♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 27


In Tranzit
ჟანრი: დრამა, რომანტიული, საომარი პოსტერები 
როლებში: ვერა ფარმიგა, ანდრეი ფიოდორცოვი, ჯონ მალკოვიჩი, დანიელ ბრიული, ევგენი მირონოვი, თომას ქრეჩმანი, ჯონ ლინჩ, ნატალი პრესი, ინგებორგა დაპკუნაიტე


ფილმის მიმოხილვა
ისტორია ვითარდება ლენინგრადთან, 1946 წლის ზამთარს ბანაკში, რომელსაც ქალები მართავდნენ. შეცდომით ბანაკში მოიყვანენ გერმანელ მამაკაცებს სამხედრო–ტყვეებს. ყველა დაბნეულია, არავინ იცის ვინ რა ქნას, გარდა ვერი ტიუნიკოვას, რომელსაც უწოდებენ ეშმაკს ქვედაბოლოში. ვერა ტყვეების წამებად დაიწყებს.. მაგრამ შეუძებელია მხოლოდ სოძლვილით ცხოვრება და ცხოვრება თავისას აიღებს. რუსი ქალები გერმანელებშ ნახავენ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ნებით არ წასულან საბრძლველად. ამ საშინელ ადგილას სიხარულის, სიყვარულის და მშობიარობის სურვილი გაჩნდება...



კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1096 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გახსოვს მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს, მგრამ შენ მაინც ჩემთან იყავი, არ მიშვებდი ხელს, არ მაძლევდი უფლებას დავნებებოდი ცხოვრებას…
შენ მასწავლიდი ოცნებას, ფრენას და საერთოდ ყველაფერს…
ჩემ სულელურ აზრებსაც იზიარებდი, ან ყოველ შემთხვევაში არ გაღიზიანებდნენ მაინც ისინი…
პატარა ბავშვი როცა სიარულს იწყებს ,ას სჭირდება საყრდენი რო არ წაიქცეს, შენ ჩემი საყრდენი იყავი, სენით ავიდგი ფეხი თუმცა უშენოდ ბევრჯერ წავქცეულვარ, ყოველთვის მოსულხარ და აგიყენებივარ…
გახსოვს სუნთქვა მიჭირდა უშენოდ და ყოველი ჩვენი შეხვედრა სუნთქვის მომტანი იყო ჩემთვის შემდეგ შეხვერამდე…
გახსოვს ჩვენი ჩხუბი?…მართალი ხარ არც მე მახსოვს. ჩვენ არ ვჩხუბობდით ყოველ შემთხვევაში იმ დაწყევლილ დღემდე!
გახსოვს ღამის ცა, მთვარე და ჩვენი ვარსკვლავები? მციოდა ,მაგრამ მაინც გავდიოდი აივანზე შენ გამო, შენ ვარსკვლავს რო დავლაპარაკებოდი…
ჩვენი ერთად სიმღერა თუ გახსოვს? მგონი ცვენნაირად მარტო გამორჩეულები მღერიან…
შენ მიცავდი უცხოებისგან, ბოროტებისგან, სიკვდილისგან…
ნათელი სხივი იყავი ჩემ ცხოვრებაში, სიბნელეში მინათებდი გზას…
შენი სული მათბობდა ხოლმე სულგაყინულს…
ჩვენი ოქროსფერი ჯაჭვი თუ გახსოვს? რომელიც არ გვაძლევდა ერთმანეთთან დაშორების საშუალებას…
იცი, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ჯაჭვი გაუფერულდა, დათხელდა და ეხლა გაწყვეტას ლამობს, არ მინდა დავიჯერო რო გაიზარდე, შეიცვალე და მე კიდე დავრჩი ისეთივე სულელი ბავშვი!
ჰო სულელი, სულელი, სულელი ბავშვი, რომელსაც არაფერი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შებინდებულიყო... ზღვის ტალღები საიდუმლოდ ეჭორავებოდნენ, ეჩურჩულებოდნენ ოქროსფერ სანაპიროს. შორს მთა მოჩანდა უზარმაზარი. მთის ერთ კალთაზე ერთი მარტოხელა ხე იდგა. ხი ძირში სიყვარულის სადღეგრძელო ისმებოდა. ქორწილი იყო - ბუნების ქორწილი და სიყვარულის თაკარა მზე ანათებდა იქვე, ჩრდილში დამსხდარ გოგონასა და ბიჭის გულებს. გოგო 16ის იყო, ბიჭი 19-ის.
- ხვალ მიდიხარ თბილისში? კარგი რა, ხომ იცი რომ ერთ თვეს ვერ გავძლებ უშენოდ. - ბუზღუნებდა გოგო, - არ შემიძლია. სულ ცოტა ერთი თვე ვაპირებ აქ დარჩენასო, ესე ბრძანა დედაჩემმა. რა გავაკეთო აქ უშენოდ? მზე და ზღვა??? ნუთუ გგონია რომ შენს გარდა სხვა მზე მჭირდება?
გოგო აცრემლებული შეაცქერდა ბიჭს.ბიჭი ჩაფიქრებული და ოდნავ სევდიანი ჩანდა. გოგოს აცრემლებული თვალები რომ დაინახა, გამოფხიზლდა.
-ნუ სულელობ! მე მართლა საქმე მაქვს. გთხოვ, ნუ გგონია რომ შენგან წასვლა მინდა.! უბრალოდ ლუკას დახმარება სჭირდება . დიდი პრობლემები აქვს. მე..მე დავამთავრებ თუ არა საქმეებს, მაშინვე ჩამოვალ... მე ძალიან მომენატრები. ხო იცი რომ უშენოდ სუნთქვა არ შემიძლია?? მიყვარხარ.. და ბიჭმა მონატრებული, წრფელი კოცნით აკოცა გოგოს. გოგომ ტირილს უმატა.
დაღამდა.. სახლში უნდა წასულიყვნენ. ბიჭი იმ ღამით მიდიოდა. უყურებდა, თავს ევლებოდა, ეფერებოდა გოგოს.
არ დაივიწყო, რომ შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ და რომ ბედის უდიდესი საჩუქარი მყავხარ. შენთან სიცოცხ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1037 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცნობილია, ქალი და კაცი ურთიერთობის დაწყების მოტივაციითაც განსხვავებული არიან. მამაკაცი აპრიორი მონადირეა, ქალი – "ბუდეს იკეთებს”... "მხოლოდ სექსისთვის ვჭირდები”, "არ მიშვებს ცხოვრებაში”, "სერიოზული ურთიერთობისთვის განწყობილი არ არის”, – ჩივიან გოგონები. თუმცა, ყველაზე მტკივნეული მაინც ისაა, როცა ამბობ, მიმატოვაო...

