♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 17 » მე შეგადარებ ღამეს დარიანს
5:41 PM
მე შეგადარებ ღამეს დარიანს


მე შეგადარებ ღამეს დარიანს,
ჩაფიქრებულს და ვარსკვლავით სავსეს ღამეს დარიანს,
მე შეგადარებ სილამაზეს, დილას ქარიანს...
და ჩემს ნიავში გამოღვიძებულ ვარდებს ნამიანს...
შენ შემოგხედავ მაშინ, როცა მომენატრები,
და ფიქრში ჩაფლულს ჩამეფერფლება წმინდა ფარდები....
მე შმოგხედავ, დაინისლება შენი თვალები,
ჩუმად შეგხედავ და ასე ჩუმად დაგემალები,
მე მინდა გითხრა ყველაფერი, რაც მიფიქრია,
რაც მთელი სიცოცხლის გრძელ კიბეზე გამივლია,
მაგრამ მე ჩემი გრძნობები ვერ გადმომიცია...
მე თითქოს ველი შენთან ერთად ზღაპრულ სიხარულს,
და ეს ლოდინი კიდევ უფრო მივსებს სიყვარულს,
მე ისევ ვეძებ შენს გრძნობას სადღაც მიმალულს,
რომელიც ისევ მიანიჭებს ჩემს გულს სიხარულს...
მე შენ დაგეძებ სიზმარშიც კი, იქნებ იქ გიპოვო,
იქნებ გამოჩნდე, ბოლო მოუღო ამ ჩემს სინანულს,
მე აღარ მინდა დარდიანი ცრემლი მდიოდეს,
შენი ალესით იქნებ დამაიმედო,
მე აღარ მინდა სიხარული შორს მიდიოდეს
და ჩემს გულში დარდმა, როგორც ტალღამ ისე იფეთქოს...



ჩემი გული უფრო გამალებით ცემს შენს მოლოდინში!
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ!...
ვფიქრობ? და ისევ დღეა მზიანი,
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა...
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე?
ეხლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ეხლა ქარები არხევენ ტირიფს...
მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს...
ასე გაივლის წამება, ოხვრა...
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით,
მოხვალ დაღლილი, მეტყვი: როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი, მომეფერები...
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი...
და ეს თვალები!...ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის!!!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1145 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:32 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 58
სტუმარი: 58
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024