♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 17
null

ჯერ ვერ დავიწყნარე თავი ვერაფრით
თავდავიწყებაც მიჰყვა გულს, მესმა,
მეჯლისის კვამლი ნიღბებს მივართვი,
თავიდან ვიწყებ სიყვარულს შენსას,
ანდა სად ვსდიო კვამლსაც სიგარეტის,
პრინცი პროსპერო ნიღბებში ვიცნო,
ახლა რადიოს სიგნალებს ველტვი,
ტვინის ორივე ნახევარსფეროც

სიზმარს მოუცავს და მის მუსიკას
და კიდევ რაღაცას, უფრო აუხსნელს,
ახლო ტალღები შორეთებს იკრავს
და როგორც ზღვებმა ნაპირთ აუხსნეს
მდგომარეობა ჰორიზონტების,
კარი საიდუმლოს ასე ეხსნება -
ისევ ვიცოცხლებთ, როცა მოვკვდებით
და მოვიპნევით ხმებად, ლექსებად,

სულის ახელად, თვალის ახელად,
გამომეღვიძა და გამეცინა
ნახევარს, მთლიანს, ღმერთის ნახელავს
უწინდელი დღე და ღამეც წინა
წინვე შემხვდება, თავი ვიცანი,
ვტაცე შენდობა ძვირფას თვლებიანს,
ახლა შენც რომ არ ათვალო ცანნი
ისინი თვითონვე აითვლებიან

და გავაგრძელებთ მოგზაურობას,
ხშირად პეპელას ვესაუბრები,
ხმა მიღმიერი, ზღვად ხმაურობდა
მე ენა მესმის ზენა უბნების,
ყველგან სუნი მცემს, სუნი თიბათვის
დიდ სიმაღლიდან, სამყაროს კლდესთან,
ჩემი სიჩუმე სიტყვ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1020 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

სიცოცხლის მეტი საქმე არა მაქვს,
სხვაც არა მინდა, გარდა მიყვარდე,
გარდა გხედავდე, სადმე ამაღამ
სულის ცხონებად გადამიყვანდე,

გადამაფრენდე, გადამაგდებდე,
როგორც ვარსკვლავი ცას ეჯახება,
გზასაც ვკარგავდე, ანდა ვაგნებდე,
მომწონს სიჩუმე ხმის შეთანხმებად,

აგე, ის კაცი – არაფრის მქმნელი,
აგე, ის კიდევ – გელათს აშენებს,
თანაბრობა მღლის ნათელი-ბნელის,
ძაღლიც მთვარეს ღრენს, მგელთა ნაშინებს,

ჭეშმარიტება – მტკნარი სიცრუე,
მკვდარი ბარტყივით, მტკვარივით მღვრიე,
მაინც ვიფრინე, მაინც მივცურე
ფიქრიც საფენად გადავიხვიე,

გარდა მიყვარდე სხვა საქმე არ მაქვს,
შენც ჩემთან გინდა, მაგრამ ვინ გიშვებს,
შენი სიზმრებით სადმე ამაღამ
აბსოლუტური, დიდი სიგიჟე

შემომიფინე, შემომიხიზნე,
გავყვე საგიჟეთს – გავყვე ქარავანს,
ვერ მოვითმინე თრობა-სიფხიზლე
სიცოცხლის მეტი საქმე არა მაქვს,

სხვაც არა მინდა გარდა მჯეროდეს,
ისევ სიცოცხლით ტკბობის თანახმად,
უწმინდეს მხარეს, იქაც ჯერ, ოდეს
დაე მიყვარდე სიზმრის გადაღმაც.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1026 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Over Her Dead Body
1 სთ 35 წთ
ჟანრი: ფანტასტიკა, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 01 თებერვალი 2008
რეჟისორი: ჯეფ ლოუელი
სტუდია: გოლდ სიორქლ ფილმსი, საფრან კომპანი, ზე
როლებში: ჯეისონ ბიგსი, პოლ რუდი, ევა ლონგორია, სთივენ რუთი, ვენდი მაკლენდონ-კოვი, ლეიქ ბელი, ლინდსეი სლოუნი, უილიამ მორგან შეპარდი 


ფილმის მიმოხილვა
გარდაცვლილი გოგონას სული ტანჯავს რჩევებით თავისი ყოფილი საქმროს ახალ მეგობარ გოგონას, და აიძულებს მას მუდამ კონფუზურ სიტუაციაში აღმოჩნდეს...


კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1165 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ მოუყვები სიყვარულზე, ვისაც თვითონ არ ყვარებია..ასეთი ვინმე ბრმა სარკეა, რაც არ უნდა ლამაზი იყო არ გამოჩნდები..

ნუმოუყვები ვისაც ბევრჯერ ყვარებია..ასეთი ვინმე ცხრაკარიანი სახლივითაა,ყველა შედის და გამოდის...რაც მოხვდებათ გააქვთ და გამოაქვთ...

ნუ მოუყვები სიყვარულზე ვისაც უყვარს..შენ თუ უფრო ბედნიერი ხარ, არ დაგიჯერებს..თუ ის უფრო ბედნიერია-შენ ვერ მოგისმენს..

ნუ მოუყვები სიყვარულზე იმას, ვინც არ იცის სიყვარული.. თორემ მოეწონება და წაგართმევს..

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცხოვრება ??? რა არის ცხოვრება???