უფრო სახიფათო ისაა, რომ 2-3 ასეთი ეპიზოდის შემდეგ გოგონა გულწრფელად იჯერებს, რომ მისი საქმე ცუდადაა და, როგორც ჩანს, საერთოდ არაა მიმზიდველი მამაკაცებისთვის. მაქსიმუმ, რაც მათ შეუძლიათ, მცირე ხანს გაერთონ და გაქრნენ.

როგორ უნდა ისწავლო, ჯერ ერთი, ისე მოქცევა, რომ არ მიგატოვონ, მეორეც, თუ ეს მაინც მოხდა, ამას მშვიდად შეხვდე და მეხსიერებაში მხოლოდ კარგი მომენტები დატოვო?

დასაწყისისთვის, გავიგოთ, რატომ წყვეტენ ”ძვირფასები” ერთ მშვენიერ დღეს ასე ადვილად და ძალდაუტანებლად ურთიერთობას და არც კი გიხსნიან, რატომ. თავად ძალიან იშვიათად გცემენ პირდაპირ პასუხს ამ კითხვაზე. დროდადრო თავადაც ძნელად ერკვევიან, საკუთარი ქცევის ანალიზი და ზედმეტი რეფლექსიებისგან ტანჯვა ხომ ნამდვილად არაა მამაკაცური ნიშა. მოუნდა- გააკეთა და მორჩა, ესაა ახსნა. ამიტომ, შევეცადოთ, პასუხი გავცეთ.

უფრო ლამაზია?
ყველაზე გავრცელებული ვარაუდი: «სხვა ნახა და ის უფრო ლამაზი და მიმ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1307 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუკი გსურთ უფრო მეტი გაიგოთ იმაზ,ე, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ სიყვარულისადმი, ან თუ მათი საყვარელი ადამიანის შეხედულებებთან შედარება გსურთ, ქვემოთ მოყვანილი კითხვებს უპასუხეთ: "დიახ", "არა", ან დასვით ნიშანი"?". შემდეგ ქულები შეკრიბეთ და გაიგეთ შედეგი:

ტესტის კითხვები:
1. მამაკაცი, ჩემი აზირთ, ქალზე აქტიური უნდა იყოს.
2. მიყვარს საყვარელი ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება, თუნდაც წვრილმანი მიზეზით.
3. მეუხერხულება სინაზის გამომჟღავნება სხვების თანდასწრებით.
4. საყვარელი ადამიანისთვის აუცილებლად ვგრნძობ თავს.
5. 15–წლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ მტავარი ცხოვრებაში ჩვევა ხდება.
6. ჩემტვის ადვილი გრძნობების გამომჟღავნება და მათზე ლაპარაკი.
7. შვილები, სახლი და ჩვევები რომ არა, ბევრ რამეს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში.
8. ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების თანამგზავრია და ჩემს ბედს იზიარებს, ყველაზე ახლობელი და ძვირფასია ჩემთვის.
9. სიმართლე გითხრათ, მეძნელება იმის თქმა, რა არის სიყვარული.
10. ის, რაც ჩემსა და ჩემს საყვარელ ადამიანს შორის ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
11. უფრო ხშირად ვეჭვიანობ, ვიდრე მენატრება.
12.ძძალიან მიყვარს ის ადამიანი, რომელთანაც ცხოვრებამ შემაერთა.
13. ხანდახან მღლის ის ადამიანი, ვის გვერდითაც ვცხოვრობ.
14. ხშირად ვცდილობ საყვარელი ადამიანის გახარებას.
15. ხადახან მეჩვენება, რომ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის და სრულიად გა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 998 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ძმები, რომლებიც გმირულად დაეცნენ მარაბდის ველზე. ქართულმა ეკლესიამ ძმები ხერხეულიძეები, მათი ნაბოლარა და, დედა და მარაბდის ველზე გმირულად დაღუპული 9 ათასი ქართველი წმინდანად შერაცხა.
1625 წელს ქართველებს ორჯერ მოუხდათ ბრძოლა შაჰ-აბასის არმიის წინააღმდეგ. პირველი ბრძოლა 25 მარტს, ხარება დღეს, მარტყოფის ველზე გაიმართა და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. მტრის 30 ათასიანი ლაშქრიდან, ცოცხალი მხოლოდ 3 ათასი გადარჩა. 40 წლის მანძილზე ირანს ასეთი მარცხი არ განუცდია, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 1 ივლისს, შაჰ-აბასის ლაშქარი ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით, კვლავ მოადგა საქართველოს. ამჯერად ბრძოლა გაიმართა მარაბდის ველზე. შეტევაზე ქართველები გადავიდნენ თეიმურაზ I-ის მეთაურობით. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა. ბრძოლაში სამღვდელოებაც მონაწილეობდა. მტრის ჯარი აირია, ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა. ქართველების ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა და ბრძოლის ადგილს მოსცილდა. მეორე ნაწილი მტრის ალაფს ინაწილებდა და ბრძოლა მოთავებული ეგონა. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა ახალი ძალა შემოიჭრა. ამას ზედ ისიც დაერთო, რომ ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზ მუხრანბატონი, მაგრამ ხმა გავრცელდა თეიმურაზ მეფე მოკლესო. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, შეთხელდა ივერიელთა რიგები. 9 ათასი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის დავით ჯანდიერი, აღათანგ ხე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2642 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


