მთავარი » 2010 » იანვარი » 28 » რა ხდება როცა მას
7:56 PM რა ხდება როცა მას |
დაქორწინებული წყვილი მანქანაში – რა თქმა უნდა, მამაკაცი მართავს. ქალი პატარა, მყუდრო კაფეს შეამჩნევს და ხვდება, რომ შეყვარებულის როლში ყოფნა უფრო მოსწონდა – ქუჩაში ხელჩაკიდებული სიარული და კინოთეატრის ჩაბნელებული დარბაზის უკანა რიგში ჯდომა. ხვდება და მამაკაცს ეკითხება: ხომ არ შევსულიყავით? მგონი არ ღირს – პასუხობს ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს. შედეგი? ქალი იმედგაცრუებულია – "შემოხედვაც არ ისურვა”, მამაკაცი გაოცებული – "პირდაპირ ეთქვა რაც უნდოდა”. ის, რაც ჩვენ არ ვიცით: მამაკაცები ყოველთვის არ ეძებენ ჩვენს კითხვაში დაფარულ სურვილს, ხშირად, ისინი უბრალოდ პასუხობენ. მათი პასუხი კი კანონი არ არის – უბრალოდ აზრია. ის, რაც მათ არ იციან: ქალებს მოსწონთ გამოცანები, ისინი იშვიათად ამბობენ რამეს ისე, უბრალოდ. მათი კითხვა კი კითხვა არ არის, სურვილია.
სტატუსი და ურთიერთგაგება რას ნიშნავს მამაკაცისთვის სტატუსი? პასუხი მარტივია, მიზეზი – რთული. მამაკაცი, რომელიც გამარჯვებისთვის დაიბადა, რომელიც მუდმივად ცდილობს იყოს ძლიერი, რომელიც მეგობრულ მეტოქეობაშიც კი წარუმატებლობას ვერ ეგუება, რომელიც საშხაპეშიც კი საკუთარ "ღირსებას” სხვისას ადარებს. მისთვის სტატუსი იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენთვის. და რას გრძნობს მამაკაცი, როცა მისი პარტნიორი მასზე წარმატებულია, უკეთესი სამსახური აქვს და უფრო მეტიც, უკეთესი ხელფასი? ეს ის შემთხვევაა, როცა ურთიერთგაგება ნელ-ნელა კლიშედ იქცევა. მამაკაცი ბოლომდე ვერასდროს შეეგუება იმას, რომ დამარცხდა, თანაც ქალთან. ის, რაც ჩვენ არ ვიცით: მამაკაცისთვის ცხოვრება ბრძოლის ველია, სადაც მან სტატუსი უნდა მოიპოვოს და შეინარჩუნოს. ის, რაც მათ არ იციან: ქალისთვის ცხოვრება მოვლენათა ქსელია, სადაც ის მხარდაჭერის და ურთიერთგაგების პოვნას ცდილობს.
დამოუკიდებლობა და ინტიმურობა რატომ არის ქორწინება მამაკაცებისთვის ჯაჭვის ასოციაცია, ქალებისთვის კი -"უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში”? როცა დაქორწინებული მამაკაცი დიდი ხნის უნახავ მეგობარს ხვდება და სახლში ეპატიჟება, ქალი უკმაყოფილოა – "ნუთუ არ შეეძლო ჯერ მე დამლაპარაკებოდა?!” მამაკაცი უკმაყოფილოა – "მეგობარს ხომ არ ვეტყვი, რომ ჯერ ცოლს უნდა დავეკითხო?!” ის, რაც ჩვენ არ ვიცით: თუნდაც მცირე დამოუკიდებელი ნაბიჯი მამაკაცისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ ურთიერთობამ ის ქალზე დამოკიდებული ვერ გახადა. ღომ იცოდეთ, რა ბედნიერია, როცა ამას აცნობიერებს. ის, რაც მათ არ იციან: მათგან განსხვავებით, ქალს ურთიერთობაში მეტი ინტიმურობა სჭირდება, მას მოსწონს, რომ "ჯერ ქმარს უნდა შეუთანხმდეს”.
