მთავარი » 2010 » იანვარი » 25
The Break-Up 1 სთ 46 წთ ჟანრი: დრამა, კომედია, რომანტიული პოსტერები გამოშვება: 01 ივნისი 2006 რეჟისორი: პეიტონ რიდი სტუდია: იუნივერსალ ფიქჩერზი, მოზაიკ მედია გრუპი, უაილდ უესტ ფიქჩერ შოუ პროდაქშენსი როლებში: ქოულ ჰაუზერი, ჯენიფერ ანისთონი, ვინს ვონი, ჯოი ლოურენ ადამსი, ჯონ ფავრო
ფილმის მიმოხილვა როდესაც ბრუკმა და გერიმ განქორწინება გადაწყვიტეს, ყველაფერი იოლი და ადვილად გასაგები სჩანდა. ხასიათებით ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. ასეთი ხშირად ხდება. მაგრამ არც ერთმა და არც მეორემ არ მოინდობა ბინის დატოვება. პაუზა ხანგრძლივად გაგრძელდა. ორივე მხრიდან წამოიწია მეგობრები და სანდო პირები. ყოფილ ოჯახი ომი დაიწყო. იქნებ ყოფილ არა? იქნებ განქორწინება - ეს უბრალოდ ხერხია სათქმელად "მე შენ მიყვარხარ" ?
|
Greta 1 სთ 28 წთ ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 13 მაისი 2009 რეჟისორი: ნენსი ბარდავილი სტუდია: რაფტერ ეიჩ ინტერტეიმენტი, ენჩორ ბეი ფილმსი, უესტ ოფ მიდნაითი, უაითუოთერ ფილმსი როლებში: ჰილარი დაფი, ელენ ბერსტინი, მაიკლ მერფი, მელისა ლეო, ივენ როსი, ციანინა ჯოელსონი, ორენ სკუგი, ერიკ შეფერ სთივენსი
ფილმის მიმოხილვა გრეტა მოგზაურობაში წავა, მაგრამ არა დასასვენებლად. ის თექვსმეტი წლისაა, თვალმომჭრელი, ლამაზი და ძალიან მეამბოხე სულის. ის სავსეა სარკაზმით, მაგრამ ეს არ უმსუბუქებს დარდს. მისი დედა, კარენი, რომელიც მესამედ გათხოვდა, გრეტას ზაფხულის გასატარებლად ბაბუასთან და ბებიასთან აგზავნის, მაგრამ მას ეს არ უხარია. გრეტა უყვემა მოხუცებს იმის შესახებ, რომ მზადაა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, თვითმკვლელობის მეთოდებს კი ბლოკნოტში იწერს. მას სინამდვილეში სურს სიცოცხლე თვითკვლელობით დაასრულოს და მალევე, აჩვენებს, რამდენად სერიოზულია მისი გეგმები. მაგრამ ამავე ზაფხულს მას პირველი საზაფხულო რომანი გაუჩნდება, რომელიც გახსნის მთელ მის ქარიზმატულობას და ქალურობას.
|
ნამდვილი სახელი: ქემერონ მიშელ დიაზი (Cameron Michelle Diaz) დაბადების თარიღი: 30 აგვისტო 1972 დაბადების ადგილი: სან–დიეგო კალიფორნია აშშ პროფესია: მსახიობი სიმაღლე: 1.75 მ
ბიოგრაფია
კამერონ დიაზი (Cameron M. Diaz.) დაიბადა 1972 წელს 30 აშშ–ში , კალიფორნიაში, ქალაქ სან–დიეგოში, სადაც მისმა ბავშვობამაც ჩაიარა. მამამისი მექსიკელი იყო, რომლის მშობლებიც აშშ–ში გადავიდნენ საცხოვრებლად, დედა კი ნახევრად ინგლისელი, ნახევრად გერმანელი, რომელიც ასევე გადავიდა შტატებში საცხოვრებლად. ბავშვობაში კამერონი, როგორც მისი უფროსი და, საკმაოდ ცელქი გოგონები იყვნენ: მეტალს უსმენდნენ, ბიჭებთან მეგობრობდნენ ბილწსიტვებს იყენებდნენ და შეეძლოთ ნებისმიერისთვის პასუხის გაცემა, საქმე ხელჩართულამდეც რომ მისულიყო თავს არავის დააჩაგვრებინებდნენ. დედა გაგებით უყურებდა ქალიშვილის მუსიკალურ გემოვნებას და ვან ხელენის, მეტალიკის და ოზი ოზბორნის კონცერტებზეც კი დაყვებოდა. იმ დროს გოგონა მსახიობის ან მოდელის კარიერაზე არ ფიქრობდა – მაშინ მას ზოოლოგი უნდოდა გამხდარიყო. სახლში კამერონს ზოოპარკი ჰქონდა: კატები, ძაღლები, ჩიტები,თაგვები და და ორი გველიც. მაგრამ ბედისწერამ სხვანაირად განკარგა: როდესაც დიაზს 16 წელი შეუსრულდა, ერთერთ წვეულება
...