"უცნაური ღამეა,არ მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე...
არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და დაბნეული,გაოცებული შემატოვა სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?მიყვარს ისეთი წამები,როცა ფიქრები და სიტყვები შესევიან სულს და გამჭვირვალე სანთლით ხარ პირამდე სავსე.
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი და გეხები,ფიქრებში ფრთხილად გეფერები ამ მზისფერ მოფერებით-გელოდები!
ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ვინმეს,როცა მისი მოსვლა შეუძლებელია.
მოულოდნელად თავდატეხილი გრძნობა მინდა მოგაბარო,თორე მე მარტო ვერ ველევი,ვერც ვერავისთვის მიმინდვია,ვერც ვერავინ გამიმეტებია ამხელა სილამაზისთვის.
ადგილს ვერ ვპოულობ,ზოგჯერ მეჩვენება,რომ აქვე ხარ ახლოს,ას ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1041 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>






ისევ წახვედი და მიმატოვე
ისე დამშორდი არც გამაფრთხილე
ისე ვტიროდი არც შეგეცოდე
ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე
სულ დრო მაჩერებს
სულ სხვას მახვედრებს
თანდათან ვხვდებიდი
დროს ვერ ვაჩერებ
გული ბაგუნობს
ცრემლი მატულობს
ღმერთი თან მირჩევს...



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როდემდე, ნეტა ვიცოდე,
როდემდე უნდა ვღელავდე,
როდემდე უნდა ვიწვოდე
შენს სიყვარულში ყელამდე.

შველა ისევ შენ გეხვეწე,
ლექსებს გიწერდი ჩემეულს,
ვერ გთმობ, ვერ გადავეხვეწე
შენს მზერას, ღიმილ შერეულს.

ისევ მოლოდინს დავენდე.
გული შენ ნახვას არ იშლის.
დამაცა შუაღამემდე,
ფრთები მოვისხა ქარიშხლის.

აემ გზას შენსკენ მოვყევარ,
არყოფნის ზღვართან მისული.
თვალად მგლისფერი მოყმე ვარ,
სიკვდილთან ძმადშეფიცული.

განა ისე ვთქვი რაიმე,
განა ტყუილად ვდიდგულობ?
მე კაცი მერქვას, ვაიმე!
შენ სხვის მკლავებში გიგულო.

ვაითუ შენაც გამწირო,
ოი, რა ღმერთი მიწყრების.
ქალავ ამ გულის ნაწილო,
მიზეზო თავდავიწყების.

ვიდრე გრიგალი დანისლავს
ზეცის მიბნედილ ლაჟვარდებს.
მოვალ შავშულაღამისა,
დაგკარგავ გარიჟრაჟამდე.

წაგიყვან, ხატად გირწმუნებ.
უშენოდ ხრამში ვვარდები.
მერე შენც ვერ დამიწუნებ,
მერე შენც შეგიყვარდები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1412 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: უილიემ ბრედ პიტი (William Bradly Pitt)
დაბადების თარიღი: 18 დეკემბერი 1963
დაბადების ადგილი: შოუნი,ოკლახომა,აშშ
პროფესია: მსახიობი,პროდიუსორი
სიმაღლე: 1.80 მ


ბიოგრაფია
უილიამ ბრედლი პიტი დაიბადა 18 დეკემბერს 1963 წელს აშშ–ში, ქალაქ შოუნიში სამაგალითო ამერიკულ ოჯახში, ძალიან კეთილშობილურში და რელიგიურში. მსახიობის მამა მენეჯერად მუშაობდა სატვირთო მანქანების კომპანიაში, დედა კი ადგილობრივ სკოლაში – მასწავლებელად. ის სწავლობდა კიკაპოოს საშუალო სკოლაში, სადაც ის აქტიურად მონაწილეობდა დებატებში, სპორტში და თეატრში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო მისურის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის და სარეკლამო საქმის ფაკულტეტზე. მაგრამ სწავლა არ დაუმთავრებია, ამის მაგივრად ის ჰოლივუდში გაემგზავრა სამსახიობო კარიერის დასაწყებად. იქ მან სახელი შეიცვალა, მაგრამ შეთავაზებული როლების რაოდენობაზე ამან არ იმოქმედა, და პიტს მოუწუა სხვადასხვა სახის სამუშაოებზე წასვლა, რომლებიც შორს იყვნენ შოუ–ბიზნსისგან. პარალერულად ის სამსახიობო კურსებზე დადიოდა იმისათვის, რომ თავის მიმზიდველი გარეგნობისთვის ცოტა პროფესიონალიზმიც დაამატებინა. ასე მან მიიღო პატარა როლი სერიალში 'დალასი' და რამოდენიმე სხვა სერიალში და მხატვრულ ფილმში. თუმცა მსახიობი შეამჩნიეს მხოლოდ იმის შემდეგ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2259 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნამდვილი სახელი: რობერტ ტომას პატისონი (Robert Thomas Pattinson)
დაბადების თარიღი: 13 მაისი 1986
დაბადების ადგილი: ლონდონი,ინგლისი,დიდი ბრიტანეთი
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.85 მ


