მთავარი » 2010 » იანვარი » 18
დასახელება: How to deal წელ: 2003 ჟანრ: კომედია,მელოდრამა ხანგრძლვობა: 1:41 ენა: რუსული რეჟსორ: კლერ კილნერი როლებშ: მენდი მური, ელისონ ჯენი, ტრენტ ფორდი ფორმატ: avi ზომა: 694 MB ატვრთულა: files.ge აღწერა: ჰოლი – ახალგაზრდა გოგონაა , რომელსაც ბევრი იმედგაცრუება მოუტანა სიყვარულმა. მისი მშობლები გაცილებულები არიან , მამა ახალგაზრდა ქალთან ცხოვრობს, დედა მარტოხელაა, და კი ისეა თავის საქორწილო სამზადისში , რომ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს. ჰოლი თანდათან რწმუნდება , რომ ნამდვილი სიყვარული არ არსებობს. მოულოდნელად ჰოლის ცხოვრებაში გამოჩნდება მეისონი და მისთვის ნათელი ხდება რომ ნამდვილი სიყვარული შეიძლება მაშინ მოვიდეს , როდესაც საერთოდ არ ელი…
|
რევაზ აკაკის ძე მარგიანი (დ. 24 ნოემბერი, 1916, სოფ. მულახი, მესტიის რაიონი) ქართველი პოეტი. სკკპ-ის წევრი 1947-დან.
1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1942 წელს მოხალისედ წავიდა დიდ სამამულო ომში. ომის შემდეგ იყო ჟურნალების "ოქტომბრელის", "პიონერის", "დროშის", გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნების" დირექტორი. 1979-დან გამომცემლობა "მერანის" დირექტორი.
პირველი ლექსი "მირანგულა" 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ლექსები" - 1940. სამამულო ომის წლებში დაწერილმა ლექსებმა შეადგინა ეპიკური სულისკვეთებით გამსჭვალული წიგნი "მუმლი მუხასა" (1946). შემდგომ კრებულში ("მხოლოდ ახალი", 1958; "მთანი მაღალნი", 1960; "ლილე", 1965; "გამოღვიძება", 1966; "თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან", 1975 და სხვ.), მხატვრულ დაოსტატებასთან ერთად, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა მარგიანის შემოქმედების ტენდენციები და თავისებურებანი. მის თხზულებებში წარმოჩინდა სვანური ბუნება და მითოსი, რომელიც პოეტმა ორგანულად დაუკავშირა თანამედროვეობას ("ოია ოიალე", "ოიდა ნანაილა", "მარილი", "ელეგია მეგობრის სიკვდილზე" და სხვ.).
...
Read More
|
ონანა მდივანი (ნამდვილი სახელი და გვარი ონანა გიორგის ძე ქობულაშვილი) (* 1757/1758 ― † 1728, მოსკოვი), ქართველი პოეტი, მდივან-მწიგნობარი ერეკლე I-ისა და მისი შვილების კარზე.
აქტიურად მონაწილეობდა ვახტანგ VI-ის თაოსნობით გაჩაღებულ კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობაში. 1724 წელს ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. ასტრახანში გალექსა პოემა "ბარამგულიჯანიანი", დაწერა ანბანთქებანი, რომლებშიც გადმოსცემდა ეკლესიურ-სარწმუნოებრივ მოტივებს, სატრფიალო განწყობილებებს, XVIII საუკუნის ქართველ ემიგრანტთათვის დამახასიათებელ შეხედულებებს წუთისოფლის დაუნდობლობაზე.
ონანა მდივანმა გადმოიღო ვახტანგ VI-ის მიერ პროზაულად თარგმნილი "ქილილა და დამანას" პოეტური ფრაგმენტები. 1726-იდან მოსკოვში ცხოვრობდა.
|
– ხომ არ გაწამდით ჩემო დიანა, ასე კარღია საპყრობილეთი?!..
წავიდეთ... უქონჩემოდნიანად, უფასოდაა ბოლო ბილეთი.
