♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 28 » ლანდი სიყვარულისა
2:12 PM
ლანდი სიყვარულისა

აგვისტოს თვე იდგა. მზე ისე აცხუნებდა, თითქოს იცოდა, რომ კარგა ხანს ასე ვეღარ გაათბობდა დედამიწას.
ქ. ფოთის სანაპიროზე იჯდა და უყურებდა მზის და დედამიწის შეერთების ადგილს. იქ სადაც მზე ზღვაში ჩაესვენებოდა. ეს იყო გიორგი, ერთ-ერთი გემის მეზღვაური. განათლებული, ჭკვიანი, მაგრამ ახალგაზრდულ „სიცელქეს" აყოლილი ახალგაზრდა. უყვარდა ზღვა, მუსიკა, და რა თქმა უნდა ლამაზი გოგონები... და რა დალევს მათ ზაფხულში ზღვის სანაპიროზე!.. მოკლედ გიორგის ყველაფერი ჰქონდა რომ თავი ბედნიერად ეგრძნო, გარდა ერთისა, ეს ერთი ნამდვილი სიყვარული იყო, რომლის ძებნასაც თითქოს არც კი ჩქარობდა და ცდილობდა.
გიორგის გემი სექტემბრის პირველ რიცხვებში აპირებდა ევროპისკენ გეზის აღებას. სწორედ ამ გემზე მოხვდა ქუთაისის, ერთ-ერთი ცნობილი და შეძლებული პიროვნების ქალიშვილი ქეთი, რომელსაც მშობლები სასწავლებლად ევროპაში აგზავნიდნენ.
ქეთი განათლებული, კულტურული და თავ დაჭერილი პიროვნება იყო. არ უყვარდა დროის უქმედ ხარჯვა. ის მუდამ წიგნის კითხვასა და სიახლის ძიებასჰი იყო გართული. ქეთი განათლებულობასთან ერთად ულამაზესი ქალწულც იყო. მას შესტრფოდნენ მთელი ქალაქის ბიჭები, მის დანახვაზე ყველას ენა უვარდებოდა და თითქოს მადენიმე წამით გულიც უჩერდებოდათ...
ამ ადმიანის სილამაზე, რა თქმა უნდა არ გამორჩენია გიორგისაც, მან თავაზიანად გამოართვა ბარგი ქალიშვილს და მის ნომრამდე მიაცილა კიდეც.ქეთის სილამაზისგანდაბნეულ ბიჭს იმდენჯერ შეეშალა ქეთის ოთახი რომ, კაცს ეგონებოდა, ეს ახალია და პირვლად მუშაობსო. როგორც იქნა მიიყვანა გიომ ქეთი თავის ოთახამდე და ისე დაშორდა თვალსაც კი ვერ აშორებდა.
გიოს დაბნეულობა არც მის ძმაკაცებს გამორჩენიათ და როდესაც ჩაეძივნენ მას, გიომ დაიწყო ქეთის აღწერა: გიშერივით შავი თვალები, შავი თმა, შოლტივით ფეხები და მოწმენდილ ცაზე უფრო კრიალა სახე. მისმა ჯადოსნურმა თვალებმა დამატყვევეს და...
- ოოო... რომანტიკოს, გეყო ლაქლაქი წადი და მგზავრებს მიხედე, უთხრა გემის კაპიტანმა გიორგის, რომელსაც გაუხარდა ამ ბრძანების მოსმენა, იმიტომ რომ, იცოდა მგზავრებში ქეთიც იყო და ისიც უნდა ენახა.
შევიდა გიორგი დიდ დარბაზში სადაც თითქმის ყველა მგზავრი იქ შეკრებილიყო. გიო დიდი პატივისცემით და თავაზიანობით ემსახურებოდა მგზავრეს და თითქოს ვიღაცას ეძებდა. ის ვისაც ეძებდა ვერ იპოვა და გადაწყვიტა სხვაგანაც მოეძებნა, მაგრამ ისევ კაპიტანი ახალი ბრძანებით!!! მოკლედ გიოს დღეს თან უმართლებდა და თან არა, თითქოს ვიღაც ან რაღაც დასცინოდა. დავალების შესრულების შემდეგ, როგორც იქნა მივიდა ქეთის ოთახის კართან. თავიდან დაკაკუნებას ვერ ბედავდა. ბოლოს მაინც დააკაკუნა და კარი არავინ გაუღო, ისევ დააკაკუნა, მაგრამ კარის სახელური ისევ დუმს. შემდეგ გიომ გადაატრიალა სახელური და შევიდა ქეთის ოთახში, სადაც დაინახა ტკბილად ჩაძინებული ანგელოზი, გიო თვალს ვერ სწყვეტდა ამ საოცრებას მანამდე სანამ მხარზე რაღაც მძიმე არ იგრძნო, გაიხედა და დაინახა კაპიტანი, რომელიც გაბრაზებული სახით უყურებდა მას. გიო ჩუმად გამოვიდა ოთახიდან და კაპიტნისგან საყვედურიც მიიღო, მაგრამ ეს საყვედური იმ დროისთვის საერთოდ არ აღელვებდა, რადგან მას თვალწინ ისევ ტკბილად ჩაძინებული ქეთი ედგა.
