985 წელს აშშ–ში. მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთერთი ნიჭიერი ჰოლივუდის მსახიობი. მიშელი ნიუ–იორკში დაიბადა. ბავშვობიდან მას კინემატოგრაფი და სცენა იტაცებდა. მისი დედა ემიგრანტია ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც წარსულში თოჯონების თეატრის სცენაზე გამოდიოდა. მამა კი მეცნიერი სხვადასხვა ინოვაციურ სფეროში. მიშელ ტრახტენბერგი 'ამერიკული' ტელევიზიის ვარსკვლავი უკვე სამი წლის ასაკში გახდა. თავისი პირველი როლები მან შეასრულა პატარა სარეკლამო რგოლებში. მიშელი იმდენად ფოტოეგინური და 'სწორი' ბავშვი იყო, რომ უამრავი კომპანია დიდი სიამოვნებით სთავაზობდა მას სამსახურს. რეკლამებში წარმატებული როლების შემდეგ მიშელ ტრახტენბერგმა კინემატოგრაფის დაბყრობა დაიწყო. ერთერთი პირველი როლები იყო სერიალებში 'ყველა ჩემი ბავშვია', 'კანონი და წესრიგი', 'კლარისამ ყველაფერი იცის', 'პიტის და პიტის თავგადასავლები', 'შეშლილი ტელევიზია'. თავისი კარიერის ადრინდელ ეტაპზე მიშელი ხშირად მუშაობდა სარა მიშელ გელართან ერთად, სერიალი 'ბარფის' მთავარ გმირთან. მათი ხანმოკლე შეხვედრებიდან გადასაღებ
...
Read More
|
კუშტი ღრუბლებით დამძიმდა ზეცა, ღარიბი მგზავრი-ფიფქი პაწია ძველ საბძელსა და ნახნავებს შორის გასხლტომას ფიქრობს, თუ გააღწია
მთელ დღეს ჩიოდა დევნილი ქარი- როგორ მჩაგრავსო, ნახე მავანი უგვირგვინოა ზოგჯერ ბუნებაც როგორც ადამის შთამომავალი....
|
ნამდვილი სახელი: ამანდა ლეი მურ (Amanda Leigh Moore) დაბადების თარიღი: 10 აპრილი 1984 დაბადების ადგილი: ნაშუა,ნიუ–გემპშირ,აშშ პროფესია: მსახიობი
ბიოგრაფია ამანდა ლი მური, შემოკლებით მენდი მური 10 აპრილს დაიბადა 1984 წელს ნაშტაში, ნიუ–გემპშირის შტატში, აშშ. ის ამერიკელი მსახიობი და პოპ–მომღერალილია. მენდი მური ფლორიდაში გაიზარდა. პოპულარობა მან მოიპოვა 2000 წლების დასაწყისში, ალბომების «So Real», «I Wanna Be with You», «Mandy Moore» და «Coverage» გამოშვების შემდეგ, რომელიც ორიინტირებული იყო მოზარდების აუდიტორიაზე. 2002 წელს მურმა დაიწყო სამსახიობო კარიერა, როდესაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში 'იჩქარე გიყვარდეს'. მომავალში მან წამყვანი როლები შეასრულა რამოდენიმე ფილმში მოზარდების აუდიტორიისთვის. სატირიკულ სურათეში 'გადამარჩინეთ!' და 'ამერიკული ოცნება' მურმა შეასრულა 'ცუდი გოგოს' როლი, წინა როლების საწინააღმდეგო. პრესაში მურის პირადი ცხოვრება ფართოდ განიხილებოდა, მისი ურთიერთბები ენდი როდიკთან და მსახიობებთან ვილმერ ვალდერამასთან და ზაკ ბრაფთან. 2007 წელს მური გეგმავდა კიდევ რამოდენიმე ფილმში მონაწილეობას და ახალი ალბომი «Wild Hope» გამოუშვა. მური დაიბადა სთეისი და დონა მურის ოჯახში. ს
...