ცხოვრება ტანჯვა და წამებაა... ბედნიერება კარზე მოგიკაკუნებს , შენ ცდილობ კარის გაღებას, წვალობ... უცბად გააღებ და იქ აღარ დაგხვდება. კარებთან ჩაიკუზები და იტირებ იტირებ იმიტომ რომ დაგტოვა ... შენ კი იმედი გქონდა რომ ბედნიერი იქნებოდი!!!... ღამ-ღამობით დაწოლა იმიტო გიხარია რომ სანამ დაიძინებ იოცნებებ, იოცნებებ უსაშველოდ იმაზე რაც გაკლია და რაც გინდა რო გქონდეს... ზოგი იმაზე ოცნებობს რომ ცოტა ბედი ჰქონდეს, ზოგიც იმაზე რომ ყველა ის ადამიანი ვინც უყვარს ბედნიერი იყოს... მაგრამ იცოდეთ რომ ბედნიერება წამიერია და სწორედ მაშინ გტოვებს როცა ყველაზე ძალიან გჭირდება. ბედნიერი რო ხარ ამ ბედნიერებას არ აფასებ მერე კი როცა შარშანდელი თოვლივით გაქრება მასზე გამუდმებით ფიქრობბ... ძააან გენატრება ის დრო და არ იცი როგორ დაიბრუნო. როცა ბედნიერი ხარ დააფასე ეს ბედნიერება და დატკბი ცხოვრებით!!!!!!! კიდე მზად ხარ ამ დროის დასაბრუნებლად ნახევარი სიცოცხლე დათმო... ელოდები ვიღაცას ვინც მოვა დაგაწყნარებს და გულში ჩაგიკრავს მაგრამ არავინ მოდის... ტირი იმიტომ რომ ყველამ მიგატოვა და გული გტკივა... გინდა ვიღაცამ გაგიხსენოს დაგირეკოს ან დაგიმესიჯოს მაგრამ რაა?..?..?... არავის ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 
კოცნის მორევში დავიბადე ასე მეგონა,
კოცნის მორევში მე მოვკვდები ასე მგონია,
იცით? -თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ,
მათ გაუმარჯოს რა სათუთი გრძნობა ჰქონიათ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1357 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1946 წელს მშობლებმა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით. მეგობართა წრეში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მუდამ შემართული იყო მათ დახმარებასა და თანადგომაში. სკოლაში გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას. მეგობრებს საერთო მიზანი აერთიანებდა - სამშობლოს თავისუფლება. მე-9 კლასიდან მერაბ კოსტავა მუსიკალურ ათწლედში გადავიდა. მას შეეძლო ცნობილი ხელოვანი გამხდარიყო: კარგად უკრავდა, მღეროდა, წერდა ლექსებს, მაგრამ ბავშვობიდან მისი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა იყო. მეათე კლასის მოსწავლე 1956 წელს პირველად დააპატიმრეს ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა-გავრცელების გამო. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. სურდა პიანისტი გამხდარიყო. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი, მაგრამ რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც უმალ ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: „მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისათვის.

მეორედ 1977 წლის 7 აპრი ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1225 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 
ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა თვისება(გრძნობა).ერთ მშვენიერ დღეს თვისებებს გამოუსხადეს, რომ მათი კუნძული იძირება. ყველამ მოამზადა ნავი და გაცურეს.მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე ბოლო წუთამდე.როცა სიყვარული თითქმის დაიფარა წყლით, მან შველა ითხოვა.ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარა განცხრომამ. სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას:?განცხრომავ, ამიყვანე შენს ნავზე!?
-არა,-უპასუხა განცხრომამ- ჩემს ნავზე იმდენი სიკეთეა, რომ ადგილი არ მაქვს!.
სიყვარულმა გადაწყვიტა მიემართა თხოვნით სხვა ლამაზ ნავში მჯდომისთვის.
- პატივმოყვარეობავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში!
- არაფრით არ შემიძლია, სიყვარულო, შენ მთლად სველი ხარ, დამისვრი ჩემს ლამაზ ნავს!- უპასუხა პატივმოყვარეობამ.
შორიახლო გაცურა მწუხარებამ.
-მწუხარებავ, ნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე!
- ოჰ, სიყვარულო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მინდა მარტო ვიყო.
მაშინ სიყვარულმა დაუძახა ბედნიერებს, მაგრამ ის იმდენად აღფრთოვანებული იყო თავისი ბედნიერებით, ვერც კი გაიგონა სიყვარულის ძახილი.
უცებ მოესმა ხმა... - სიყვარულო! მე აგიყვან ჩემს ნავზე- ეს იყო მოხუცი.სიყვარული იმდენად აივსო სიხარულით, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როცა ისინი ნაპირს მიუახლოვდნენ მოხუცი თავისი გზით წავიდა.როცა სიყვარული მიხვდა, რამდენ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1790 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Youth Without Youth

2 სთ 4 წთ
ჟანრი: დრამა, ტრილერი, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 20 ოქტომბერი 2007
რეჟისორი: ფრენსის ფორდ კოპოლა
სტუდია: ამერიქენ ზოთროპი, ფრაისელი, ბიმი, ბავარია ატელიერი, ესარჯი ატელიერი
როლებში: ანდრე ჰენიკე, ტიმ როტი, ბრუნო განზი, ალექსანდრა მარია ლარა, მარსელ იურესი, ფლორინ პირსიჩი უმ., ალექსანდრა პირიჩი, ადრიან პინტეა, ზოლტან ბუტუჩი


ფილმის მიმოხილვა
ფილმი მოგვითხრობს ლინგვისტიკის პროფესორის ისტორიას, რომელმაც ვერ დაასრულა მთელი თავისი ცხოვრების შრომა და თვითმკვლელობა გადაწყვიტა. მაგრამ იმ დღეს როდესაც ის გეგმავდა ჩაფიქრებულის შესრულებას, მას ელვა მოხვდება. ყველაფრის მიუხედავად, პროფესორი მოახერხებს არა მარტ ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ყველგან შენი ჩურჩული მესმის

და ცხელი სუნთქვა იარებს მმატებს,

ჩასახლებულხარ სულის სიღრმეში

და ენძელების სინაზეს აფრქვევ.

იდუმალია თითქოს სამყარო,

გამოუცნობი ფიქრების ტალღა,

უკვე გავიდა რამდენი წელი,

და წვიმის წვეთებს მოკითხვას ვატან.........

