♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 28 » შენ ქალი ხარ
8:54 PM
შენ ქალი ხარ

შენ ქალი ხარ და ამიტომ მართალი ხარ!
საკმაოდ სარწმუნოდაა ნათქვამი. საქმე ქალების სისუსტეში კი არ არის, რომლის გამოც მათ უნდა დაუთმო და მხარი დაუჭირო, არამედ ქალურ სიბრძნეში. ის მამაკაცები, რომლებიც ქალებს ნაკლებად გონიერ ადამიანებად თვლიან, თავად არ ბრწყინავენ ჭკუა-გონებით. თანაც ეს მათი აზრია და ნუ შევეკამათებით. ქალები მართალია სუსტი არსებები არიან, მაგრამ დიდი ტაქტით გამოირჩევიან. მაშ გამოიყენეთ თქვენი ტაქტი და ინტუიცია საკუთარი თავის, მისი და ორივეს სასარგებლოდ.

გახსოვთ უახლოეს წარსულში ლაბადამოსხმული როგორ გარბოდით მასთან პაემანზე ნახევარსაათიანი დაგვიანებით? ის კი მოთმინებით გელოდებოდათ წითელი ვარდით ხელში და თქვენ დანახვაზე როგორ ებადრებოდა სახე? გახსოვთ როგორ უგებდით ერთმანეთს ერთი შეხედვით? ურთიერთგულწრფელი ფიცი თუ გახსოვთ?

დღეს კი ის სხვაა? გასუქდა და პირს აღარ იპარსავს? შინ გვიან ბრუნდება? ნივთებს ოთახში ფანტავს? ძილის დროს ხვრინავს? ყველაფერში გადანაშაულებთ? თქვენ კი იმ დღეს წყევლით როცა მას მისთხოვდით? არ არის საჭირო. თქვენ ერთადერთი არ ხართ. "ქორწინება არის ციებ-ცხელება პირიქით: იწყება ცხელებით და მთავრდება სიცივით-ამბობდა ძველი ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე.
ვერავინ გამოგიწერთ ჯადოსნურ რეცეპტს სიყვარულის გადასარჩენად და ოჯახის შესანარჩუნებლად. მაგრამ იმაზე, თუ რამდენად კარგად იცნობთ საწინააღმდეგო სქესის ფსიქოლოგიას, დამოკიდებულია თქვენი ბედნიერება. სამწუხაროდ ციდან ვარსკვლავის მოწყვეტა უფრო ადვილია, ვიდრე აიძულოთ რჩეული, შეისწავლოს თქვენი შინაგანი სამყარო. ამიტომ აიღეთ ინიციატივა საკუთარ, ქალურ ხელებში, რაც გვერწმუნეთ არც თუ ისე ცოტაა.

ერთმა თანამედროვე მწერალმა ქალმა თქვა: " ერთი და იგივე დანაშაული ქალმა და მამაკაცმა მოსამართლემ რომ განსაჯოს, ერთმა შეიძლება დამნაშავეს ჩამოხრჩობა მიუსაჯოს, მეორემ კი დააჯილდოვოს, ამასთან ორივე მათგანი გულწრფელი იქნება თავის გადაწყვეტილებაში”. აღნიშნული ნათქვამი გადაჭარბება სულაც არ არის.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თუმცა მამაკაცების ტვინი 10-15 %-ით მეტია, ვიდრე ქალების, ემოციებზე პასუხისმგებელი ზონა ქალებში 8-ჯერ დიდია. როცა ქალებში ორივე ნახევარსფერო შეთანხმებულად მუშაობს, მამაკაცის ტვინში მარჯვენა ნახევარსფერომ ყოველთვის არ იცის, რას აკეთებს მარცხენა. ეს კარგად უნდა გაითვალისწინოთ.

სიმართლე N1
მამაკაცი უფრო პრიმიტიულადაა მოწყობილი, მისი ფიქრები ქალისგან განსხვავებით არ "ბარბაცებს”, არამედ სწორხაზოვნადაა მიმართული. სწორედ ამიტომ გვსაყვედურობენ ისინი აზროვნების პროცესის "სირთულეს” და ლოგიკის უქონლობას.

სიმართლე N2
სამყაროს განსხვავებული აღქმა აიხსნება განსხვავებული აღზრდით. მიღებულია იმის მტკიცება, რომ ქალები არიან ქალები, რადგან ისინი ასეთებად დაიბადნენ, ხოლო მამაკაცები არიან მამაკაცები, რადგან ისინი ასე აღზარდეს. რას ეუბნებიან ბიჭებს, როცა ისინი ეცემიან და ტირილს იწყებენ? ”ნუ ტირი, შენ ხომ კაცი ხარ!” ეს კომპლექსი ჩაიბეჭდება გონებაში მთელი სიცოცხლის მანძილზე. განა მამაკაცები არ განიცდიან? არ ტირიან? რა თქმა უნდა, მაგრამ მათი განცდები სულის სიღრმეში იმარხება, ან მჟღავნდება გაღიზიანების ფორმით. უნდა ვიცოდეთ, რომ მამაკაცის ხმამაღალი საუბარი ყოველთვის სიბრაზის გამომხატველი არ არის, შესაძლოა ამ გზით მამაკაცი თავის სასოწარკვეთილებას ამჟღავნებს.