Read More
|
ყველაფერი დღეს დასრულდა, დღეს, ამ ბნელ და ტანჯულ ღამეს დღეს მითხარი: ''არ მიყვარხარ'' დამტოვე და მიღალატე და ამ ღამეს შუქს ჩავაქრობ გრძნობა მიმცემს ფიქრის მორევს. ფიქრისგან რომ დავიღლები, მოგონებებს ვუპატრონებ. მერე ალბათ გავიხსენებ ყველა იმ წამს, შენთან ნანახს. მომაწვება მონატრება წამიღებს და გადამკარგავს. მერე ალბათ დამაბრუნებს, ჩემს საწოლში,მშვიდად მძინარს და სიზმრებშიც შენი სახე წარმომიდგა ისევ თბილად გავიღვიძებ,თვალს გავახელ დავინახავ ცისფერ დილას. უცებ სიზმარს გავიხსენებ და თვალებზე ცრემლებს ვიკლავ. წამოვდგები და შენს სურათს ჩავიხუტებ გულში მაგრად ის ერთია,რაც მე შენგან სამახსოვროდ დამრჩა მაარად...
|
მე რომ მოვკვდები.... მოვკვდები ღამით,როცა გარეთ იქნება ღამის სიჩუმისგან შეშინებული მთვარე და ვარკვლავები... სიკვდილის წინ მომაგონდება ჩემი ბავშობის უდარდელი დღეები...მომაგონდება სევდიანი წუთსოფელი... გაქრება სინათლის შუქი ნაღვლიან თვალებში...გაქრება მოგონების სურვილი... მე ჩამაბარებენ სიკვდილის შავ და მდუმარე ხელებს,ჩემი წამებული სული შეუერთდება მიწის სიშავეს და...მე ვიგრძნობ ბედნიერებას... შავი იქნება უსათუოდ ჩემი კუბო...მე ხომ მიხდებოდა შავი ფერი... მინდა ყვავილების ზღვა მომყვებოდეს უკან...ოღონდ ნუ იტირებთ...სიცილით მიმაცილეთ სასაფლაომდე.... ჩემი ოთახი შავად შეღებეთ,თეთრი ვარსკვლავებით,ოღონდ უცრემლოდ... დაკრძალვის დღეს აიშლებიან შავი ღრუბლები...შავი ღამე დაიწყებს ჩემს გლოვას...დადგება შავი და ცივი ცრემლების ზღვა... ჩემს გაცრეცილ სხეულს ჩაუშვებენ ცივ სამარეში და პირველად გულზე მიწას მომაყრის ძაძებით შემოსილი ჩემი დედიკო.... მე დავრჩები შავ სიჩუმესთან მარტო...ყველა გაბრუნდება სინანულით სასაფლაოდან...დაღამდება...მე შემეშინდება შავი სიჩუმის და ვიღრიალებ სანამ ძალა მეყოფა...მაგრამ აღარავის შეეძლება ჩემი შველა...უკვე მარტო ვიქნები და იმიტომ...... ჩემს საფლავს დაადგება სასტიკი ულმობელი სიცივე და შეიმოსება შავ ღრუბლებში..... დროთა ჟამი თმას ვეღარ გამითეთრებს ალბათ......და სიყვარულის ცრემლებში დამხრჩვალი,ნელ-ნელა დავიფერფლები..... მე რომ მოვკვდები
...
Read More
|
ნამდვილი სახელი: ლინდსეი დი ლოჰანი (Lindsay Dee Lohan) დაბადების თარიღი: 02 ივლისი 1986 დაბადების ადგილი: ნიუ იორკი, აშშ პროფესია: მსახიობი სიმაღლე: 1.65 მ
ბიოგრაფია ლინდსი ლოხანი დაიბადა ბრონქსში, გაიზარდა კი ლონგ–აილენდზე ნიუ–იორკში. ის უმცროსი შვილია მაიკალ და დინა ლოხანის ოჯახში. ლოხანი გაიზარდა შეძლებულ ოჯახში: მისმა მამამ თავისი მამსგან მემკვიდრეობით მიიღო კომპანია, რომელიც მოგვიანებით გაყიდა, დედამ კი ანალიტიკოსად დაიწყო მუშაობდ უოლ სთრითზე, სანამ ლინდსის მენეჯერი გახდა. მაგრამ ამის მიუხედავად, ლინდსი დადიოდა ჩვეულებრივ სკოლაში და მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში სახლში მეცადინეობდა. 2004 წელს ცობილი გახდა, როდესაც ლინდსი პატარა იყომ მამასი მთელი ამ დროის განმავლოაბში ციხეში იჯდა. 2005 წელს ის კვლვ მოხდა ციხეში მანქანით მართვის მოწმობის გარეშე სიარულისთვის და თავდასხმის მცდელობისთის. ერთი წლის შემდეგ მისი მშობლები განქორწინდნენ. ლინდსი ლოხანმა მოდელის კარიერა დაიწყო სამოდელო სააგენტოში Ford Models სამი წლის ასაკში. ათი წლის ლინდსის დებიუტი ჰქონდა კინოში სერიალში 'სხვა სამყარო', მაგრამ მოგვიანებით წავიდა პროექტიდან ფილმში 'ხაფანგი მშო
...