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1055 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შეგადარებ ღამეს დარიანს,
ჩაფიქრებულს და ვარსკვლავით სავსეს ღამეს დარიანს,
მე შეგადარებ სილამაზეს, დილას ქარიანს...
და ჩემს ნიავში გამოღვიძებულ ვარდებს ნამიანს...
შენ შემოგხედავ მაშინ, როცა მომენატრები,
და ფიქრში ჩაფლულს ჩამეფერფლება წმინდა ფარდები....
მე შმოგხედავ, დაინისლება შენი თვალები,
ჩუმად შეგხედავ და ასე ჩუმად დაგემალები,
მე მინდა გითხრა ყველაფერი, რაც მიფიქრია,
რაც მთელი სიცოცხლის გრძელ კიბეზე გამივლია,
მაგრამ მე ჩემი გრძნობები ვერ გადმომიცია...
მე თითქოს ველი შენთან ერთად ზღაპრულ სიხარულს,
და ეს ლოდინი კიდევ უფრო მივსებს სიყვარულს,
მე ისევ ვეძებ შენს გრძნობას სადღაც მიმალულს,
რომელიც ისევ მიანიჭებს ჩემს გულს სიხარულს...
მე შენ დაგეძებ სიზმარშიც კი, იქნებ იქ გიპოვო,
იქნებ გამოჩნდე, ბოლო მოუღო ამ ჩემს სინანულს,
მე აღარ მინდა დარდიანი ცრემლი მდიოდეს,
შენი ალესით იქნებ დამაიმედო,
მე აღარ მინდა სიხარული შორს მიდიოდეს
და ჩემს გულში დარდმა, როგორც ტალღამ ისე იფეთქოს...


... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



7 სათნოება

1 რწმენა
2 იმედი
3 გულმოწყალება
4 თავშეკავება
5 მომჭირნეობა
6 სულის სიმტკიცე
7 ლოცვა

7 მომაკვდინებელი ცოდვა

1 გაუმაძღრობა
2 სიზარმაცე
3 ვნება
4 პატივმოყვარეობა
5 შური
6 მრისხანება
7 სიხარბე




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 3768 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სლოგანით "I love NY"ცოტამ თუ იცის საიდან დაიწყო ეს ყველაფერი...

ყველა ჩვენგანს აქვს ნანახი მაისურები, პოსტერები და სხვა საფირმო
ნივთები სლოგანით "I love NY", თუმცა ცოტამ თუ იცის საიდან დაიწყო ეს
ყველაფერი...
1977 წელს უილიამ ს. დოილიმ, ნიუ–ორკის შტატის
კომისარიატის დეპარტამენტის მოდგილემ, დაიქირავა სარეკლამო სააგენტო
"Wells Rich Greene" რათა შეექმნათ ტურისტების მოსაზიდი მარკეტინგული
კომპანია, რომლითაც დაკავდა მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი დიზაინერი მილტონ
გლეიზერი.
იმ დროისთვის ძალიან ბევრ ტურისტს არ ჰქონდათ დიდი სურვილი
ენახათ ნიუ–ორკი. ზოგს აწუხებდა ყაჩაღობის მაღალი რისკი, ხოლო უმეტესობა
საერთოდ არ ფიქრობდა იქ ჩასვლაზე.ნიუ–ორკს სჭირდებოდა ლოზუნგი რომელიც
დაარწმუნებდა ხალხს, რომ ის საუკეთესო ქალაქია მოგზაურობისთვის.

გლეიზერი დარწმუნებული იყო რომ პროექტი გაგრძელდებოდა მხოლოდ რამდენიმე
თვეს და სამუშაო შექმნა პრაქტიკულად უსასყიდლოდ, თუმცა პროექტი გახდა
საკმაოდ წარმატებული და იმუშავა რამდენიმე ათეული წელი. შესაძლებელია
თავად გლეიზერის შთაგონების წყარო იყო შტატ ვირჯინიას ტურისტული ლოზუნგი
"Virginia is for Lovers" რომლებიც იყენებდნენ სიყვარულის თემას
ქალაქისადმი და გ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1924 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც გიყურებ ანთებულ თვალებში,
ვგრძნობ როგორ ყუჩდება წარსულის ტკივილი...
მოღელავს, მოანგრევს ჩაკირულ ჯებირებს
სულის სიმღერა!!!
თუ სულის კივილი!!!!...
ყოველდღე ვერ გხედავ, ხანდახან შემხვდები...
ჩამივლი მიტოვებ შეხვედრის მოლოდინს!....
სიზმრად გეფერები!!!!
ცხადში?_ვერც გეხები!!!!
სათქმელიც უთქმელი დამრჩება ბოლომდე!....
ჩვენ ჩვენი გვედგმება ცხოვრების უღელი,
ცალ-ცალკე მოგვიწევს იმ ხნულის გატანაც....
გაუსაძლისია შენს ახლოს ყოფნა და
ამ ”მარტოხეობის” უშენოდ ატანა!!!!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია...
შენ რომ გიყვარდა, ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია...
მე ეხლა შენს ცინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს...
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია...
შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს,
ვიცი, სხვა გული არ გინატრია...
შენ ეძახდი შორს შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია...
შენ ეძახდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია...
მე ეხლა შენს წინ დაგლილი ვდგავარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს...
შენ რომ ეძებდი ის ქალი მე ვარ,
მაგრამ, ვაი, რომ დავაგვიანე...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე...
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ...
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ, ქალბატონო...
რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი...
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს...
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,
მიამიტი შეგრჩენიათ, ქალბატონო...
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო...
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს...
ახლა მაინც მომისმინეთ, ქალბატონო...
მაგ სიმტკიცით თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ, რა სარგებელს ელით ბოლოს?
მენანებით ლოდინით და დარდით დაგლილს,
სიბერეც რომ შეგპარვიათ, ქალბატონო...
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმახვედრეთ, არ დამზოგოთ...
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავეთ...
სინანულიც გვიანია, ქალბატონო...
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,
ზოგი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს...
არ მოგწყინდათ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ, ქალბატონო...
დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების...
ქადს მოგიხრით ამ წუთებს სამახსოვროთ...
გახსოვთ, მაშინ თვალს რომ ვეღარ გაცილებდით?
ახალ ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1291 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მწუხარე გახდი. სამსახურში, სახლში, მეგობრებთან, წვეულებებზეც მოგწყინდა. ყოველდღე ერთი და იგივე. უკვე ძალა და სურვილი აღარაა, რამე შეცვალო. ისე ხარ, რომ ხშირად გინდა, მთვარის შემყურე მგელივით აყმუვლდე და მთელი დარდი და ნაღველი ამ "მოთქმას” ამოაყოლო. მოგწყინდა იმიტომ, რომ ყველაფერი ჩვეულებრივია, ყველაფერს დიდიხანია, მიეჩვიე. სიახლე სულ უფრო ნაკლებია, გაოცებით სულ უფრო იშვიათად გაოცებს რამე. გასართობსაც არ მოაქვს ძველებური სიამოვნება და ახალაღმომჩენის გაკვირვება... შავ-თეთრი დღეები, უფერული, საღებავებისგან დაცლილი არსებობა...