ჩვენი ამოცანაა დროულად მივუხვდეთ მათ. არაფერია მამაკაცური თავმოყვარეობის შელახვაზე ცუდი. იმის ნაცვლად რომ სამაგიერო გადაუხადოთ და ნამდვილი ჩხუბი გამართოთ, მიუახლოვდით, შეეხეთ ხელებზე, გაუღიმეთ და გამოკითხეთ როგორც პატარა ბავშვს, რა შეემთხვა. თუ მსგავსი სიტუაცია ყოველდღე მეორდება, შეცვალეთ ტაქტიკა. უბრალოდ დატოვეთ ოთახი, დაე მარტომ იყვიროს. ბოლოს და ბოლოს მას ეს მობეზრდება. არ იაროთ მთელი დღე განაწყენებული სახით. სანამ ის "ჰაერში’ ყვირის, მოამზადეთ გემრიელი ვახშამი. როგორც კი გაბრაზება გადაუვლის, მას სინდისი შეაწუხებს თავისი საქციელის გამო. თუკი მეუღლემ სერიოზულად გაგანაწყენათ და დალაპარაკება შემოგთავაზათ, აუხსენით მას პირდაპირ, კონკრეტულად და მშვიდად რა გააკეთა მან არასათანადოდ. მიკიბ-მოკიბვა საჭირო არ არის, არ განსაჯოთ, ის ვერაფერს მიხვდება.

დაივიწყეთ კამათის დროს ტირილის საყვარელი ჩვევა. კაცები ვერ ითმენენ ქალურ ისტერიკებს, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობენ. თქვენი დამშვიდების ნაცვლად გეუბნებიან: "რატომ მოსთქვამ ისევ?” ბოლოს კი კარებს გაიჯახუნებენ და საშუალებას მოგცემენ დაიხრჩოთ საკუთარი ცრემლების ზღვაში.
მამაკაცებს ასეთი უცნაური აღქმა აქვთ: მათი ყვირილი სიბრაზეს გამოხატავს, ხოლო თუ ცოლი ყვირის ის ისტერიული ადამიანია. ასე რომ აიყვანეთ თავი ხელში.

სიმართლე N3
მამაკაცებს ურჩევნიათ გლობალური ფიქრი, (დეტალებში ჩაძიება ქალების საქმეა!) და ერთბაშად მხოლოდ ერთადერთი ამოცანის გადაჭრა შეუძლიათ. შეეკითხეთ ქმარს, რამდენი წლის არიან შვილები და რომელ კლასში დადიან. თუ გიპასუხებთ - გაიხარეთ, რადგან გაგიმართლათ და ბედნიერი ცოლი ხართ. თუ ვერ გიპასუხებთ - ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ, თითქოს მას ოჯახი არ უყვარს. მამაკაცისთვის ეს წვრილმანებია.

მხოლოდ ქალებს შეუძლიათ ერთდროულად ათი საქმის კეთება: ტელევიზორის ყურება, დაქალთან ჭორაობა ტელეფონზე, ვახშმის მომზადება და ხელისშემშლელი ბავშვების სამზარეულოდან გაყრა. თუ მამაკაცი ფეხბურთს უყურებს ან გაზეთს კითხულობს, ნუ მოუყვებით მას დღის მოვლენებს. იგი თავის ქნევით დაგეთანხმებათ, მაგრამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, დაიცადეთ სანამ თავის საქმიანობას მორჩება და მთლიანად თქვენ განკარგულებაში გადმოვა.

არ დაფიქრებულხართ, რატომ იცმევს მამაკაცი კოსტუმს მხოლოდ სამსახურში ან განსაკუთებულ შემთხვევებში, ყოველდღიურად კი სპორტულ სტილს ამჯობინებს? ჩვენ კი პურის საყიდლადაც მაკიაჟით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით მივდივართ? კაცებისთვის კოსტუმი - საქმიანი ტანსაცმელია, მასში იგი მობილიზებულია და მზად არის გადაწყვეტილების მისაღებად. თავისუფალ დროს კი კოსტუმი მას დასვენების საშუალებას არ მისცემს. დაე ატარონ მათ თავიანთი სვიტერები და მაისურები, ნუ დაუშლით. მხოლოდ ყურადღება მიაქციეთ რომ სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვას.

სიმართლე N4
მამაკაცისთვის სამსახური უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალი. ამას კი უნდა შეეგუოთ. თუ ულტიმატუმს "ან სამსახური ან მე” წაუყენებთ, ის პირველს აირჩევს. რადგან მამაკაცი სამსახურში საუკეთესოდ ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს, რომელთა რეალიზაციაზე დამოკიდებულია მისი თვითშეფასება. ასე რომ ხელს ნუ შეუშლით კარიერის გაკეთებაში. ის კი უზრუნველყოფს თქვენ დასვენებას ფინანსურად და კარგი განწყობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მამაკაცი გაბოროტდება. არ დანებდეთ, გაიზიარეთ მისი პრობლემები, მიეცით რჩევები, მხოლოდ ნუ შეიცოდებთ, რადგან სიბრალული მათთვის ქმედუუნარობის სინონიმია. თუ დაბალი შემოსავლის გამო განიცდის, ურჩიეთ მოძებნოს სხვა სამსახური. ყოველ შემთხვევაში გაამხნევეთ და შეაქეთ, მათ ძალიან მოსწონთ ქება-დიდება. გახსოვდეთ: ის ძლიერია, ის საუკეთესოა, მას ყველაფერი გამოუვა. ხვალ კი ის მადლობას გადაგიხდით.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1116 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 0:58 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024