ბიოგრაფია

Pattinson was born in London, England. His mother, Clare, worked for a modeling agency, and his father, Richard, imported vintage cars from the U.S.Pattinson became involved in amateur theatre through the Barnes Theatre Company. After some backstage experience there, he took on acting roles. He caught the attention of an acting agent in a production of Tess of the D'Urbervilles and began looking for professional roles. Since then he has performed in an amateur version of Macbeth at the Old Sorting Office Arts Centre, as well as tr ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2187 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი
და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების.
მოგონებები, წამიერი ელვა ცხოვრების
და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები.
ჩვენი შეხვედრა, მოგონება, კვალი წაშლილი,
პატარა გრძნობა, სიყვარულის მხოლოდ ნაწილი.
ცხელ უდაბნოში გზად ნაპოვნი ვარდი გაშლილი,
სხვის მოლოდინში დაკარგული და გადაღლილი.
შენი ოთახის გამოღებულ ფართო ფანჯრებში
ჩანს სილუეტი გარს მოცული იდუმალებით,
გამოღებული დაგრჩენია გულის კარები,
შენი ღიმილის ანარეკლი ჩანს სხვის თვალებში.
მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი
და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების.
ჩვენი შეხვედრა, წამიერი ელვა ცხოვრების
და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1384 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უსიყვარულოდ გადავირევი,
დარდი მაწუხებს შენებრ კარგების,
ხან მოვარდები როგორც ირემი,
ხან იასავით დამეკარგები...

მოგიტაცნია ღიმი ფრესკიდან,
დაუწყევლიხარ ვინმე ასურელს,
შენი თვალების ეშხი შეშლიდათ,
ორბელიანთა ზვიად ასულებს...

ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე,
გალაკტიონი დასთმობდა მერის...
შენ მოგიძღვნიდნენ ძვირფას სონეტებს,
ჯორჯ ბაირონი, შექსპირი, შელლი...

დღეს სიყვარული მართლა რა არის,
ხვალ კალმოსნები დაჰყრიან კალმებს,
მხოლოდ მე ერთი, როგორც არავინ,
ისევ გიკოცნი მაგ ლამაზ თვალებს!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1665 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


პაწია გულო ვინ გაგიმეტა
გულო მოკლულო და ისალბუნო -
დაჭრილ ჩიტივით მუჭში მიფეთქავ
და სულს გიბერავ, რომ მოგაბრუნო.
ასე კვდებიან ალბათ ჩიტები,
ასე ჩუმად და ასე უბრალოდ.
ვაიმე, მგონი მართლა მიკვდები
როგორ გაგათბო, რით გიმკურნალო?
სიცივითა ხარ გულო მოკლული
და სითბო გიხსნის სულ უნმიშვნელო,
გავხდები ისევ ცოლის ორგული -
მკერდში ჩაგისვამ... სხვა რა გიშველო.
შ ნიშნიანიძე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დასახელება: Zveri - Brunetki i Blondinki 
მომღერალი: Zveri
სიმგერა: Brunetki i Blondinki 
ხანგრძლივობა: 4:11 
ზომა: 7.67 MG

გადმოტვირთვა

კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 1301 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
ჯანსაღი ფერით,მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა.
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.
შემოგადნება სხეულზე კაბა
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი
და ოცნებებში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური,რძისფერი კანი.
მოდი,
იხუვლე,
ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1016 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, -
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი:
ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1365 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


"პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი-მეპატიება.
რას ვიფიქრებდი,არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.
და თუ გიყვარდი,როდია ჭორი
ან ქარაგმულად თქმული იგავი.
მიუწვდომელი და შორზე შორი
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.
და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სულყველამ ერთად:
თვალებმა,გულმა და სიჭაბუკემ.
დაშეიცვალა ჩვენი როლები
შენა გამირბოდი...მე გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ...
ერთხელაც გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი,მაგ შენს თვალებში
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!
მას შემდეგ მუდადმ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან.
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.
ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე,
დაგკარგე...დამრჩი ნატვრა მარადი,
თვალებში როცა ჩაგხედე,კარგო,
შენს თვალში მაშინბ დავპატარავდი."



