♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 18 » შავი ანაფორა
12:54 PM
შავი ანაფორა

გუმბათიდან თეთრი მტრედი აფრინდა და მას მიჰყვა ეკლესიის სარკმელებიდან აციმციმებულ სხივთა სიმფონია. სიმწვანეში ჩაფლულ ტაძარს ოდნავ მონაცრისფრო დაჰკრავდა. ზართა გუგუნმა შეზარა უადამიანო ქვეყანა და პირდაპირ მზისკენ აიჭრა რკინის ენის ხმა, სანამ ზეცას მიაღწევდა გზაში დაიკლაკნა ათასგვარად და მაინც ჟანგისფრად მიაღწია საწადელს. მოთეთრო ხელს ჩაემოეკრა ზარი და გრძელი, დაგრეხილი თოკისთვის სიცოცხლე ეჩუქებინა წამით. შავმა ანაფორამ გაიქროლა ტაძრის ეზოში და მიიმალა სადღაც, ღმერთთან ახლოს. ბერმა მძიმედ გაიარა ეკლესიისკენ მიმავალი ბილიკი და უფლის სახლში მსუბუქად შეიჭრა. პირჯვრისთვის საოცრად შეკრული ხელი შუბლისკენ წაიღო დ რაღაც ჩაიჩურჩულა მდორედ. უძლურ სიჩუმეში ჩაიძირა მთელი გრძნობით და სულის ძახილს უსმენდა ალბათ, რომელიც არსად წასვლას არ აიძულებდა, იგი იქ იყო სადაც უნდა ყოფილიყო, სადაც მისი სული ცოცხლობდა და გრძნობდა ამქვეყნიურ ამაოებას და დამუდამო სასუფევლის ძლევამოსილებას. თავისი ხელით ჩამოსხმული სანთელი აიღო და ნაპერწკალმაც გაიელვა ტაძარში, მუხლებზე დაემხო და სანთელი ისევ ჩააქრო, ტუჩები შეახო და ისე...
ციდან თითქოს თეთრი ფარდა გადმოკიდესო, ისე გადმოიღვარა იქიდან სითეთრე, გუმბათს მისწვდა და შემოეხვია უჩუმრად, ანაფორამ კვლავ ჩაიარა ღმერთთან ახლოს და საოცარი გალობის ხმა შემოესმა უკაცო სამყაროს... ბერს სახეზე მზისფერმა გადაჰკრა და ჭაობისფერ თვალებში სიყვარულმა იფეთქა, ეს თითქოს მზემაც იგრძნო და ნიავმაც, სხივებმა თვალი მოჭრა მოხუცს, სიომ კი ოდნავ შეკრული თმები გაუშალა და ჭაღარისფრად ააელვარა. ზეცას შეეხო სილამაზის ხმა და გულში ჩაიკრა ფეხქვეშ გათელილმა მიწამ. ყველაფერმა ერთად შეისუნთქა და გულიც აძგერდა წამით, თვალებში ბინდი ჩაუდგა ბერს, სულიდან გრძნობით წამოსული ცრემლი მოაწვა თვალებს მიღმა და გულშჳ ჩაეღვარა ისევ...
ცასთან ახლოს მტრედი შეფრთხიალდა და ჰორიზონტს ჰკიდა თვალი, უსაზღვრო ეჩვენა და გაფრინდა მისკენ... ბინდმა შეახვია უადამიანო ქვეყნიერება და ჭაობისფერ თვალებში ისევ იელვა ალმა...
კვლავაც გაიქროლა შავმა ანაფორამ სადღაც ტაძარში... სადღაც... ღმერთთან ახლოს...


კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2354 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-03-28, 1:11 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024