Read More
|
ნამდვილი სახელი: ემილი ხემპშირი (Emily Hampshire) დაბადების თარიღი: 29 აგვისტო 1981 დაბადების ადგილი: მონრეალი, ქუებეკი,კანადა პროფესია: მსახიობი
ბიოგრაფია Emily Hampshire (born August 29, 1981 in Montreal, Quebec) is a Canadian film and television actress. She is most widely known to international audiences for her role as Angelina to Sean Astin's Michael in the 1998 romantic comedy Boy Meets Girl, and Vivienne in the 2006 film Snow Cake, in which she starred opposite Sigourney Weaver and Alan Rickman. Having been professionally active in the Canadian film and TV industry since 1996, Hampshire is also notable for her role as Siobhan Roy on Made in Canada. More recently, she has starred in the Canadian series This Space For Rent, Carl² and Northern Town. She also starred alongside Kevin Zegers and Samaire Armstrong in the 2006 romantic comedy It's a Boy/Girl Thing, in which she played the character Chanel. She played Margaret in The Life Before This, a feature film directed by Jerry Ciccoritti, which premiered at the Toronto International Film Festival in 1999. Emily Hampshire also voices Misery, a character from the animated series Ruby Gloom.
|
ნამდვილი სახელი: დენიზ ლი რიჩარდსი (Denise Lee Richards) დაბადების თარიღი: 17 თებერვალი 1971 დაბადების ადგილი: დაუნერს-გრუვი, ილინოისი, აშშ პროფესია: მსახიობი სიმაღლე: 1.68 მ მეუღლე: ჩარლი შინი (განქორწინება)
ბიოგრაფია Elder of 2 daughters born to Irv and Joni Richards. She grew up in the Chicago area, until the family relocated to Oceanside, CA when Denise was 15. She began working as a model, and moved to L.A. after she graduated from high school. She landed parts in both TV and movies, and gave breakthrough performances in Starship Troopers (1997) with Casper Van Dien, Wild Things (1998) and The World Is Not Enough (1999), in which she plays a Bond Girl. She also was in Undercover Brother (2002) with Eddie Griffin and appeared in Scary Movie 3 (2003) with her now ex-husband, Charlie Sheen.
|
შენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!..
გლესავ და გლესავ, ხანჯალო, ამოგიფერავ გულსაო! შენ უნდა ეძმო და ეყმო უმართლოდ დაჩაგრულსაო!
ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ, ორივე გვერდით მჭრელიო; გპატრონობს გული ფოლადი და გიპყრობს რკინის ხელიო.
მისი გამჩენის ჭირიმე, ვინც რომ შენ გამოგჭედაო! ჭირიმე, შენი ჭირიმე, მტერს აუტირე დედაო!
ბევრი ნაღველი შეასვეს მტრებმა ამ ჩემსა გულსაო, შენ მიმკურნალე, მახვილო, უმართლოდ დაჩაგრულსაო!
მიმოციქულე მტრის გულთან, მიმიძღვენ ჩემი სალამი: ის ვითომ საწერელია, ჩაერჭვე, როგორც კალამი!
მისი წითელი მელნითა შემაღებინე ჭაღარა, იმისი კვნესა იქნება ჩემთვის დაფი და ნაღარა!
გლესავ და გლესავ, მახვილო, ფოლადო, ჩემო რკინაო! დროა, ამოდი ქარქაშით, აღარ გაქვს აწ მანდ ბინაო.
|
ხარაბუზა ფუტკარს შეხვდა, მიაძახა: "გზა მომეო! ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ? როგორ გამეთამამეო?
"თუ ვერ ატყობ თავს, ვინცა ხარ, გამიგონე, რომ გითხრაო: შენ რომ ფრთები გამოგბმია, ღმერთიც მაშინ გაგიწყრაო!
"ბზუილასა, ტყუილასა, შხამიანსა, მკბენარსაო, ვინ არ გიცნობს უსაქმურსა, მფრინავს მოუსვენარსაო?!
"მე კი დარბაისლად მცნობენ, შრომისა ვარ მოყვარეო... ჩემთვისა ვარ, არვისა ვკბენ, არ ვარ შენი მოგვარეო!
"ქვეყნის თვალში მე სულ სხვა ვარ, შენ სულ სხვა ხარ... ხომ ხედავო? ჩამოდექი, გზა მომეცი!.. ურჩობას ნუ მიბედავო!”
ფუტკარმა ეს უპასუხა: "ნუ მაცინებ, ხა-ხა-ხაო! ვინც რომ ქვეყნად გაგაჩინა, ნეხვის ჭიად დაგსახაო!
"ბევრს რომ შრომობ, ნუთუ ჰფიქრობ, რომ მთა და ბარს ასწორებო?.. მხოლოდ ფუნეს აგუნდავებ, იქვე ახლო აგორებო.
"ის ხომ შენი საზრდო არის? შენს მეტს არვის არგიაო! შენ აკეთებ... შენვე ჰზიდავ... საკუთარი ბარგიაო!
