დღეს ისევ შემახსენა თავი წარსულმა...
მეგონა ჩამოვირეცხე_ ნადოღარი ცხენივით დასვრილმა, მეგონა ფიქრიდან ამოვშალე _შორეული მოგონებით დაღლილმა , მეგონა გადავივიწყე _ უსასრულო სატკივარით განცდილმა ...
მაგრამ არ ირეცხება , არ იშლება , არ მავიწყებს თავს ... მომდევს და მომდევს დაგეშილი მწევარივით უკან , მიღრენს ცოფიანი სევდით და სიბნელის ჩუმ ქაოსში მკარგავს ...
მე ვებრძვი ... ღიმილნარევი ტკივილით ვებრძვი წარსულს ... ცრემლიან თვალებში ვუყურებ და ვგრძნობ სიბრალულს ,ოღონდ ტკბილი მოგონების სიბრალულს ...
მტკივა ყოველი ფიქრი და მტანჯავს ყოველი ბგერა... სადღაც , გულის სიღრმეში გადამალული ოცნება ფარფატებს ქარში აფრიალებული ბოლო ფიფქივით ...
სადღაც... სიხარულის ცრემლები იღვრება და ფართო მკლავებში იხუტებენ სიყვარულს ...
სადღაც... მხიარული ნადიმი გაუმართავთ ფრთიან ფრაზებს და ერთმანეთს მეტად დაფასებაში ეჯიბრებიან ...
სადღაც... გულის კარებს უხსნიან ყველა გამვლელს და ხელის კვრის არ ეშინიათ ...
სადღაც... მხოლოდ ორი დროა : მომავალი და კეთილი მომავალი ...
ეს ყველაფერი სადღაც ხდება . იქ სადღაც უსასრულეთში ... ჩემთან კი ...
ჩემთან ყველაფერი მწუხრის ფერებით იმოსება და წარსულის აჩრდილები სულში მიფათურებენ დაკოჟრილ ხელებს ...
ჩემთან დირესაც ამჩნევენ თვალში ... და ერთი შეცდომის ათჯერ გამოსწორებასაც არ ინდობენ ...
ჩემთან მხოლოდ ერთი დროა ...წარსული ... და ისეც ნაცრისფერი და მტვრიანი გუგუნით ფარავს არემარეს ...
ჩემთან სუნთქვა ჭირს ... პულსი აღარ ცემს და დაუნდობელი ვაკუუმია გარშემო ...
რამდენჯერ ამოვაშენე უხილავი კედელი წარსულსა და აწმყოს გასაყარზე...
რამდენჯერ ამოვქოლე ყველა უმცირესი ჭურჭუტანა... რამდენჯერ ჩავამტვრიე ყველა დამაკავშირებელი ხიდი ... რამდენჯერ ავადიდე სიხარულის მდინარე წარსულის ნალექის გადასარეცხად ... რამდენჯერ ავუკრძალე საკუთარ თავს ამაზე ფიქრი ...
მაგრამ დღეს კვლავაც ვწერ ... ვწერ და წარსულიც მომტირის თავსაფრიანი დედაკაცივით ...
მაგრამ მე არ ვტირი ... ვიბრძვი და ვატყობ სიცოცხლის ძალით ვივსები ... ვიბრძვი და სიხარულის ფერებით ივსება სამყარო ... ვიბრძვი და ცხოვრება კვლავ იძენს აზრს ...
მე მაინც ვიბრძვი ...