მთავარი » 2010 » იანვარი » 17 » ხმა სამარიდან
|
ხმა სამარიდან
ცა. ნაჭერ – ნაჭერ ღრუბელი. თეთრი. ნაზი. ზღვა. ტორტმანი. სასაფლაო. რკინის მოაჯირი. ძეგლი. სკამი. მყუდროება. სიგრილე. ზის ქალი. მოწყენილი სახე. მუხლებზე წიგნი. კითხვა მიუტოვებია. ფიქრს გაუტაცნია. ბურუსშია თითქოს. ქალს სამარიდან ესმის ხმა: "ეხლა გაზაფხულია. ჰყვავის იასამანი. შენს მიერ დარგული? მამშვენებს ძეგლი შენს მიერ შექმნილი? ჰგალობს ბულბული შენს მიერ აქ მოყვანილი? შეიძლება, შეიძლება, მაგრამ მე... მცივა... მცივა... მაშინ კი შემოდგომა იყო. ჰყვაოდა ჩემში იმედი, შენს მიერ დარგული. მამშვენებდი შენ, სათაყვანო ძეგლად ჩემს მიერ გარდაქმნილი. გიგალობდა გული ჩემი, ვით ბულბული – იადონი... ჭეშმარიტად თბილი, მზესხივიანი იყო შემოდგომა. ეხლა, ამ გაზაფხულზე, ჰყვავის ვარდი, შენს მიერ დარგული, მამშვენებს ძეგლი შენს მიერ შექმნილი, ჰგალობს ბულბული შენს მიერ აქ მოყვანილი... და ... დგება მკვდრეთით შენი გული, ჩემს მიერ დასევდიანებული. მე კი მცივა... მცივა...” ქალი დგება, მიხედ – მოიხედავს, ნელ – ნელა მიდის. მისდევს ხმა სამარიდან...
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1360 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 62 სტუმარი: 62 მომხმარებელი: 0 |
|
|