"დარბაისლად იმუშავებ, რაღად ირბენ, აბა, შორსო? ყოველ ფეხის გადადგმაზე ნახავ, გინდა მთელ გოდორსო!
"მე კი სხვა ვარ... სულ სხვა მუშა და სხვაგვარად მოღვაწეო: ზეცის მუშას მეძახიან, არ ვარ მარტო სამიწეო!
"მისთვის დავფრენ მოუსვენრად, რომ მოვძებნო ყვავილიო, გულის წვენი ამოვწუწნო, სამკურნალო რამ ტკბილიო.
"შევუმზადო მით ქვეყანას <
...
Read More
|
ხატის წინ
მიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი.
მყუდროდ, უხმოდ და უძრავად დნება, ვით მსხვერპლი დიადი, რომ მადლით გაასპეტაკოს, თვალუწვდომელი წყვდიადი!
მივჩერებივარ ამ დიდ ძალს მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული; მეცა უსიტყვოდ, უძრავად, ცის სვეტად გაქვავებული.
რაღაც უცნაურ ერთობას ვხედავ სანთელს და ჩემ შუა! მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება ჩემი გონება და ჭკუა.
სანთელი ჩემი ხორცია, სიცოცხლე - მოკლე პატრუქი, ნათელი - ჭკუა-გონება, იმათგან გამონაშუქი.
ჩემი ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანა, და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე, არ შემიძლია მეც განა?
კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს, ჩემთან მომტანი ცეცხლისა, ის მოციქული მომავლის, მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!
|
ნინი იჯდა კომპიუტერზე და პიკრობდა..ნეტა უყვარვარ როგორც მე მიყვარს.. როგორ მინდა ახლოს იყოს , ყველაპერს ერტად გავაკეტებდიტ. კინოსჰი ერტად ცავიდოდიტ და ვერავინ ვერ დაგვასჰორებდა. რა მაგარი იკნებოდა მასტან ყოპნა სულ, მასტან ლაპარაკი, მისმი მოსმენა, ნინი გაცჰერდი სანამ გააპრინე.. ნინიმ ცჰუმად ცჰაიცინა და კომპიუტერიდან ადგა. დედამისი მეორე ოტახსჰი გაბრაზებული იდგა. __რა იყო დედა რამე მოხდა? __გოგო ამდენი ხანი მანდ ზიხარ რა არის სჰვილო სულ გადაირიე. __ააა, მაგაზე. დედა კაი რა ყოველდგე ერტი და იგივეზე რატო მეცჰხუბები, ეხლა დავჯეკი __მოკლედ არ ვიცი რა , ერტხელაც იკნება და მაგ კომპიუტერს გადაგიდებ სამუდამოდ მოვასჰორებ ამ სახლიდან და სჰენც ალვატ მერე მიაკცევ ყველაპერს ყურადგებას. __კაი რა დედა ბოდისჰი , აგარ მოხდება მეორედ __მერამდენედ მეუბნები მაგას, ეს საბოლო იყოს იცოდე. __კაი დედა გავიგე ბოდისჰი. ნინიმ როგორც იკნდა დედამისი დაამსჰვიდა და ტავის ოტახსჰი სჰევიდა ცჰკარა, სანამ კიდე დედამისი რაგაციტ დაასაკმებდა. ნინის დედა ყოველტვის სამზარეულოსჰი იყო ხოლმე ყოველტვის რაგაცას აკეტებდა და ყოველტვის სყტუმრებს ელოდებოდა. Dგეს ნინის ბიდზა ცჰამოდიოდა ტბილისიდან და მას ელოდებოდნენ. ნინის სულ არ აინტერესებდა, ყოველტვის მოცყენილი იყო. Aრასოდეს მოსცონდა ტავისი ცხვორება, კი ამერიკასჰი იყო მარა მაინც მისტვის ტბილისი ატასჯერ ჯობდა. იგი ყოველტვის გამე დაჯდებოდა ტავის ოპტხსჰი და ტავის დზველ მეგობრების დგიურს ატვალიერებდა ან კიდე ცერილებს კიტხულობდა ტავის
...
Read More
|
__ნინიიიი! __რა იყო გიორგი რა გაყვირებს დებილო! ნინიმ გაიცინა და გიორგის ბალკონიდან დაეცჰყანა __ცჰამოდი ერტი ცამი რაგაცა უნდა განახო, მაგრად გაგიხარდება __მარტლა? მოიცა ეხლავე მოვდივარ ნინი სჰევიდა სახლსჰი ტმები გაისცორა და ეზოსჰი ცჰავიდა იკ გიორგი დახვდა. __აბა რა არის მანახე! ერტი არ იყოს საინტერესო და ტყუილუბრალოდ ტუ ცჰამომიიყვანე მოგკლავ! ცჰაიცინა ნინიმ __არა სერიოზულად მაგარად გაგიხარდება, მაგრი რაგაცა, ოგონდ ტვალები დახუცჰე __უფფ, კაი რა რა ტვალები დავხუცჰოო, რა არის ასეტი? __გეხვეცები დამიჯერე __ხო კაი უფფ. ნინიმ ტვალები დახუცჰა და გიორგის ხელცჰაკიდებული გაყვა __კაი ეხლა გაახილე ნინიმ ტვალები გაახილა და ტვალცინ ახალტახანი მანკანა იგდა __გიორგი ეხლა არ გადამრიო მანკანა იყიდე? გაოცებული ტვალებიტ სჰეხედა ნინიმ. __კი! ხო მაგარია? __აუუ სერიოზულად მაგარია ნინიმ გიორგის ცჰაეხუტა და სახლსჰი ერტად ავიდნენ.