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1125 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაზაფხულდება,უეჭველად გაზაფხულდება,
რა დააოკებს თავნება აპრილს!
მოვა,მოიტანს ცისფერ ყვავილებს_
და შენს ფეხებთან დაყრის და დაყრის.
ვერ გაუძლებენ მოვარდნილ ვნებას
და დასკდებიან ატმის კვირტები,
მეც ისე,როგორც ახალდ გაცნობილს,
ახალი თვალით დაგაკვირდები.
შენშიაც ვიგრძნობ აპრილის სუნთქვას,
დახეთქილ კვირტებს და ძუ ავაზას,
გკითხავ:მითხარი,აპრილი გათრობს
თუ სხვა სურვილმა გაგალამაზა?
გაზაფხულდება,უეჭველად გაზაფხულდება,
მოვლენ თვეები სურვილისა და გაგიჟების,
სადაც შეგხვდები,შემოგახევ მოლურჯო კაბას,
თუ შენი ნებით არ გაშიშვლდები....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1408 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია,
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი,
მომკალით!ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ,ო,გაიხსენეთ,
ო,გაიხსენეთ,ამ სიტყვებს იქთ
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმუ ცრემლით,ვერც ლალის ჭიქით.
რისთვის მიყვარხართ?მე არ მაქვს ნება!
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება-
მაგრამ ამდენ ხნით?მაგრამ ასეთი?
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ:მე გთხოვთ,მომკალით!"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცრემლების მორებს მოვაგორებდი
მე შენს ლოყაზე,
მოვათრევდი ტკივილის ლოდებს.
დრო გამოშვებით ვისვენებდი შენს წამწამთ ჩრდილქვეშ.
დაფლეთილ ხელით, ნატკენ მკლავებით
გულს ვიხუტებდი მიბნედილ მზერას.
ქარიშხალივით მოვარდნილი შენივე სუნთქვა
ჩადგა ჩვენს შორის.
შენ თვალებიდან გადმოკიდე
ცრემლის ძაფები მდინარეებად.
მე მოვაპობდი სიცარიელეს,
თავაწყვეტილი მივქროდი სადღაც და დამაგვიანდა.
შენ ახლა ცისფერ კუბოში გძინავს.
მე შავი ფერი ვარ
და შენს სახეზე ვცეკვავ.
მე ახლა სისხლის წვეთი ვარ
და შენს კაბაზე ვცხოვრობ.
ამ შეშლილ და მილეულ ღამით
ფეხაკრეფით მივეპარები
შენს დაღლილ და მძინარე თვალებს.
მოგპარავ უცოდველ სიზმრებს,
ბალიშის ქვეშ რომ მალავ.
კართან დაგიტოვებ მარადისობას
და ყოველ დილით ოთახში დაგვხვდება
ჩემი დაწნული, ნატიფი დილა.
მკერდზე მიგიკრავ, როგორც სითეთრეს.
მეყვარები მაისის მსგავსად.
ჩემი იქნები?
დარჩები?
გეყვარები?
მე კი დავთვრები შენი თმების კოცნით,
გამუდმებით მეყვარები, როგორც მზე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1026 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი წარსულიდან სახსოვარი,
დამრჩა ერთადერთი-დაღლილობა.
გავხდი უსახლკარო მათხოვარი
დრომ და ათასგვარმა თაღლითობამ
ისე გამომფიტეს, როგორ გითხრა,
(ალბათ გავახარებ მოშურნეებს).
ძველი იარები საფლავს მითხრის
უკვე აღარც ვცდილობ მოშუშებას.
ჰოდა, ჩემი ძველი დოსიედან
ყველა ქარტეხილი ამოვშალე.
ბედთან ბრძოლა რაღა დროსია და
ტყვიაც ხომ პირშია გამოვშალო
ლამის. ერქვას ბოლო გაბრძოლება
და ან დაღლილობის რაფსოდია.
სადაც უაზრობებს გაძალებენ,
სადაც ყველაფერი აბსურდია...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1033 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რახან ეს ზეცა უსასრულოა
მაშინ არაფერს არ აქვს საწყისი,
სივრცეში ვჩნდებით
და დროში ვქრებით,
დიდი ტაბლაა დედამიწა,
ჩვენ ვართ სანთლები
ანთებული ამ მიწის ბეჭზე,
უხილავი შემოქმედის ხელით ავენთეთ
და სულით ვიწვით,
სივრცეში ვჩნდებით.
დროში ვბერდებით
და ვიღვენთებით,
ხედავთ რარიგად ლიცლიცებს ალი
ჩვენით ანთია ეს დედამიწა,
ეს ყველაფერი არის სიზმარი,
დედამიწის ცხადი სიზმარი,
რომელიც ჩვენით ცხოველდება
და ქრება ისევ.
და ღმერთმა იცის
კიდევ როდის განმეორდება
რაც მოხდა ერთხელ.
რარიგად მისდევს ყველაფერი ერთიმეორეს:
კვირტი,
რომელიც ხეზე ჩნდება,
მერე ფოთლდება,
როგორ ჰგავს კაცის დაბადებას,
ორივე ჭკნება
და
სადღაც, შორიდან გადაწეწილ დროის ქარს მიაქვს.
შენ, შემოქმედო გამარკვიე
რისთვის გჭირდებით,
სანთლად რომ გვანთებ,
ნუთუ ჩვენით მიიკვლევ წყვდიადს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1392 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: ქრისტინ ელიზაბეტ კავალარი (Kristin Elizabeth Cavallari)
დაბადების თარიღი: 14 იანვარი 1987
დაბადების ადგილი: დენვერი, კოლორადო, აშშ
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.57 მ


ბიოგრაფია

კრისტინ ელიზაბეტ კავალარი დაიბადა 14 იანვარს 1987 წელს დენვერში, კოლორადოს შტატში. როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ, კრისტინი დედასთან ერთად ბარინგტონში გადავიდა საცხოვრებლად, ჩიკაგოს მახლობლად, ილინოისის შტატში, იმ დროს როდესაც მისი მამა და უფროსი ძმა ქალაქ ლაგუნა ბიჩში დასახლდნენ კალიფორნიაში. კრისტინი ვერ შეეჩვია ახლა ცხოვრებას და გადავიდა მამასთან კალიფორნიაში, სადაც სწავლობდა წმინდა მარგარიტას კათლიკურ სკოლაში, კრისტინმა დაამთავრა სკოლის უფროსი კლასები, როდესაც გაშვებული იყო რეალითი–შოუს «Laguna Beach: The Real Orange County» პირველი სეზონი ლაგუინა–ბიჩის მოზარდების რეალურ ცხოვრებაზე. კრისტინი ხვდებოდა ერთერთ მთავარ შოუს პერსონაჟს, სტივენ კოლეტის. ეს ურთიერთბები და მეტოქეობა სხვა გმირთან, ლაურენ კონარდთან, შექმნილი სასიყვარულო სამკუთხედი, შოუს ცენტრალურ ხაზად იქცა. 2009 წლის მაისში კავალარიმ დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბროწეულის ფერია ბაგე შენი ნახეთქი
თაფლისფერი თვალებით ისე შემომციცინებ,
მე არ მიყვარს დუმილი,ანგელოზო რამე სთქვი!
გსუნთქავ ალმოდებული, მგონი ვეღარც ვიძინებ.

