♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 09

Management

1 სთ 33 წთ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 07 აგვისტო 2008
რეჟისორი: სტეფენ ბელბერი
სტუდია: სიდნი ქიმელ ინტერტეიმენტი, ტემპლე ჰილ ინტერტეიმანტი
როლებში: ვუდი ჰარელსონი, ჯენიფერ ანისთონი, სთივ ზანი, ფრედ უორდი, ტზი მა, მარგო მარტინდეილი


ფილმის მიმოხილვა
დარწმუნებული გაუთხოვარი ახალგაზრდა გოგონა, ქვეყანაში მოგზაურობს და ყიდის იაფფასიან ხელოვნების საგნებს სასტუმროებში და მოტელებში, სადაც ერთხელაც მენეჯერ მაიკს გაიცნობს. პირველივე შეხედვიდან მაიკს შეუყვარდება სიუ, თუმცა ის, გააკეთბს თავის საქმეებს და დაუმშვიდობებლად წავა. შეყვარებული ბიჭი გაეკიდება თავის სიყვარულს და დასდევს სიუს უკან მთელ ამერიკაში...


კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1084 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



                              

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


Артефакт

1 სთ 32 წთ
ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, ტრილერი, მელოდრამა, რუსული პოსტერები
 გამოშვება: 26 თებერვალი 2009
რეჟისორი: ანდრეი სოკოლოვი
სტუდია: სლოვო
როლებში: ალექსეი პანინი, ვალერი ნიკოლაევი, ლიდია ფედოსეევა-შუკშინა, გარიკ ხარლამოვი, ქსენია სობჩაკი, ალექსანდრე ლაზარევი უმ., ანასტასია ზავოროტნიუკი


ფილმის მიმოხილვა
ორი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი მიემგზავრება ერთობლივ მოგზაურობაში მოსკოვიდან ზღვისკენ სამხრეთში. ვიქტორი – წარსულში წარმატებული პროგრამისი, ვირტუალური ბესტსელერის შემქმნელი – პროგრამის სახელწოდებით 'არტეფაქტი'. მაგრამ მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა ცოლის გარდაცვალები ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1284 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქეთო და კოტე - ვიქტორ დოლიძის ოპერა სამ მოქმედებად. ი. გრიშაშვილის ლიტერატურული რედაქციით პრემიერა შედგა თბილისში 1919 წლის 11 დეკემბერს.

ვიქტორ დოლიძის სახელთან დაკავშირებულია ქართული მუსიკის ისტორიის ერთ-ერთი ფრიად საინტერესო ფურცელი. ქართული მუსიკის ისტორიაში იგი შევიდა როგორც პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი. სწორედ ამ ჟანრმა განსაზღვრა უმთავრესად კომპოზიტორის შემოქმედებითი სახე.

იგი პირველი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც იუმორის, კომიზმის და სატირის ელემენტები შეიტანა ქართულ მუსიკაში.

ვიქტორ დოლიძე შედარებით მცირე ხანს მოღვაწეობდა. მისი შემოქმედებითი გზა სულ 15 წლით განისაზღვრება, მაგრამ მისი ნიჭი უჩვეულოდ სწრაფად გაიფურჩქნა. ვიქტორ დოლიძე მიეკუთვნება იმ ხელოვანთა რიცხვს, რომელთაც საერთო აღიარება შემოქმედებით სარბიელზე გამოსვლისთანავე ეწვევათ ხოლმე. 27 წლის ასაკში ვიქტორ დოლიძემ შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები – ოპერა "ქეთო და კოტე”, რომელმაც ერთბაშად მოუხვეჭა დიდი სახელი.

ოპერა "ქეთო და კოტე” 1919 წელს დაიდგა. შემდგომ წლებში ვიქტორ დოლიძემ კიდევ სამი ოპერა დაწერა - "ლეილა”, "ცისანა”, "ზამირა” (რომლის დასრულება კომპოზიტორმა ვეღარ მოასწრო). გარდა ოპერებისა კომპოზიტორმა შექმნა 20-ზე მეტი რომანსი, სიმფონიური ნაწარმოებები – "აზერბაიჯანი”, სიმფონიური ფანტაზია "ივერიადა”, საფორტეპიანო კონ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1783 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში
ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,ულამაზეს ლიანებს
სიყვარული რიგდებოდა და მე --დავაგვიანე

.
რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს,მომღიმარი თვალებით
სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.