ნუ ვწმინდავთ ბინდის ამინდის ფასადს, ნურც ამ ფუჭფიჭას ვეკრაზანებით...
მატარებელი არ მიდის არსად, მაგრამ ხომ მაინც გავემგზავრებით.
|
თითქოს რაღაც გარდაიცვალა ჩემში, რაღაც მოკვდა – ბებერი, ხანდაზმული როგორც ისტორია. რასაც აქამდე ერთ მთლიან ტელოსურ სხეულად ვძერწავდი, დაიმსხვრა, დაიშალა ათიათას ნაწილად და ელემენტად, მსგავსად ადამიანის გვამისა, რომელმაც სიკვდილის შემდგომ დაუბრუნა დედამიწას ის, რასაც ადამიანი მთელი თავისი ფიზიკური ცხოვრების მანძილზე მისგან იერთებდა და ასე ავსებდა თავის უხილავ ფანტომს: მინერალებით, ნახშირწყლებით, მცენარეულ თუ ცხოველურ ცხიმებით და ცილებით და ხილულსა და ხელშესახებს ხდიდა მას, ხელშესახებს ხდიდა მას, რადგან დედამიწას ჭამდა, როდესაც ჭამდა: პამიდორს და ხახვს და ნიორს და კარტოფილს, ძველსა და ახალს და ცერეცოს და კამას და სალათის ფოთლებს და პეტრუშკას, რაც ნიშნავს ოხრახუშს. და ასევე ნიახური და პიტნა და ქინძი და ტარხუნა და რეჰანი და პრასი და ფერადოვანი ფხალეულობა და ათასობით მწვანილეულობა და წიწაკეულობა და სუნელეულობა და ბოსტნეულობა და სტაფილო და კომბოსტო და ჭარხალი და ბოლოკი და კიტრი და ბადრიჯანი და სიმინდი, რომელიც შეიძლება მოხარშო, ან კიდეც დაფქვა და მჭადი გააკეთო მისგან – ასეც ჭამო და ისეც. ათასი სახის კენკროვანი ნაყოფი და ნაირგვარი ხილეულობა: ქლია
...
Read More
|
რადგან ჩემს თვალებს შენს სახესთან უყვართ თამაში, რადგან მისდევენ გულზე შენი ხატვის ხელობას, მკერდის ჩარჩოში შენს მშვენებას ვსვამ და ამაში ვაქსოვ მხატვრობის უნარსა და შორსმხედველობას.
რადგან ხელოვანს თავად მისი ქმნილება ამხელს, მინდა შენც ნახო, მინდა მითხრა ნახატს ჰქვია რა... და სახელოსნოს, სადაც ვხედავ მხოლოდ შენს სახეს, შენი თვალებით გავანათებ, სარკმლით კი არა.
და მაშინ ნახავ, რომ სიკეთეს ვპოვებთ თვალებით: რომ ჩემი მზერა შენ დაგხატავს, შენი მზერა კი ჩემს სიცოცხლეში შემოსვლით და შემობრძანებით დამაიმედებს, რომ ნათდება გულის სენაკი.
თვალი თვალს ხედავს და სიკეთით ხარობს ეგება, შენს გულს კი ამის არაფერი არ გაეგება.
|
ესაა ბედი ახალბედა მსახიობისაც - მღელვარებისგან თავის როლის გადავიწყება, განრისხებული, აღშფოთებით დაღლილობისას ხმას ვერ გაიღებ, სანამ სული არ ჩაგიცხრება.
მეც ასე ვდუმვარ, როცა გიმზერ, ჩემო საუნჯევ, ვერ მოვახერხე შენთვის ჩემი გრძნობის ჩვენება, მოზღვავებული სიყვარული ისე მამუნჯებს, რომ სიყვარული, ალბათ, არც კი დამეჯერება.
...
Read More
|
სარკე მატყუებს.... ჩემს სიბერეს მე ვერ ვიჯერებ, შენს სიყმაწვილეს რადგან ვანდობ მე ჯერ იმედებს და მხოლოდ მაშინ, შენც ცხოვრებით გულს რომ იჯერებ, წუთისოფელი სიბერისთვის მეც გამიმეტებს.
