♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 24


Ночные сестры

1 სთ 35 წთჟანრი: კომედია, მელოდრამა, რუსული პოსტერები
 გამოშვება: 29 ნოემბერი 2007
რეჟისორი: ალექსეი მურადოვი
სტუდია: პარკ სინემა პროდაქშენსი
როლებში: ვიაჩესლავ გრიშეჩკინი, მაქსიმ კონოვალოვი, ალექსეი მაკაროვი, ალექსეი კორტნევი, ოლღა ლომონოსოვა, ანგელინა მირიმსკაია, ელენა პოდკამინსკაია 


ფილმის მიმოხილვა
'მერსედესიდან' მოსკოვის ნომრებით, რომელმაც ავარია განიცადა პროვენციული პანსიონატის ახლოს, აქ ჩამოიყვანენ კირილ შნეკს – ახალგაზრდა, მომხიბვლელს 'რუსეთის ფედერაციის მრჩეველის თანაშემწეს', როგორც წერია მის პირადობაზე. ღამის სმენა, რომელმაც მიიღო დაზარალებული,ექიმი ლარისა და მეტდების ვერა, მარინა და ლიუბაშას სასტავით, ეგრევე ფიქრდებიან შანსზე, რომელიც შესაძლოა, რომელიმე მათგანის ცხოვრებაში გამოჩნდა... ისინი ხომ – ახალგაზრდები, ლამაზები, მაგრამ ცხოვრებაში მოუწყობელი ქალები არიან.



კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთხელ ფიქრად რომ გადაიქცეს ჩემი სხეული,
ვერ დაგვაშორებს ჩვენ ერთმანეთს ზღვა თუ ტრამალი,
ვერ მომქანცავენ გზები გზებზე გადახვეული
და უცხო მხარეს უმალ შენთან მოვალ ფრთამალი.

ფიქრი რომ ვიყო, სულ ერთია სადაც ვიქნები,
თუ გინდა შენს თავს მაშორებდნენ მთა და მინდვრები,
ზღვასა და ხმელეთს არ უფრთხიან ლაღი ფიქრები,
გაფიქრება და - სადაც გადაფრინდები.

ერთი დარდი მკლავს - ვიცი, ფიქრს ვერ დავემსგავსები,
შორით წასულო, ფრთები შენთან ვეღარ გამაჩენს,
წყლისა და მიწის ნაერთი ვარ ჩემი არსებით
და მოვალე ვარ დავმორჩილდე დროის განაჩენს.

რადგან მიწა ვარ, ცად ვერ ავალ, სევდით დაღლილი,
რადგან წყალი ვარ, წყლად დავრჩები, ცრემლად დაღვრილი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1187 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როს თვალებს ვხუჭავ, თვალხილული ვხდები მაშინვე,
დღისით ვბრმავდები, როცა ვუცქერ ამ საუკუნეს,
დაძინებისას შუაღამე აღარ მაშინებს, -
შენ მეზმანები და ეგ შუქი ფანტავს უკუნეთს.

ბნელსაც ანათებს შენი ლანდის გამოცხადება,
ღამის აჩრდილნიც შენს სხივებში ჩანან მზესავით,
დღისით კი, ალბათ, მზესაც ჯაბნის შენი ხატება,
ამ მიძინებულ თვალთათვისაც შუქის მთესავი.

გავიღვიძებ და უსინათლოს დამაქვს ოცნება, -
დღის სინათლეზე დავინახო შენი დიდება,
ბნელს რომ ანათებს შენი ლანდის გასხივოსნება,
შენი მშვენების აჩრდილიც რომ არ იბინდება.

დღე მიბნელდება, თუ ვერ გნახე სადიადებლად.
და ღამეები გადამექცნენ განთიადებად.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1088 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის რომ შენია, ეს მე ახლა ნაკლებ მაღონებს,
თუმც გაგიტყდები, მისი ტრფობა მწვავდა თავიდან,
შენ რომ მისი ხარ, ეს ვარამი მაცლის ძალ-ღონეს,
რადგანაც ვიცი, უშენობას ვერ გადავიტან.

