მთავარი » 2010 » იანვარი » 28
The Women 1 სთ 54 წთ ჟანრი: დრამა, კომედია პოსტერები გამოშვება: 12 სექტემბერი 2008 რეჟისორი: დაიან ინგლიში სტუდია: ნიუ ლაინ სინემა, ფიქჩერჰაუზ ინტერტეიმენტი, ინფერნო დისტრიბიუშენი, ჯაგედ ფილმსი, შუკოვსკი ინგლიშ ინტერტეიმენტი როლებში: ანეტ ბენინგი, დებრა მესინგი, მეგ რაიანი, ჯადა პინკეტ სმითი, კენდის ბერგენი, ქერი ფიშერი, ევა მენდესი, ბეთ მილდლერი
ფილმის მიმოხილვა 1939 წელს გადაღებული ფილმის თანამედროვე ვერსია.ისტორიის სათავეში მდიდარი ქალბატონია,რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს მისი ქმრის სასიყვარულო ურთიერთობაზე რომელიღაც გამყიდველთან და ასევე მის უამრავ ყოფილ და ამჟამინდელ საყვარლებზე... ერთი მხრივ მერი ჰეინს ყველაფერი აქვს რათა თავი ბედნიერ ქალად იგრძნოს – მას აქვს სახლი კონექტიკუტში,ჰყავს 12 წლის მომხიბვლელი ქალიშვილი,წარმატებული ბიზნესმენი ქმარი და დიზაინერის კარიერაც აქვს აწყობილი...მისი საუკეთესო მეგობარი სილვია ფოულერი ჟურნალ «კაშეს» მთავარი რედაქტორია,მისი კარადები პოდიუმის ტანსაცმლითაა სავსე,მას ნიუ–იორკში «გემოვნებისა და სტილის არბიტრის» სახელი აქვს დ
...
Read More
|
შენ ქალი ხარ და ამიტომ მართალი ხარ! საკმაოდ სარწმუნოდაა ნათქვამი. საქმე ქალების სისუსტეში კი არ არის, რომლის გამოც მათ უნდა დაუთმო და მხარი დაუჭირო, არამედ ქალურ სიბრძნეში. ის მამაკაცები, რომლებიც ქალებს ნაკლებად გონიერ ადამიანებად თვლიან, თავად არ ბრწყინავენ ჭკუა-გონებით. თანაც ეს მათი აზრია და ნუ შევეკამათებით. ქალები მართალია სუსტი არსებები არიან, მაგრამ დიდი ტაქტით გამოირჩევიან. მაშ გამოიყენეთ თქვენი ტაქტი და ინტუიცია საკუთარი თავის, მისი და ორივეს სასარგებლოდ.
გახსოვთ უახლოეს წარსულში ლაბადამოსხმული როგორ გარბოდით მასთან პაემანზე ნახევარსაათიანი დაგვიანებით? ის კი მოთმინებით გელოდებოდათ წითელი ვარდით ხელში და თქვენ დანახვაზე როგორ ებადრებოდა სახე? გახსოვთ როგორ უგებდით ერთმანეთს ერთი შეხედვით? ურთიერთგულწრფელი ფიცი თუ გახსოვთ?
დღეს კი ის სხვაა? გასუქდა და პირს აღარ იპარსავს? შინ გვიან ბრუნდება? ნივთებს ოთახში ფანტავს? ძილის დროს ხვრინავს? ყველაფერში გადანაშაულებთ? თქვენ კი იმ დღეს წყევლით როცა მას მისთხოვდით? არ არის საჭირო. თქვენ ერთადერთი არ ხართ. "ქორწინება არის ციებ-ცხელება პირიქით: იწყება ცხელებით და მთავრდება სიცივით-ამბობდა ძველი ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე. ვერავინ გამოგიწერთ ჯადოსნურ რეცეპტს სიყვარულის გადასარჩენად და ოჯახის შესანარჩუნებლად. მაგრამ იმაზე, თუ რამდენად კარგად იცნობთ საწინააღმდეგო სქესის ფსიქოლოგიას, დამოკიდებულია თქვენი ბედნიერება. სამწუხაროდ ციდან ვარსკვლავის მოწყვეტა უფრო ადვილია, ვიდრე აიძულოთ რჩეული, შეისწავ
...
Read More
|
მკაცრი მამაკაცური სიმართლე: დაქალებს მამაკაცისთვის სარგებლობა მოაქვთ არსებობს თუ არა ნამდვილი მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის? ამ საკითხზე კამათი არ წყდება. ძლიერი და სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის მეგობრული ურთიერთობის მრავალი ფაქტი არსებობს, თუმცა ზოგიერთი ასეთ ურთიერთობაში სხვა ქვეტექსტს ეძებს.
ზოგადად მამაკაცი ქალებს ორ კატეგორიად ყოფს: ვისთანაც ლაპარაკი სიამოვნებს და ვისთანაც საწოლში გრძნობს თავს კარგად. ასევე არსებობენ ისეთები, რომლებშიც ორივე ვარიანტია შეთავსებული და მათზე ქორწინდებიან.
ძალიან ხშირად მამაკაცი თავიდანვე განსაზღვრავს რას სურს ქალთან ურთიერთობისას და იშვიათად იცვლის ამ აზრს. ცოლი ცდილობს ქმრისთვის ყველა ქალი შეცვალოს. გახდეს ისეთი, რომ მან სხვა ქალებისკენ არ გაიხედოს, არ დაელაპარაკოს მათ. განსაკუთებით ახალ სიმპატიურ დაქალებს, თანამშრომლებს ან ნაცნობების მეგობრებს, რადგან მათ პოტენციურ მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს.