შენს სულს და სხეულს საამქვეყნო რაც რამ ებადა, რა მშვენებასაც აფრქვევს მთელი შენი იერი, რა გრძნობაც შენში იბადება, ჩემიც ხდება და როგორ ვიქნები, აბა მითხარ, შენზე ხნიერი?!
მაშ, ფრთხილად იყავ, გევედრები, ჩემო იმედო, მე მომაბარე ის სურვილი, რაც შენ გწადია, მეც ხომ ის მსურდა, რომ შენს მკერდზე თავი მიმედო.... რომ შენს პატარა გულს ვეფერო, როგორც გადია.
შენც გამიფრთხილდი, სხვა გზა აღარც შენ დაგრჩენია, თუ გული ერთხელ მე მაჩუქე, მხოლოდ ჩემია.
|
თვალებს დავხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება, ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება, გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა, ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.
მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ, მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ, ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი, შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.
ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს, ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს, მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა, თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა "ის შენთან მოვა"
დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით, და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით, აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ" ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???
შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები. აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი, რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით.
ვევედრებოდით ამ წუთებს რომ არ გასულიყო, ჩემი ცხოვრება ჩემგან შორს რომ არ წასულიყო. ბედნიერ წამთა კვლავ უეცრად მარტოდ დამტოვა, ჩემი სიცოცხლე წაიყანა და მიმატოვა.
გამომეღვიძა,მაგრამ გული ძალზედ მტკიოდა, სიზმარი მორჩა,ჩემ გულში
...
Read More
|
თუკი ეულად იგრძენი თავი, თუ გულში ისევ გაივლე სევდა, გახსოვდეს ქვეყნად რომ არის ქალი ვისაც უყვარხარ ყველაზე მეტად, თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა, თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში, არ დაივიწყო რომ ერთმა ქალმა შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში, თუ ბედისწერას მიაყრი ფარხმალს, იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს, ქალი არასდროს გატეხავს მარხვას ქალი ყოველთვის აგინთებს სანთელს, თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ, თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს ის გაიხსენე, ის ვისი სუნთქვაც ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს, მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა, მაშინ ჩაქრება სამხრეთის ქარი და შენც მიხვდები მაღალმა ღმერთმა შენთვის რომ შექმნა ეს ერთი ქალი :)
|
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება. რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა,ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.
|
ნათქვამი ნათქვამად დამიჩნდა ... სული გამიიიარა... ღირსმყოფდი და ღირსმყავი ... ჩემი სიტყვები მევე მითხარი ...
გაფრინდი ჩემს იქით გზები გაქვს სავალიო და ...
გაფრინდი ამ გულში ჩამოწვა ბურუსი, გაფრინდი ამ გულში დაღამდა დაბინდდა, გაფრინდი ჩემს იქით გზები გაქვს სავალი, გაფრინდი ეს გული მთლიანად წამართვი.
რომ მკითხონ სიბერის მიზეზი რა არის, მე ვიტყვი რომ გულით სულ არსად იარეს, ჩემი და ოცნების გულები გაიყო, გაფრინდა ეს გული მთლიანად წაიღო...
|
წითელი მზე აელვარდა მინებთან, მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე. უიმედო გულის ძგერა მინელდა, შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!
გამიარა ჟრუანტელის ალმა, სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე. გული მიდის, არ ვიქნები ალბათ, მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი.
ჩაესვენა სურვილების გროვა, როგორც შორი მირაჟების სერია. ახლა უფრო დაფიქრების დროა, ჩადენილი შეცდომები ბევრია.
ჩემი სახე რომ ყვითლდება, ვხედავ, შორეული ყვავილებიც ხმებიან. სამარისკენ აცილებენ ცხედარს და მუსიკის მგლოვიარე ხმებია.