და როდესაც დახლთან მიველ ,მომღიმარი თვალებით
სიყვარულით ლაჟვარდს ხელში შეურთდნენ ქალები
წიგნის თაროს შერჩენოდა ერთადერთი კრებული
და გამყიდველს ის თავისთვის ჰქონდა დაგადადებული

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში
ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,ულამაზეს ლიანებს
სიყვარული რიგდებოდა და მე--დავიგვიანე


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1558 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უშენოდ ჩემთვის სიბნელეა
და შავი სიკვდილის ხეტიალი,
გულ-მკერდს მონატრება მიბნევია
და ეს სიყვარულზე მეტი არის.

უშენოდ ქარაფია გაკიდული,
გოლგოთის აღმართები რეტიანი,
უშენოდ სიცოცხლეა გაყიდული
და ეს სიყვარულზე მეტი არის.

უშენოდ დილემი და წკვარამია,
ბოლო ეშაფოტის სვეტი არი,
უშენოდ არსებობაც არამია
და ეს სიყვარულზე მეტი არის.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1787 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ამ ოდესმე მხიარული
გზით უყვარდათ სიარული;
აწ გზა მიტოვებულია,
როგორც ძველი სიყვარული.

მაგრამ ყველაფერი ძველი
ამოა და სასურველი:
ძველი პური, ძველი ღვინო,
ძველი სტუმარ-მასპინძელი.

ძველებური მიყვარს სუფრა
და სიმღერა, მაგრამ უფრო
მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო
და არც გამოვესაუბრო.

შემოდგომავ, მოდი, გელი,
მომაწოდე შენი ხელი,
მიყვარს ყველაფერი სადა,
მიყვარს ყველაფერი ძველი!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1454 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


                              

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1077 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,
მიწა მიჰქონდა, მიწა - თბილი, მიწა - ლამაზი,
შენ მუჭა - მუჭა გაგიტანეს საქართველოდან,
ქართულო მიწავ, ალბათ იმიტომ დაპატარავდი...
ამ ლექსისთვის მადლობა და კარმა შენ.

........
რა ეშველება ჩვენს სიყვსრულს,
როცა ყველა გზას მოუჭრიან,
როცა ყველა ბაღის კიდესთან
ჩაუსაფრდება დაცინვა და შურისძ|Iება,
როცა უყველა ფოთლის შრიალი
ჩაესმება ტანჯვის მუსიკად.
რა ეშველება ჩვენს სიყვარულს,
სიმარტოვეზე მეოცნებეს,
ქალაქის ბრძენ ბუჩქებსა და
კედლებს შორის თავამოყრილს.
ვინ უშველის, ვინ შეიფარებს
ორიოდ ლუკმა ბედნიერებას ვინ გაიმეტებს.
თითქოს ღამემაც დაივიწყა
ძველისძველი მოვალეობა
რომ საგნები და სხეულები ბინდით შებუროს,
დააწყვილოს, გაამთლიანოს...
რა ეშველბა ჩვენს სიყვარულს-
ხალხმრავალი ოთახების ბურუსში მსუნთქავს,
ვინ გაიხმობს მწვანე, მწვანე ნაპირებისაკენ,
ვინ შეაგებებს აკრძალული ქარების სურნელს,
მდევრებიც და დევნილებიც ჩვენა ვართ უკვე,
და საკუთარმა ნაკვალევმაც გაგვისწრო თითქოს,
საფრთხე ხვეწავს იმ ნაკვალევს,
საფრთხე ანიჭებს სრულქმნილებას...
რა ეშველება ჩვენს სიყვარულს
როცა ყველა გზას მოუჭრიან...
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1435 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

                              

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

Живу, как всегда, торопясь, а по сути -
Часы на недели меняю.
Доходное дельце! Но в каждой минуте -
Скучаю, скучаю, скучаю...

