ნამდვილი სახელი: მიშელ ქრისტინა ტრახტენბერგი (Michelle Christine Trachtenberg) დაბადების თარიღი: 11 ოქტომბერი 1985 დაბადების ადგილი: ნიუ იორკი, აშშ პროფესია: მსახიობი სიმაღლე: 1.70 მ
ბიოგრაფია მიშელ ტრახახტენბერგი დაიბადა 11 ოქტომბერს 1985 წელს აშშ–ში. მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთერთი ნიჭიერი ჰოლივუდის მსახიობი. მიშელი ნიუ–იორკში დაიბადა. ბავშვობიდან მას კინემატოგრაფი და სცენა იტაცებდა. მისი დედა ემიგრანტია ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც წარსულში თოჯონების თეატრის სცენაზე გამოდიოდა. მამა კი მეცნიერი სხვადასხვა ინოვაციურ სფეროში. მიშელ ტრახტენბერგი 'ამერიკული' ტელევიზიის ვარსკვლავი უკვე სამი წლის ასაკში გახდა. თავისი პირველი როლები მან შეასრულა პატარა სარეკლამო რგოლებში. მიშელი იმდენად ფოტოეგინური და 'სწორი' ბავშვი იყო, რომ უამრავი კომპანია დიდი სიამოვნებით სთავაზობდა მას სამსახურს. რეკლამებში წარმატებული როლების შემდეგ მიშელ ტრახტენბერგმა კინემატოგრაფის დაბყრობა დაიწყო. ერთერთი პირველი როლები იყო სერიალებში 'ყველა ჩემი ბავშვია', 'კანონი და წესრიგი', 'კლარისამ ყველაფერი იცის', 'პიტის და პიტის თავგადასავლები', 'შეშლილი ტელევიზია'. თავისი კარიერის ადრინდელ ეტაპზე მიშელი ხშირად მუშაობდა სარა მიშელ გელართან ერთად, სერიალი 'ბარფის' მთავარ გმირთან. მათი ხანმოკლე შეხვედრებიდან გადასაღებ მოედანზე დაიწყო მათი მეგობრობა. 2000 წელს მიშელმა მონაწილეობა დაიწყო სერიალში 'ბარფი', ის დაამტკიცეს მთავარი გმირის უმცროსი დის როლზე. 2004 წელს მსახიობი საქვეყნოდ გახდა ცნობილი ფილმში 'ევროტური' მონაწილეობის შემდეგ. მიშელ ტრახტენბერგის მონაწილეობით საუკეთესო ფილმებად შეგვიძლია დავასახელოდ 'საიდუმლო კანი', 'ევროტური', 'ყინულის პრინცესა', 'ჯაშუში ხერიტი'. მისი ბოლო ნამუშევრების სიაში არის ფილმები 'უკანასკნელი შანსი', 'მამა კვლავ ჩვიდმეტისაა', 'ბავშვები ამერიკაში'. მიშელ ტრახტენბერგის პირად ცხოვრებაზე ყოველთვის ლაპარაკობს რამოდენიმე 'საბულვარო' გამომცემლობა. მსახიობმა თავი გაითქვა უამრავი სექსუალური კავშირებით, რომლებიც ხშირად წამიერი და დაუფიქრებელი იყო. ამ ჰოლივუდის ვარსკვ ლავის ბოი–ფრენდების რიცხვში მუსიკოსი პიტ ვენციცაა. ასევე ერთერთი თვალში მოსახვედრი თაყვანისმცემელი იყო ადამ გოლდშტეინი, რომელიც ყველასთვის ცნობილია ფსევდონიმით DJ A.M. მიშელ ტრახტენბერგით გატეხილი გულების სიაში ასევე ირიცხება რობი უილიამსი. მიშელთან განშორების შემდეგ ის დიდი ხნის განმავლობაში დეპრესიაში იმყოფებოდა და სერიოზულად განიცდიდა მათი ურთიერთობების გაწყვეტას. მსახიობის ერთერთი ბოლო შეყვარებული გახდა ნიუ–იორკის ბიზნესმენი, მიშელს არა ერთხელ გამოუცხადებია ინტერვიუებში, რომ ეს ურთიერთობები ხანგრძლივი იქნება.
კინოები : 1 ორი პოლიციელი (2010) A Couple of Dicks 2 ორი პოლიციელი(2010) (2010) Cop Out 3 მამა ისევ 17–საა (2009) 17 Again 4 შემოდგომის შეღამების დრაკონები (2008) Dragonlance Dragons of Autumn Twilight 5 შავი შობა (2006) Black Christmas 6 ყინულის პრინცესა (2005) Ice Princess 7 ევროტური (2004) Eurotrip 8 ინსპექტორი გაჯეტი (1999) Inspector Gadget
|