მეორე დილას გიორგის გამოეგვიდზა , ნინის გადახედა მარა არ გააგვიდზა! გიორგი სავადმყოპოსჰი მუსჰაობდა და სახლიდან დილა ადრიან მიდიოდა ხოლმე. სახლსჰი მოსვლა მაგრად უხაროდა. ნინი ისე საყვარლად სჰეეგებებოდა გეგონება ერტი ცელი არ ყავდეს ნანახი. ნინის გამოეგვიდა იცოდა რომ გიორგი ცასული იყო უკვე სამსახურსჰი. ადგა გარეტ გაიხედა კარგი ამინდი იყო. ამ დროს ტელეპონმა დარეკა და დაარგვია სიცჰუმე სახლსჰი. __ალიო! __ალიო მეტრეველების ბინაა? ნინის ხმა ეცნო მარა ვიგაცასჰი სჰემესჰალაო და განაგრდზო ლ
...
Read More
|
ძნელია, როცა ტირილი გინდა, ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ. ძნელია, როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. ძნელია, როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს. ძნელია, როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. ძნელია, როცა თვალები სველი ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა. ძნელია, როცა ვიღაცას ელი და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...
|
ზღვისფერი გაქვს თვალები და,თავად ჰგავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და ,მისთხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს,შენს სიყვარულს_ქარს, და მოგიკლავ,მოღალატევ,მაგ ნაფერებ ქმარს...
|
ნამდვილი სახელი: ანა ლუიზა ფრილი (Anna Louise Friel) დაბადების თარიღი: 12 ივლისი 1976 დაბადების ადგილი: როჩდეილი,ლანკაშირი,ინგლისი,დიდი ბრიტანეთი პროფესია: მსახიობი სიმაღლე: 1.57 მ მეუღლე: დევიდ ტიულისი
ბიოგრაფია ანა ფრილი დაიბადა 12 ივლისს 1976 წელს როჩდეილში, დიდ ბრიტანეთში. პატარაობიდან ფრილი დაინტერესებული იყო ხელოვნების სამყაროთი. მასში ჩანდა უდიდესი პოტენციალი და სამსახიობო ნიჭი, რისთვისაც ხშირად აქებდნენ ახლობლები. ერთხელაც, ძმასთან ერთად, ანამ მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო რეკლამის გადაღებებში, და იმ დროდან მომავალი მსახიობის სახე ცნობადი გახდა. მაშინ ის მიახლოვებით ცამეტი წლის იყო. თავის დროზე ანა ფრილმა დაამთავრა სკოლა და შემდეგ ჩააბარა ერთერთ პრესჯულ კოლეჯში. ცოტა ხნის შემდეგ მომავალმა მსახიობმა დაამთავრა სწავლა დიპლომით და დიდი წარმატებით. ანა ფრილის სამსახიობო კარიერა დაიწყო ბრიტანული სატელევიზიო სერიალებიდან, რომლებშიც მსახიობი ბრწყინავდა 90–ნი წლების დასაწყისში, სხვათაშორის მსახიობი ხშირად ხვდებოდა კინომცოდნეების კრიტიკულ შენიშვნების დინებაში(განსაკუთრებით მისი ნიუს სტილზე ლაპარაკობდნენ). 1998 წელს ანა ფრილმა მონაწილეობა მიიღო თეატრალიზირებულ წარმოდგენაში – ერთერთ მანჰერენის თეატრში, რამოდენიმე წლის შემდეგ კი შესანიშნავად თამაშობდა ლონდონის თეატრების სპექტა
...
Read More
|
ქუჩაში დაუგდია ვიდაცას ყვავილი,
ასვალტის მტვერი,ჭუჭყი დასდებოდა,
ყვავილს დაჰკარგვოდა სიცოცხლის ნიშანწყალი
ყვავილი...სიცოცხლის ნამდვილი ფერია...
ჩუმად ჩავიცუცქე მე მის გვერდით...
ხელი გადავუსვი...ჯერ კიდევ ცოცხალია...