А жизнь без тебя,-просто глупость, беспечность!
Минуты в разлуке считаю...
И в такт сокращениям мышцы сердечной -
Скучаю, скучаю, скучаю...

С щелчком выключателя ночь наступает -
Я день без тебя выключаю.
И вместо молитвы твержу, засыпая:
"Скучаю, скучаю, скучаю..."

Читаю. Готовлю. Отправилась в гости -
И жить без тебя привыкаю.
Но тихое слово, как тоненький мостик:
"Я так по тебе скучаю..."

В такие моменты вдруг сердце сжимает,
Но светлая мысль пробегает:
"Он так далеко,но меня вспоминает
И так же скучает,скучает.."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1482 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


                              

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1028 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველამ იცის რენესანსის პერიოდის დიდი რომანტიკოსი მწერალი - უილიამ შექსპირი. რომელიც არის ავტორი უამრავი ტრაგედიის, კომედიის და ტრაგი-კომედიის, მაგრამ ცოტამ თუ იცის შექსპირის სტილის უნიკალურობის შესახებ, რომელიც გამოიხატება მის უდიდეს ლექსიკურ მარაგში, ფილოსოფიური და მარადუკვდავი თემების ჩადებაში მის ძირითათ პიესებში და ტრაგედიებში.

66 სონატა.

ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 5754 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაიუს იულიუს კეისარი (ლათ. IMP•C•IVLIVS•CAESAR•DIVVS) (დ. 12 ივლისი/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44 მოკლეს) - ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაზე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში - ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა. მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად.
გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1659 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ხმაური ჩაცხრა. მივეყრდენი მე სცენის კიდეს,
მივაყურადე შორეული ხმების მისნობას.
ვცდილობ, გავიგო, რა მოხდება ჩემს თავზე კიდევ,
მაგრამ ამქვეყნად ბედ-იღბლისა არ-რა იცნობა.

ღამის უკუნმა მოსპო თვალის ჩინი თუ ჩენა
და დამაშტერა მე დურბინდი ათასჯერ ასი.
თუ შეიძლება, შემიბრალე, მამაო ჩვენო,
ჰქმენ სიკეთე და ამარიდე ეს სავსე თასი.

შენი ჯიუტი ჩანაფიქრი ჩემი ბედია,

ვიცი და მზად ვარ, შევასრულო ეს როლი მძიმე,
მაგრამ ამჯერად თამაშდება სხვა ტრაგედია,
შემეშვი, ნუღარ გარდამიწყვეტ სასოს და იმედს.


მაგრამ წინასწარ გათვლილია დრამის მსვლელობა.
მეფეთა ნაცვლად ამაქვეყნად მეფობენ დრონი.
მარტო ვარ, ირგვლივ ყველაფერს ნთქავს ფარისევლობა
და ამ ცხოვრების მდინარებას არ უჩანს ფონი.



კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



„ტრაგიკული ისტორია ჰამლეტზე, დანიის უფლისწულზე" (ძვ. ინგლ. The Tragicall Historie of Hamlet, Prince of Denmarke) — უილიამ შექსპირის ტრაგედია. პიესა დაწერილია დაახ. 1599-1601 წლებში. მოქმედება დანიაში მიმდინარეობს და აღწერს უფლისწული ჰამლეტის შურისძიებას ბიძამისზე, ამ უკანასკნელის მიერ მეფის, ჰამლეტის მამის, მკვლელობის გამო. ჰამლეტის ბიძა ტახტზე ადის და თან ჰყავს ჰამლეტის დედა, გარდაცვლილი მეფის ქვრივი, როგორ საკუთარი მეუღლე. ეს შექსპირის ყველაზე გრძელი პიესაა, მასში 4042 ტაეპი და 29551 სიტყვაა. ეს ასევე ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ტრაგედიაა ინგლისურ ენაზე.

