♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 28 » ჩასძინებოდათ არწივებს
7:49 PM
ჩასძინებოდათ არწივებს

ჩასძინებოდათ არწივებს,
სთვლემდნენ მუხათა ტოტები,
ბნელ ღამეს ააქარცივებს
მკივანი მიკიოტები.
არწივებს ჩასძინებოდათ,
ბედი არ სთვლემდა ცბიერი:
შორით შორს ალი ჩნდებოდა,
ცეცხლი გორავდა ძლიერი.
ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა,
როგორც ძნას შემოდგომისას.
არწივებს ჩასძინებოდათ,
სიზმრებს ხედავდნენ ომისას.
ცეცხლი, ხავსებით დახალულს,
გზებს ალით შემოაძივებს,
იქ გაჩნდა, სადაც დაღალულს
ჩასძინებოდათ არწივებს;
გამოეღვიძათ არწივებს. . .
ცეცხლი! -შესძახეს წივილით,
ცეცხლი! –მიდამოც გასწივის,
ცეცხლი! -ტყე ამბობს ტკივილით.
არწივების გაკიდებული
ფრთებს ცეცხლი გადაეყარა,
ფრთებზე ცეცლწაკიდებული,
შორით გაფრინდნენ ვეღარა,
იქვე დაეცნენ სამზირად,
გულს თუმცა გაფრენა სწადიან,
დაღლილნი, არაგვის პირად
ფრთადაკიდებულნი დადიან:
„ არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა. „

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1401 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:43 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 50
სტუმარი: 50
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024