ო, ეს გული, ისევ გული მტკივა, სიჩუმეა უსიცოცხლო ველების, რანაირი ნაწამები მივალ, მიმაქვს ჩემი დაკრეფილი ხელები.
წითელი მზე აელვარდა მინებთან, მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე, უიმედო გულის ძგერა მინელდა, შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!..
|
ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარი და ყოველი ღამე - ეს ჩემი ლოდია. მე მივალ ბაღისკენ, გათავდა ზამთარი და უფრო ნათელი დღეები მოდიან.
მე ბევრჯერ მქონია დარდი იშვიათი, ბევრჯერ თავის მოკვლაც მქონდა განზრახული. გუშინ მომენატრა ფოთლების შრიალი და ჩუმი საღამო ისევ გაზაფხულის.
და მგონია ბედი ქარში დამარხული, მგონია, ვიყავი და ახლა აღარ ვარ. ლურჯი სიზმარივით მოვა გაზაფხული, როგორც სიარული და როგორც დაღალვა.
|
დღეს ისევ შემახსენა თავი წარსულმა... მეგონა ჩამოვირეცხე_ ნადოღარი ცხენივით დასვრილმა, მეგონა ფიქრიდან ამოვშალე _შორეული მოგონებით დაღლილმა , მეგონა გადავივიწყე _ უსასრულო სატკივარით განცდილმა ... მაგრამ არ ირეცხება , არ იშლება , არ მავიწყებს თავს ... მომდევს და მომდევს დაგეშილი მწევარივით უკან , მიღრენს ცოფიანი სევდით და სიბნელის ჩუმ ქაოსში მკარგავს ... მე ვებრძვი ... ღიმილნარევი ტკივილით ვებრძვი წარსულს ... ცრემლიან თვალებში ვუყურებ და ვგრძნობ სიბრალულს ,ოღონდ ტკბილი მოგონების სიბრალულს ... მტკივა ყოველი ფიქრი და მტანჯავს ყოველი ბგერა... სადღაც , გულის სიღრმეში გადამალული ოცნება ფარფატებს ქარში აფრიალებული ბოლო ფიფქივით ... სადღაც... სიხარულის ცრემლები იღვრება და ფართო მკლავებში იხუტებენ სიყვარულს ... სადღაც... მხიარული ნადიმი გაუმართავთ ფრთიან ფრაზებს და ერთმანეთს მეტად დაფასებაში ეჯიბრებიან ... სადღაც... გულის კარებს უხსნიან ყველა გამვლელს და ხელის კვრის არ ეშინიათ ... სადღაც... მხოლოდ ორი დროა : მომავალი და კეთილი მომავალი ... ეს ყველაფერი სადღაც ხდება . იქ სადღაც უსასრულეთში ... ჩემთან კი ... ჩემთან ყველაფერი მწუხრის ფერებით იმოსება და წარსულის აჩრდილები სულში მიფათურებენ დაკოჟრილ ხელებს ... ჩემთან დირესაც ამჩნევენ თვალში ... და ერთი შეცდომის ათჯერ გამოსწორებასაც არ ინდობენ ... ჩემთან მხოლოდ ერთი დროა ...წარსული ... და
...
Read More
|
* * * * მიყვარხარ იმიტომ რომ ულამაზესი ხარ, მჭირდები იმიტომ რომ უსაყვარლესი ხარ, მაკლიხარ იმიტომ რომ ჩემთან არ ხარ, მენატრები ყოველთვის მაგრამ სად ხარ?
* * * * სიყვარული ორგვარია, და ძმური და მეგობრული, ერთიც კიდევ ისეთია დამწვარი და დახრაკული!
* * * * პირველი ვარსკვლავი, პირველი მზე, პირველი ჩემს გულში იყავი შენ.
|
Did You Hear About the Morgans?