მიუხედავად მრავალწლიანი სალიტერატურო კვლევისა, პიესის დაწერის ზუსტი თარიღის დადგენა ვერ ხერხდება. დღემდე მოღწეულია პიესის სამი ადრეული ვერსია, ცნობილი როგორც First Quarto (Q1), Second Quarto (Q2), და First Folio (F1). თითოეულ მათგანში არის ტაეპები და სცენებიც კი, რომლებიც დანარჩენში გამოტოვებულია. შექსპირს სავარაუდოდ გამოყენებული აქვს ინდოევროპული ლეგენდა, შემონახული XIII საუკუნის ქორონიკოსის მიერ, ხოლო მოგვიანებით გადმოცემული XVI საუკუნის მკვლევარის მიერ, და დაკარგული ელისაბედის ხანის პიესა, ცნობილი დღეს, როგორც Ur-Hamlet-ი. საქსო გრამატიკუსი საკუთარ "Gesta Danorum"-ში დაახ. 1200 წელს ყვება ძველ დანიურ ლეგენდას პრინც ამლეთზე, რომელშიც თითქმის ზუსტად იგივე სიუჟეტია.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1246 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


The Getaway

1 სთ 55 წთ
ჟანრი: დრამა, სათავგადასავლო, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი, მელოდრამა, კრიმინალური პოსტერები
გამოშვება: 11 თებერვალი 1994
რეჟისორი: როჯერ დონალდსონი
სტუდია: იუნივერსალ ფიქჩერზი, ტურმან–ფოსტერ ქომპანი, დევიდ ფოსტერ პროდაქშენსი, ლარგო ინტერტეიმენტი, ჯივისი ინტერტეიმენტი ინკ.
როლებში: ქიმ ბეისინჯერი, დევიდ მორზი, ალეკ ბოლდუინი, მაიქლ მედსენი, ჯეიმს ვუდსი, ჯენიფერ ტილი 


ფილმის მიმოხილვა
სეიფების პროფესიონალი გამტესხავი დოკ მაკკოი დაეხმარა ახალგაზრდა მექსიკელ დამნაშავეს ციხედან გაქცევაში, ბიჭი ბიძიასთან მიიყვანა, მაგრამ ვერ იგრძნო საიდან იმუქრებოდა ნამდვილი საფრთხე, და შედეგად თვითონ აღმოჩნდა ციხეში. ცოტა ხნის შემდეგ კეროლ მაკკოი, დოკ ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1190 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სონეტი 7

ხედავ? მნათობი მაღლა იწევს ალმოდებული!
ყოველი თვალი უმზერს ნათლის ამობრძანებას,
ყოველი არსი სალამს უთვლის აღტაცებული
და მის ღვთაებრივ სახეს კრძალვით ეთაყვანება.

როგორც ცხოვრების შუადღისას ვაჟკაცი მძლავრი,
არ ერიდება შუა ციდან თავის ჩვენებას,
ოქროს ეტლიდან გადმოგვცქერის ციური მგზავრი
და მოკვდავ თვალებს ტრფობით ავსებს მისი მშვენება.

მაგრამ როდესაც უმაღლესი ზეციდან იგი
დაბლა ეშვება და დაღლილი ვერ იკრებს ძალას,
პირს მიაბრუნებს მოთაყვანე ყოველი იქით,
და ზურგშექცევით მისკენ მდგარი სახესა მალავს.

შენც ასე წახვალ. შუადღის ჟამს მისებრ ძლიერო,
თუ არ დატოვე ქვეყნად ვაჟი სამაგიერო.



კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1307 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სონეტი 6

არ მიეკაროს მკაცრი ზამთრის მსახვრალი ხელი
შენს მწავანე ზაფხულს, ვიდრე სრულად დაიწურები,
ფიალის ძირში სილამაზე ჩადგება მთელი
და მისი განძი არ გაქრება მაინც სრულებით.

ეს სიხარული განა მართლა აკრძალულია,
ადამიანი უკან იღებს თავნს და მოგებას,
შენს მიერ ერთხელ გაცემულში შენივ სულია
და ერთის ნაცვლად ჰპოვებ ათას განმეორებას.

