უსიყვარულოდ გადავირევი, დარდი მაწუხებს შენებრ კარგების, ხან მოვარდები როგორც ირემი, ხან იასავით დამეკარგები...
მოგიტაცნია ღიმი ფრესკიდან, დაუწყევლიხარ ვინმე ასურელს, შენი თვალების ეშხი შეშლიდათ, ორბელიანთა ზვიად ასულებს...
ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე, გალაკტიონი დასთმობდა მერის... შენ მოგიძღვნიდნენ ძვირფას სონეტებს, ჯორჯ ბაირონი, შექსპირი, შელლი...
დღეს სიყვარული მართლა რა არის, ხვალ კალმოსნები დაჰყრიან კალმებს, მხოლოდ მე ერთი, როგორც არავინ, ისევ გიკოცნი მაგ ლამაზ თვალებს!
|