როცა მგონიხარ აქვე ახლოს, ისე შორსა ხარ?!
იქნებ ვერ, იქნებ არ გამხელილ, ან არსაიდან,
ვარდის ყველაზე სურნელოვან ყელგადმოსახარ,
ეკლების შიშით საბოლოო ცოდვას ჩავიდენ.

ეგ ბაგეები შთაგონების წყაროა თუმცა?!
მე არ მრცხვენია, ანგელოზო ნურც შენ შეგრცხვება.
არის ისეთი სიმსუბუქეც, ყველას რომ უმძიმს,
როგორც ჰაერის მომაკვდავი სუნთქვით ვერ ძღება

ხო ეგ ნაკვთები თუ ჩემია და ეგ გიშერი,
გაუკვირდება ნურასოდეს და ნურც ნურავის.
თუ გინდა წავალ! მაგრამ ვიცი არ გამიშვებენ,
სანამ ბოლო გვერდს ბაგეები არ დახურავენ.

ბროწეულის ფერია ბაგე შენი ნახეთქი
შენი თმების სურნელი არ შორდება ნესტოებს
მე არ მიყვარს დუმილი,ანგელოზო რამე სთქვი!
ანდა ჩემს პანაშვიდზე მიხაკებით მესტუმრე.
და სთქვი მოჰკლეს პოეტი ვინც ოდესღაც
დამხატა
და მე დაგელოდები,დალოდებით უეცარ
ამელნებულ ზეცაზე ნარიყალის ბარხატთა
მთვარის ბნელ სილუეტთან
მთვარის ბნელ სილუეტთან
მთვარის ბნელ სილუეტთან
შენს დახატვას ვეცადე...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1033 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნამდვილი სახელი: შენონ ელიზაბეტი (Shannon Elizabeth Fadal)
დაბადების თარიღი: 07 სექტემბერი 1976
დაბადების ადგილი: ხიუსტონი ტეხასი აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი
სიმაღლე: 1.74 მ
მეუღლე: ჯოზეფ დ. რეიტმანი (განქორწინება)


ბიოგრაფია
Dark-haired, with olive skin and sultry good looks, Shannon Elizabeth first gained notice as sexually precocious Czech exchange student Nadia in 1999's summer hit comedy 'American Pie'. Elizabeth's partially nude scene in the film, the Playboy layout that followed, and her popular photo-intensive Web site made her a favored lust object among young American men, giving an added boost to her up-and-coming career. Of Syrian descent, the actress had an exotic allure that belied her all-American Texas roots.

On television, Elizabeth took guest roles on the TV series 'Step by Step' (CBS) and 'USA High' (USA Network), before her 'American Pie' fame, and her high-profile guest shot on an episode of USA Network's supernatural action comedy 'GvsE' quickly followed the film's release. She additionally had a small role in the Fox TV adventure movie 'Blade Squad' (1998) and co-starred as a psychopathic teen in the TV movie thriller 'Dying to Live' (UPN, 1999).

In features, Elizabeth debuted opposite a s ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1590 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1193 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წადი, ვიცი, შენც მოგბეზრდა
უმიზეზო ჩემი სევდა,

წადი, წაჰყევ, ვისაც ენდო,
წადი, მაგრამ
უკან აღარ მოიხედო.
წადი, მაგრამ თუ სინაზე
სხვაგან ჩემი ვერა ნახო,
არასოდეს დამიძახო.
წადი, წადი, ვიცი უკვე
სხვაგან ეძებ შენ სანუკველს,
წადი, მაგრამ ესა გწამდეს,
წადი, მაგრამ ეს იცოდე,
თუ არავინ არა მგავდეს,
თუ არავინ არ იწვოდეს
ჩემი ცეცხლით,
ჩემი ალით,
თუ არავინ არა გწვავდეს
შთაგონების სიმხურვალით,
არასოდეს მომიგონო,
არასოდეს, არასოდეს,
თუ გინდ გულში ქარი ქროდეს
უმძიმესი მოგონების,
თუ გინდ ცეცხლი გწვავდეს ვნების
არასოდეს მომიგონო, არასოდეს,
გესმის, გესმის?

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 977 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1056 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


და ის, ვინც გაქებდა... და ის, ვინც გალხენდა,
ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?!
ნუთუ გახდი ისე ცრუ, ბოროტი, მავნე, -
რომ წერილი ერთხელ აღარ გამოგზავნე?!
დააჩქარე, გესმის? - დააჩქარე მალე,
თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე -
თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი,
თითქმის შემიყვარდა, თიქმის შევუყვარდი,
და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობლად...
და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად...

ეხლაც, როცა თვალი ცრემლითა მაქვს სველი,
შენგან დანავიწყი, შენს წერილებს ველი,
ეხლაც! ეხლაც-მეთქი, ის შენი დობილი
ჩემს მაგიდას უზის იდაყვდაყრდნობილი
და ცეცხლისფერ ხმითა ყურში ჩამჩურჩულებს:
"ჩემსავითო, გწამდეს, ვერვინ გიერთგულებს!"
აი, გადაიძრო თავიდან თავშალი,
აი, გადიყარა კოხტად თმა ნაშალი
და ცრემლები თეთრი, და ცრემლები წმინდა
ნელ ამბორის ყოფით ღაწვზე მომიწმინდა...

ჩქარა! ჩქარა! ჩქარა! თორემ შენს მზეს ვფიცავ,
იმ შენს დობილისგან თავს ვეღარ დავიცავ -
საალერსოდ მიწვევს შენსა ლექსთამწყობელს
და წაგართმევვს ჩემს თავს, და წაგართმევს მკობელს!
დააჩქარე, გესმის? - დააჩქარე მალე,
თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე -
თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი!
თითქმის შემიყვარდა, თითქმის შევუყვარდი,
და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობლად...
და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ ობლად...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1054 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყველა სიცოცხლეს ერთი აქვს ბოლო,
ძნელს თუ უდარდელს,
ადამის მოდგმას ძრწოლა და ბრძოლის
ჟინი მუდამ სდევს.