მაგრამ ორივეს გამართლებას მაინც მოვნახავ:
ის შეიყვარე, რადგან იცი, მეც ის მიყვარდა,
მან შეგიყვარა რადგან ჩემი გრძნობის მონა ხარ,
და მანაც ტრფობა ორგულობით გადამიხადა.

მე თუ დაგკარგე,შ ენ ხომ ჩემმა სატრფომ მოგძებნა,
ის თუ დავკარგე, ამითი ხომ სატრფო შეგძინე
და, რადგან გახდით ერთმანეთის გულის ოცნება,
მიჯნურობაში უკვე არც ერთს არ შეგეცილეთ.

მაგრამ მე და შენ ხომ ერთი ვართ, არ გავყოფილვართ,
მაშ, მისი სატრფო, მეგობარო, კვლავ მე ვყოფილვარ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენი ცოდვები, თავგასული შენი ანცობა,
როცა დროდადრო ჩემთვის გრძნობას ვეღარ იმეტებ,
ეპატიება შენს მშვენიერ ყმალწვილკაცობას,
ყოველდღიური ცთუნებებით სავსე იმედებს.

გეტრფიან, რადგან კარგი ხარ და კეთილშობილი,
მოგერიება შემოტევის გიმძიმთ ლამაზებს,
ვიცი ვერ შეძლებ უარის თქმას ქალის შობილი,
... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთად წამართვი ყველა გრძნობა, თუკი გწადია,
ამითი მაინც არაფერი შეგემატა,
წაურთმევლადაც შენი არის, რაც მაბადია,
რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი, ჩემო ხატებავ.

თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა,
მადლობას გეტყვი, სულში ასე რომ ითარეშე,
მაგრამ, ვაითუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან
და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე.

შენდობას გეტყვი, მშვენიერო ჩემო მძარცველო,
სულით ღარიბი ბოლომდე რომ გამაღატაკო,
მაგრამ მე მიჯობს გულახდილმა ზიზღმა გამცელოს,
ვიდრე მიჯნურის უსამართლო წყენამ დამდაგოს.

მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს,
კიდეც რომ მომკლა,შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1230 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ახლა ღამეა
და დღე შუა ძილშია ახლა.
წვიმაში ვდგავარ...
აბეზარ ფიქრებს ერთმანეთს ვახლი!
გადაიტალღა
თმაგაშლილი ქარების გავამ,
ვდგავარ წვიმაში...
დასველებულს მაინც არ ვგავარ!
სახეს გამიპობს
თუ გავუპობ პირიქით სახეს
აცახცახებულ
ქარს,ღამეს რომ ნაზ კაბას ახევს!
ყოველი თითქოს
გარიჯრაჯის სიწითლეს ელის...
ფიქრი დამიძრწის,
როგორც ტყეში-მშიერი მგელი!
ახლა ღამეა.
და დღე შუა ძილშია ახლა.
წვიმა მცემს მხარზე...
სევდამ სულში დაიდო სახლი!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


- სიზმრად ვნახე თეთრი გედი... ნეტავ, დედა, რაო?
სანთლები და მგალობლები... ნეტავ, დედა, რაო?
დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო,
ფრთას მიქნევდა... და მღეროდა... ნეტავ, დედა, რაო?
- თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ, შენს დედასო!...
შენს სიმღერით მომიკვდები... ვაჰ, შენს დედასაო!
- ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო,
შავს მიჰქონდა მდინარესა... ნეტავ, დედა, რაო?
- თეთრი კაბა წყალს მიჰქონდა? ვაჰ, შენს დედასაო?
შვილო, შავეთს გათხოვდები... ვაჰ, შენს დედასაო!
- მიწასხარი ჩაღმუოდა... ნეტავ, დედა, რაო?
- შვილო, მამაშენი არი... ვაჰ, შენს დედასაო!
- ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაო?
- ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო!
- ვითომ ყვავილები წვიმდა... ნეტავ, დედა, რაო?
- საქართველო ატირდება... ვაჰ, შენს დედასაო!...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1507 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-12-09, 11:32 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024