დაქორწინებულ მამაკაცს სხვა ქალები სექსუალური მხრიდან წესით არ უნდა აინტერესებდეს. ზოგადად ურთიერთობისთვის ქალი-მეგობრის ყოლის აუცილებლობა ცოლის მოყვანის შემდეგ იზრდება. არა იმიტომ, რომ მამაკაცს ახალი ქალები და ახალი შეგრძნებები ესაჭიროება, ან ცოლთან ვერ ისაუბრებს, არამედ არსებობს საკითხები, რომელთაც ცოლთან უბრალოდ ვერ განიხილავენ.
შეიძლება ბევრი მა
...
Read More
|
ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა. ჰ. ლ ო ბ ე რ გ ე რ ი
ქალი - ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან. დ ე ლ ა ბ ა რ კ ა
ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში. ე რ ი ხ ო ს ტ ე რ ჰ ე ლ დ ი
კაცის ცთუნებაა ქალი დასაბამიდანვე. ჩ ო ს ე რ ი
ქალები ცხოვრების საკაზმია. ა ფ რ ი კ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა. მ ი ლ ტ ო ნ ი
ქალი თვალის სამოთხეა, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელი. ე ს პ ა ნ უ რ ი ა ნ დ ა ზ ა
თუ გიყვარს ქალი - უარჰყო უნდა სულ ყველაფერი. მარტოოდენ უნდა გწამდეს ის, ვინც გიყვარს, მის მხურვალე მკერდზე უნდა ნახო ნავსაყუდელი, მარტო მის გულს უნდა სცემდე თაყვანს, როგორც ღმერთს, და დასთმო უნდა გარშემო ქვეყნიერება. ოჰ, ქალო, ქალო! ჭ ო ლ ა ლ ო მ თ ა თ ი ძ ე
მხოლოდ ქალს ესმის, რა არის სიყვარული, ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა, ამაო მოყვარეობა, სიხარბე. ქალი კი ერთი კოცნის გამო თავით ფეხებამდე გულად გადაიქცევა ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი იმ დროს, რომ არ ზეიმობდეს ანუ არ თრთოდეს. ი მ ე რ მ ა ნ ი
თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო. ა. კ უ პ რ ი ნ
...
Read More
|
ნამდვილი სახელი: ქეით ჰადსონი (Kate Hudson) დაბადების თარიღი: 19 აპრილი 1979 დაბადების ადგილი: ლოს ანჯელესი,კალიფორნია,აშშ პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი,სცენარისტი,რეჟისიორი სიმაღლე: 1.68 მ მეუღლე: ქრის რობინსონი (განქორწინება)
ბიოგრაფია კეით ხადსონი 19 აპრილს დაიბადა 1979 წელს ლოს–ანჟელეში მომღერალი ვილ ხადსონის და მსახიობის გოლდი ხოუნის ოჯახში. დედის წინაპრების შორის ებრაელი ემიგრანტები იყვნენ ვენგრიიდან, მამის წინაპრებს კი იტალიური და ინგლისური ძირი აქვთ. ქეითის დაბადების ერთი წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშრდნენ. ქეითის აღზრდით დედა და მისი მეგობარი მამაკაცი მსახიობი კურტ რასელი იყვნენ დაკავებულები. მოგვიანებით ქეითი იტყვის, რომ ბილ ხადსონი მის მიმართ გულგრილადაა განწყობილი, და საკუთარ მამად ის მამობილს თვლის, კურტ რასელს. 1997 წელს ქეითმა სკოლა დაამთავრა სანტა მონიკაში. სწავლას ნიუ–იორკის უნივერსიტეტში მსახიობის კარიერა არჩია. პირველად კინოში 1998 წელს მიიღო მონაწილეობა, სადაც ეპიზოდური როლი ითამაშა მორგან ფრიმანის ფილმებში 'დარდის სიცარიელე' და 'მდინარე რიკოშეტი'. მომდევნო ფილმი გახდა კომედია '200 სიგარეტი'. 2000 წელს ხადსონმა ითამაშა კამერონა ქროუს ფილმში 'თითქმის ცნობილი'. ამ როლმა ის ცნობილ ადამიანად აქცია და ნომინაცია 'ოსკარზე' მოუტანა. 2002 წელს ხადსონი უარს იტყვის როლზე ბლოკბასტერშ
...
Read More
|
შენ მე არ მიცნობ, მერე ლექსი გეტყვის დანარჩენს, შენ მე არ მიცნობ, მე მიცნობენ მხოლოდ ცოდვები, შენ ცას შეხედე, მას გაჰყევი, იქნებ გადარჩე, მე კი განაჩენს სინანულით დაველოდები...
შენ ცას უსმინე გევედრები, მე ნუ მომისმენ, ზამთრის მუქარამ დაუთვალა ხეებს ნეკნები, მე კი არ ვმღერი ქარი არხევს შემოდგომის ხეს და ფოთლებივით უნუგეშოდ სცვივა ლექსები.
|
ნამდვილი სახელი: ქეით ელიზაბეთ უინსლეტი (Kate Elizabeth Winslet) დაბადების თარიღი: 05 ოქტომბერი 1975 დაბადების ადგილი: რიდინგი ბერქშირი ინგლისი პროფესია: მსახიობი
ბიოგრაფია ქეით ელიზაბეთ უინსლეტი დაიბადა 1975 წლის 5 ოქტომბერს ქალაქ რედინგში ლონდონის ახლოს. მისი მამა და ბიძა დედის მხრიდან მსახიობები არიან, უფროსი და ანა ასევე მსახიობია. ქეითი ოჯახში მეორე ბავშვია, სულ კი ოთხი დაძმანი არიან. ქეითმა ასეთ მომავალი უკვე 13 წლის ასაკში ამოარჩია, როდესაც სცენაზე დაიწყო გამოსვლა. თუმცა მან სამსახიობო სკოლა სხვა ლონდონის გარეუბანში დაამთავრა, მეიდენხედში და დამთავრების შემდეგ მისი ნახვა სატელევიზიო სერიალებში და კომერციულ რეკლამებში გახდა შესაძლებელი(კერძოდ, ადრინდელ ასაკში ის პუტკუნა იყო, – ტკბილეულობის რეკლამაში მონაწილეობდა). უინსლეტის კინოდებიუტი ახალიზელანდიის ფილმში 'Heavenly Creatures'(1994), რომელშიც ნამდვილი მკვლელობის ისტორია იყო მოთხრობილი, რომელიც 1954 წელს მოხდა. ორმა სკოლის მოსწავლე–გოგონამ ერთერთის დედა მოკლეს, რადგან მას მათი ვნებიანი მეგობრობის შეწყვეტა სურდა. უინსლეტი მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი მსახიობი იყო, და მისი კიდევ უფრო ახალგაზრდა პარტნიორი გოგონა იყო, ქეიტი ფლობდა საკმარის ტექნიკას და ვერ აკონტროლებდა ბო
...
