მთავარი » 2010 » იანვარი » 03
ტიტანიკი Titanic
3 სთ 14 წთ ჟანრი: დრამა, სათავგადასავლო, რომანტიული პოსტერები გამოშვება: 01 ნოემბერი 1997 რეჟისორი: ჯეიმს ქემერონი სტუდია: 20 სენთერი ფოქსი, ფარამაუნტ ფიქჩერზი, ლაითსთორმ ინტერტეიმენტი როლებში: ბილი პექსტონი, ლეონარდო დი კაპრიო, ქეით უინსლეტი, ბილი ზეინი, ქეტი ბეიტსი, ფრენსის ფიშერი, დევიდ უორნერი, ბერნარდ ჰილი, გლორია სტიუარტი, სიუზი ამისი, ნიკოლას კასკონი
ფილმის მიმოხილვა
ახალგაზრდა შეყვარებულები ჯეკი და როუზი ერთმანეთს პოულობენ პირველ და უკანასკნელ ჩაუძირავი' ტიტანიკის ზღვაონობაში. რა იცოდნენ ახალგაზრდებმა, რომ მდიდრული ლაინერი ჩრდილოეთი ატლანტიკის ყინულოვან წყალში აისბერგს შეეტაკება, და მათი ვნებიანი სიყვარული სიკვდილთან ბრძოლაში გადაიქცევა...
|
მზის ამოსვლამდე Before Sunrise
1 სთ 41 წთ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 27 იანვარი 1995 რეჟისორი: რიჩარდ ლინქლეითერი სტუდია: ქასლ როქ ინტერტეიმენტი, კოლამბია ფიქჩერზ ქორპორეიშენი, დეტურ ფილმოპროდუქსიონი, ფილმხაუს იუნივერსალ ფილმპროდაქშენსი როლებში: ეთან ჰოუქი, ჯული დელფი, ანდრეა ეკერტი, ხანო პეშლი, კარლ ბრუკშვაიგერი, ტექს რუბინოვიცი, ერნი მანგოლდი, დომინიკ კასტელი, ხაიმონ მარია ბუტინგერი, ხაროლდ ვაიგლანდი.
ფილმის მიმოხილვა
ახალგაზდა ამერიკელი ჯესი მატარებელში გაიცნობს ლამაზ ფრანგ ქალს სახელად სელინი. ისინი მალევე იპოვიან უამრავ საერთო სალაპარაკო თემებს, და ჯესი დაარწმუნებს სელინს მასთან ერთად ვენაში ჩამოსვლას, საღამოს და ღამის ერთად გასატარებლად, რადგან დილით ის სახლში – შტატებში უნდა დაბრუნდეს. ამ ღამით საოცრება მოხდება, მამაკაცსა და ქალს შორის სიყვარული დაიბადება... ისეთი ძლიერი, რომ ყველაფერი დანარჩენი ნიშვნელობას კარგავს...
|
წითელი ფერი Red Is the Color of 1 სთ 27 წთ ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 16 სექტემბერი 2007 რეჟისორი: ენ ნორდა სტუდია: ბეარ აილენდ ფილმსი როლებში: ირინა ბიერკლუნდი, პიტერ ფრანცენი, ელიზა პრაიორ ნეიჯელი, ქერი დიპიეტრო ...
ფილმის მიმოხილვა ორი მხატვარის მყარი ქორწინება ეჭვიანობის ქარიშხალში აღმოჩნდება, ქმრის 'ნატურშიცას' პროვოკაციული მოქცევის გამო, რომელიც მის ცოლში სექსუალურობის და სულიერი ვნების ცეცხლს აანთებს. სამი ადამიანის თამაში... სამივე ებრძვის საკუთარ თავს და სურვილებს...
|
ეს არის დზააან მაგარი მუსიკები ნახეთ და თქვენ თვითონ შეაფასეთ !!!
|
კრისტიან იოჰან ჰაინრიხ ჰაინე (Christian Johann Heinrich Heine) ( 13 დეკემბერი, 1797 – 17 თებერვალი, 1856) - ესეისტი, ჟურნალისტი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმანელი რომანტიკოსი პოეტებისა. წარმოშობით ებრაელი, მოწიფულობის ასაკში მოექცა ქრისტიანობაზე.
სიყვარული - ეს ტკბილი ტკივილია გულში.
იქ, სადაც წვავენ წიგნებს, საბოლოოდ, ადამიანებსაც დაწვავენ.
თუ მკერდში გული არ გიცემს, ვერასოდეს დაწერ ფართო მასებისათვის.
მზისა და ბედნიერების საპოვნელად დავდიოდი ... შიშველი და უძლური დავბრუნდი უკან და სამოსიცა და იმედიც ამ უქმად სიარულში გავცვითე .
როცა სიტყვები უძლურია, ისინი ადგილს მუსიკას უთმობენ.
