კრისტიან იოჰან ჰაინრიხ ჰაინე (Christian Johann Heinrich Heine) ( 13 დეკემბერი, 1797 – 17 თებერვალი, 1856) - ესეისტი, ჟურნალისტი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმანელი რომანტიკოსი პოეტებისა. წარმოშობით ებრაელი, მოწიფულობის ასაკში მოექცა ქრისტიანობაზე.
სიყვარული - ეს ტკბილი ტკივილია გულში.
იქ, სადაც წვავენ წიგნებს, საბოლოოდ, ადამიანებსაც დაწვავენ.
თუ მკერდში გული არ გიცემს, ვერასოდეს დაწერ ფართო მასებისათვის.
მზისა და ბედნიერების საპოვნელად დავდიოდი ... შიშველი და უძლური დავბრუნდი უკან და სამოსიცა და იმედიც ამ უქმად სიარულში გავცვითე .
როცა სიტყვები უძლურია, ისინი ადგილს მუსიკას უთმობენ.
გამოცდილება საუკეთესო სკოლაა, უბრალოდ აქ სწავლა ძვირი ღირს.
ანგელოზები ამას ციურ ნეტარებას უწოდებენ, ეშმაკები — ჯოჯოხეთურ წამებას, ადამიანები კი — სიყვარულს.
ბრიყვების რიცხვი დედამიწაზე გაცილებით აღემატება მოსახლეობის რაოდენობას.
უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი.
რამდენი ცრემლიც არ უნდა დაღვარო, ბოლო მაინც ერთი იქნება - ცხვირის მოხოცვა.
ყოველი ქალი სამყაროს საჩუქარია ჩემთვის.
უნდა მიუტევო შენს მტრებს, რაღა თქმა უნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ სახრჩობელაზე ჩამოკიდებენ.
ჩემი გული ყოველთვის აღსავსე იქნება სიყვარულით, ვიდრე ქვეყნად ქალები არსებობენ.
|