გათენდა მეორე დილა, გიომ მოახერხა და გაიცნო ქეთი, მაშინ როცა სასადილოდ გამოვიდა ოთახიდან. გიომ წარუდგინა თავისი თავი ქალიშვილს, რომელსაც კარგი შთაბეჭდულება დარჩა ამ სიმპატიურ ახალგაზრდაზე. იმ დღესვე ის დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ ორივე ქეთის ოთახში იყვნენ და წიგნის კითხვით და საინტერესო ამბების მოყოლით აწონებდნენ ერთმანეთს თავს. უკვე შებინდებული იყო როდესაც ქეთის ძილი მოერია. მან გიოს სთხოვა რომ გასულიყო ოთახიდან რადგან დაძინებას აპირებდა. გიო წამოდგა ლოყაზე ეამბორა ქალიშვილს და ოთახი დატოვა. გოგონა კი ისევე დარჩა როგორც იჯდა გიოს კოცნამდე. გაოცებული შესცქეროდა ერთ წერტილს და თვალსაც კი არ ახამხამებდა. ისეთი სახე ქონდა თითქოს ვერ გაეცნობიერებინა თუ რა მოხდა რამოდენიმე წამის წინ. მალე ის გადაეშვა უზარმაზარი ფიქრების მორევში. თითქოს ბრაზდებოდა და გულში ფიქრობდა: ეს როგორ გამიბედაო!!! მაგრამ მეორეს მხრივ ეს ყველაფერი სასიამოვნო იყო. ის ხვდებოდა, რომ იმ დღეს რაღაც შეიცვალა მის ცხოვრებაში, ოღონდ უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ ამას ვერ არჩევდა. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დილით როცა ნახავდა გიოს, მისთვის უნდა ესაყვედყრებინა, გუშინდელი საქციელის გამო.
ქეთის ოთახიდან გასვლის შემდეგ გიო შევიდა თავის მოსასვენებელ ოთახში და ხელით თითქოს ეფერებოდა ტუჩებს. ტუჩებს რომელიც რამდენიმე წუთის წინ ქეთის ლოყას შეეხო და ერთს ფიქრობდა: _აამართლა თუ არა???
ორივემ მთელი ღამე თეთრად გაატარეს ერთმანეთზე ფიქრით.
დილით ქეთიმ დაინახა თუ არა გიორგი მისკენ გაემართა. გიომაც შენიშნა ქეთი და მისასალმებასთან ერთად ისევ აკოცა ქეთის თბილ და ნაზ ლოყაზე. ქეთის ისე ესიამოვნა ეს, რომ სულ დაავიწყდა, რომ მას გიორგისთვის უნდა ესაყვედურებინა გუშინდელი კოცნის გამო. შუა დღის შემდეგ გიო ისევ შედის ქეთის ოთახში. ქეთი დაბნეულად იქცევა გიოს დანახვის თანავე და დაულაგებლად ესაუბრება მას.
გიორგი მიხვდა, რომ ქეთის შეუყვარდა ის, ესეიგი მისმა კარგად დამუშავებულმა და ნაცადმა ხერხმა გაამართლა. მან ქეთის შეაყვარა თავი, მან ეს შეძლო. გიომ ისარგებლა ქეთის დაბნეულობით და ისევ აკოცა, აკოცა ოღონდ ლოყაზე აღარ, სხვაგან...
მთელი საღამო ეძებდა კაპიტანი გიოს, რომელიც ვერსად ვერ ეპოვა. ბოლოს გაახსენდა რომ გიომ ერთ-ერთ გოგონას დაადგა თვალი და კაპიტანიც ამ მგზავრის ოთახისკენ გაემართა. კარი დაუკაკუნებლად შეაღო და... რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა კაპიტანი, შემდეგ მეზღვაურს ჩაცმა და გაყოლა უბრძანა.