Read More
|
მე და კობა საბავშვი ბაღიდან ვმეგობრობდით. განუყრელი ძმაკაცები ვიყავით. ერთმანეთის გულისთვის უამრავი ჩხუბი და დავი-დარაბა გადაგვიტანია. მახსოვს მეხუთე კლასში დანით დავისერეთ ხელები და ძმად დავიფიცეთ. გარეგნობითაც ვგავდით ერთმანეთს, უბანშიც კი უჭირდათ ჩვენი გარჩევა. გავიდა წლები... გავიზარდეთ... ორივენი დავოჯახდით, საქმეს მოვეკიდეთ. კობამ თავისი ფირმა დაარსა და ბიზნესს მიჰყო ხელი. ერთხელაც შეგვკვრიბა ახლობლები და გვითხრა: _კარგი საქმე წამოვიწყე თუ გაგვიმართლა, დიდ ფულს ვიშოვით, წილში თქვენც გაგიყვანთო. საჭირო თანხა მთლიანად არა მაქვს, ფული შევაგროვოთ, ვისაც რამდენი შეგიძლიათ, დადეთ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არ ინანებთო... ეჭვიც არ შემპარვია მის სიტყვებში, რადგანაც უპირო კაცად არ ვიცნობდით. საქმეში ჩასადები თანხა ერთ კვირაში შევაგროვეთ. კობამ საქონელი თავისი ნათესავისგან იყიდავაგონში ჩატვირთა და რუსეთში გააგზავნა. საქმეს რომ მორჩა, რესტორანში წაგვიყვანა და კარგად გვაქეიფა, მაგრამ ჩვენი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა... როცა ტვირთი ადგილზე ჩავიდა, კობას მოსკოველმა პარტნიორმა დარეკა სულ ცოფებს ყრიდა... _ეს რა გამომიგზავნე, საქონელი გაფუჭებულია!!! ჩემგან ერთ კაპიკსაც ვერ მიიღებო... კობა კინაღამ გაგიჟდა, ნათესავს რაიონში ჩააკითხა, მაგრამ ვერ იპოვა. მოკლედ გაფუჭებული საქონელი გაასაღა თუ არა ფული ჩაიჯიბა და
...
Read More
|
ნამდვილი სახელი: ზუი ქლაირი დეშანელი (Zooey Claire Deschanel) დაბადების თარიღი: 17 იანვარი 1980 დაბადების ადგილი: ლოს ანჯელესი, კალიფორნია, აშშ პროფესია: მსახიობი სიმაღლე: 1.68 მ
ბიოგრაფია ნიჭიერი ამერიკელი მსახიობი, მუსიკოსი, პოპულარული შემსრულებელი. მისი დებიუტი კინოში შედგა 1999 წელს, და იმ დროდან მსახიობმა უამრავ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მსახიობის პირველი როლები ეპიზოდური იყო – ისეთ კინოსურათებში როგორიცაა Almost Famous (2000), The New Guy (2002), Big Trouble (2002), და ასევე - The Good Girl (2002). ცოტა ხანში ზოი დეშანელი უკვე წამყვან პოზციებზე იყო, ცნობილ ფილმებში მთავარ როლებს ასრულებდა, რომელთა შორისაა ფილმები: All the Real Girls (2003), Elf (2003), Winter Passing (2005), Failure to Launch (2006), Bridge to Terabithia (2007). 2001 წლიდან ნიჭიერი მსახიობი მუშაობდა მუსიკალურ კოლექტივში – ჯაზ კაბარეში, – ისეთ ცნობილ ადამიანებთან თანამშრომლობდა, როგორიცაა სამანტა შელტონი. ზოი დეშანელი ნიჭიერი მომღერალია , მას ხშირად პატიჟებდნენ როგორც მომღერალს(ასევე კინოში). ზოის პირველი ალბომია Volume One - გამოვიდა 2008 წლის მარტში და გამოსვლის თანავე მოიპოვა პოპულარობა. ზოი დეშანელი დაიბადა 1 იანვარს 1980 წელს ლოს–ანჟელესში, კალიფორნიაში – მსახიობის მერი დეშანელის და ოპერატორის და რეჟისორის კალება დეშანელის ოჯახში. მსახიო
...
