♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 30 » უილიამ შექსპირი(სონეტი 64)
10:45 AM
უილიამ შექსპირი(სონეტი 64)
როდესაც ვხედავ, ჟამთასრბოლა როგორი რისხვით
ანგრევს ყველაფერს, რაც რამ მასში ნაშენებია,
როგორ ანარცხებს განურჩევლად ძირს მისხის მისხით,
რაც რამ მისსავე ჩაქროლებას დამშვენებია.

როდესაც ვხედავ ოკეანის მშიერ ტალღებში
ხმელეთი როგორ ნება-ნება კარგავს ნაპირებს
და შემდეგ მიწა, ღვარცოფების წყალზე დაგეშვით,
სამფლობელოთა დაბრუნებას როგორ აპირებს...

როდესაც ვხედავ, რომ ქვეყნებსაც დრო იმორჩილებს,
ერთს ააშენებს და მეორეს ფუძეს მოურღვევს,
მე მაშინ ვფიქრობ - მეც დამადებს ნუთუ ბორკილებს,
ჩემს სიყვარულსაც ნუთუ ეს დრო ბოლოს მოუღებს?!

ნუთუ ხორციელ სიკვდილამდე მომკლავს დროება
და ჩემს ყოფაშიც გამეფდება ამაოება?!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1169 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:33 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024