Read More
|
ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . . ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . . - ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე! - ვიცი! - რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი! - ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ? - გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების Nნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული? - თავი დამანებე! ვმეცადინეობ! - მეცადინეობ? ნუ მაცინებ?არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები. . . - თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა! ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . . - რას აკეთებ? - ვფიქრობ! - გამოტყდი! - ჰო! - რაზე ფიქრობ? - პირველ სიყვარულზე! - კიდევ მასზე ფიქრობ?! - ჰო. . . - რატომ? - არ ვიცი. . . - ჰო დაივიწყე? - არ ვიცი. . . . - კიდევ გიყვარს? - არ ვიცი. . . - აბა რაზე ფიქრობ? - არ ვიცი. . . - აბა, რა იცი? - არაფერი ვიცი! - კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ
...
Read More
|
ნამდვილი სახელი: ქეით ბექინსეილი (Kate Beckinsale) დაბადების თარიღი: 26 ივლისი 1973 დაბადების ადგილი: ლონდონი,ინგლისი,დიდი ბრიტანეთი პროფესია: მსახიობი
ბიოგრაფია ქეითი ლონდონში დაიბადა თეატრალური და სატელევიზიო მსახიობის ჯუდი ლოს და ცნობილი სატელევიზიო მსახიობის რიჩარდ ბეინსეილის ოჯახში, რომელიც 1979 წელს გარდაიცვალა 31 წლის ასაკში. კეითს უფროსი გერი და ყავს სამანტა, ის ასევე მსახიობია. ბეკინსეილის დიდი ბაბუა წარმოშობით ბირმიდან იყო, და ქეითი ამტკიცებს, რომ ბავშვობაში მას 'ძალიან აზიური შესახედაობა' ჰქონდა. ბეკინსეილს რამოდენიმე პირველი ადგილი აქვს აღღებული მწერალი ახალგაზრდობის შეჯიბრებში. სკოლის დამთავრების შემდეგ ლონდონში ის თავის მშობლების კვალს გაყვება და თავის სამსახიბო კარიერას წამოიწყებს. თავისი პირველი როლს ის სატელევიზიო ფილმში მეორე მსოფლიო ომზე 'მარტო ქარის წინააღმდეგ' შეასრულებს, რომელიც ეთერში 1991 წელს გამოვიდა. ქეითი სწავლობდა ფრანგულ და რუსულ ლიტერატურას ოქსვორდის უნივერსიტეტის ახალ კოლეჯში, თუმცა მაინც ვერ მიიღო სამეცნიერო ხარისხი. თუმცა მისმა უცხო ენების და ლიტერატურის ცოდნამსაშალება მისცა მას თავისი როლების სპეკტრი გაეპართოვებინა. ოქსვოდში სწავლის დროს, პირველ კურსზე ბეკინსეილს როლი შესთავაზეს კენეტი ბრენის კინოფილმში 'Much Ado About Nothing' ერთსახელოვანი შექსპ
...
Read More
|
ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სიკვდილი მეზიზღებოდა,თუმცა მისი არასდროს შემშინებია,ყოველთვის ვებრძოდი,ვომობდი მასთან და ყოველდღიურად უფრო და უფრო ახლოს მივდიოდი ჩემს მტერთან...მოვიგე უამრავი ბრძოლები,თუმცა რა აზრი აქვს?ამის ბოლო ხომ ერთია?ომს მაინც ის მომიგებს და ვერ შევძლებ წინააღმდეგობა გავუწიო...ის მოვა ჩემთან ხელს მაგრად შემომხვევს და წელში გადამტეხავს...აზრი არა აქვს მასთან ბრძოლას...მისი განადგურების ერთადერთ გზას მივადექი,თუმცა ეს ყოვლად შეუძლებელია...თუ გავახარებთ,ყველაფერს ავუბნევთ და ჩვენთვითონ მივალთ მასთან,მერე ყველას ერთად ჩაგვყლაპავს და განადგურდება კიდეც....-რამდენკერ გამიმეორებია ეს სიტყვები ჩემი თვაისთვის მაგრამ სულ ტყუილად,ომს მაინც ვაგრძელებდი. ხალხს ეს არ სურდა...ხალხი ამას არ აპირებდა...ყველა უაზროს და გიჟს მიწოდებდა!იცით რატომ?იმიტომ რომ მათსავით არ მეშინოდა სიკვდილის,მათსავით არ გავურბოდი და ვემალებოდი...ამიტომ ვარ გიჟი...ხალხმა თავისი განაჩენი უკვე გამომიტანა.....სწორედ მას შემდეგ რაც,რაც პირველად ვიგრძენი ზიზღი.... ნოემბერი მიმთავრდა და მოვიდა სუსხიანი ზამთარი,მოვიდა და თავისი კვალი დაატყო ბუნებას,ადამიანებსაც...ყველას სულში შეუძვრა და დააზამთრა იქაურობა.მეც შემომეპარა და დამაჭკნო....თუმცა სხვებისგან მაინც გამომარჩია...ეს არ იკმარა და გულიც გამიყინა....მოკლედ ერთ დღეს მოვდიოდი ამ უსასრულო ქუჩებში,ისევ ჩემი დ
...