ამას როგორმე ხომ უნდა ეშველოს?!

ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც არასდროს გაგიკეთებია...

იმპროვიზება შეგიძლია? ადვილია: თუ სამსახურში მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიხარ - ფეხით წადი, აუჩქარებლად, რა კარგია, თუ გზად ბაღი ან სკვერია გასავლელი. ტელევიზორთან მოკალათების ნაცვლად უქმეებზე რომელიმე სასიამოვნო ადგილი მოინახულე. თუ კომპანიის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, დღეს განმარტოვდი, დაფიქრდი, მოუსმინე შენს დარდს.

ექსპერიმენტებს ნუ დაიზარებ. მოისროლე კულინარული წიგნი და შენი მოგონილი რეცეპტით გააკეთე რამე ორიგინალური, ექსპერიმენტული კერძი. ჩვეულებრივი საშინაო ვახშმის ნაცვლად, შესანიშნავი სადღესასწაულო სუფრა გაშალე, საინტერესო კერძებით, სანთლებით, ღვინით.. ექსპერიმენტს ხომ ყველაფერში ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო, ნათქვამია. თუმცა, არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ძვირფასი ადამიანები ერთმანეთისგან გაუცხოებულნი აღმოჩნდებიან ხოლმე და უფრო ხშირად ასეთი შედეგი გამუდმებულ კამათს მოაქვს. კამათის დაწყება რატომღაც ადვილია, შეთანხმება კი - ძნელი.



1. დაინტერესდით პარტნიორით
შეეცადეთ, უკეთ გაიცნოთ: დაინტერესდით მისი მოსაზრებებით, გატაცებებით. სცადეთ, შეეგუოთ მის არა მხოლოდ დადებით თვისებებს, არამედ სუსტ მხარეებსაც. ვისაც მხოლოდ საკუთარი პრობლემები აინტერესებს, სხვასთან სირთულეები ექმნება, და ეს სხვა ხშირად ცხოვრების თანამგზავრისა ხოლმე.

2. მოუსმინეთ მეორე ნახევარს
მოსმენის უნარი უზრუნველყოფს კარგ კონტაქტს და ხშირ შემთხვევებში უფრო ფასეულია, ვიდრე საუბრის უნარი. ამ მხრივ ოჯახიც არ არის გამონაკლისი. თავს ახვევთ სამსახურიდან ახალდაბრუნებულ ქმარს ნებისმიერი წვრილმანის შესახებ ახალი ინფორმაციის ნაკადს, ეწუწუნებით ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა თქვენს გარდერობში ახალი ტანისამოსის ნაკლებობა და ა.შ. მსგავს სიტუაციაში ნუ ელით სასიკეთო ფსიქოლოგიური კლიმატის დამკვიდრებას ოჯახში. ქმარი დუმილს ამჯობინებს, თავის ფიქრებს დაუბრუნდება, რომელთა განდობას, შესაძლოა, შინ მომავალი, თქვენთვის აპირებდა. უმჯობესია, ჯერ მას მოუსმინოთ და შემდეგ გაუზიაროთ საკუთარი პრობლემები.

