♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 18 » რევაზ მარგიანი
8:29 PM
რევაზ მარგიანი


რევაზ აკაკის ძე მარგიანი (დ. 24 ნოემბერი, 1916, სოფ. მულახი, მესტიის რაიონი) ქართველი პოეტი. სკკპ-ის წევრი 1947-დან.
1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1942 წელს მოხალისედ წავიდა დიდ სამამულო ომში. ომის შემდეგ იყო ჟურნალების "ოქტომბრელის", "პიონერის", "დროშის", გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნების" დირექტორი. 1979-დან გამომცემლობა "მერანის" დირექტორი.

პირველი ლექსი "მირანგულა" 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ლექსები" - 1940. სამამულო ომის წლებში დაწერილმა ლექსებმა შეადგინა ეპიკური სულისკვეთებით გამსჭვალული წიგნი "მუმლი მუხასა" (1946). შემდგომ კრებულში ("მხოლოდ ახალი", 1958; "მთანი მაღალნი", 1960; "ლილე", 1965; "გამოღვიძება", 1966; "თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან", 1975 და სხვ.), მხატვრულ დაოსტატებასთან ერთად, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა მარგიანის შემოქმედების ტენდენციები და თავისებურებანი. მის თხზულებებში წარმოჩინდა სვანური ბუნება და მითოსი, რომელიც პოეტმა ორგანულად დაუკავშირა თანამედროვეობას ("ოია ოიალე", "ოიდა ნანაილა", "მარილი", "ელეგია მეგობრის სიკვდილზე" და სხვ.). ფოლკლორული საწყისი მარგიანის ლექსში მაღალ პოეტურ კულტურასთან არის შეწქყმული ("ამბავი რუსთაველის უშგულს მისვლისა", "მარიხი", "მუმლი მუხასა") და ორგანულადაა დაკავშირებული მის შემოქმედებით კრედოსთან ("მეც ხომ ვარ...", "ეს პირველ ქართულ ლექს...", "მე მინდა ვიყო შემოდგომა"). პატრიოტიზმი, რომელიც იმისდროინდელი ლექსების წამყვანი მოტივი იყო, უფრო მაღალ ხარისხში აჟღერდა მარგიანის მომდევნო პერიოდის პოეზიაში ("ქართლის ცხოვრების მემატიანე". "...უენგუროდ გავძლებ განა", "მე შენს კალთაზე მინდა ვიარო", "შენ და ილია რომ არ გვყოლოდით" და სხვ.). თავის მხრივ, გარდასული ომის გახსენება არაერთ შესანიშნავ ლექსს დაედო საფუძვლად ("წლების სახსოვრად", "იქ სიჭაბუკეს არ დავტოვებდი", ლირიკული პოემა "მირზა გელოვანი", "თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან" და სხვ.). მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის შემოქმედებაში ფილოსოფიური და სამიჯნურო ლირიკასაც ("ჩემს ძველ ბინაში", "ჩემი ერთი უფერულო დღე", "და უნატრელი ის დღეც დადგება", "გუშინ არ ვიყავ...", "რა დრო გასულა", "რა იქნებოდა ეს სიჭაბუკე").

მარგიანის ლექსები თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა მრავალ ენაზე, აგრეთვე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუმინულ, პოლონურ, ბულგარულ ენებზე. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის, 2 "საპატიო ნიშნის" ორდენებით და მედლებით.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1216 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 7:01 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024