Read More
|
შენი ღირსების ქებათ-ქება გამიჭირდება, რადგანაც ჩემი ნაწილი ხარ განუყოფელი, რაში მჭირდება საკუთარი სულის დიდება, თავი რად ვიქო მთელი ჩემი წუთისოფელი.
ამიტომ მინდა გავიყაროთ, გავხდეთ უბრები, მინდა შორიდან დავინახო შენი მშვენება, შენს ღირსებაზე მთელს ქვეყანას ვესაუბრები, შენი სიშორე შენს ქებაში შემეშველება.
ამ განშორებით გულმოკლული მე არ ვიქნები, ეს სიმარტოვე სატანჯველად მე არ მექცევა, მე უშენობას შემივსებენ შენზე ფიქრები, ვიცი, შევიძლებ ოცნებებით თავის შექცევას.
განშორებისთვის საყვედური მაინც არ მითხრა, მე უკეთ ვუმღერ შენს მშვენებას, როცა გაღმით ხარ.
|
ნამდვილი სახელი: პენელოპა სანჩეს კრუზი (Penélope Cruz Sánchez) დაბადების თარიღი: 28 აპრილი 1974 დაბადების ადგილი: მდრიდი,ესპანეთი პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი
ბიოგრაფია პენელოპა კრუსი – ესპანელი მსახიობია, რომელიც ცნობილია პირველ რიგში პედრო ალმოდოროვის ფილმებით. დაიბადა 28 აპრილს 1974 წელს მადრიდში, მოვაჭრეს და პარიკმახერის ოჯახში. ბვშვობიდან გატაცებუი იყო ცეკვებით და ჯაზით, ცხრა წლიდან ესპანეთის ნაციონალური კონსერვატორიის მოსწავლე, სადაც კლასიკურ ბალეტს ცეკვავდა, და მოგვიანებით სერიოზულად დაკავდა ცეკვებით, სხვადასხვა საცეკვაო კურსებზე დადიოდა. 15 წლის ასაკში ტელეშოუში დაიწყო გადაღება და მუსიკალურ კლიპებში, და 1991 წელს შედგა მისი მსახიობის კინოდებიუტი ფილმში 'ბერძNული ლაბირინტი'. 1992 წელს გამოვიდა სურათი მისი მონაწილეობით 'სილამაზის ერა', რომელიც იყო ნაციონალურმა პრემიებმა აღნიშნეს და ამერიკულმა კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოური ფილმი უწოდა. მაგრამ პენელოპა ცნობილი გახდა მხოლოდ 1997 წელს, ფილმებში 'ცოცხალი ხორცი' და 'გაახილე თვალები' გადაღებების შემდეგ. 1999 წელს კენის ფესტივალი გაიხსნა ალმოდოვარას ფილმით მისი მონაწილეობით 'ყველაფერი დედაჩემის შესახებ', რის შემდეგაც მსახიობი ცნობილ მს
...
