14 აპრილი ქართული ენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ, მისმა მოადგილემ ზვიად აფხაზავამ და შესაბამისი სამსახურის უფროსმა გოჩა ჯანაშიამ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები დააჯილდოვეს ლამაზი საჩუქრებით, მათ შორის წიგნებით. ექვსი ფილოლოგი გამგეობამ რესურს-ცენტის რეკომენდაციით გამოარჩია. ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელს ნუნუ აფხაზავას, ჩოჩხათის სკოლის მასწავლებელს მაია გუმბარიძეს, ნიგოითის პედაგოგს გელა გეგუჩაძეს, ღრმაღელის სკოლის პედაგოგს ლილი დვალს, წყალწმინდის საჯარო სკოლის მასწავლებელს რუსუდან მეგრელიშვილს და პენსიონერს, დამსახურებულ მასწავლებელს დარეჯან ქინქლაძეს გამგებელმა დიდი მადლობა გადაუხადა მათი პედაგოგიური მოღვაწეობის გამო. ქალბატონ დარეჯანს საჩუქარი სახლში მიუტანეს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამგეობაში მისვლის ვერ შესძლო. ბ. კ.
|