3. ისაუბრეთ იმის შესახებ, რაც თქვენს პარტნიორს აინტერესებს
მოსაუბრე უნდა გრძნობდეს, რომ პარტნიორი არა მხოლოდ უსმენს, არამედ მი ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1146 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იქნებ შემიყვარო ?!
-არა!?
თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა.
ალბათ ძალიან სასტიკი ვიყავი,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,არ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი თითქოს მიყვარდა,სჯობდა თავიდანვე სცოდნოდა რომ,არ შემეძლო და არც მინდოდა მისი სიყვარული,ის კი ელოდა ელოდა ჩემს სიყვარულს სიყვარულს რომელიც იცოდა რომ არასოდეს მივიდოდა მასთან,იცოდა მაგრამ მაინც ელოდა.
ის ყოველთვის მიმეორებდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი.ასეც მოხვდა მას სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდი,სიცოცხლის რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა.ამას არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს ,მინდა ისე ვიცხოვრო რომ ცოდვა აღარასოდეს ჩავიდინო,მაგრამ ნუთუ შეიძლება რომ ადამიანმა ამაზე მეტი ცოდვა ჩაედინოს რაც მე ჩავიდინე?!ახლა ვხვდები რომ სჯობდა მონასტერს შევლეოდი და სიყვარული მეღიარებინა,მაგრამ გვიანია...
ის ადამიანი აღარ არის ვისთვისაც ამ მსხვერპლს გავიღებდი,მან იმ დღეს მიმატოვა როცა მღვდლად მაკურთხეს,მან მონასტერში მომაკითხა,უნდოდა კიდევ ერთხელ ეთქვა როგორ ვუყვარდი.
კიდევ ერთხელ მკითხა -იქნებ შემიყვარო?!მაგრამ მე არ ვაღიარე რომ მიყვარდა...
ალბათ ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერი არ იყო რომ მონასტერი მიმეტოვებინა,მან მითხრა რომ ამ შეკითხვას უკანასკნელად მისვამდა,უნდოდა ბოლო მოეღო იმ ტანჯვისთვის რასაც "მღვდლის სიყვარული"ერქვა.
თუკი ჩემი პასუხი უარყოფითი იქნებოდა,მ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფო ახალ სკოლაში გადავიდა. უამრავი რამ მოხდა ამ სამ წელიწადში, ბევრიც კარგი და ბევრიც ცუდი. ახალი მეგობრები, ახალი თაყვანისმცემლები და ბევრი სხვა, რაც ახალ სკოლას უკავშირდება. ახლა სოფო 15 წლისაა, საშუალო სიმაღლის, მუქი ფერის თმებითა და მწვანე თვალებით. ცოტა არაორდინარული გოგოა, ცდილობს ერთფეროვანი არ იყოს და სხვებისგან ცოტათი მაინც გამოირჩეოდეს, რომ ამით ყურადღება მიიქციოს. სამი წლის წინ, როცა სკოლა შეიცვალა, ამქვეყნად უბედნიერესი ადამიანი იყო. თვლიდა, რომ ეს ნაბიჯი მის ცხოვრებას შეცვლიდა. მართლაც ასე მოხდა, ძველადაც არ გამოირჩეოდა სიმორცხვითა და დამჯერობით, მაგრამ ახალ სკოლაში მის ასეთ ხასიათს სრული გასაქანი მიეცა და მისი, ერთი შეხედვით, ერთფეროვანი ცხოვრება საინტერესოთი შეიცვალა. სკოლაში როცა გადავიდა, ერთ უფროსკლასელ ბიჭს დაუახლოვდა, რომელიც მისი უბნელი იყო, მაგრამ ადრე რატომღაც ყურადღებას არ აქცევდა. გადიოდა დრო. სოფოს ხან ვიღაც უყვარდებოდა, ხან ეზიზღებოდა. ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში ჩადგა და დრომ თავისებურად დაიწყო გაფრენა, სანამ ერთ დღეს ჩვენმა გმირმა საშინელი ამბავი არ შეიტყო. ზაფხული იყო. სოფო ოჯახით დასასვენებლად აპირებდა წასვლას, როცა შემზარავი რამ აუწყეს. მისი მამა ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამშრომელი იყო და მივლინებით საზღვარგარეთ წასულიყო. ტელეფონის ზარმა სოფოს აუწყა, რომ მოულოდნელად მამა გარდაცვლილიყო, გარდაცვალების მიზეზები კი დგინდებოდა. ეს უმძიმესი ტრამვა იყო მისთვის. მამას ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1028 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ თოვს....ისევ თეთრია ყველაფერი....ისევ ბავშვების მხიარულობა, ისევ გუნდაობა, თოვლიანი გზები, ფიფქები....ყველა ბედნიერია, უხარიათ პირველი თოვლი, რომელიც წელს თბილისში მოვიდა....მალე ახალი წელი დადგება და ამ ყველაფერთან ერთად ყველას აქვს იმედი, იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება....
გარეთ ბარდნის ძალიან ლამაზად, მაგრამ ნინი მარტო დადის ქუჩებში ჩაფიქრებული და ფიქრობს ადამიანზე, რომელიც ძალიან უყვარს....ახსენდება წარსული და ეს თოვლი....თოვლი იმიტომ ,რომ სწორედ ასეთ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი რომელიც ახლა გვერდით აღარ ჰყავს და იხსენებს ამ დროს....მისი ისტორია ასე დაიწყო...
- ნინი ადექი ნახე რამხელა თოვლი მოვიდა ადექი თან სკოლაში გაგვიანდება
- ვდგებიი დეე თოვლიიი აუუ როგორ გამიხარდაა რა მაგარიაა!! ნახე რა ლამაზიაა....დღეს ძაან მაგარი დღე იქნებააა
- ხო ნინი - დაეთანხმა დედა. ნინი იცი? ამბობენ როცა თოვლი პირველად მოვა სურვილს თუ ჩაიფიქრებ აუცილებლად აგისრულდებაო. მიდი ჩაიფიქრე იქნებ აგისრულდეს.
- აუუ ხოოო? კაიააა
ნინიმ ჩაიფიქრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სურვილი, რომ ის და ლუკა ერთად ყოფილიყვნენ....
ლუკა 10 კლასში იყო ნინი მასაც მოწონდა მაგრამ დარწმუნებული არ იყო....მასაც ძალიან გაუხარდა თოვლი და გრძნობდა, რომ რაგაც მნიშვნელოვანი მოხდებოდა
- ტრრტრრ!!! -- გაისმა მობილურის ზარის ხმა. ეს ლუკას ტელეფონი იყო და მისი ძმაკაცი გიო ურეკავდა
- ეეე ლუუუკ სად ხარ?
- ბიჭო ეხა გავიღვიძე....ჩავიცვამ და სკ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1282 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ის წერილებს და სურათებს წვავდა,
მდინარე ვერეს აღრჩობდა ნისლი.
სიმარტოვის და ცრემლების გარდა,
არავინ იყო გამგები მისი.

წვავდა ყალბ სიტყვებს,ღიმილს და სიცილს,
რომელსაც ერთ დროს ის გულით ენდო,
ეყარა ფერფლი გატეხილ ფიცის
და მისი სულიც ცეცხლივით ენთო.