Read More
|
დიდხანს.. დიდხანს უცქირა საკუთარ გამომეტყველებას სარკეში. უშნოა, ულაზათო და ჩვეულებრივი. იმდენად ჩვეულებრივი, რომ ის ვერც კი შეიმჩნევს, ვერც აღმოაჩენს... ცხვირზე უფრო უმუქდება ჭორფლი, თმაც ჯიუტი და არ დამყოლი გახდა, ვერაფერი მოუხერხა, ხელებიც კი თითქმის ზომაზე მეტად დაგრძელებია. უცბად მოშორდა სარკეს. ეს კიდევ არ არის ყველაფერი. კოჭებს ზემოთ ოდნავ აცდენია ფერშეცვლილი ჯინსები, ცდილობს რაც შეიძლება ჩაჩაჩულად ჩაიცვას, მაინც ვერ დააგრძელა, ლანჩა გაცვეთია ფეხსაცმელს. ლანჩა გაცვეთია ფეხსაცმელს. კიდევ კარგი ზემოდან ჯერ კიდევ შეეხვდება, ძირები ხომ არ ჩანს, ფეხის სისველეს მოითმენს, გაუძლებს. ის კი... პეპელასავით შემოფრინდება ხოლემე საკლასო ოთახში, ლამაზი, მშვენიერი, არამიწიერი. გრძნობს შურით სავსე მზერას, ასე ხშირად რომ აადევნებენ ხოლმე დაქალები. რადგან თითქმის ყოველ კვირას ახალი "შმოტკებით იჩითება”, მამამისი არაფერს აკლებს ერთადერთ ნებიერას. მიჰყავთ და მოჰყავთ მანქანით. დათოს კი სახლის გახსენებამ ტკივილი მოჰგვარა, დედა სულ ავადმყოფობს, სხივჩამქრალი და გაცრეცილი გამომეტყველება აქვს. მაინც ცდილობს ცხოვრებასთან ბრძოლას. არაფრისაგან შეაკოწიწებს ხოლმე საუზმეს, რომ მშიერი არ გაუშვას ბიჭი სკოლაში. სულ უკვირს, როგორ ახერხებს დედა ამას. მისი პენსია იმდენად მწირია... მამა... ადრიან დილას გაუჩინარდება და გვიან ღამით ბრუნდება მთვრალი... თვალებდაწითლებული, სახეგაკუშტებული. სამყაროზე ერთიანად აღრენილი სახლში ახდენს ემოციები
...
Read More
|
ნამდვილი სახელი: ნიკოლ ქიდმანი (Nicole Kidman) დაბადების თარიღი: 20 ივნისი 1967 დაბადების ადგილი: გონოლულუ,ჰავაი,აშშ პროფესია: მსახიობი პროდიუმერი სიმაღლე: 1.79 მ მეუღლე: Keith Urban ტომ კრუზი (განქორწინება)
ბიოგრაფია იმის მიუხედავად, რომ ნიკოლ კიდმანის უმეტესი თაყვანისმცემელი თვლის, რომ ის ავსტრალიიდანაა წარმოშვებით, მსახიობი სინამდვილეში ჰავაიზე დაიბადა (აშშ–ში), ქალაქ გონოლულუში. მისი მამა, პროფესიით ბიოქომისკოსი, იმ დროს სხვადასხვა გამოკვლევებით იყო დაკავებული აშშ–ს ტერიტორიეზე. ქალიშვილის დაბადების მერე ოჯახმა კიდევ რამოდენიმე წელი ვაშინგტონში გაატარა. თუმცა, როდესაც სამუშაო დასრულებული იყო, ნიკოლის მშობლებმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს – ავსტრალიაში. უკვე ბავშვობაში ნიკოლმა გამოავლინა თავისი ნიჭირება – სამი წლის ასაკიდან ის ბალეტზე დადიოდა, მუსიკაზე, 10 წლისას მან დრამატიულ სკოლაში დაიწყო სიარული, რომლის შემდეგაც ახალგაზრდულ თეატრებში დაიწყო თამაში. 14 წლის ასაკში ნიკოლის ტელედებიუტი შედგა, შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა რამოდენიმე ტელეფილმში და ტელესერიალში მიიღო მონაწილეობა, რომლებისგან ავსტრალიაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მინისერიალი 'ვიეტნამი' და 'ბანგკოკ ხილტონი'. მსახიობს შემდეგი წარმატება ფილიპ ნოისის ლენტამ 'Dead Calm' (1989) მოუტანა, რომლის შემდეგაც
...
Read More
|
ნამდვილი სახელი: შარლიზ ტერონი (Charlize Theron) დაბადების თარიღი: 07 აგვისტო 1975 დაბადების ადგილი: ბენონი გაუტენგი სამხრეთ აფრიკა პროფესია: მსახიობი პროდიუსერი სიმაღლე: 1.77 მ მეუღლე: სტიუარტ ტაუნსენდი
ბიოგრაფია შარლის ტერონი 1975 წლის 7 აგვისტოს დაიბადა სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ ბენონში. ის პროფესიონალური ბალეტით იყო დაკავებული, თოთხმეტი წლის ასაკში კი ფოტომოდელი გახდა. როდესაც გოგონას თექვსმეტი წელი შეუსრულდა, ის, მამის გარდაცვალების შემდეგ(შარლიზის დედამ ის სასიკვდილოდ დაჭრა, როდესაც თავდასხმისგან იცავდა თავს), მილანში გააგზავნეს. მაგრამ მალევე სამოდელო ბიზნესმა შარლიზ თავი მოაბეზრა, და ის კვლავ ბალეტს დაუბრუნდა. შარლიზ ტერონი ნიუ–იორკში გადავიდა საცხოვრებლად, დაიწყო ცეკვა დასში სახელწოდებით 'ჯოფი–ბალეტი', თუმცა მუხლის დაზიანებამ მის მოცეკვავეს კარიერას ხაზი გადაუსვა. დედამ დაარწმუნა შარლიზი ჰოლივუდში გამგზავრებულიყო. ის თვრამეტი წლის
...
