საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა, მიწა მიჰქონდა, მიწა - თბილი, მიწა - ლამაზი, შენ მუჭა - მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ალბათ იმიტომ დაპატარავდი... ამ ლექსისთვის მადლობა და კარმა შენ.
........
რა ეშველება ჩვენს სიყვსრულს, როცა ყველა გზას მოუჭრიან, როცა ყველა ბაღის კიდესთან ჩაუსაფრდება დაცინვა და შურისძ|Iება, როცა უყველა ფოთლის შრიალი ჩაესმება ტანჯვის მუსიკად. რა ეშველება ჩვენს სიყვარულს, სიმარტოვეზე მეოცნებეს, ქალაქის ბრძენ ბუჩქებსა და კედლებს შორის თავამოყრილს. ვინ უშველის, ვინ შეიფარებს ორიოდ ლუკმა ბედნიერებას ვინ გაიმეტებს. თითქოს ღამემაც დაივიწყა ძველისძველი მოვალეობა რომ საგნები და სხეულები ბინდით შებუროს, დააწყვილოს, გაამთლიანოს... რა ეშველბა ჩვენს სიყვარულს- ხალხმრავალი ოთახების ბურუსში მსუნთქავს, ვინ გაიხმობს მწვანე, მწვანე ნაპირებისაკენ, ვინ შეაგებებს აკრძალული ქარების სურნელს, მდევრებიც და დევნილებიც ჩვენა ვართ უკვე, და საკუთარმა ნაკვალევმაც გაგვისწრო თითქოს, საფრთხე ხვეწავს იმ ნაკვალევს, საფრთხე ანიჭებს სრულქმნილებას... რა ეშველება ჩვენს სიყვარულს როცა ყველა გზას მოუჭრიან...
|