Read More
|
ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი. ეჰ,როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს. ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი,რომ ყველას და ყველაფერს გაუძლო.ძნელია,როცა არ ცხოვრობ,უბრალოდ ცოცოხლობ და "მისი” მოლოდინით არსებობ და ყველაფერ ამასთან ერთად თითქმის არაფრის უფლება არ გვაქვს,მტანჯველია ეს ყველაფერი,გაუსაძლისია. ზოგს ჰგონია,მშიერი რომ არ ხარ და ლუკმა გიდევს პირში-ბედნიერი ხარ,მაგრამ ცხოვრება ომია,ომი... აბა ვინ არის ის ადამიანი,ვისაც ოცნება შეუძლია,მაგრამ არ შეუძლია მისწვდეს,ხელით შეეხოს მას?იგი რეალური სამყაროდანაა შორს.ლიტონის სიტყვები ყოფილა:”თუ რამეს მოინდომებ ძალიან,გააკეთებ კიდეც.”-შეიძლება,მაგრამ ყოველთვის არა. რა არის ეს სიცოცხლისთვის უაზრო?-რა და უსიყვარულო ცხოვრება.როცა გიყვარს ძლიერი ხარ,შენნაირი არავინ გგონია,მაგრამ იმაზე ფიქრი,რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ადამიანი,რომელიც შენგან განსხვავებით შეიძლება არც კი ფიქრობს შენზე
...
Read More
|
მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ, სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს, უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.
ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა, შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?! მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა, შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.
შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება, შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით... თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება, მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.
სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება, მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!
|
მე რომ მოვკვდები.... მოვკვდები ღამით,როცა გარეთ იქნება ღამის სიჩუმისგან შეშინებული მთვარე და ვარკვლავები... სიკვდილის წინ მომაგონდება ჩემი ბავშობის უდარდელი დღეები...მომაგონდება სევდიანი წუთსოფელი... გაქრება სინათლის შუქი ნაღვლიან თვალებში...გაქრება მოგონების სურვილი... მე ჩამაბარებენ სიკვდილის შავ და მდუმარე ხელებს,ჩემი წამებული სული შეუერთდება მიწის სიშავეს და...მე ვიგრძნობ ბედნიერებას... შავი იქნება უსათუოდ ჩემი კუბო...მე ხომ მიხდებოდა შავი ფერი... მინდა ყვავილების ზღვა მომყვებოდეს უკან...ოღონდ ნუ იტირებთ...სიცილით მიმაცილეთ სასაფლაომდე.... ჩემი ოთახი შავად შეღებეთ,თეთრი ვარსკვლავებით,ოღონდ უცრემლოდ... დაკრძალვის დღეს აიშლებიან შავი ღრუბლები...შავი ღამე დაიწყებს ჩემს გლოვას...დადგება შავი და ცივი ცრემლების ზღვა... ჩემს გაცრეცილ სხეულს ჩაუშვებენ ცივ სამარეში და პირველად გულზე მიწას მომაყრის ძაძებით შემოსილი ჩემი დედიკო.... მე დავრჩები შავ სიჩუმესთან მარტო...ყველა გაბრუნდება სინანულით სასაფლაოდან...დაღამდება...მე შემეშინდება შავი სიჩუმის და ვიღრიალებ სანამ ძალა მეყოფა...მაგრამ აღარავის შეეძლება ჩემი შველა...უკვე მარტო ვიქნები და იმიტომ...... ჩემს საფლავს დაადგება სასტიკი ულმობელი სიცივე და შეიმოსება შავ ღრუბლებში..... დროთა ჟამი თმას ვეღარ გამითეთრებს ალბათ......და სიყვარულის ცრემლებში დამხრჩვალი,ნელ-ნელა დავიფერფლები..... მე რომ მოვკვდები მაშინ იქნება გაზაფხული.
...
Read More
|
როგორც ალაღებს მოხუც მამას შვილის მარდობა, ღირსებით სავსე მისი ყრმობის დღენი მჩქეფარე, მეც არად ვიჩნევ ბედისწერის უკუღმართობას, რადგან ნუგეშად შენს დიდებას ამოვეფარე.
შენი ნიჭი თუ გვაროვნება, მშვენება შენი, ან თანშობილი სხვა სიკეთე თუ რამ გქონია, ყოველი მადლი ბუნებისა გვირგვინად გშვენის, და მეც ეგ შენი ღირსებები ჩემი მგონია.
მაშ გლახაკივით ქვეყნად რატომ მიმოვეხეტო, თუ კი შენს ჩრდილში ეს გვემული სული მშვიდდება, ხომ შემიძლია შენს სიმდიდრეს ჩემად შევხედო, თუ მაგ დიდების ნარჩენებიც მყოფნის დიდებად.
თუკი განგება შენთვის მეტის მოძღვნას ეცდება, ბედნიერება ჩემი მაშინ გაათკეცდება.
|
დროა დავშორდეთ, გვეყო ერთად რაც კი ვიარეთ!