და ათჯერ უფრო ბედნიერი იცხოვრებ ათჯერ,
ათჯერ იხილავს ჟამთა სრბოლა ერთის მრავლობას,
რათა დამარცხდეს თვით სიკვდილი და აღარ აჩნდეს
ნიშანი მისი შენს შვილსა და შთამომავლობას.

უძლეველ სიკვდილს შეუპოვრად უნდა შეება,
თორემ მატლები დაგესევა მემკვიდრეებად.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1192 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სონეტი 5

ჟამი საოცარ სილამაზეს ამეფებს ირგვლივ,
სანახაობას მოელვარეს შეუქმნის თვალებს,
მაგრამ იმავე სილამაზეს ჩამოხსნის გვირგვინს
და წარმტაც სურათს გაიტაცებს თვითონვე მალე.

დაუღალავად სდევნის დიდი გაბოროტებით
ზაფხულის დღეებს, რომ ზამთარში მოუღოს ბოლო,
გაყინა წვენი, ხეს დაჰკრიფა მწვანე ფოთლები,
შიშველი მიწა თეთრი ზეწრით დახურა მხოლოდ.

ზაფხულის ნაშთი, ჩაკეტილი შუშაში მაგრად, _
სურნელოვანი ყვავილების წვენი თხიერი _
გვაგონებს მხოლოდ, რომ ზაფხული, რომელიც გაქრა,
ფლობდა ქვეყანას და მშვენება იყო ძLლიერი.

რომ გამოხდილი ყვავილები დაჭკნენ სრულიად,
მაგრამ ზაფხულის სული მათში შენახულია.


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სონეტი 4

დაუზოგველო, სილამაზის მფლანგველი ნუხარ,
სამემკვიდრეოდ გადასაცემს ნუ შემოილევ;
უხვი ბუნება სწყალობს იმას, ვისაც თვლის უხვად,
თუმც მარტოოდენ სესხად აძლევს მას ყოველივეს.

ლამაზო ძუნწო, შენს წყალობას ელიან სხვები,
შენ კი არ ზოგავ, რაც გეძლევა გადასაცემად,
მაგრამ მევახშე სარგებელის გარეშე რჩები
და ვერ მდიდრდები, თუმცა განძის გსურს გატაცება.

საკუთარ თავზე ფიქრობ მარტო, ერთობი ამით
და ამ შექცევით შენსავე თავს ატყუებ ასე,
მაგრამ დადგება აღსასრულის მრისხანე ჟამი
და გამფლანგველი იმ სასტიკ ჟამს რა პასუხს გასცემ?

შენი ცოცხალი სილამაზის ტურფა სახება
უჭირისუფლოდ, უსარგებლოდ დაიმარხება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1153 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სონეტი 2

როცა ორმოცი ზამთრის სუსხი შენს ლამაზ სახეს
ზედ გავლებული ნაკვალევით მტკიცედ დაღარავს,
და სიჭაბუკის შესამოსელს ძონძებად დახევს –
ვინღა შეხედავს შენს ძველმანებს და შენს ჭაღარას?

და თუ გკითხავენ: "სად გაქარაო შენი მშვენება,
რატომ ვერ ვხედავთ შენს ბედნიერ დღეთა საუნჯეს?"
შენ მოგიხდება ღრმად ჩაცვენილ თვალთა ჩვენება,
სირცხვილი შთანთქავს შენს დიდებას და დაამუნჯებს.

რა ღირსეული იქნებოდა პასუხი შენი,
თუკი გეთქმოდა - "აი, ჩემი ლამაზი ბავშვი,
მან გამიმართლა დაღვრემილი სიბერის დღენი,
ჩემი მშვენებაც განახლებას პოულობას მასში".

მაშ განიახლე მემკვიდრეში სიცოცხლის ძალა,
გაცივებული შენი სისხლი გაათბე კვალად.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1336 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სონეტი 3
დახედე შენს თავს, დაკვირვებით ჩახედე სარკეს,
დროა, მსგავსება შექმნა მისი, რასაც იქ ხედავ,
თორემ გაქრები, გულს ქვეყანას ამაოდ ატკენ
და ნეტარებას რომელიმე დაკარგავს დედა.