1 სთ 43 წთ ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 18 დეკემბერი 2009 რეჟისორი: მარკ ლორენსი სტუდია: ქასლ როქ ინტერტეიმენტი როლებში: ჰიუ გრანტი, მერი სთინბერგენი, სემ ელიოთი, სარა ჯესიკა პარკერ, ელიზაბეტ მოსი, სეტ გილიამი, მაიქლ ქელი
ფილმის მიმოხილვა მორგანები – მდიდარი და შეძლებული ოჯახია ნიუ–ორკიდან, ვის ქორწინებასაც ბზარები გაუჩნდა ყველა მხრიდან. ყველაფერთან ერთად ისინი შემთხვევით მკვლელობის თვითმხილველები გახდებიან და ახლა იძულებულები არიან პროვინციულ ქალაქში გაემგზავრონ თვითმხილველების დაცვის პროგრამით. მაგრამ აქაც სიმშვიდე მათ მხოლოდ ესიზმრებათ...
DvD 1 393.62 MB
|
მე აქ ვარ, ფეხაკრეფით დავიარები ოთახთა შორის.
მე აქ ვარ მომაკვდავი და მომლოდინე შორეულ ფიქრთა მომწყვდეული ირგვლივ კოშმარში. ლოდინის მიერ მიყენებულ ჭრილობას მძიმეს ნაღველს და დიდ ჭრილობას ჭრილობას მატებს.... სევდას დაჩრდილულს მოლოდინით აღსავსე სულით.. თითქოს მარტო ვარ და სიმარტოვეც ჩემს წუხილს ერთვის. შორს გატყორცნილი იმედივით შევყურებ ფანჯრებს. ფანჯრებს ჭუჭყიანს, დაორთქლილს და სულ მთლად დათოვლილს..... ცაში ავაპყრობ ნამტირალ თვალებს, ცრემლებით სავსეს, შენს დაბრუნებას ციდან ველი ცისფერ ქარავნით. ო, როგორ შორს ხარ!ო, როგორ შორს ხარ!.... ცრემლები ტანჯვას უერთდება, ტანჯვას მწამებლურს, ფიქრთა ბურუსში გზააბნეულს სევდა გამრიყავს, ტანჯვას ვით ქცეულს, მოლოდინის ცხოველურ სურვილს, მარტოდ მტანჯველი შენს საძებრად მომიწევს გული..... გთხოვ მაპატიო და შეიწყალო ცოდვილი სული, მე არ ვიყავი ღირსი შენი,შენი დანდობის.......
|
კალამს ავიღებ და მონატრებას ცაზე ღრუბლებქვეშ ნისლად დავქარგავ გეტყვი ლამაზო მე შენზე ფიქრებს ვეღარასოდეს ვეღარ დავკარგავ მე შენს სიყვარულს ვნებად გავფანტავ და ჩემს მკლავებში სიკვდილს გავფატრავ მე უკვდავებას შენში ვეძებდი და მოკვდავ სიკვდილს შენში დავმარხავ მოვალ და ბაგეს ბაგით დავნამავ შენს მკერდზე ვნებას სისხლით დავხატავ შემდეგ წავალ და სხვას ვინახულებ იმედი მაქვს რომ აღარ დამძრახავ.
|
თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები, მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?! თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ! ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია! თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?! სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია, და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
|
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს. შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე. და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს, ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს. თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს. გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას, გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა…. შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!
