♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 25 » უსათაურო
8:22 PM
უსათაურო


უბრალო სევდა... ღამით ღრუბლისფრად ჩამომდნარი სახეზე, შერწყმული ღიმილთან, უბრალო შუქთან და ნათელ სახესთან, ჩუმი ირონია და აშკარა, ყრუ ძახილი - ეს ცხოვრების პატარა სტრიქონია ფურცელზე დაღვრილი.
ჩუმი ზმანება, მთვარის შუქზე სიწითლეს რომ კარგავს, გულიც ოცნებობს, სხეული ილტვის, სადღაც მარადისობის უკიდურესი წამის დასაპყრობად, თუმცა ოცნება უბრალო სიტყვების რახარუხი არ უნდა იყოს ალბათ!
იქ სადღაც გულთან ახლოს კვდება ყოველი ირონია და შური, ყოველი ცუდი და ბოროტი, იქ სიყვარულია მხოლოდ სევდაზე შეყვარებული.
გულისკენ მიილტვის სულის პატარა, უმცირესი, თუმცა მგრძნობიარე ნაწილაკი. იქ სითბოს გრძნობს სიცივეს ჩვეული და ნათელს ხედავს ბნელს მიჩვეული მცირედიც კი...
უსაზღვრო სივრცე, მიუწვდომელი ნათელი და უახლოესი სიცივე, უბრალო სევდისმაგვარი და ტკივილისმომგვრელი სიჩუმე იკავებს გულს, როდესაც წარსულის ბნელ აჩრდილებს აშკარად, ნათლად ხედავ... ეს სიბნელის უჩვეულო გამოვლინება არასოდესაა ბედნიერი ღიმილის მომტანი, რადგან ის წარსულის მხოლოდ ცუდ წამებში იბადება, სევდასთან ერთად იზრდება და მწარე მოგონებებთან ერთად ცხოვრობს!
უჩვეულო ღიმილს თან სდევს სევდა და უჩვეულო სევდას თან ახლავს ღიმილი, რადგან ორივე გრძნობა ერთი და იგივეა სხვადასხვა სიტყვებით გამოხატული.
სულის სიღრმეში იკარგება ყოველი ადამიანური, იქ მხოლოდ სულიერი ნაწილი ცოცხლობს, ძირითადად ადამიანებისგან მიტოვებული, რადგან ადამიანი ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად იყენებს იმას, რაც თავად შექმნა. ის ხომ უბრალო სევდის ნაწილია სიყვარულში არეული...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1031 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:28 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024