Read More
|
პატარა ფოთოლი ნაზად ირწეოდა სამხრეთის ნიავის ალერსში. ეკიდა ტოტზე, ქანაობდა აქეთ-იქით. მხურვალე ნიავი კი მას სიყვარულს უხსნიდა. ფოთოლი რბილი იყო, ყვითელი, იგი აღტაცებით სუნთქავდა, თითქოს სიზმრებს ხედავდა. უცებ სიყვარულისგან გაბრუებული ფოთოლი ტოტს მოსწყდა. ნელ-ნელა იწყო ქვევითკენ წასვლა. ტრიალებდა, ქარი კი ისევ სიყვარულზე უმღეროდა. ნელ-ნელა ეშვებოდა ძირს, სულ უფრო და უფრო დაბლა დაეშვა... ბრუნავდა მსუბუქად და თავისუფლად. ქართან სიყვარულის თამაშში გართული, ხან ერთ ბოლოს ასწევდა მგზნებარედ მაღლა, ხან მეორეს, მერე მთლად გადაიხრებოდა, თითქოს ვალსს ეცეკვებოდა. თანდათანობით ტკბებოდა ბედნიერებით. ბრუნავდა, ბრუნავდა, მერე ისევ აფრინდებოდა - ხან მაღლა ავიდოდა, ხან დაეშვებოდა. ის იტანჯებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, რადგან უყვარდა. ნელ-ნელა ასე დაეშვა მიწაზე, ვერც კი შეამჩნია, რომ ახლა ქარისთვის იგი აღარაფერს წარმოადგენდა. ქარს მისი შველა აღარ შეეძლო და იგი უკვე სხვა ფოთოლს ეალერსებოდა. ნაზად, მშვიდად, ფოთოლი დაეცა მიწაზე. მან ვერც კი გაიგო, რომ ამქვეყნად უკვე აღარ არსებობდა... იგი აღარავის სჭირდებოდა...
|
ჩემო გოგონა
ახლა ღამეა.შობა ღამე.ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან... მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული აპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ.იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი! ... იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი!_ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თ
...
Read More
|
დაქორწინებული წყვილი მანქანაში – რა თქმა უნდა, მამაკაცი მართავს. ქალი პატარა, მყუდრო კაფეს შეამჩნევს და ხვდება, რომ შეყვარებულის როლში ყოფნა უფრო მოსწონდა – ქუჩაში ხელჩაკიდებული სიარული და კინოთეატრის ჩაბნელებული დარბაზის უკანა რიგში ჯდომა. ხვდება და მამაკაცს ეკითხება: ხომ არ შევსულიყავით? მგონი არ ღირს – პასუხობს ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს. შედეგი? ქალი იმედგაცრუებულია – "შემოხედვაც არ ისურვა”, მამაკაცი გაოცებული – "პირდაპირ ეთქვა რაც უნდოდა”. ის, რაც ჩვენ არ ვიცით: მამაკაცები ყოველთვის არ ეძებენ ჩვენს კითხვაში დაფარულ სურვილს, ხშირად, ისინი უბრალოდ პასუხობენ. მათი პასუხი კი კანონი არ არის – უბრალოდ აზრია. ის, რაც მათ არ იციან: ქალებს მოსწონთ გამოცანები, ისინი იშვიათად ამბობენ რამეს ისე, უბრალოდ. მათი კითხვა კი კითხვა არ არის, სურვილია.
სტატუსი და ურთიერთგაგება რას ნიშნავს მამაკაცისთვის სტატუსი? პასუხი მარტივია, მიზეზი – რთული. მამაკაცი, რომელიც გამარჯვებისთვის დაიბადა, რომელიც მუდმივად ცდილობს იყოს ძლიერი, რომელიც მეგობრულ მეტოქეობაშიც კი წარუმატებლობას ვერ ეგუება, რომელიც საშხაპეშიც კი საკუთარ "ღირსებას” სხვისას ადარებს. მისთვის სტატუსი იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენთვის. და რას გრძნობს მამაკაცი, როცა მისი პარტნიორი მასზე წარმატებულია, უკეთესი სამსახური აქვს და უფრო მეტიც, უკეთესი ხელფასი? ეს ის შემთხვევაა, როცა ურთიერთგაგება ნელ-ნელა კლიშედ იქცევა. მამაკაცი ბოლომდე ვერასდროს შეეგუება იმას, რომ დამარცხდა, თანაც ქალთან
...
Read More
|
- ძლივს გიცანი, ისე გამხდარხარ, თითქოს ყურებში სინათლე გაგდის! – უთხრა სერგიმ. - ჩემს ლეშზე ნუ იფიქრებ. იფიქრე სულზე სიკვდილის შემდეგ. წუთით დუმილი ჩამოვარდა. - ჰო, მართლა, როგორ ცხოვრობ? რახანია ერთმანეთი არ გვინახავს. - ჰო, დიდი ხანია. რაო სერგი, ისევ დამივიწყე? - დავაპირე შენთან მოსვლა, მაგრამ ვერ მოვიცალე. ხან უნივერსიტეტი, ხან ეს, ხან ის... - სულ მარტო დავრჩი, არც მეგობარი, არც ნათესავი, არავინ არის. - გამიგონე, უბრალოდ მიხვდი, რომ მარტო არა ხარ! - უთხრა სერგიმ, სილურჯემოდებულ შიშველ ფეხებს მიაჩერდა, - არ გცივა? - იცი, წუხელ შარვალ-ხალათი მომპარეს, ფეხსაცმელიც მომპარეს, - მიუგო მან და ხალათი გაიხსნა, საცვლების ამარა დადგა. - კარგი ერთი, ვინ მოგპარავდა!? - შენ არ იცი. ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები. - წამოდი ჩემთან, სახლში. - არა, სერგი, მივეჩვიე სიცივეს. ამ ლეშს, ჩემს სხეულს ახლა სამარისთვის ვამზადებ. ...და საფლავების მწვანე სიჩუმე. - მე ხომ გთხოვე... - წინათ იყო რაღაც ხალისი, შინ მომიხაროდა და მერე უთენია ისევ გავრბოდი ქუჩებისკენ. თუმცა ეს წინათ, ახლა არც სახლში მიმიხარია, არც ქუჩებისკენ. სასაფლაო, მხოლოდ სასაფლაოა ჩემი ადგილი. - შენ უკვე ისე შეეჩვიე სასაფლაოს, რომ არც კი ამჩნევ ირგვლივ რა ხდება. გაიხედე, განა მარტო შავი ფერია?! - ეს არ არის საქართველო! - ეს არი
...
