♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 27 » ცხრა ძმა ხერხეულიძე
9:08 PM
ცხრა ძმა ხერხეულიძე


სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ძმები, რომლებიც გმირულად დაეცნენ მარაბდის ველზე. ქართულმა ეკლესიამ ძმები ხერხეულიძეები, მათი ნაბოლარა და, დედა და მარაბდის ველზე გმირულად დაღუპული 9 ათასი ქართველი წმინდანად შერაცხა.
1625 წელს ქართველებს ორჯერ მოუხდათ ბრძოლა შაჰ-აბასის არმიის წინააღმდეგ. პირველი ბრძოლა 25 მარტს, ხარება დღეს, მარტყოფის ველზე გაიმართა და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. მტრის 30 ათასიანი ლაშქრიდან, ცოცხალი მხოლოდ 3 ათასი გადარჩა. 40 წლის მანძილზე ირანს ასეთი მარცხი არ განუცდია, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 1 ივლისს, შაჰ-აბასის ლაშქარი ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით, კვლავ მოადგა საქართველოს. ამჯერად ბრძოლა გაიმართა მარაბდის ველზე. შეტევაზე ქართველები გადავიდნენ თეიმურაზ I-ის მეთაურობით. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა. ბრძოლაში სამღვდელოებაც მონაწილეობდა. მტრის ჯარი აირია, ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა. ქართველების ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა და ბრძოლის ადგილს მოსცილდა. მეორე ნაწილი მტრის ალაფს ინაწილებდა და ბრძოლა მოთავებული ეგონა. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა ახალი ძალა შემოიჭრა. ამას ზედ ისიც დაერთო, რომ ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზ მუხრანბატონი, მაგრამ ხმა გავრცელდა თეიმურაზ მეფე მოკლესო. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, შეთხელდა ივერიელთა რიგები. 9 ათასი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ხარჭაშნელი და რუსთველი ეპისკოპოსები, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი. ქართულმა დროშამ ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა, მაგრამ ცხრავე ბრძოლის ველზე დაეცა. დროშა კი მათი ნაბოლარა დის ხელში გადავიდა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, ხერხეულიძეების დედამ აღმართა საქართველოს დროშა, როგორც უკვდავების სიმბოლო.

გადმოცემით, მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლები დაკრძალულნი არიან სოფელ ძველი მარაბდის განაპირას, წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად. ცხრა ძმა ხერხეულიძის საარაკო გმირობის ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. მათ თავდადებას ლექსები მიუძღვნეს ლადო ასათიანმა, სიმონ ჩიქოვანმა და სხვა პოეტებმა....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2661 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:00 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024