♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 28 » ქალის და მამაკაცის მეგობრობა
8:53 PM
ქალის და მამაკაცის მეგობრობა

მკაცრი მამაკაცური სიმართლე: დაქალებს მამაკაცისთვის სარგებლობა მოაქვთ
არსებობს თუ არა ნამდვილი მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის? ამ საკითხზე კამათი არ წყდება. ძლიერი და სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის მეგობრული ურთიერთობის მრავალი ფაქტი არსებობს, თუმცა ზოგიერთი ასეთ ურთიერთობაში სხვა ქვეტექსტს ეძებს.

ზოგადად მამაკაცი ქალებს ორ კატეგორიად ყოფს: ვისთანაც ლაპარაკი სიამოვნებს და ვისთანაც საწოლში გრძნობს თავს კარგად. ასევე არსებობენ ისეთები, რომლებშიც ორივე ვარიანტია შეთავსებული და მათზე ქორწინდებიან.

ძალიან ხშირად მამაკაცი თავიდანვე განსაზღვრავს რას სურს ქალთან ურთიერთობისას და იშვიათად იცვლის ამ აზრს.
ცოლი ცდილობს ქმრისთვის ყველა ქალი შეცვალოს. გახდეს ისეთი, რომ მან სხვა ქალებისკენ არ გაიხედოს, არ დაელაპარაკოს მათ. განსაკუთებით ახალ სიმპატიურ დაქალებს, თანამშრომლებს ან ნაცნობების მეგობრებს, რადგან მათ პოტენციურ მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს.

დაქორწინებულ მამაკაცს სხვა ქალები სექსუალური მხრიდან წესით არ უნდა აინტერესებდეს. ზოგადად ურთიერთობისთვის ქალი-მეგობრის ყოლის აუცილებლობა ცოლის მოყვანის შემდეგ იზრდება. არა იმიტომ, რომ მამაკაცს ახალი ქალები და ახალი შეგრძნებები ესაჭიროება, ან ცოლთან ვერ ისაუბრებს, არამედ არსებობს საკითხები, რომელთაც ცოლთან უბრალოდ ვერ განიხილავენ.

შეიძლება ბევრი მაგალითის მოყვანა. საჩუქრების შერჩევიდან დაწყებული სქესთა შორის განსხვავებებით გამოწვეული ბანალური გაუგებრობით დამთავრებული. ზოგიერთ შემთხვევაში მამაკაცი უკეთ გაუგებს მეორე მამაკაცს, რომელიც საყვარელი საფეხბურთო გუნდის წაგების გამო წუხს. ზოგჯერ კი მამაკაცს უბრალო რჩევა ჭირდება: სად გაემგზავროს დასასვენებლად, სად ისადილოს, როგორ მოიქცეს ცოლთან ჩხუბის შემდეგ. თანაც, საწოლში არსებულ პრობლემებს მამაკაცი მეგობარს ნამდვილად არ მოუყვება, რადგან მეგობრების თვალში იგი ნამდვილი "მაჩო” უნდა იყოს, რომელსაც არანაირი პრობლემა არ აქვს სექსუალურ ცხოვრებაში. სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის არსებობენ ქალი-მეგობრები. ქალმა-მეგობარმა უკეთ იცის ან ხვდება რას სურს მის ცოლს, თანაც მასთან გულწრფელი საუბარიც შეიძლება, რადგან მასთან სექსს არ აპირებს. მიზეზი მარტივია: არცერთი მამაკაცი არ იცნობს ქალს სხვა ქალზე უკეთესად.

ასე რომ, თუ კამათის შემდეგ ქმარი სხვა ქალს ურეკავს, არ ნიშნავს რომ ის შემცვლელს ეძებს; ის უბრალოდ რჩევას კითხულობს, როგორ მოაგვაროს სიტუაცია.

ზრდასრული მამაკაცის ქალი-მეგობარი რაღაცით მის დედას წააგავს, რომელსაც ბავშვობაში რჩევას ეკითხებოდა. ქალურ საწყისს მამაკაცები ძირითადად დედას უკავშირებენ. ასაკის მატებასთან ერთად დედა-შვილის კავშირი იკარგება და გაჩენილი სივრცე ივსება ხშირ შემთხვევაში ქალი-მეგობრით.

ეჭვიანობის მიზეზები გასაგებია. თითქმის ყველა სასიყვარულო ურთიერთობა ასევე მეგობრობით იწყებოდა. ამიტომაც როცა ცოლი შეიტყობს, რომ მისმა რჩეულმა ივახშმა დაქალთან და დრო სასიამოვნოდ გაატარა, იგი აუცილებლად იეჭვიანებს, რატომ იგრძნო მან თავი კარგად სხვასთან და რატომ არ გაატარა ეს დრო მასთან.

ეჭვიანობა, რომლის საფუძველია საკუთარ და მეუღლის გრძნობებში დაურწმუნებლობა, კარგ შედეგამდე არ მიგიყვანთ. ბოროტად ნუ გამოიყენებთ მას, რადგან ქმარი თუ ღალატს გადაწყვეტს, ის უცნობ ქალთანაც მოახერხებს ამის ჩადენას.

როცა მამაკაცი ქალს ეჩვევა, ნაკლებად აინტერესებს მასთან სექსუალური ურთიერთობა. ერთი საქმეა - ცოლი, მეორე - უბრალოდ ნაცნობი. ღალატისთვის ის ან "სულელ” მდივანს შეარჩევს ან ნაცნობობის საიტზე ვინმეს მონახავს. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ზოგჯერ მყარი მეგობრული ურთიერთობა საწოლში გრძელდება. მაგრამ ღალატი უმრავლეს შემთხვევაში პარტნიორის მიზეზით ხდება და მეგობრობა აქ არაფერ შუაშია. მამაკაცმა მშვენივრად იცის, რომ სექსი მეგობრობას ზიანს აყენებს და ინტიმური სიახლოვის შემდეგ ძველი მეგობრობა შეიძლება დაივიწყოს, ამიტომ ის ყველანაირად ეცდება რომ ასეთი ფაქტი არ მოხდეს.
როგორ მოვიქცეთ თუ ქმარს ქალი-მეგობარი ჰყავს?

პირველ რიგში უნდა გაგიხარდეთ, რადგან მეგობრობის უნარი დიდი პლიუსია და მეუღლის დადებით თვისებებზე მიუთითებს.

მეორე - სასურველია გაიცნოთ ეს ქალბატონი, თუნდაც იმიტომ რომ დარწმუნდეთ, რომ მას და თქვენ ქმარს შორის მხოლოდ მეგობრობაა. მამაკაცს წაადგება ეს ნაცნობობა, დაქალს ეცოდინება ცოლის თვისებები და უკეთეს რჩევას მისცემს მამაკაცს.

მესამე - არ არის საჭირო ეჭვიანობის და ურწმუნოების სცენების მოწყობა. ამით ხელს შეუწყობთ ქმრის დაახლოებას სხვა ქალებთან. გაიხსენეთ, რომ თქვენც გყავთ მამაკაცი მეგობრები, ქმარსაც შეუძლია ყავდეს ქალი მეგობარი.

მეოთხე - შეხედეთ ამ ფაქტს სხვა კუთხიდან, ამ მეგობრობის დახმარებით მამაკაცი ღრმად შეიცნობს ქალურ ხასიათს და უკეთ შეძლებს თქვენ გაგებას.


კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1353 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:05 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 65
სტუმარი: 65
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024