გამოცდილება საუკეთესო სკოლაა, უბრალოდ აქ სწავლა ძვირი ღირს.
ანგელოზები ამას ციურ ნეტარებას უწოდებენ, ეშმაკები — ჯოჯოხეთურ წამებას, ადამიანები კი — სიყვარულს.
ბრიყვების რიცხვი დედამიწაზე გაცილებით აღემატება მოსახლეობის რაოდენობას.
უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი.
რამდენი ცრემლიც არ უნდა დაღვარო, ბოლო მაინც ერთი იქნება - ცხვირის მოხოცვა.
ყოველი ქალი სამყაროს საჩუქარია ჩემთვის.
უნდა მიუტევო შენს მტრებს, რაღა თქმა უნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ სახრჩობელაზე ჩამოკიდებენ.
...
Read More
|
რალფ ოულდო ემერსონი (Ralph Waldo Emerson) (1803–1882) – ამერიკელი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.
როცა თვალები ერთს ლაპარაკობს, ხოლო ენა- სხვას, გამოცდილი ადამიანი პირველს უფრო ენდობა.
ცხოვრებასთან მეტისმეტი სიახლოვე ხელოვნებისათვის მომაკვდინებელია.
მხატვარმა მთლიანად უნდა შესწიროს თავი ხელოვნებას ისევე, როგორც ფუტკარი თმობს სიცოცხლეს ნესტართან ერთად.
ერი არ მოკვდება, თუისევე თავს არ მოიკლავს.
მიბაძვა დედანს ვერ აღემატება. მიმბაძველი განწირულია: უიმედო საშუალო დონეს თავს ვერ დააღწევს.
ისტორია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიოგრაფიები.
|
უილიამ კუტბერტ ფოლკნერი (William Cuthbert Faulkner) (25 სექტემბერი, 1897 – 6 ივლისი, 1962)- ამერიკელი ნოველისტი და პოეტი. მიჩნეულია მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად. 1949 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.
ფაქტებსა და ჭეშმარიტებას ბევრი არაფერი ესაქმებათ ერთმანეთთან.
თუ გსურს მთის გადადგმა, პატარა ქვების გადატანით უნდა დაიწყო.
შეუძლებელია ჭეშმარიტების მზერა: იგი აბრმავებს, უმზერს ერთი და ერთ ფაზას ხედავს მისას, უმზერს მეორე და ხედავს მეორეს. მაგრამ თუ ამათ შევაერთებთ მივიღებთ მთლიან ჭეშმარიტებას, თუმცა თითოეულმა მათგანმა ვერ შეძლო მისი მთლიანობაში დანახვა.
|
უილიამ შექსპირი (დ. 23 აპრილი, 1564 — გ. 23 აპრილი, 1616), ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.
თეატრის აზრი უწინარესად ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსოება, დროებასა და ხალხს მისი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენები გააცინოს, მაგრამ გაგებულს ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელის თეატრისას. „ჰამლეტი"; უილიამ შექსპირი, ტრაგედიები, I ტომი; „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა", გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო"; თბილისი, 1980 წ. სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის, ვინ არის სულელი.
უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას აგრე ხშირად რომ არ ახსენებდე.
ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ ასცდება გამათრახება.
კაცი რომ ჯოჯოხეთის მეკარე იყოს, მარტო გასაღების ტრიალი დააბერებდა.
არა- სულელი ის არის ვისაც სჯერა მორჩილება მგლისა, ალერსი ცხენის წიხლისა, ტრფიალება ბავშვისა და ფიცი უნამუსო დედაკაცისა.
გულქვა დიაცი სატანაზედ უარესია.
ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა.
ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარ
...
Read More
|
A Walk to Remember 1 სთ 51 წთ ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 23 იანვარი 2002 რეჟისორი: ადამ შენკმანი სტუდია: უორნერ ბრაზერს ფიქჩერზ კომპანი, გაილორდ ფილმსი, პანდორა სინემა, დინოვი ფიქჩერზი როლებში: მენდი მური, შეინ უესტი, პიტერ კოიოტი, ქლეინ კროუფორდი, დერილ ჰანა
ფილმის მიმოხილვა ლენდონ კარტერი - თავისი სკოლის კუმირია, ის დმოუკიდებელი, ლამაზი და სასტიკია. და რა თქმა უნდა ის ვერც კი ამჩნევს შეუხედავ ჯეიმის, რომელიც მხოლოდ სწავლაზე ფიქრობს. მორიგი სულელური გამოხტომის კარტერს აიძულებენ სტუდენტებთან ერთად ითამაშოს სასკოლო პიესაში. აქ კი ის ვერაფერს გაართმევს თავს მორიდებული ფრიადოსანის დახმარების გარეშე. ჯეიმი დათანხმდება დაეხმაროს ბიჭს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლენდონი დაპირდება, რომ არ შეუყვარდება ის. თვითკმაყოფილი ყმაწვილი ადვილად აძლევს ფიცს, მაგრამ მალევე მიხვდება, რომ მის შესრულება ძალიან გაუჭირდება...