და თითქოს ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა:
,,ბიჭს გოგო უყვარდეს...გოგოს არ უყვარდეს... ღამეებს ათენებდეს მისთვის დარდიანს... ყვავილი აჩუქოს...გოგომ არ მიიღოს... ქუჩაში დააგდოს რა ჩემი ბრალია?!.”
|
ნამდვილი სახელი: მარგარეტ გრეის დენიგ (Margaret Grace Denig) დაბადების თარიღი: 21 სექტემბერი 1983 დაბადების ადგილი: ქოლამბუს,ოგაიო,აშშ პროფესია: მსახიობი
ბიოგრაფია მეგი გრეისი ამერიკელი მსახიობია. მისი სრული სახელია – მეგი გრეის დენიგი და დაიბადა 21 სექტემბერს 1983 წელს კოლამბუსში, ოჰაიოს შტატში. 16 წლის ასაკში ის ლოს–ანჟელესში ჩამოვიდა და მალევე რეკლამებში გამოჩენა დაიწყო. თავისი პირველი როლი მეგიმ ითამაშა, როდესაც ის 18 წლის იყო – ფილმში 'მკვლელობა გრინვიჩში'. დრამაში 'მეთორმეტე საგზაო მილი' მან ტომ სელეკის და ვენდი კრიუსონის უცნაური ქალიშვილი ითამაშა.
თავისი 21 წლის თავს ის ჰავაებზე შეხვდა, სერიალის 'Lost' გადაღებებზე. მეგის შეხვდა გათამამებული მდიდარი ლამაზმანის შენონ რუზერფორდის როლი, რომელიც სხვებთან ერთად გადარჩა ავიაკატასტროფის შემდეგ და უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდა.
როლი ისეთ პროექტში, როგორიცაა "Lost" - ნებისმიერი დამწყები მსახიობისთვის დიდი წარმატებაა, და გრეისი მშვენივრად ხვდება, თუ როგორ გაუმართლა მას. ის ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია აზრს, რომ ასეთი პოპულარულია. ჰავაებზე მეგის ახალი გატაცება გაუჩნდა – სერფინგი.
მას უყვარს შემოდგომა, მარწყვი და სასაცილო ფეხსაცმელი. მას ყავს კატა სახელად რუ. მეგი ძალიან ბევრს კითხულობს და ფიქრობს მომავალში მწერალი გახდეს.
|
არც ქალის სურნელს მივტირი დაკარგულს, არც კოცნას და ალერსს აღთქმულს და დაშანთულს. ოცნებას გაფანტულს სიცოცხლეს დაღდასმულს, სიყვარულს მივტირი დარდების დასასრულს. ტკივილებს შეჩვეულს, ფიქრებში ჩამარხულს, დამალულს, მოპარულს, დაწიხლულს.... დაორთქლილ მინასთან ფიქრი მენატრება, სევდა წვიმიანი ამინდის, ცრემლი მენანება, მარცხი მენანება, მწუხარე სახიანი რაინდის.
|
თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო, შორს ნუ მეძებ! მანდვე ვარ... შენს გულშI... გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო? საკუთარ გულზე დაიდე ხელი, შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა... როცა ერთმანეთზე ვფიქრობთ, გული ერთნაირად გვიცემს... ასე რომ, დაიდე გულზე ხელი და გაიგონებ ჩემს გულისცემას... ხომ ხედავ, რა ახლოს ვართ ერთმანეთთან, აქვე მყავხარ გულში, შენი ტარებაც კი შემიძლია, გამუდმებით თან დამყავხარ ყველგან, ჩვენ სულ ერთად ვართ. დაფიქრდი განა ასე არ არის? განა სულ ჩემთან არ ხარ ფიქრებით? მე შენ გული მოგპარე, ჩემი გული კი შენ გაქვს, სიყვარულისთვის ესაა მთავარი.
|
სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა გარდა თვითმკვლელობის. არა მსურს ვიყო ვიქტორ ჰიუგო ან აკაკი, მე მირჩევნია, დავიღუპო როგორც ბოჰემა. სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა გარდა სიგიჟის. არა მსურს ვიყო ბედნიერი როგორც გოეთე. მე მირჩევნია დავიღუპო როგორც როლლინა. სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა გარდა ჭლექისა! დღეგრძელ მალარმეს მირჩევნია ისევ ლაფორგი. პოეტისათვის მე ვიწამე ეს კარიერა სიგიჟე, ჭლექი, ალკოგოლი და თვითმკვლელობა. სალამი შენ ტროტუარის პოეტო! შენ ეკუთვნი თავისმკვლელების დინასტიას და შენი გვარი რაინდული არის- ლოზინსკი. სამარცხვინოა პოეტისთვის დიდი წიგნები დიდი სიცოცხლე! უთუოდ ქონდა ბუასილი ფაუსტის ავტორს. მე ვესალმები დღენაკლულ პოეტებს. მე მინდა კიდევ ჩამოვთვალო ეს სახელები: ჟერარ დე ნერვალ, მორის როლლინა, ტომას ჩატერტონ, ჟიულ ლაფორგ, ლოტრეამონ, კრისტოფორ მარლო, გრიშა აბაშიძე! კარიერა მარტოობისა და ლოთობის გიჟი ედგარი ნახეს ქუჩაში მთვრალი და მომაკვდავი, და ესეც იყო ხარაკირი. მე მეჯავრება პოეტისთვის რამე ხელობა. მისთვის ვიწამე სამუდამოდ ეს კარიერა სიგიჟე, ჭლექი, ალკოგოლი და თვითმკვლელობა. სიკვდილი იყოს ამ დუელში შავ ბარიერად...
|
შორს სადღაც ,ცის კაბადონზე... გვირილებს მივყვები და ოცნების წვეთები მაწვიმს ... _ღამე სიჩუმეს მილამაზებს ...