მეორე დღეს ქეთიმ გიოს მოჰკრა თვალი, მაგრამ მიახლოვება ვერ გაბედა. უკვე შებინდებულზე გადაწყვიტა, რომ შესულიყო გიორგის ოთახში და ეკითხა რა მოხდა მას მერე რაც გიო მისი ოთახიდან გაიყვანა კაპიტანმა.
ქეთიმ როგორც იქნა გაბედა და დაიძრა გიორგის ოთახისაკენ. კარი უეცრივ, დაუფიქრებლად შეაღო და გაშეშდა... მან დაინახა ის, რისი წარმოდგენისაც კი ეშინოდა. გიო სხვასთან იყო. ქეთი ვერ ხვდებოდა, თუ როგორ შეიძლებოდა გიოს მისთვის ასე ეტკენინებინა გული, ის ვერ მიმხვდარიყო თუ რისთვის იწვალა გიომ და გაიცნო და შეაყვარებინა თავი, რა უნდოდა საერთოდ გიორგის მისგან, რატომ მოიქცა ის ასე, ის ხომ გუშინ ქეთის კოცნიდა, ეფერებოდა და სიყვარულს ეფიცებოდა. დღეს კი...
ქეთიმ წყნარად გამოიხურა კარი და გამობრუნდა უკან.
გიო იმდენად გართული იყო ,,საქმეში" რომ ვერც კი შენიშნა კარის გაღება და დაკეტვა.
იმ ღამეს ქეთი სასოწარკვეთამ და იმედგაცრუებამ მოიცვა. თითქოს მოკლეს, ან გული ატკინეს ან უბრალოდ სათამაშოსავით იხმარეს და როცა აღარ დასჭირდათ, გადააგდეს, გვერძე გადადეს. მთელი ღამე იტირა ქეთიმ ის ისევ იმ ერთ დღიან სიყვარულს შესტრფოდა და თითქოს ეზიზღებოდა კიდეც ის დღე როცა გიო გაიცნო, ის ისევ გაურკვევლობაში იყო, ვარ ხვდებოდა უნდა შეეძულებინა თუ უნდა ჰყვარებოდა. ვერ ხვდებოდა გიორგი უნდა გაემტყუნებინა თუ საკუთარი თავი. ღამის 3-4 საათი იქნებოდა, ყველას ეძინა, ყველა ოთახში შუქი იყო ჩამქვრალი, მხოლოდ ერთი ოთახიდან ანათებდა შუქი, ეს ქეთის ოთახი იყო. დათრგუნულსა და სასოწარკვეთილ ქეთის სძულდა ყველა და ყველაფერი, ვეღარაფერს ვეღა იტანდა. ბოლოს მის ოთახშიც ქვრება შუქი. გემის ჩაბნელებულ დერეფანში ისმის ფეხშიშველი ადამიანის ნელი სიარულის ხმა. ნელი ნაბიჯით მიდიოდა ქეთი გემის მოაჯირისკენ, ის თითქოს შეუჩერებლივ ადის მოაჯირზე და...
მეორე დილას ქეთი დილას არავის უნახავს. მთელი გემი კაპიტნის ბრძანებით გადატრიალებული იქმნა, მაგრამ ამაოდ. ქეთი თითქოს გაქრა. ის ზღვის ტალღებმა შთანთქა. რამდენიმე თვე ეძებდნენ მისი მშობლები, თუნდაც მის ცხედარს, მაგრამ მაინც ვერ იპოვეს. ის გემი დღესაც ასრულებს მიმოსვლებს ფოთისა და ევროპის ქვეყნებს შორის. ხალხში თქმულებაც კი დადის რომ ღამ-ღამობით ტირილის ხმა ესმით იმ ოთახიდან სადაც ქეთი იყო, თითქოს ხანგრძლივი ტირილის შემდეგ კარის გაღების შემზარავი ჭრიალის, ნაზი სიარულის ხმა ცვლის რომელიც წყალში რაღაც მძიმე საგნის ჩაგდების ხმით მთავრდება. ამბობენ რომ ეს ქეთია, ის ისევ და ისევ ეძებს იმ სიყვარულს რომელიც სულ რაღაც ერთი დღით მოფრინდა და შემდეგ ისე გაფრინდა რომ ბოდიშიც არ უთქვამს, მიტოვების გამო. და თითქოს ის ამ ბოდიშის თქმას ელოდება, მაგრამ ამაოდ... ტირილის ხმა დღესაც ჩაესმით ამ გემით მოგზაურ ადამიანებს და ტირლის ხმიდან მხოლოდ ერთ სიტყვას არჩევენ რომელიც ექოსავით მეორდება და იფანტება გემის მტელ დერეფანში.
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ...


კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1107 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:42 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024