|
Autumn In New York 1 სთ 43 წთ ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 11 აგვისტო 2000 რეჟისორი: ჯოან ჩენ სტუდია: იუნაითიდ არტისტსი, ლეიქშორ ინტერტეიმენტი როლებში: ვაინონა რაიდერი, რიჩარდ გირი, ენტონი ლაპალია, ვერა ფარმიგა, ილეინ სტრიჩი
ფილმის მიმოხილვა უილ კეინი - ნიუ-იორკში მოდური რესტორანის მფლობელია. პლეიბოი და წამიერი ინტრიგების ოსტატი, - შარლოტა ფილდინგის გაცნობის შემდეგ მოულოდნელად აღმოჩნდება შეშლილობასთან მოახლოვებულ მდგომარეობაში. შარლოტა მასზე ორჯერ უფრო ახალგაზრდაა. მას სწყურია გემო გაუგოს ზრდასრული ადამიანის ცხოვრების ყველა
...
Read More
|
- დე... - დე... - მეთამაშე, დე... - მეძინება, დე... - ზღაპარი მომიყევი, დე... - მაკოცე ,დე.. - მომეფერე, დე... - მიყვარხარ, დე... - მშია, დე... - წავალ რა, დე... - მომწონს, დე... - მგონი მიყვარს, დე... - პატარა აღარ ვარ, დე... - გავთხოვდი, დე... - მივდივარ, დე... - რომ მოვიცლი გნახავ, დე... - მეც მენატრები, დე... - რა გჭირს, დე... - გეხვეწები, დე... - არ მოკვდე, დე... - არ დამტოვო, დე... - მშვიდობით, დე...
|
ზოგი ამაყობს დიდი გვარით, ზოგი ქონებით, ზოგი ძალას ფლობს, ზოგი აქებს თავის ხელობას, ზოგი სამოსელს იხდენს ტანზე თავმომწონებით, ზოგის სახელს კი ცხენი უქმნის სასახელობას. ყველას აქვს რაღაც საკუთარი ზნე თუ საგანი, რაც მის სიცოცხლეს განდიდების დაღად აჩნია, ჩემს საზომად კი არ გამოდგა ამათთაგანი და ბედმა ჩემთვის საამებლად სხვა რამ არჩია. შენ რომ მიყვარხარ, მე ამით ვარ სხვებზე მდიდარი, ეს მირჩევნია გვარს და ცხენს და ოქროს ვარაყებს, ვერ შეედრება მას ქონება ვერავითარი და ქვეყნად მხოლოდ შენთან ყოფნა გამაამაყებს. მაგრამ ეს ერთი დარდი მიკლავს გულს და გონებას, - თუ მიმატოვებ, მე დავკარგავ მთელ ჩემს ქონებას.
|
ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ…… გოგონას ცრემლები ულევი იყო როგორც ცის, აი ვის თანაუგრძნობდა ის. მისი ცრემლები ფანჯრის მინაზე ეცემოდა და მალევე ქრებოდა.გოგონას ნია ერქვა ის მხოლოდ 15 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებოდათ რა ჰქონდა სატირალი ასე პატარას, მაგრამ მასაც მიაყენეს ტკივილი და ეს თვით განგება იყო, თვით ბუნება. ის ყველასაგან გამოირჩეოდა სილამაზით.დიდი უძირო ზღვასავით ფართო თვალები, აი რა იყო მისი ყველაზე დიდი სილამაზე.ის ანგელოზს ჰგავდა ღვთისგან მოვლინებულს ამ ქვეყანაზე და ეს ანგელოზი მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ეს იყო გიო. ის იყო ნიას ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე დიდი ტკივილი. გიო ახლა აღარ იყო ამ ქვეყანაზე. ის ღმერთმა წაიყვანა თავისთან და იქიდან ალბათ გიოც ტიროდა. რადგან ხედავდა ნიას ცრემლებს. რატომ წაართვა ღმერთმა მისი თავი?! მათი სიყვარული ხო მ ცოტა ხნის წინ დაიწყო… გაზაფხულის მზიანი დღე იყო, თითქოს ბუნება რაღაც ახალს ელოდა და უხაროდა. გოგონა მიდიოდა ნელა თავის ფიქრებთან ერთად. უცებ იგრძნო რომ ვიღაც შეეჯახა, გამოერკვა ფიქრებიდან, ბიჭი კი შეკრთა, ერთ ადგილას გაჩერდა, მას არასოდეს ენახა ასეთი თვალები. გავი
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0 |
|
|