ფიქრის ნიღაბს ვიხსნი ... და ყველას მთავარ როლს ვთავაზობ , ვისაც თამაში არ ღლის ... _ჩემი გრძნობების კარნავალია...
წუთიერს ყველაფერს ვგმობ და განთიადს თამამი ფერი დაკრავს ...ხვალის _დღეები ფანტავენ მოგონებებს ...
ხელახლა, წამებში ვიბადები და მონობა არ მსურს არსების . სამყარო ფერებით ხატავს ახალ სივრცეს . _ სიკეთის მწამდა ყოველთვის ... !
|
გაჩენის დღიდან გეძებდი, მაგრამ ვერ მოგაკვლიე, ვარსკვლავო ჩემო. ბევრჯერ აენთო და ბევრჯერ ჩაქრა შენი სახება სადღაც, ჩემს ზემოთ.
და აი, ისევ ციმციმებ, ელავ, თითქოს ღამეში ფრთა გაგხლართვია ... და შენი შუქი, ვით ქოხში კერა, ჩემს აოხრებულ გულშიც ანთია.
|
გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი! წვიმავ, - ეს შენ გეხება. რადგან ზოგი შენი წვეთი სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის, ვერავის ვერ დავუთმობ. თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს ჩემს ტუჩებით გავუთბობ.
გეყო, ცელქო წვიმის წვეთო, დაიმოკლე ფეხები. თმები - გინდა დაუსველე, ტუჩებს ნუ შეეხები!
|
შენ ვერასოდეს მიხვდები, რაოდენ დიდი სიხარული ხარ ჩემთვის. როდესაც შენზე ფიქრებში ჩამეძინება ხოლმე, ვიღვიძებ, - ისევ შენზე ფიქრები მიტრიალებს თავში და თვალწინ შენი სახე მიდგას. შენ ერთადერთი არსება ხარ, ვიზედაც ვოცნებობ ასე... მნიშვნელობა არა აქვს, სად იმყოფები იმ წამს... მე შენ გრგძნობ დღისითაც და ღამითაც... ჩემი ცხოვრების მანძილზე ყოველ წუთს და ყოველ წამს ჩემი ფიქრებით მე მუდამ შენთან ვარ...
|
არ არსებობს სიყვარული ფრთების გარეშე, ქვეყნად იმდენი წყვილი ფრთაა, რამდენიც სიყვარული. ცაც იმდენია, ვარსკვლავიც იმდენი...
სიყვარულს მიწაზე ვინ დაინდობს, - ან ვინმეს ფეხქვეშ წაებლანდება, ან შეაკრთობს ნაგვის ზარი.
არ არსებობს სიყვარული ფრთების გარეშე, თუ არ იფრინა, რა ქნას სიყვარულმა.
|
სიყვარული რაგვარია, - მეხია და თავზარია, სიხარულის გზებით მოდის, მწუხარების საგზალი აქვს, დღე და ღამე დარდი, შფოთი, მიწისძვრა და ზანზარია.
სიყვარული რაგვარია, ცეცხლია და ღადარია, მცირე სიტკბო, ბევრი შხამი ერთმანეთში გამდნარია, და სიამის ერთი წამი დიდ სინანულს აბარია.
სიყვარული რაგვარია, გიჟი კაცის დავთარია, ხან თოხანი, ხან ალჩუა, ვერც გაიგებ რამ არია, გიყვარდეს და შეგრჩეს ჭკუა, სადაური ზღაპარია.
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი. მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი.
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
|
მინდა გიყურო, გიყურო დიდხანს --
მანამდე, სანამ შენი ხილვა დამაბრმავებს, საყვარელო!..
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს -- მანამდე, სანამ შენი მოსმენა დამაყრუვებს, საყვარელო!..
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს -- მანამდე, სანამ შენთან საუბარი დამამუნჯებს, საყვარელო!..
მაშინ ხომ ვერ დავინახავ, ვერც მოვისმენ შენს ღალატს, და რომ ვიგრძნო კიდეც საყვედურს ხომ ვეღარ გეტყვი, საყვარელო!..
|
სულ მენატრები, მაშინაც კი, როცა ვართ ერთად და ჩემს გარშემო და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო... მუდამ და ყველგან - ძილშიც, ცხადშიც, უშენოდ, შენთან - სულ განუწყვეტლივ მენატრები და შენზე ვდარდობ.