მე გულს ოცნების ლამაზ ნაფლეთთა
კონას მივუტან,
მათი დაჭკნობა ვეღარ გაბედა
ჟამმა ჯიუტმა.

დაგვცქერის ზეცის გუმბათი მყიფე _
სამოთხის ზღურბლი;
მე ცისარტყელას ხალიჩად ვიფენ,
რომ შევწვდე ღრუბლებს.
თუგინდ დამღალოს ძნელმა აღმართმა _
არ დავბრუნდები,
რაგინდ შორს იყოს წმინდა მამათა
ნავსაყუდელი.

და თუ წავხდი და ვიწვნიე მარცხი,
ჩემსას გავიტან _
მარადისობა კვლავ ბევრჯერ მაცლის
ვცადო თავიდან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1154 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: ალექსანდრა ჰოლდენი (Alexandra Holden)
დაბადების თარიღი: 30 აპრილი 1977
დაბადების ადგილი: ნორტფილდი,მინესოტა, აშშ
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.73 მ
მეუღლე: ჯონი სტრონგი (განქორწინება)


ბიოგრაფია
Alexandra Holden (born April 30, 1977 in Northfield, Minnesota) is an American film and television actress.
She played film roles in Drop Dead Gorgeous as Mary Johanson and in Sugar & Spice as Fern Rogers. She also starred in the low budget slasher film Wishcraft.
Holden has also had roles in TV and music videos. She appeared on Friends as Ross's girlfriend, Elizabeth Stevens. Other TV roles include Ally McBeal, Tru Calling, Six Feet Under and Private Practice. In music, she appeared in Aerosmith's 'Hole in my Soul' video.





კინოები :
1 შავი მასრ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ანგელოზებით გაბრწყინდა ზეცა,
დასუდრულ მთებზე სიკვდილი სუფევს,
განსასვენებელ ზიარებაზე
ნუკრის თვალებით დედა მიყურებს.

მამა შეშლილი სახით მომშტერებია,არასჯერა რომ მის შვილს თეთრად გამოწყობილი სამოსი აცვია,ჩემი საცოდავი და ეფერება ჩემს ყინულით მოფენილ ბაგეებს,ჩემა ცოლმა რვათვის ორსულმა ბავშვი დაკარგა მამას ვაჯკაცი,ჯოჯოხეთს დაემსგავსა ჩვენი დინასტია,წამებად ექცა დედაჩემს ჩემი დამპალი სხეულის ტრფობა.ჩემი გოგონა მოიყვანეს იმ დგეს როდესაც ორ საათში უნდა გამომასვენონ,შემოანათა კაშკაშა სხივით გააელვარა ჩემი შავად მოფენილი ბურუსი,ორი წლის ფატარამ აგარ იცის რო მისი მამა აღარ არსებობს,მოვიდა სირინოზივით გვერძე დამიჯდა,ჩემა სულმა იგრძნო ბავშვის სითბო მაგრამ ჩემს დაკეპილ ხორცს არ შეუძლია გამოძრავება.დაე მოვიდა შუადგის ორი საათი,უნდა აწიონ ჩემი ნეშთი ჩემმა ბრძენებმა,დუდუკს აკვნესებს ვიღაც დაქირავებული მომგერალი,მომტირლები მომაცილებენ ისე ტირიან თითქოს დაჩაჩანაკებული მიცვალებული ვიკო,სამების ტაძრის ეზოში უნდა ჩაატარონ რიტუალი მღვდელმთავრებმა.დაკრძალვის პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა,ქარი ამოვარდა ზარები ააწივლა,სანთლები ამინთეს ტაძარში ჩემზედ დაიწყეს ლოცვანი,გრიგალმა გადაუარა არემარეს,ყველანი გაიპანენ, სამების კარი დაიკეტა,ხატები გა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 996 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თოვლი გაგიჟებს,
ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა
ფეხს რომ გაბიჯებ.
ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს
ყოფნა უენო,
ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი
ყოფნა უშენოდ.
ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით
გტკივა ფესვები
წელში იხრებით ქართან ომით
არყნი, მუხები.
ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ
დიდხანს სიცოცხლე,
ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,
ყოფნას ვუმოკლებთ.
ვინ იცის, ურვა და ჩივილი
ქარის, მიწის, ცის . . .
პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის
არავინ იცის.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1153 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სხვას რას ემდური,სხვისგან რას ელი,
როდესაც შენს ბედს
შენ თვითონ მართავ.
ტირანთან ბრძოლა არ არის ძნელი.
ძნელია ბრძოლა საკუთარ თავთან.

შენს კვალს ამქვეყნად ვერავინ წაშლის,
თუკი გხედავენ
მხნესა და გამრჯეს.
გამარჯვებული ხარ სწორედ მაშინ,
საკუთარ თავთან როცა იმარჯვებ.

არ დაგიღონდეს, არ დაცხრეს გული,
დარჩი მეხოტბედ -
ზღვათა და მთათა.
აი, მაშინ ხარ დამარცხებული,
როცა მარცხდები საკუთარ თავთნ.

ქარი ზეციდან ღრუბლებსა ხვეტავს,
ღრუბელთა ქულის
ფაროებს ართავს.
მაშინა სტყუი ყველაზე მეტად,
როდესაც სტყუი საკუთარ თავთან.

სულ არ მაშინებს სიმუხთლე სხვათა,
შურით მზერა და...
ბოღმით ნათქვამი.
საკუთარ თავთან, საკუთარ თავთან,
საკუთარ თავთან ვარ მე მართალი!