|
გუმბათიდან თეთრი მტრედი აფრინდა და მას მიჰყვა ეკლესიის სარკმელებიდან აციმციმებულ სხივთა სიმფონია. სიმწვანეში ჩაფლულ ტაძარს ოდნავ მონაცრისფრო დაჰკრავდა. ზართა გუგუნმა შეზარა უადამიანო ქვეყანა და პირდაპირ მზისკენ აიჭრა რკინის ენის ხმა, სანამ ზეცას მიაღწევდა გზაში დაიკლაკნა ათასგვარად და მაინც ჟანგისფრად მიაღწია საწადელს. მოთეთრო ხელს ჩაემოეკრა ზარი და გრძელი, დაგრეხილი თოკისთვის სიცოცხლე ეჩუქებინა წამით. შავმა ანაფორამ გაიქროლა ტაძრის ეზოში და მიიმალა სადღაც, ღმერთთან ახლოს. ბერმა მძიმედ გაიარა ეკლესიისკენ მიმავალი ბილიკი და უფლის სახლში მსუბუქად შეიჭრა. პირჯვრისთვის საოცრად შეკრული ხელი შუბლისკენ წაიღო დ რაღაც ჩაიჩურჩულა მდორედ. უძლურ სიჩუმეში ჩაიძირა მთელი გრძნობით და სულის ძახილს უსმენდა ალბათ, რომელიც არსად წასვლას არ აიძულებდა, იგი იქ იყო სადაც უნდა ყოფილიყო, სადაც მისი სული ცოცხლობდა და გრძნობდა ამქვეყნიურ ამაოებას და დამუდამო სასუფევლის ძლევამოსილებას. თავისი ხელით ჩამოსხმული სანთელი აიღო და ნაპერწკალმაც გაიელვა ტაძარში, მუხლებზე დაემხო და სანთელი ისევ ჩააქრო, ტუჩები შეახო და ისე... ციდან თითქოს თეთრი ფარდა გადმოკიდესო, ისე გადმოიღვარა იქიდან სითეთრე, გუმბათს მისწვდა და შემოეხვია უჩუმრად, ანაფორამ კვლავ ჩაიარა ღმერთთან ახლოს და საოცარი გალობის ხმა შემოესმა უკაცო სამყაროს... ბერს სახეზე მზისფერმა გადაჰკრა და ჭაობისფერ თვალებში სიყვარულმა იფეთქა, ეს თითქოს მზემაც იგრძნო და ნიავმაც, სხივებმა თვალი მოჭრა მოხუცს, სიომ კი ოდნ
...
Read More
|
გალაკტიონი ბენდიერ ვარსკვლავზე დაიბადა,ოღონდ, როგორც პოეტი. უკვდავ მგოსანთა თანავარსკვლავედს: რუსთაველს, გურამიშვილს, ბარათაშვილს, ილიას, აკაკის, ვაჟას – ერთი მნათობი აკლდა და მეოცე საუკუნემ კიდევ ერთი ვარსკვლავი შემატა მათ.... მაგრამ უბედური იყო იგი პირად ცხოვებაში. გზააბნეული, მიუსაფარი, უმეგობრო, ''მარტოობის ორდენის კავალერი''...თითქოს შემთხვევით მოხვედრილიყო ის ამ ქვეყანაზე, ''ამაოების ბაზარში''... უყვარდა სიცოცხლე, თან მუდამ გაურბოდა მას....
''არ გიცხოვრია შენ ქვეყანაზე შენ გაიარე სიცოცხლის ახლო''
|
მინდა ვიცოდე სად ხარ? რისთვის დამტოვე? სად ხაარ? ცხოვრება მინდა,მართლა.! არ ვიცი უშენოდ რა ვქნა,, რატომ დამტოვე რა ვქნა? უშენოდ ცხოვრებაც გაქრა, ვიტანჯები და რა ვქნა? რა გავაკეთო?მართლა?? რად შემიყვარდი ასე? რად დამავიწყე ყველა? შენი დანახვის შემდეგ სულ არ მახსოვდა რწმენა მე მჯეროდა იმის რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების ტკბილი წლები წარსულს ბარდება ვხვდები... ნელ-ნელა ქრები... მავიწყებ თავს, მე ხომ პატარა ვარ რა უნდა ვქნა...
|
შენ თუ იცი რა მოხდება? თბილად,რომ სთქვა ერთი სიტყვა გალღვება და მომშორდება გულს,რომ მადევს ყინულის ქვა შენ თუ იცი რა მოხდება მე,რომ ერთხელ გამიღიმო სიყვარული არ გაქრება არ გახდება უღიმღიმო ძარღვში სისხლი აჩქარდება დაბრუნდება სიყმაწვილე გულში ცეცხლი აგვენთება და ჩვენ ისევ დაგვაწყვილებს.
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|