♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 30 » სკოლა
9:49 AM
სკოლა

თინეიჯერებო, ყველა სკოლისა, შეერთდით! 
ოდესმე თუ გიოცნებიათ სკოლის ჰაერში ''აწევაზე"? რას გეკითხებით, ალბათ გიცდიათ კიდეც! ჰოდა, ახლა ყველამ ერთად მოვუხმოთ გიჟურ ფანტაზიას და შევცვალოთ სკოლის სტერეოტიპი, სკოლა კი ჰაერში ''ასაწევად'' მოემზადოს..

სკოლა (თუ საგიჟეთი?)
პირველ რიგში, სკოლა გადადის "გაძლიერებულ" სწავლებაზე - 10 წუთი სწავლა და 45 წუთი დასვენება; ჩამოიხსნება საკლასო ოთახების კარები, ზარი დიდი სიხარულით ჩაჰბარდება წარსულს, დასწრება იქნება თავისუფალი!.. ჟურნალები - მაკულატურაში, დაფები - შეშად!
ბავშვების პირველი იდეა იყო სკოლის ფასადის აჭრელება. აბა, წარმოიდგინეთ საღებავში ამოთხვრილი 500 გოგო-ბიჭი როგორ შესევიან დერეფნებს... ყველა სართულზე ბარი იქნება, თუმცა ბევრი ბჭობის შემდეგ სკოლას მაინც შეუნარჩუნეს ფუნქცია და ალკოჰოლურ სასმელს როგორღაც შეელივნენ.
გოგონების საღმა აზრმა იმარჯვა და კედლებზე უზარმაზარი სარკეები დამაგრდა, საკლასო ოთახებში კი ყველაზე დიდი საგიჟეთი დატრიალდა... კლასებში დაიყარა პუფები სკამების ნაცვლად, მერხების ნაცვლად კი პლაზმური დაფები, საკლასო ოთახებში განთავსდა "კოკა-კოლას" ავტომატები, ღორმუცელებმა ორჯერადი კვებაც "დააწესეს", ბიჭებმა ამჯერად გოგონებზეც იზრუნეს და მათ ფიტნესკლუბის გახსნასაც დაჰპირდნენ...


რაც უნდა გასაკვირი იყოს, პრიორიტეტი სასკოლო ფორმა აღმოჩნდა(!). ''ნიჭიერთა და საზრიანთა ერთიანმა საბჭომ'' დიზაინი თვითონვე მოიფიქრა: გოგონებს თეთრი ბლუზები და კუბოკრული ქვედაკაბები, ბიჭებს - ჯინსები და თეთრი პერანგები. წიგნების მაგივრად ლეპტოპები შემოიღეს... ცეკვის, ცურვისა და სხვა გასართობების მოყვარულმა თინეიჯერებმა, არც მეტი, არც ნაკლები, სკოლაში უზარმაზარი საცურაო აუზი დადგეს, აქ უკვე ისე ღრმად შეიჭრნენ როლებში, გადაწყვიტეს ჰიპ-ჰოპის სპეციალური დარბაზი მოეწყოთ უზარმაზარი სარკეებით. ასევე გადაწყდა დიდ დარბაზში უზარმაზარი დინამიკებისა და მონიტორების დამონტაჟება. "არასასწავლო" დღეებში წვეულებებისა და დისკოთეკების მოწყობა. მოკლედ, ასე ცეკვა-თამაშში გართული ჩემი მეგობარი თინეიჯერები ძლივს "გამოვაფხიზლეთ" და ფურცლები ავაცალეთ, სადაც მათი ფანტაზია სიგიჟის ზღვარს ასცდა... ერთს ამდენი ოცნებისგან თავიც კი ასტკივდა.

ეს არის ჩვენი გიჟური ოცნება - როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სკოლის შენობა. მოკლედ, თქვენ ფული თქვით და ჩვენ მერე გვიყურეთ. აბა, თავად განსაჯეთ, ასეთი სკოლიდან შატალოზე წამსვლელი არის ვინმე?
აქ სრულდება ჩვენი ყველაზე, ყველაზე, ყველაზე გიჟური ოდისეა ოცნების სამყაროში. ყველაზე უსიამოვნო კი ის აღმოჩნდა, ყველაფერ ამის შემდეგ ისევ ჩვეულებრივ, ტრადიციულ სკოლას დავუბრუნდით...

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1147 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ani_noza  
0
biggrin biggrin biggrin biggrin magariaa dzaan .... eh tqven fuli tqvit da chven mere gviyureet tongue tongue tongue biggrin biggrin biggrin
aba.... biggrin

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:54 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024