♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 30 » მშობლიური ჩახუტება
1:05 PM
მშობლიური ჩახუტება


აი ასეთი კარგად ალბათ ბოლო მთელი თვეებია არ ვყოფილვარ..დიღომში ავედი დღეს. აი რაღაცა გულისფანცქალებით მივდიოდი ისე მეჩქარებოდა ბიძის ოთახის კარის შეღება : )) რომ მივედი სტუმრები ყავდა, შევირბინე, ძალიან ძალიან მაგრად ჩავეხუტე და სანამ ყველა წავიდოდა ბუხრის ოთახში ჩავედი ეკასთან და აჩისთან ერთად ჩაის დასალევად. ბუხარი ძალიან გულს მიჩუყებს ხოლმე ზოგადად, მივჯექი და ის ის იყო უნდა დამეწყო ცრემლების ყლაპვა, დამირეკა- ამოდიო : ).. მართალია სიცხე აღარ ქონდა, მაგრამ მაინც იწვა ჯერ. ერთი 5 წუთი წამხობილი ვიყავი ჩახუტებული და ცრემლები მომდიოდა :უსერ: როგორ მომნატრებია რა : ) რომ მომიკითხა და როგორ ხართ-მითხრა, აბა მაშინ იყო ღაპა-ღუპით .. მოკლედ, მოვუყევი ყველაფერი რა ხდებოდა და ასე მითხრა, რომ ბუნებრივია იმის მხრიდან ესო. ანუ რომ არ დაყვებოდი არსად და ა.შ. მოქმედებსო. მაგრამ თუ უყვარხარო ცოტა ხანში მოგვარდებაო, ოღონდ შენც უნდა შეცვალო ყველაფერიო. მშობლებთან დამოკიდებულებიანადო- ნუ გეშინია, ვერაფერს გიზამენ და თუ გიზამენ ჩემს სახლში წამოდი და აქ იყავიო :უსერ: მე კი ვუთხარი, აღარ მგონია მოგვარდეს იმიტომ, რომ ამ ყველაფერმა ალბათ იმის გრძნობებიც შეცვალა მეთქი :უსერ:

კიდე ჩემებზე ვილაპარაკეთ.. შენ უკვე პიროვნება ხარო..და კარგი პიროვნება ხარო,ამიტომ ყველაფერი აკეთე არა ვინმეს მოსაწონად, არამედ შენი თავის მოსაწონადო. . მოკლედ, ყველაფერზე ვილაპარაკეთ პოლიტიკიანად და ვიცინოდით ამ აქციების მარგალიტებზე : ) ორი საათი ვიჯექით და ვლაპარაკობდით..ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, ის არის, რომ ჩემი თვითშეფასება კარგ ეტაპზე ავიდა.. ასე მითხრა, შვილო, არ მინდა ცხოვრებამ გადაგიაროს თავზეო და გაფრთხილდი და მყარად იდექიო და აი ის სიტყვები მითხრა, რისი გაგონებაც მინდოდა : მარტო არ ხარო : )

როცა საქართველოშია, ისე იმედიანად ვგრძნობ თავს..ეს რომ ვუთხარი , ასე მითხრა ყოველთვის შენთან ვარო მეო :უსერ: აი მოდი და არ გიხაროდეს ცხოვრება თუნდაც იმის გამო, რომ ესეთი ადამიანი გყავს გვერდით და მეგობრობს შენთან ! შეგიძლიათ საათობით დასხდეთ და ილაპარაკოთ ყველაფერზე , როგორც ტოლებმა ! აი ბედნიერი ადამიანი ვარ მე რომ ბიძი მყავს :უსერ: სანამ წავალ ერევანში, ალბათ დიდ ხუთშაბათს ვნახავ ეკლესიაში და მერე, რომ ჩამოვალ, მითხრა სამშაბათს მთაში წავიდეთ მე,შენ და ყვავა თუ შერიგდითო..თუ არადა მე და შენ წავიდეთო :უსერ:

აი ემ ჰეპი და ვერაფერი ვერ შეცვლის ამას ამიერიდან!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1106 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 თინი  
0
სასწრაფოდ (!!!) აიღეთ აქედან ეს პოსტი, რომელიც ჩემი დაწერილია (tiny.ge-ზე), თორემ უბრალოდ წარმოდგენაც არ გინდათ რა ამბავი მოხდება აქ საავტორო უფლებების დარღვევისთვის:) ჯერჯერობით მშვიდობიანად გაფრთხილებთ.

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:35 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 68
სტუმარი: 68
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024