რჩევა და მორალური მხარდაჭერა ბავშვის შემდეგ ქალი უკმაყოფილოა თავისი მკერდის ფორმით, მამაკაცი კი ურჩევს პლასტიკურ ქირურგს მიმართოს. ქალი იმედგაცრუებულია მისი პასუხით – "მართალი ვიყავი, საშინლად გამოვიყურები, არ მოვწონვარ”, მამაკაცს კი უკვირს – "ვერაფერი გავიგე! თვითონ არ თქვა, რომ თავისი მკერდი არ მოსწონს?!” ის, რაც ჩვენ არ ვიცით: მამაკაცი ყოველთვის ეძებს პასუხს ჩვენს პრობლემაზე, მისი გადაჭრის გზას. ის, რაც მათ არ იციან: ქალი წუწუნებს, რადგან მორალური მხარდაჭერა სჭირდება, და არა პლასტიკური ქირურგის მისამართი.
ბრძანება და თხოვნა ქალი, რომელიც ხშირად იყენებს მრძანებლურ ტონს: სადილამდე ჭურჭლის დარეცხვაში უნდა მომეხმარო, ამ საღამოს ახალი ფილმი გადის, აუცილებლად უნდა ვნახოთ, გახსოვს…? მამაკაცი ღიზიანდება – "რამდენადაც მახსოვს, ფიცი არასდროს დამიდვია, რომ მის ყველა მოთხოვნას შევასრულებდი, რატომ მბრძანებლობს ამდენს?!” ამჯერად ქალია გაოცებული – "ნეტავ ხმას რატომ არ იღებს, რამე ვაწყენინე?” ის, რაც ჩვენ არ ვიცით: განგაშის სირენა მაშინ ირთვება, როცა მას რამეს უბრძანებენ. მაშინაც კი, როცა ეს ჩვენი აზრია, შეთავაზება, და არა ვალდებულება. ის, რაც მათ არ იციან: ქალი საკუთარ მოთხოვნას აყალიბებს, როგორც შეთავაზებას. მას უნდა, რომ ასე მოიქცნენ, მაგრამ ჯერ პარტნიორის თანხმობა სჭირდება და არა მისი უმისამართო ბუზღუნი.
კონფლიქტი და კომპრომისი როცა მამაკაცი პარტნიორს მანქანის შერჩევაში ეხმარება და მისთვის უხეშ, მამაკაცურ მოდელს არჩევს, ქალი თანხმდება – კომპრომისზე მიდის. მაგრამ ერთ დღესაც მობეზრდება "ამ ურჩხულის” მართვა და კამათს მოაყოლებს – "ხვალვე წავალ და ნორმალურ მანქანას ვიყიდი ჩემთვის”, მამაკაცი გაოცებულია – "რატომ თავიდანვე არ მითხრა, რომ ავტომობილი კიარა, კოსმეტიკის ჩანთა სჭირდებოდა?! ან ვიზიტი ნევროლოგთან?!” ის, რაც ჩვენ არ ვიცით: არის საკითხები, რასაც მამაკაცისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ უნდა დავფიქრდეთ ღირს თუ არა კომპრომისის გაწევა, თუ მერე კონფლიქტი გარდაუვალია. ის, რაც მათ არ იციან: როცა ქალი პარტნიორს დახმარებას სთხოვს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისგან ექსპერტული მონაცემების დემონსტრირებას ელოდება. მას უბრალოდ რჩევა სჭირდება, ამიტომ ნუ მოაჩვენებთ, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ავტომობილის ფერი და მოდელი, თუ ეს ასე არ არის.
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1077 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 55 სტუმარი: 55 მომხმარებელი: 0 |
|
|