ნამდვილი სახელი: მარგარეტ გრეის დენიგ (Margaret Grace Denig) დაბადების თარიღი: 21 სექტემბერი 1983 დაბადების ადგილი: ქოლამბუს,ოგაიო,აშშ პროფესია: მსახიობი
ბიოგრაფია მეგი გრეისი ამერიკელი მსახიობია. მისი სრული სახელია – მეგი გრეის დენიგი და დაიბადა 21 სექტემბერს 1983 წელს კოლამბუსში, ოჰაიოს შტატში. 16 წლის ასაკში ის ლოს–ანჟელესში ჩამოვიდა და მალევე რეკლამებში გამოჩენა დაიწყო. თავისი პირველი როლი მეგიმ ითამაშა, როდესაც ის 18 წლის იყო – ფილმში 'მკვლელობა გრინვიჩში'. დრამაში 'მეთორმეტე საგზაო მილი' მან ტომ სელეკის და ვენდი კრიუსონის უცნაური ქალიშვილი ითამაშა.
თავისი 21 წლის თავს ის ჰავაებზე შეხვდა, სერიალის 'Lost' გადაღებებზე. მეგის შეხვდა გათამამებული მდიდარი ლამაზმანის შენონ რუზერფორდის როლი, რომელიც სხვებთან ერთად გადარჩა ავიაკატასტროფის შემდეგ და უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდა.
როლი ისეთ პროექტში, როგორიცაა "Lost" - ნებისმიერი დამწყები მსახიობისთვის დიდი წარმატებაა, და გრეისი მშვენივრად ხვდება, თუ როგორ გაუმართლა მას. ის ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია აზრს, რომ ასეთი პოპულარულია. ჰავაებზე მეგის ახალი გატაცება გაუჩნდა – სერფინგი.
მას უყვარს შემოდგომა, მარწყვი და სასაცილო ფეხსაცმელი. მას ყავს კატა სახელად რუ. მეგი ძალიან ბევრს კითხულობს და ფიქრობს მომავალში მწერალი გახდეს.
კინოები : 1 მძევალი (2008) Taken(2008) 2 გოგონა გარეუბნიდან (2007) Suburban Girl 3 ჯეინ ოსთინის მოყვარულთა კლუბი (2007) The Jane Austen Book Club 4 ბურუსი (2005) The Fog
|