ვინ გეტყვის უარს? აბა, ვინ არ შემოგთავაზებს,
ხელუხლებ სხეულს შემოგწირავს ლხენით მრავალი;
თუ ისე გიყვარს საკუთარი ეგ სილამაზე,
რომ აღარც გინდა გააჩინო შთამომავალი.

დედის სარკე ხარ და მის თვალებს ახლად აუნთეს
შენმა ნაკვთებმა სიყმაწვილის ნაზი აპრილი;
წლების სარკმელში დაინახავ შენს სიჭაბუკეს
ოდესმე სახედაღარული, წელში გახრილი.

მაგრამ თუ ასე მარტოხელა იცხოვრებ კენტად,
ორივე - შენც და შენი სახეც - გაქრებით ერთად.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1221 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სონეტი 1

უმშვენიერეს ქმნილებათგან ნაყოფს მოველით,
რათა არ გაჰქრეს სილამაზის ვარდის ხსენება,
სიმწიფის შემდეგ თუმც ჟამთასვლით ჭკნება ყოველი,
მის მემკვიდრეში მეორდება მისი მშვენება.

შენ კი ტყვექმნილი მიჯნური ხარ საკუთარ თვალთა,
თავს მსხვერპლად სწირავ მოელვარე ცეცხლით მოცულებს;
სადაც სიმდიდრე ყვავის უხვად, იქ შიმშილს მართავ.
დაუნდობელო და სასტიკო, თავის მოძულევ!

სამკაული ხარ დღეს ქვეყნისა ცოცხლად მავალი,
და ერთადერთი მაცნე ჭრელი გაზაფხულისა,
მაგრამ კვირტშივე ჩაგიმარხავს შენ მომავალი
და სიძუნწეში გაგიფლანგავს განძი გულისა.

აწ შეიბრალე ეს ქვეყანა, განძის საფარო,
ქვეყნის წილხვედრი მიწას მაინც არ მიაბარო.


კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


Legends of the Fall

2 სთ 13 წთ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, ვესტერნი, საომარი პოსტერები
 გამოშვება: 16 დეკემბერი 1994
რეჟისორი: ედვარდ ცვიკი
სტუდია: ტრისტარ პიქჩერზი, ბედფორდ ფოლს პროდაქშენი
როლებში: ენტონი ჰოპკინსი, ჰენრი თომას უმ, ბრედ პიტი, ეიდან ქუინი, კარინა ლომბარდი, ჯულია ორმონდი 


ფილმის მიმოხილვა
'ზოგი ერთ ადამიანს ძალიან კარგად ესმით თავისი შინაგანი ხმა, და ცხოვრობენ ისე, როგორც ის მათ უკარნახებს. ასეთი ადამიანები ჭკუიდან გადადიან. ან ლეგენდები ხდებიან' . ასე იწყება ლადლოუს ოჯახის ისტორია – მოთხრობა სამ ძმაზე, მათ მამაზე და მომხიბვლელ და ახალგაზრდა დედაზე, რომელიც საბედისწერო ნაბიჯებს გადადგავს და ყოველივე მათგანის ცხოვრებას შეცვლის. ბავშვო ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1325 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბაღში ბრწყინავდა ყოველი ტოტი
და შადრევნების ცელქი შხეფები
მხრებს ესხმებოდნენ, წუწავდნენ მკლავებს.
ჭაღს, მანათობელს დარბაზში, მთელი
ქვეყნიერების სპეკალი რთავდა.
შუქი სხეულთა იყო მეურვე.
ქერას, შავგვრემანს, ყრმასა და მხცოვანს _
ყველას უყვარდა ერთიმეორე.

მათი ჟივილი ისმოდა ტყეშიც.
იქ ხრამში პირქვე იწვა ურჩხული,
ეროსის ისრით დაჭრილი ყელში,
უთვისო, მკვდარი. მთლად დაკრუნჩხული.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1087 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-12-09, 1:40 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024