ფიქრით კი გულში სამუდამოდ ჩაგისახლდები, ჩემი ცოდვები შენ თუ აღარ გაგიზიარე, ჩემი სირცხვილის მონაწილე აღარ გახდები.
ერთი გრძნობა გვაქვს ჩვენ ნასათუთები, მაგრამ ორივეს საკუთარი დაგვაქვს ვარამიც, ჩვენ იგივე ვართ, მაგრამ ტრფობის წმინდა წუთები ჟამთა სიავეს არ დარჩება მოუპარავი.
დრეიდან შენი შეხვედრისას ვეღარ ვილაღებ, ვეღარ გავბედავ შენთვის ხელის გამოწოდებას, შენც უცნობივით ჩამიარე, თუ დამინახე, სახელი რომ არ შეგიბღალოს ჩემმა ცოდვებმა.
ეს მსხვეპლი იყოს ჩემი გრძნობის გამომსახველი, შენც ჩემი ხარ და ჩემი არის შენი სახელიც.
|
აუ რა სიცხეა, საუნაში მგონია რა თავი –ხო, მართალი ხარ. აუ წამო გინდა ლაგუნაზე ? გავგრილდეთ და თან გავირუჯებით –აუ კი, მაგრამ საცურაო კოსტუმი თან რო არ მაქ? რა ვქნათ? –შენც უფულო ხარ რა წამო და ვიყიდოთ –სად? –სადღაც მეგალაინში წავიდეთ და მალევე მოვალთ –ხო და ახალი საცურაო კოსტუმიც მექნება : ) მაგარია მეგალაინში –აუ ეს მიხდება? –კი ოღონდ მალე წამოდი რა დაგვაღმდება ეგრე –ხო კაი ამას ავიღებ და მივდივართ –სანამ აიღებ დააკვირდი რა ის ბიჭი რა სახით გიყურებს –აი დარდი რა მიყუროს და რო დაიღლება გაიხედება =)) ლაგუნაზე –ჰეჰ მაგარია რა მზე წყალი და ბიჭები……. –თუ ის ბიჭი მეგალაინიდან რო დაგყვება ? –რა? აუ იქ არ დავაკვირდი და აბა რომელია? –აი ის დაშტერებული რო გიყურებს –ვერ ვიტან ეგეთ ბიჭებს რა თუ სათქმელი აქ მოვიდეს და მითხრას ჩმორი –არა და მაგარი კაცია…….. –შენთვის დამითმია ამავე დროს –აუ ბიჭო ძმურად მიდი და გაიგე რა ის ორი გოგო რაზე ლაპარაკობენ რა შენ იმედზე ვარ მიდი და მითხარი –შენ რა გაუბერე გავიცნობ მაშინ და ეგაა რა –კაი ქერა შენთვის დამითმია მაგრამ შავგვრემანს არ შეეხო –ვიღაცას სიყვარული ეწვია ძლივს წავედი ვიმაჭანკლო ეხლა=)) –ძმა ხარ ___________
–გოგ? –ჰა? რა გინდა? –რა და ქობულეთში რა რიცხვში მივდივართ? –აუ აგვისტოს დასაწყისშჰი არა რა ესე შუა აგვისტოში წავიდეთ, გაწყო
...
Read More
|
ნურას ინაღვლებ, თუ შენს წარსულს აუგი გასდევს, მზის შემყურეს ხომ ზოგჯერ შავი ლაქაც დახვდება, ვარდიც ხომ ეკლებს ვერ იშორებს, ვერც წყარო - ხავსებს, კოკორს კი გულში ზოგჯერ მატლი ჩაუსახლდება.
ან ეგებ ვცდები და შემყრია მლიქვნელთა სენი, ეგებ შენს აუგს პატიება ფუჭად რგებია. ეგებ სხვებივით მეც მეხოტბე შევიქენ შენი და დიდი ცოდვა მცირე ნაკლად მომჩვენებია?!
შენს დასაცავად მე ვექილის ხელობას ვსწავლობ, მაგრამ გიყურებ ბრალმდებელის მდუმარე წყრომით და ჩემს ცხოვრებას ხან ვაწამებ და ზოგჯერ ვწყალობ სიყვარულის და სიძულვილის სასტიკი ომით.
შენ ჩემი ძარცვით დაიმკვიდრე ქვეყნად სახელი და მეც გამხადე ჩემივ ძარცვის თანამზრახველი.
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|