Read More
|
მოდი, ჩამხედე ამ თვალებში, შიგნით ტბებია, ჩაღამებული ყურეები მყუდრო დღეებით, ზღვის სიშორეში შუაღამეს უერთდებიან მთვარეში ნავით გადასული მეთევზეები.
თვალუწვდენელი ურჩხულების ვერცხლის პერანგით ბზინავენ ზღვები მთვარის შუქზე. მლაშე სურნელით. იძვრის ნიავი, როგორც მშვიდი ძილის სურვილი, ვიდრე წრეს შეკრავს, შემოხაზავს მზის ბუმერაგი.
მოდი, ჩამხედე ამ თვალებში, სარკმლის, ფარდების მიღმა, როდესაც ვარსკვლავეთის მხარე ინთება, უფსკრულებია აქ ისეთი – შეგეშინდება ციხე-კოშკიდან მონაზვნების გადმოვარდნები.
აქ ტყეებია ამ ტბებში რომ ირეკლებიან, მთიდან ველებით ევლებიან ტყეს ფრინველები, ტყეების შიგნით საიდუმლო ბილიკებია, შემოიხედე – შენც ამ ტყეებს გადაევლები.
ერთი ჩახედვით, ერთი წამით და გაელვებით ვნახოთ ქუჩები, სანაპიროს ქალაქები და ტაძრის ბაღებში გადავძვრებით გალავნებიდან და ბრმა მათხოვარს გზის პოვნაში მივეშველებით.
ცოტა ხნით ღმერთის გვეგონება მისი ხელები, მაგრამ იცოდე ჩემს თვალებში ღმერთი არ არი, აქ მხოლოდ მისი საფლავია, ზეთისხილები ფარავენ და ჩვენც გავანათებთ საფლავს ფარანით.
ტაძრის გუმბათზე ნახავ როგორ თვლემენ მტრედები, მსუქანი მღვდლები შეგხვდებიან ეჭვის თვალებით, წამით ათასგვარ მწიკვლოვნებას დაგაბრალებენ და ტაძრის ზღურბლთან მდგარ ხეი
...
Read More
|
ჩასძინებოდათ არწივებს, სთვლემდნენ მუხათა ტოტები, ბნელ ღამეს ააქარცივებს მკივანი მიკიოტები. არწივებს ჩასძინებოდათ, ბედი არ სთვლემდა ცბიერი: შორით შორს ალი ჩნდებოდა, ცეცხლი გორავდა ძლიერი. ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა, როგორც ძნას შემოდგომისას. არწივებს ჩასძინებოდათ, სიზმრებს ხედავდნენ ომისას. ცეცხლი, ხავსებით დახალულს, გზებს ალით შემოაძივებს, იქ გაჩნდა, სადაც დაღალულს ჩასძინებოდათ არწივებს; გამოეღვიძათ არწივებს. . . ცეცხლი! -შესძახეს წივილით, ცეცხლი! –მიდამოც გასწივის, ცეცხლი! -ტყე ამბობს ტკივილით. არწივების გაკიდებული ფრთებს ცეცხლი გადაეყარა, ფრთებზე ცეცლწაკიდებული, შორით გაფრინდნენ ვეღარა, იქვე დაეცნენ სამზირად, გულს თუმცა გაფრენა სწადიან, დაღლილნი, არაგვის პირად ფრთადაკიდებულნი დადიან: „ არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა. „
|
როდესაც მცივა, მე ვიზრდები, ვხდები უსასრულო და თვლა აღარა აქვს ჩემს ხელებს, ჩემს მუხლებს, ჩემს თვალებს და ვასრულებ მოძრაობებს, რომლებიც არც კი დასიზმრებია სხეულს. როდესაც მცია, ბრმავდება სამყარო და შემიძლია უტიფრად მივაჩერდე დავსებულ თვალებში,, ჩემი ხელები კი იზრდებიან, სცივათ და იზრდებიან, იტოტებიან, როგორც ქუჩები, ედებიან მთელ ქალაქს, მთელ სამშობლოს, მთელ დედამიწას და თოვს.
როდესაც მცივა, მე შევრბივარ პირველივე სასადილოში, სადაც შენ მიცდიდი მუდამ, როცა მე მციოდა, და მუდამ იყავი ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქალი, როცა მე მცივა, და მერე ვსვამდით ჩაის, ვთბებოდით, დაორთქლილი მინებიდან მოჩანდა ქუჩა, რომელსაც სციოდა და ტანზე ეყარა ავტო-ბუსუსები. შენ ზოგჯერ გრძნობდი, რომ მე ვიტანჯები, რომ ჩემი ხელები იზრდებიან, იტოტებიან, ედებიან მთელ დედამიწას, რომ თვლა აღარა აქვს ჩემს თვალებს, ჩემს მუხლებს, და მეუბნებოდი: ნუ ღელავ, დაწყნარდი, ჩვენ შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ, თამამად დავდოთ პირობები, ბოდიშები ადვილად ვიხადოთ, რადგან, სულერთია, უხერხული პაუზები თქმისთანავე ააშრობენ თვითეულ სიტყვას, კვალსაც არ დატოვებენ ჩვენი ნათქვამიდან და შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ.
...
Read More
|
მან მიატოვა პატარა გოგონა, მერე მოვიდა მითხრა, შენ მიყვარხარო და შენთან ერთად ბედნიერება მინდა. მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს, ახლა გაიგებს თუ როგორია, რომ მიგატოვებს ვიღაც. უცებ შეებრალა პატარა გოგონა, სასწრაფოდ ეძებს ბინას, იქ კი ეტყვიან რომ იმ გოგონას ახლა საფლავში ძინავს. ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები ვეღარ მიმხვდარა რა ქნას, მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე მუშტით დააყრის მიწას. –ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია რომ მიგაბარეს მიწას? ახლა ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული, გთხოვთ არასოდეს არ მიატოვოთ ქალის სათუთი სული.
|
მოგკლავდი... მაგრამ... არა შენი სიკვდილით, შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში და მერე ყველაზე დახინჯებული გულით თავიდან შეგიყვარებდი.
