მე აქ ვარ, ფეხაკრეფით დავიარები ოთახთა შორის.
მე აქ ვარ მომაკვდავი და მომლოდინე შორეულ ფიქრთა მომწყვდეული ირგვლივ კოშმარში. ლოდინის მიერ მიყენებულ ჭრილობას მძიმეს ნაღველს და დიდ ჭრილობას ჭრილობას მატებს.... სევდას დაჩრდილულს მოლოდინით აღსავსე სულით.. თითქოს მარტო ვარ და სიმარტოვეც ჩემს წუხილს ერთვის. შორს გატყორცნილი იმედივით შევყურებ ფანჯრებს. ფანჯრებს ჭუჭყიანს, დაორთქლილს და სულ მთლად დათოვლილს..... ცაში ავაპყრობ ნამტირალ თვალებს, ცრემლებით სავსეს, შენს დაბრუნებას ციდან ველი ცისფერ ქარავნით. ო, როგორ შორს ხარ!ო, როგორ შორს ხარ!.... ცრემლები ტანჯვას უერთდება, ტანჯვას მწამებლურს, ფიქრთა ბურუსში გზააბნეულს სევდა გამრიყავს, ტანჯვას ვით ქცეულს, მოლოდინის ცხოველურ სურვილს, მარტოდ მტანჯველი შენს საძებრად მომიწევს გული..... გთხოვ მაპატიო და შეიწყალო ცოდვილი სული, მე არ ვიყავი ღირსი შენი,შენი დანდობის.......
|