ელანდებოდა ის ვარდისფერიც
დღეები სავსე იმედით,რწმენით...
ალბობდა ცრემლით და წვავდა მერე
საყვარელ სურათს და ძვირფას წერილს.

აქრობდა ცრემლი ანთებულ ასანთს,
აქრობდა ცრემლი და მაინც წვავდა,
მას,რაც უღირდა სიცოცხლის ფასად,
რაც გაგიჟებით სჯეროდა,სწამდა...

გულამღვრეული ოხრავდა ვერე,
გულგატეხილი ტიროდა ქალი,
ჭაღარა ფოთლებს და ყვითელ ფერებს
მიაცილებდა ნოემბრის ქარი.



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ მოღრუბლული ამინდი იყო. ისევ ჩუმად ქროდა შემოდგომის ცივი ქარი, ისევ სულს აშფოთებდა ჩამოცვენილი ფოთლების უსულო სუნთქვა და ისევ შენ თავს მახსენებდა ცის ცივი ცრემლები. განსხვავება მხოლოდ ერთი იყო, ადგილი, სადაც მაშინ ვიყავით და სადაც ეხლა მე არ ვარ. ხო სიყვარულო მე იქ აღარ ვარ, მომწყვიტეს და მომაშორეს ჩვენ საყვარელ ადგილს, ადგილს სადაც შენ და მე პირველად შევხვდით ერთმანეთს, სადაც პირველად მაკოცე და ადგილს სადაც მე და შენ ჩვენი შვილები უნდა გაგვეზარდა.
არა, მე არ წამოვსულვარ იქიდან, მერჩივნა მეც იქ მოვმკვდარიყავი მაგრამ ღმერთმა სხვაგვარად ინება. აღარ ვარ მე ჩვენი ზღვის სანაპიროზე, ვეღარ ვუყურებ შენთან ერთად მზის ჩასვას ზღვაში, ვერ ვხედავ მოსიყვარულე ზღვის ფრინველებს, მხიარულ დელფინებს და ნისლში დალანდული გემის აფრებს.
ყველაფერი ხო ჯადოსნური გემით დაიწყო. ჩვენთან ულამაზესი, მეჩვიდმეტე საუკუნის სტილში, ხით ნაგები გემი შემოვიდა პორტში. სანახავად ბევრი ხალხი იყო მისული, ყველას უნდოდა ამ აფრებით დამშვენებული სილამაზის ნახვა, სილამაზის რომელიც ჩვენ საუკუნეში რკინამ დაჩაგრა და განდევნა. მხოლოდ მე და შენ მივედით საღამოს, მზის ჩასვლისას, მაშინ როცა უკვე თითქმის აღარავინ არ იყო და ნაპირზე მდგარი თითო-ორო ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1087 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



It's Complicated
1 სთ 58 წთ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 23 დეკემბერი 2009
რეჟისორი: ნენსი მეიერსი
სტუდია: სკოტ რუდინ პროდაქშენსი, რელეტივიტი მედია
როლებში: მერილ სტრიპი, ალეკ ბოლდუინი, სთივ მარტინი, რიტა უილსონი, დერილ საბარა, ხანტერ პერიში, ჯონ კრასინსკი, ლეიქ ბელი 


ფილმის მიმოხილვა
რომანტიკული ისტორია ქალზე, დიდი ოჯახის დედაზე, რომელიც თავისი ყოფილი ქმრის და ახალი მეგობრის შორის არჩევანს ვერ აკეთებს...



კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1100 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თბილისში ერთი ლამაზი გოგო, მაია ცხოვრობდა, მას შავი უძირო თვალები და შავი გრძელი თმა ამშვენებდა. მაია ყველას უყვარდა რადგან ის ნამდვილ მიწიერ ანგელოზს ჰგავდა...
ერთ დღეს მაიას დაქალმა, გვანცამ დაურეკა (გვანცა მაიას უახლოესი დაქალი იყო)
-ალო
-ვა გვანც, რავა ხარ? გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი ჩემთან ერთად ჰაჰა
-ჰაჰაჰა მადლობ მადლობ .... მაი მომისმინე, დაბადების დღეს ვიხდი და ხო მოხვალ???
-მოვალ აბა რას ვიზამ :) შენ დაბადების დღეზე როგორ არ მოვალ?! რომელ საათზე?
- 1 საათში
- კაი წავედი უნდა გავიპრანჭო (იცინიან)
-კაი აბა დროებით
-დროებით. გკოცნი
-მეც


1 საათში მაია უკვე გვანცას სახლში იყო. ის ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ყველას ყურადღებას იქცევდა მისი სილამაზე.
მაიას ყურადღება ერთმა ბიჭმა მიიქცია, ის უცნობი ბიჭი კი მაიას თვალს ვერ აშორებდა....
უცნობი ბიჭი გვანცას ბიძაშვილის ძმაკაცი იყო. მას დათო ერქვა.
დათომ გადაწყვიტა რომ მაია გაეცნო და მისკენ წავიდა....
-გამარჯობა
-გამარჯობა. - ნაზად უპასუხა მაიამ
-იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ?
-მაია გაწითლდა- მადლობ
-რა გქვია? - ჰკითხა დათომ პაუზის შემდეგ
-მაია.
-ლამაზი სახელია
-შენ რა გქვია?
-დათო. მაიამ პასუხად ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 


ძალიან საყვარელი დათუნიების სურათების კრებული!