მეტკინე... როგორც მოტეხილი მკლავი, თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე. .... იმდენად მარტო ვარ, ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები, არა თუ ადამიანებს და ყველაფერი ხელიდან მივარდება: კალამი და შენი სუნი, იები და შენი გაბუტვა. ვის?! ვის გავარდნია ხელიდან ყველაზე მართალი ღიმილი.
ყველაზე გულწრფელი და ბავშვური? მე გამივარდა. არა! ალბათ ძალით დავანარცხე მიწას და ნამსხვრევებად ვაქციე შენი ბროლის ტუჩები, რომ არავის შეემჩნია რა ვნებით მიყვარდა მათი კოცნა.
მოგკლავდი...მაგრამ... არა სიკვდილით. სიცოცხლით მოგკლავდი, სიცილით მოგკლავდი და მერე შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს სიახლოვის მკვლელი და შენთან ერთად დავშორდებოდი ცაზე შეყვარებულ დედამიწას. .....
-მომკლავდი? -ალბათ....
|
აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე, მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე, ცურვა გამორიცხულია – გული ისედაც ძლივს მუშაობს და სუნთქვაც მიჭირს. აქ კარგია. ვწევარ გულაღმა და სამდღიანი ლოთობის შემდეგ, დღევანდელი ამბების შემდეგ, ოთხი ფინჯანი ყავის შემდეგ სუნთქვა მიჭირს. მართალს ამბობენ, რომ ასეთ დროს ზღვაში შესვლა საშიშია. მე ვწევარ წყალზე და ნაპირამდე საკმარისი მანძილია, რათა შევშინდე, მაგრამ მშვიდად ვარ. აქ კარგია. მე ვჭუტავ თვალებს, მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე, სუნთქვა სულ უფრო მიძნელდება. ვიხსენებ დღეებს, ვიხსენებ ყველას, ვინც მიყვარდა. წყალი მიმარწევს და სუნთქვა მიჭირს. ყველაფერი, ნაპირი, სიცოცხლე, ჰაერთან ერთად ცოტავდება. აქ კარგია. წყალი მატულობს და ბნელდება, და ცივდება. მე ვახელ თვალებს და მზეს, რომელიც აბრწყინებდა მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე, ფარავს ღრუბელი. ღრუბელს წყალი. წყალს კი სიტყვები: ხმა, რომელიც შემოდის ჩემში, რომელიც ისმის არსაიდან – ყოველი მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ ამჯერად უნდა გადავრჩე, რომ მზე ისევ გააბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე, რომ ჰაერი მოიმატებს, წყალი გათბება, რომ ჩემი გული დამშვიდდება და რომ უკვე ნაპირზე ვარ. აქ კარგია. ჩემს გარშემო ირევა ხალხი, ზოგიც წყალშია. მე ვზივარ და ვიღიმები. არავინ იცის, რომ აქ კარგია. რომ ყველანი უკვე გადავრჩით...
|
რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს. განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს. ამ ნაგებობებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ. ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს. განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტელევიზორებს და ჩვენს კედლებზე მოწიკწიკე იაფ საათებს. სარკეებს, სადაც გამრუდებულ სახეს ვისწორებთ. საწოლებს, სადაც უკანასკნელ ღამეს გავათევთ.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ქაღალდებს; როგორც ფასიანს _ ფულის ნიშნებს და ასე შემდეგ, ისე სავსებით უსარგებლოებს _ ხელნაწერებს, რითიც სავსეა ჩვენი უჯრები, და უჯრები ჩვენი მსგავსების. ვერ ხედავს არყით გადავსებულ ერთჯერად ჭიქებს. ვერც ბნელ ტროტუარს, ნამთვრალევი სადაც ვირწევით. ვერც თაროებზე უწესრიგოდ მიწყობილ წიგნებს. ვერც ჩვენს სახელებს, ზოგიერთის ყდაზე მიწერილს.
ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ. და ჩვენს გარშემო როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო. რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ, უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ, მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი გვის და ამტვერებს; და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ. და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.
|
იმედდაკარგული არ მინდა გელოდო აღარ გამომივლი ვიცი. სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს, რა ვქნა? გული მაინც გიცდის. ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის, ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება ვიცი და მაინც გიცდი. ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი, მარტო არ დამტოვებ ვიცი. ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ ვიცი და ამიტომ გიცდი..
|
სულ ერთმა ჭიქამ, სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე და მომაგონდი აღარსად ჩანდი აღარსად იყავ... სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
მერე რამდენი შენ მიგამსგავსე რხევით ღიმილით ხმით და სიცილით მომინდა უცებ შენი სიცივეც სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
რა იყო მაინც ის ერთი ჭიქა ოქტომბრით სავსე და შენით სავსე აღარსად ჩანდი აღარსად იყავი სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე...