სულ მენატრები, ერთი წუთით არა მაქვს მოცლა, დაგეძებ, როგორც ძაღლი ეძებს დაკარგულ პატრონს, და მე არ ვიცი, რა დავარქვა ამ გრძნობას, როცა ჩემში ხარ გულის ფეთქვასავით და მაინც გნატრობ!
|
ახლა, ისე მინდა მოგეფერო, როგორც არავის და არასოდეს. ღამე ნაფაზებად გავისერო, აღარც გათენების მეშინოდეს... სუნთქვა - ნაწნავებად გადაშლილი მკლავზე მონატრებად გავიფინო, ჩურჩულშეპარული მდუმარება ჩუმად გაგანდო და … გაგიცინო, მერე, გადაღლილი სინანული - სიტყვაშეუმშრალი ფოთოლცვენა, აპრილს შევატოვო ბალახებში - უკვე დავიწყებულ მოგონებად. მერე, ისევ ისე მოგეფერო, როგორც, არავინ და არასოდეს. დილაც - შეიშალოს თუნდაც აწი, ისევ - მეორე დღის საღამომდე...
|
უბრალო სევდა... ღამით ღრუბლისფრად ჩამომდნარი სახეზე, შერწყმული ღიმილთან, უბრალო შუქთან და ნათელ სახესთან, ჩუმი ირონია და აშკარა, ყრუ ძახილი - ეს ცხოვრების პატარა სტრიქონია ფურცელზე დაღვრილი. ჩუმი ზმანება, მთვარის შუქზე სიწითლეს რომ კარგავს, გულიც ოცნებობს, სხეული ილტვის, სადღაც მარადისობის უკიდურესი წამის დასაპყრობად, თუმცა ოცნება უბრალო სიტყვების რახარუხი არ უნდა იყოს ალბათ! იქ სადღაც გულთან ახლოს კვდება ყოველი ირონია და შური, ყოველი ცუდი და ბოროტი, იქ სიყვარულია მხოლოდ სევდაზე შეყვარებული. გულისკენ მიილტვის სულის პატარა, უმცირესი, თუმცა მგრძნობიარე ნაწილაკი. იქ სითბოს გრძნობს სიცივეს ჩვეული და ნათელს ხედავს ბნელს მიჩვეული მცირედიც კი... უსაზღვრო სივრცე, მიუწვდომელი ნათელი და უახლოესი სიცივე, უბრალო სევდისმაგვარი და ტკივილისმომგვრელი სიჩუმე იკავებს გულს, როდესაც წარსულის ბნელ აჩრდილებს აშკარად, ნათლად ხედავ... ეს სიბნელის უჩვეულო გამოვლინება არასოდესაა ბედნიერი ღიმილის მომტანი, რადგან ის წარსულის მხოლოდ ცუდ წამებში იბადება, სევდასთან ერთად იზრდება და მწარე მოგონებებთან ერთად ცხოვრობს! უჩვეულო ღიმილს თან სდევს სევდა და უჩვეულო სევდას თან ახლავს ღიმილი, რადგან ორივე გრძნობა ერთი და იგივეა სხვადასხვა სიტყვებით გამოხატული. სულის სიღრმეში იკარგება ყოველი ადამიანური, იქ მხოლოდ სულიერი ნაწილი ცოცხლობს, ძირითადად ადამიანებისგან მიტოვებული, რადგან ადამიანი ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად იყენებს იმას, რაც თავად შექმნა. ის ხომ უბრალო სე
...
Read More
|
მივყვები ატმების ვარდისფერ ხეივანს, აპრილი მეხვევა მხრებზე... თუ მომკლავთ, ჯურღმულში ნუ მომკლავთ, გეთაყვა, ატმებთან მომკალით მზეზე! მოვედი ამ ქვეყნად ირმების მეგობრად, ვიცხოვრე,ვეწამე,ვთესე... თუ მომკლავთ, სხვის კარზე ნუ მომკლავთ,გეთაყვა, მომკალით მამულის მკერდზე! ღმერთმა დამანათლა საღვთო სიყვარული, ხმალი მამულისთვის ვლესე! ნუ მომკლავთ, უბრალოდ ნუ მომკლავთ,გეთაყვა, თუ მომკლავთ-დიდგორის ველზე!
|
ზიხარ ფანჯარასთან სახით ლოიალურ, გარეთ წვიმებია, შიგნით წყვეტილები, რაღაც სასაცილოდ ტირის როიალი, რაღაც სასაცილოდ წვიმს და მეტირები.
კედლის კალენდარზე ზამთრის ფორმატია, თეთრი სუფლიორიც მალე მოგვაკითხავს, შენ კი იმით ჰგავხარ ახლა რომანტიულს, წვეთიც რომ არ არის შენში რომანტიკა.
სურს რომ დედამიწა ტანზე დაგახაზოს, ისე სადისტია ჩემი ამბიცია, ოცდათვრამეტი და კიდევ სამი ხაზი, ანუ ავად ვარ და ანუ ამიწია –
სიცხემ, საკუთარი თავის ემიგრანტი, მერქვა დეკემბერიც სისხლში მიჟონავდა, მაგრამ გეფიცები რაც შენ შემიყვარდი სიცხეს გულის მხარეს აღარ ვიზომავ და... -
რაღაც სასაცილოდ ტირის როიალი, რაღაც სასაცილოდ წვიმს და მეტირები, ზიხარ ფანჯარასთან სახით ლოიალურ, გარეთ წვიმებია, შიგნით წყვეტილები.
|
ის დროც დადგება, - თუკი იმ დროს დადგომა ეთქმის, როცა ყოველი ჩემი ნაკლი თვალში გეცემა, როცა სიკეთეს მოიმრავლებ მარტოდენ შენთვის და სიყვარული მოგონებებს გადაეცემა.