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1128 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მშვენიერება კიდევ უფრო მშვენიერდება,
ჭეშმარიტება თუკი ამკობს ძვირფას ვარაყად,
ყვავილთა შორის ღირსეულად ვარდი ბერდება,
რადგან ლამაზმანს სურნელშიაც ტოლი არა ჰყავს.

ასკილის ბუჩქი ანთებული რად არ მიზიდავს,
ქვეყნად ხომ მისი უშნოობაც არავის უთქვამს,
ვარდს ემსგავსება ეკილითაც და სიყირმიმიზითაც,
როდესაც კვირტებს დაუხეთქავს ზაფხულის სუნთქვა.

ასკილი მართლაც გარეგნულად ფერებით ბევრს სჯობს
და იერითაც ხომ წააგავს ვარდის სახებას,
მაგრამ ის კვდება და სიკვდილით სიცოცხლეს ვერ შობს,
მკვდარი ვარდი კი სურნელებად გარდისახება!

სატრფოც დაჭკნება, დღეს რომ ასე ვხედავ მოხდენილს,
მაგრამ ჩემს ლექსში მისი სული მზედ აღმოხდების!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნეტავ ვიცოდე, რისგანა ხარ ნაქანდაკარი,
ძეხორციელს ხომ მხოლოდ ერთი ჩრდილი დაყვება?
არავის ახსოვს საოცრება, ალბათ, ამგვარი -
შენ რომ უთვალავ ჩრდილად დაგდევს შენი სახება.

შენი მნახველის მზერას აღარ ელამუნება
დღეს ადონისის წმინდა სახე, მხატვრის ნათალი,
თითქოს ელენეს დააფრქვია მადლი ბუნებამ,
მაგრამ შენა ხარ ელინური მისი ბადალი.

გაზაფხულზე რომ ვერ შორდება თვალი განთიადს,
შემოდგომაზე რომ გვიტაცებს უხვი ბარაქა,
ეს ყველაფერი შენი სახის მკრთალი ლანდია,
თვითონ მშვენებაც შენს სიტურფეს მაინც არა ჰგავს.

შენ გარეგნობას მოსახელე ბევრი ჰყოლია,
შენი გული კი, ჯერ არავის გამოჰყოლია.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1066 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

იმ მდიდარს ვგევარ, საგანძურს რომ თავზე აკვდება,
თანაც ყოველ ჟამს შეუძლია სკივრის გაღება,
მაგრამ სიხშირით ნეტარება რადგან ბლაგვდება,
თავს იკავებს და თავდაჭერა ეამაყება.

დღესასწაულიც გვხიბლავს თავის იშვიათობით
და ამიტომაც მობეზრება აღარ უქადის,
არც გულქანდაში აასხამენ ალმასს ათობით,
რომ ამ სიხშირით არ დაკარგონ ეშხი გულქანდის.

ჩვენ რომ გვაშორებს დრო, იმ მდიდრის სკივრს ედარება,
ამიტომ, ვიცი, არასოდეს არ მომწყინდები,
და არ არსებობს უმაღლესი სხვა ნეტარება,
როცა უეცრად შენ ჩემს თვალწინ ამობრწყინდები.

ჩემდენ სიხარულს ქვეყანაზე ნეტავ ვინ იტანს: -
შენთან ყოფნითაც ვნეტარებ და მოლოდინითაც.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა უმოწყალოდ გამწყრომია ბუნების მადლი,
სხეული ჩემი დაუქანცავს გზასაც სრულიად,
შენს თავს მაშორებს დაძლეული ყოველი ადლი
და ვიცი ეს დღე ხეტიალის დასასრულია.

ჩემი ცხენიც ხომ მერანია, როცა მხნედ არი,
ახლა კი უმძიმს ჩემი სევდის ამოდ ტარება,
იცის აღარსად მიიჩქარის მისი მხედარი,
რადგან უშენოდ არ არსებობს გამოდარება.

ცხენს არ აღელვებს, როცა რისხვის ნაპერწკლებს ვკვესავ,
ხმასაც არ იღებს, ფერდში დეზი თუ არ ესობა,
და როს, ჟამიჟამ, აღმოხდება მწუხარე კვნესა,
ჩემს დაჭრილ სულსაც დაეტყობა უარესობა,

რადგანაც ვიცი, რას მაუწყებს პირუტყვი ამ ხმით:
"წინ ნაღველი და სიბნელეა, მზე დარჩა გაღმით".

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუმც მიჩანჩალებს ჩემი ცხენი, არ ვსაყვედურობ,
აღარ სჭირდება ჩემს ბედაურს ფრთებად ქარები,
იცის არსაით მივიჩქარი საუბედუროდ.
შენგან მივდივარ, შენსკენ ხომ არ მოვეჩქარები?!

დაბრუნებისას მომინდება ლაღი ჭენება,
ალბათ, ვინატრებ ქარიშხალმა რომ დაუბეროს,
მაშინ შურდულიც, ალბათ, ზანტად მომეჩვენება
და მომინდება ცეცხლოვანი რაში უბელო.

თუმცა ჩემს სურვილს ვერ გაასწროს თვითონ პეგასმა,
ჩემი სურვილი, ვიცი, გზაში არ დამაყოვნებს,
თუკი სიყვარულს უფრთამალეს რაშად შევკაზმავ,
მე ჩემი ცხენის ჯალაგობაც არ დამაღონებს.

თუ ფეხს ითრევდა, როს ვტოვებდი ძვირფას მეგობარს,
ახლაც იაროს, მე ტრფიალის ფრთებიც მეყოფა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1223 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ხუთშაბათი, 2024-11-21, 7:54 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 26
სტუმარი: 26
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024