|
მოვიდა ჩემი აღსასრულის ჟამი, დღეები დღეებად გამიშპა წუთები წამებად გამექცა, გრძნობები ნორჩად დაბერდა, ფიქრები ქვესკნელსში ამღერდა. მე ახლა გელოდები სიკვდილის პირულში აღსარება უნდა ჩაგაბარო, მუხლებზედ დაცემული სიყვარულს გევედრები ალერსით შემომხედე ძლიერ გეხვეწები რაგაც უნდა გთხოვო? ორშაბათს მიყავს ჩემი სული,წმინდა იესოს ბაგრატის ტაძარში, კვირას ჩემი გასვენების დგეეს,ქარი იქროლებს ისე იქროლებს რომ გუმბათებს ააკივლებს, ხატები იტირებენ ,ქალები იწივლებენ , სანთლები ჩამოადნა კუბოს ფიცრებს, გელოდები ამ დღეეს ბაგრატის ტაძართან, კიდევ რაგაც დამჩა სათქმელი გთხოვ მომისმინე. ჩემო სიცოცხლე სულმა ახსარება უნდა ჩაგაბაროს მონათრებისა! გულმა ვულკანივით დაიგრიალოს სიყვარულისა! მე შენზედ ვილოცებ აქედან ყოველთვის, ჩემო ქალღმერთო მატლი ჭამს ჩემს სხეულს კუბო დამილპა, ხორცი აყროლდა, სული მდუმარე შენზედ ათრთოლდა, ეხლა დროარის წახვიდე სახშიდა არავის უამბო თუ რა მჩირდა, გულში ჩაიკალ ეს გრძნობა ეს განცდა ოდესღაც შენც მოხვალ მკვდარი წყლის პირასა!!!
|
ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით და როცა მეწყება განსაცდელი, როდესაც შენს გარდა აღარსაით, არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი.
ტკივილი ცოტა ხნით დამიამე, შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი, ძარღვებში სისხლივით დამიარე, თავალებში შუქივით შეიჭერი.
შემივსე საგულე ცარიელი და ნიშნად ხელახლა დაბადების, სიმხნევე მაღირსე წამიერი, არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.
არა გთხოვ მყისიერ ერთგულებას, ირწმუნე სათქმელი განდობილი, მაღირსებ ოცნების შესრულებას? ცოტასიც დავრჩები მადლიერი.
ჰოო...მაგრამ მარტოდენ ბოდვებია ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული, სხეულზე ცეცხლივით მომდებია სიცოცხლის უშენო დასასრული.
და იწვის ბუხარში წუხანდელი წერილი,კუნძივით მობრიალე, სტრიქონებს ედება ჟრუანტელი: მარტო ვარ,მომხედე,მომიარე!
ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური ლიცლიცა ღამეებს,საღამოებს და როგორც ვეება სალამური, ოთახში აკვნესებს საგალობლებს.
ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი და შენკენ გადმოაქვს დაქსაქსული, ვით გულის ჯიბიდან ვალიდოლი, აბებად გულისკენ გადასული.
თავზე ცა მემღვრევა შავ ზღვასავით, მეწყება უწყალო განსაცდელი, გამიგე,შენს გარდა
...
Read More
|
უშენოდ ხომ სიცოცხლეს სუნთქვა აკლიაო, შენი ჩასუნთქული ჰაერიც ხომ ჩემთვის ფასიაო, შენს ლოდინში ტრფობის ალი ანთიაო გული სევდის მონატრების წამიაო.
შენს წუხილში ჩემი გრძნობა ნაგვლიანი გული ფეთქავს მონატრებით დარდიანი, სულში მიზის შენი თვალის ნატურა ზედ ფურცელზე მელანივით დასულა.
ვერ გელევა ეს სხეული წყეული, შენთვის საწყის ლექსად გადაქცეული, ქარს კი მოაქვს შენი თმების სურნელი ჩემს სხეულში მონატრებად ქცეული.
ამ გრძნობებში დამალული შენი წმინდა სხეული გულის კედლებს მიკრობილი ნაღვლიანად ქცეული, შენს გულში კი ჩაქსოვილი ჩემი მუზის დღიური თხუთმეტ წუთში დაწერილი სუნთქვა ლექსად ქცეული...
|
აგვისტოს თვე იდგა. მზე ისე აცხუნებდა, თითქოს იცოდა, რომ კარგა ხანს ასე ვეღარ გაათბობდა დედამიწას. ქ. ფოთის სანაპიროზე იჯდა და უყურებდა მზის და დედამიწის შეერთების ადგილს. იქ სადაც მზე ზღვაში ჩაესვენებოდა. ეს იყო გიორგი, ერთ-ერთი გემის მეზღვაური. განათლებული, ჭკვიანი, მაგრამ ახალგაზრდულ „სიცელქეს" აყოლილი ახალგაზრდა. უყვარდა ზღვა, მუსიკა, და რა თქმა უნდა ლამაზი გოგონები... და რა დალევს მათ ზაფხულში ზღვის სანაპიროზე!.. მოკლედ გიორგის ყველაფერი ჰქონდა რომ თავი ბედნიერად ეგრძნო, გარდა ერთისა, ეს ერთი ნამდვილი სიყვარული იყო, რომლის ძებნასაც თითქოს არც კი ჩქარობდა და ცდილობდა. გიორგის გემი სექტემბრის პირველ რიცხვებში აპირებდა ევროპისკენ გეზის აღებას. სწორედ ამ გემზე მოხვდა ქუთაისის, ერთ-ერთი ცნობილი და შეძლებული პიროვნების ქალიშვილი ქეთი, რომელსაც მშობლები სასწავლებლად ევროპაში აგზავნიდნენ. ქეთი განათლებული, კულტურული და თავ დაჭერილი პიროვნება იყო. არ უყვარდა დროის უქმედ ხარჯვა. ის მუდამ წიგნის კითხვასა და სიახლის ძიებასჰი იყო გართული. ქეთი განათლებულობასთან ერთად ულამაზესი ქალწულც იყო. მას შესტრფოდნენ მთელი ქალაქის ბიჭები, მის დანახვაზე ყველას ენა უვარდებოდა და თითქოს მადენიმე წამით გულიც უჩერდებოდათ... ამ ადმიანის სილამაზე, რა თქმა უნდა არ გამორჩენია გიორგისაც, მან თავაზიანად გამო
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 32 სტუმარი: 32 მომხმარებელი: 0 |
|
|