ის დროც დადგება, როცა გზაზე ერთად ჩავივლით და შენს მზერაში მზის სხივები აღარ გაკრთება, როცა წამიერ შემომხედავ, ჩემზედ მწყრალივით, და მთელი სახე გულგრილობით დაგენაკვთება.
ის დროც დადგება, განვიკითხავ საკუთარ ცოდვებს, წარმავალობის სინანული გაათკეცდება და ჩვენს სიყვარულს საძრახისი თუკი რამ მოსდევს მე დამრჩება და შენს გაკიცხვას არვინ ეცდება.
...და თუ არჩიე ტრფობის უღელს თავისუფლება, კვლავ რომ მიყვარდე, არ მექნება ამის უფლება.
|
როცა შორს მივალ,საგანძურის მალვას ვუნდები, მშვიდად ვიქნები, რადგან განძი სკივრში იდება. მიყვარს, როდესაც მოგზაური შინ დავბრუნდები და ხელუხლებლად მხვდება ჩემი ავლადიდება.
მაგრამ ძვირფასო, როგორ შევძლო შენი შენახვა?! თუმც მირჩევნიხარ უძვირფასეს თვალ-მარგალიტებს, ჩემი ლხენა ხარ, ჩემი დარდიც ახლა შენა ხარ, გტოვებ და ვიცი, ავაზაკებს ვერ აგარიდებ.
შენს დასამალად თავშესაფარს დიდხანს ვეძებდი, მკერდში დაგმალე, სანდო სკივრად სხვა რა ვინატრო, შიგ ხარ ნებივრობ, ხან წახვალ და გადიხვეწები, ან იქნებ ვცდები და ჩემს გულში არც კი ბინადრობ.
მოგიპარავენ, მე ხომ ვიცი ქვეყნად რა ხდება, შენ თუ გიხილა, ანგელოსიც ქურდი გახდება.
|
ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში აღარ აქვთ მტრობა, დამეგობრდნენ და ძველი შუღლი არ აგონდებათ, ხან თვალებს უნდათ მაგ უებრო მშვენებით თრობა, ხან გული იწყებს უშენობით ოხვრა-გოდებას,
და თუკი თვალებს წარმოუდგა შენი ხატება, გულიც ესწრება ამ სანატრელ წუთებს მზიანებს, თუ სიყვარულით თვითონ გული გეღაღადება, ამ ნეტარებას გული თვალებს გაუზიარებს.
ხან თვალით გიმზერ, ხან კი გულით: რატომ გეძიო, გინდ შორს წახვიდე, მაინც ჩემთან რჩები მარადჟამს; საით გამასწრებ, რომ ოცნებით ვერ დაგეწიო, ჩემი ოცნება ხომ მარადის გიდგას დარაჯად.
როცა ვიძინებ,შენი სახე თვალთ მეხატება, გულსაც აღვიძებს ღამით შენი გამოცხადება.
|
ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ, მეტოქეებმა ვერ შეიძლეს შენი გაყოფა, ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ - გულს არ სდომია, გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას.
გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება, რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეტილი, თვალნი თვალს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად, რადგან თვალებში ჩანს ეგ სახე გამოკვეთილი.
ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ, შენი მშვენება განაწილდა, როგორც ქონება, და მესაკუთრედ აღიარეს ორივ მოდავე:
ჩემს თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები, გულს საკუთრებად დარჩა შენი გულისნადები.
|
ცეცხლსა და ჰაერს რომ გიგზავნის ჩემი არსება, ორივეს შენთვის რომ იმეტებს ჩემი სხეული, პირველი ვნებას, მეორე კი ფიქრს ემსგავსება, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე რომ მაქვს გარს მოხვეული.
როცა ეს ორნი უსწრაფესად ჩემგან მიქრიან, რათა სიყვარულს მსახურებდნენ, როგორც ელჩები, მე აღარ მახსოვს, როგორ შემქმნა ოთხმა სტიქიამ და ვიცი მხოლოდ, ცოცხალმკვდარი ორს რომ შევრჩები.
და სანამ შენთან გამოგზავნილ ფიქრსა და ვნებას კვლავ დავიბრუნებ, სანამ ვებრძვი დროს და საწუთროს, ორივე მათგანს მე იმედით ვანდობ იმ ნებას, რომ ერთმა მაინც შენზე რამე კარგი მაუწყოს.
მოვლენ, შენს ამბავს მახარებენ, მაგრამ მათ ისევ შენსკენ ვგზავნი და სულზე სევდის მსახურებს ვისევ.
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
|