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 2025 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც ვრჩები სულ მარტო ღამით
თავთან დავიდებ ფურცელს და კალამს
რომ ჩავფიქრდები სულ ერთი წამით
სხვა საფიქრელი შენს მეტი რა მაქ
თითქოს იახტით შევდივარ ზღვაში
და შუა ზღვაში ჩავუშვებ ღუზას
რაღაც აზრები მომივლის თავში
რომელსაც ქვია ლექსების მუზა
მეკითხებიან ვისზე წერ ლექსებს
ვის მიუძღვენი ლექსების გუდა
მე სიყვარულის დავიცავ წესებს
რომ საიდუმლოს შენახვა უნდა
მე რასაც ვფიქრობ ლექსად გადმოგცემ
გულუბრყვილობა მხოლოდ ლექსშია
და იმის საბაბს ერთხელ არ მოგცემ
იფიქრო ის რომ მე ვარ მესია
ეს ყველაფერი თავისით მოდის
თვითონ არ ვიცი ან სად ან როდის
კალამი ხაზებს თვითონ მიჰყვება
და ამ სიმართლეს ლექსად გიყვება
შენ არ გეგონოს ამას ვიგონებ
ვიცი რომ ეს გავს მხოლოდ სტრიქონებს
მაგრამ იცოდე ეს ის ლანდია
რასაც ვფიქრობ და რაც მაბადია
ვერ გეტყვი ამდენს პირადად ვიცი
გამბედაობა არ მყოფნის თითქოს
აქვე მინდა რომ დაგიდო ფიცი
რომ არ მოგაკლებ ალერსს და სითბოს
არ ვიცი ამდენს რა მაწერინებს
თითქოს ვუგზავნი ვინმეს წერილებს
კალამს ატოკებს გრძნობა ფარული
რომელსაც ქვია ბრმა სიყვარული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1554 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.

შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს .

მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახშიჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.

გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ …

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 993 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არათავმდაბლური ლექსი

მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?

(ნიკო გომელაური)


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1016 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი

საუკუნეა რაც შეგიყვარე




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1034 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს,წამებს...
შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას,
გულის სიმებით ნამღერს...
შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო,
წითელ ეკლიან ვარდებს...
ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი
შენ დაგინთებდი სანთელს...
შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს,
გულის სიღრმეში ნადებს...
შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს
წმინდა გრძნობებით სავსეს...
სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა,
თავს გავწირავდი გწამდეს!
შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი,
სიკეთით სავსე ყანწებს...
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს, წამებს...
შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს,
უხმოდ დაშვებულ ფარდებს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 979 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა
და რომ ვეღარ გრძნობ ვერავის სითბოს,
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ თითებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ
ის აღარ მოვა....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1492 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


_ასე მგონია ვიღაც უნდა შემხვდეს
_ვინ უნდა შეგხვდეს?
_არ ვიცი...
_მაშ რატომ გგონია?
_იცი?... მე ის მიყვარდა!
_როდის?
_მეც არვიცი როდის, ალბათ დიდი ხნის წინ
_მაინც?!...
_სანამ დავიბადებოდი
_ვერ გავიგე...
_შეიძლება დაბადებულიც ვიყავი, მაგრამ სხვაგან... მე ის მიყვარდა და ეხლაც მიყვარს, სულ მას ვეძებ...
_რომ არ შეგხვდეს?
_ეგეც შეიძლება
_უცოლოდ ხომ არ დარჩები?! მოიყვანე ვინმე...
_ვიინ?
_რავიცი, ვინმე...
_არა, არა, ეგრე როგორ უნდა მოვიყვანო?!
_ის რომ არ შეგხვდეს?
_რომ მიყვარს?!
_ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ იცნობ, არ გინახვას და მაინც გიყვარს?!
_ჰო, მიყვარს...
_იქნებ არ გიყვარს?
_მაშ რატომ მგონია რომ უნდა შემხვდეს?!
_იქნებ სიზმარში ნახე?
_არა, სხვაგან ვნახე სადღაც.
_გარეგნობა გახსოვს როგორი აქვს?
_არა, არ მახსოვს...
_მაშ როგორ უნდა იცნო?
_ვიცნობ, ვიცი რომ ვიცნობ, არ შეიძლება რომ არ ვიცნო.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1065 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა ქალი ხარ, და მით უფრო, როცა ლამაზი
თან როცა ტუჩთან, სხვანაირი გემო აქვს სივრცეს.
ტუჩების კბენას შეჩვეული შეხებას ვერ გრძნობ
და რასაც მარხავ შიგნით, თმები ტალღებად იმჩნევს.
ეს ნიშნავს იმას, რომ არ ნიშნავს არაფერს თითქმის,
რასაც წარსულში მეამბოხე თვალები ითვლის,
თუ ნიშნობაა, მაშინ ვიტყვი,
ეს უფრო და ეს უფრთოს ნიშნავს
ქალს მჯდომიარეს, ქოლგის ქვეშ, ზღვის წინ
და ჩემგან სადღაც ერთდროეულად.
რომელიც შუბლით ფიქრობს, თითზე თმების დახვევით,
ფიქრობს იმ კარზე, სხვა რომ ხედავს ჩამონგრეულად,
ფიქრობს საკუთარ პანაშვიდზე,
ფიქრობს მიზეზთა ჩამონათვალზე,
ფიქრობს ყველაზე ნაცნობ სიზმარზე
ფიქრობს სახლზე
და სამუდამოდ მომავალში ჩარჩენილ ბავშვზე.
და მისი ჯდომა, ნიშნავს თითქმის ხის დგომას სახლთან
თან ისე დგომას, გამვლელებს რომ ცისკენ ახედებს
მეტიც, ის ერთი ხე კი არა, ტყეა რომელიც,
ამ ცოტა ხნის წინ ვიწრო გზაზე გადმოასახლეს.
ის ხშირად ჯდება, უბრუნდება იმ ძველ სიმაღლეს,
რომელიც ფეხის წვერზე დამდგარ ბავშვობას ახლდა,
ხანდახან, როგორც მზესუმზირა წელში იხრება...
თანდათან ხვდება, იზრდება და სიმაღლეს კარგავს...
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 989 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხმა სამარიდან

