♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 17 » ის წერილებს და სურათებს წვავდა
2:06 PM
ის წერილებს და სურათებს წვავდა



ის წერილებს და სურათებს წვავდა,
მდინარე ვერეს აღრჩობდა ნისლი.
სიმარტოვის და ცრემლების გარდა,
არავინ იყო გამგები მისი.

წვავდა ყალბ სიტყვებს,ღიმილს და სიცილს,
რომელსაც ერთ დროს ის გულით ენდო,
ეყარა ფერფლი გატეხილ ფიცის
და მისი სულიც ცეცხლივით ენთო.

ელანდებოდა ის ვარდისფერიც
დღეები სავსე იმედით,რწმენით...
ალბობდა ცრემლით და წვავდა მერე
საყვარელ სურათს და ძვირფას წერილს.

აქრობდა ცრემლი ანთებულ ასანთს,
აქრობდა ცრემლი და მაინც წვავდა,
მას,რაც უღირდა სიცოცხლის ფასად,
რაც გაგიჟებით სჯეროდა,სწამდა...

გულამღვრეული ოხრავდა ვერე,
გულგატეხილი ტიროდა ქალი,
ჭაღარა ფოთლებს და ყვითელ ფერებს
მიაცილებდა ნოემბრის ქარი.



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1076 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შაბათი, 2024-04-27, 1:09 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024