ცა. ნაჭერ – ნაჭერ ღრუბელი. თეთრი. ნაზი. ზღვა. ტორტმანი. სასაფლაო. რკინის მოაჯირი. ძეგლი. სკამი. მყუდროება. სიგრილე.
ზის ქალი. მოწყენილი სახე. მუხლებზე წიგნი. კითხვა მიუტოვებია. ფიქრს გაუტაცნია. ბურუსშია თითქოს.
ქალს სამარიდან ესმის ხმა:
"ეხლა გაზაფხულია. ჰყვავის იასამანი. შენს მიერ დარგული? მამშვენებს ძეგლი შენს მიერ შექმნილი? ჰგალობს ბულბული შენს მიერ აქ მოყვანილი? შეიძლება, შეიძლება, მაგრამ მე... მცივა... მცივა...
მაშინ კი შემოდგომა იყო. ჰყვაოდა ჩემში იმედი, შენს მიერ დარგული. მამშვენებდი შენ, სათაყვანო ძეგლად ჩემს მიერ გარდაქმნილი. გიგალობდა გული ჩემი, ვით ბულბული – იადონი...
ჭეშმარიტად თბილი, მზესხივიანი იყო შემოდგომა.
ეხლა, ამ გაზაფხულზე, ჰყვავის ვარდი, შენს მიერ დარგული, მამშვენებს ძეგლი შენს მიერ შექმნილი, ჰგალობს ბულბული შენს მიერ აქ მოყვანილი... და ...
დგება მკვდრეთით შენი გული, ჩემს მიერ დასევდიანებული.
მე კი მცივა... მცივა...”
ქალი დგება, მიხედ – მოიხედავს, ნელ – ნელა მიდის. მისდევს ხმა სამარიდან...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1359 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნიკო ლორთქიფანიძე

მოკვდა.

დის ნაზს ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს.

პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?!

ერთმანეთს შესცქეროდენ.

- ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფერფლი-ღა დარჩენილიყო.

დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში. ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და უით რომ ჩაგიდგი საგულეში?

კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:

- მე დავაჭკნე!

- მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე.

სიტყვები არავის გაუგონია.

1908 წ. ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.
ს-ი-გ-ი-ჟ-ე-მ თქვა: დამალობანა ვითმაშოთო.
დაიწყეს დამალვა...
ს-ი-მ-ა-რ-თ-ლ-ე არ დაიმალა, მაინც მიპოვნიანო
ს-ი-ც-რ-უ-ე ცისარტყელაში დაიმალა,
ს-ი-ნ-ა-მ-დ-ვ-ი-ლ-ე-ოკეანეში,
ს-ი-ზ-ა-რ-მ-ა-ც-ე-ყველაზე ახლოს მიიმალა,
თ-ა-ვ-ი-ს-უ-ფ-ლ-ე-ბ-ა კი ნიავს ამოეფარა,
ს-ი-კ-ე-თ-ე კარგა ხანს სხვას უთმობდა ადგილს,
რ-წ-მ-ე-ნ-ა ზეცაში აიჭრა,
შური-სხივში მიიმალა,
ს-ი-ყ-ვ-ა-რ-უ-ლ-ი-სად არ მივიდა ყველაგან დაკავებული იყო, ბოლოს ლამაზი ვარდი დაინახა და შიგ მიიმალა,
დაიწყო ს-ი-გ-ი-ჟ-ე-მ მიმალული გრძნობების ძებნა ყველა იპოვა სიყვარულის გარდა.
ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა შემოესმა.
ს-ი-ყ-ვ-ა-რ-უ-ლ-ს ვარდის ეკალზე თვალები დაეჭრა და დაბრმავდა....


მას შემდეგ დედამიწაზე ს-ი-ყ-ვ-ა-რ-უ-ლ-ი ს-ი-გ-ი-ჟ-ე-ს ხელჩაკიდებული დაჰყავს....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


* როდესაც მასთან დარეკვა მოგინდება,ნუ აკრეფ მის ნომერს და რომელიმე მეგობარს დაურეკე, ცოტა გაესაუბრე და შეეცადე, ყურადღება ამაზე გადაიტანო.

* ნურასდროს შეახსენებ,რომ არ უყვარხარ.პირველ ეტაპზე შეეცადე,იშვიათად გქონდეს კონტაქტი მასთან.

* შეიცვალე სიტუაცია.შეეცადე, დაკავდე შენი საყვარელი საქმით.
დღე ისე დაგეგმე რომ მაქსიმალურად დატვირთული იყო და მასზე ფიქრის საშუალება არ მოგექეცეს.რაც ნაკლებად გაიხსენებ,მით უკეთესი.

* წაშალე მისი ნომერი და გადააგდე ყველა ის ნივთი, რომელიც მას გაგახსენებს მას.იმ ადამიანებთან გაწყვიტე კონტაქტი, რომლებიც შენთან მასზე ილაპარაკებენ.

* შეიცვალე ვარცხნილობა,მაკიაჟი,სტილი.შეიძინე ახალი სამოსი, თუნდაცუმნიშვნელო.

* გქონდეს პირადი დღიური და მასში თითოეული შენი განცდა ჩაწერე.შეეცადე,ყველაფერი რაც შენში ხდება,ფურცლებზე გადმოიტანო.შემდეგ კი წაიკითხე.ასე შეძლებ საკუთარი განცდებისა და საქციელის ანალიზს.

*იპოვე ადამიანები,რომელთაც შენნაირი პრობლემა აქვს.ხშირად
ისაუბრეთ. ბოლოს მიხვდები,რომ ეს ყველაფერი აუტანელი და მოსაწყენია. გაგიჩნდება სურვილი,რაც შეიძლება მალე გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან.

*იმის გამო,რომ ის დაივიწყო,არავისთან არ გააბა ურთიერთობა.
ასე შეიძლება უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდე და კიდევ უფრო გეტკინოს გული.
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 994 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ორშაბათი, 2024-12-09, 9:58 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024